როდესაც საქმე ეხება ურთიერთობას ...

ევროკავშირშიც და ჩვენც ნათლად განვაცხადეთ, როდესაც საქმე ეხება ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან, დემოკრატიულ უკანდახევას შედეგები მოჰყვება,- ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დაფინანსების გაყინვას. როგორც მილერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეერთებულ შტატებში საქართველოსთან ურთიერთობის "გადახედვა გრძელდება".  „ცხადია, ეს არის ევროკავშირის გადაწყვეტილება და ისინი უფრო სწორად გააკეთებენ ამაზე კომენტარს, თუმცა, ვიცი, რომ მათ ნათლად განაცხადეს და ჩვენც განვაცხადეთ, როდესაც საქმე ეხება საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობას, დემოკრატიულ უკანდახევას მოჰყვება შედეგები“,- განაცხადა...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინი...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ვაშინგტონში ნატოს საიუბილეო სამიტს ესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას დარჩიაშვილი სოციალურ ქსელ X-ზე თავად ავრცელებს. როგორც დარჩიაშვილი აღნიშნავს, როგორც დარჩიაშვილი აღნიშნავს, საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ერთგული პარტნიორია. "ვაშინგტონი ნატო-ს 75-ე, საიუბილეო სამიტს მასპინძლობს. მოხარული ვარ, რომ საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, ესწრება ასეთი მნიშვნელობის ღონისძიებას. ჩვენმა ქვეყანამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ არის ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ერთგული პარტნიორი", - წერს დარჩიაშვილი X-ზე. ამასთან ერთად, ილია დარჩიაშვილმა ნატოს სამიტის ფარგლებში  შეხვედრა გამართ...

СВР - ვაშინგტონს გადაწყვეტილი აქ...

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (СВР) მტკიცებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურს. СВР აღნიშნულთან დაკავშირებით აქვეყნებს განცხადებას, რომელშიც ასევე ნათქვამია, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში "ქართული ოცნების" "დისკრედიტაციისთვის მასშტაბური საინფორმაციო კამპანია უკვე შემუშავებულია". "რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის პრესბიურო იტყობინება, რომ СВР-ში შემოსული მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ ვაშინგტონს გადაწყვეტილი აქვს, მიაღწიოს საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემდეგ. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში შემუშავებულია მასშტაბური საინფორმაციო კამპანია მმართველი პარტია ...

ნიკა გვარამია - „ახალი“, „დროა“,...

პოლიტიკური გაერთიანება "ახალი", "დროა", "გირჩი - მეტი თავისუფლება" ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ არჩევნებზე გამოვიდეთ ერთად,- ამის შესახებ "ახალის" თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ განაცხადა. როგორც გვარამიამ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, შეთანხმება ვერ შედგა "ლელოსთან", თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება. "პოლიტიკური გაერთიანება "ახალი", "დროა", "გირჩი - მეტი თავისუფლება" ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის, სამშობლოს ისტორიისა და იმ უმნიშვნელოვანესი მომენტის მიმართ, რომელიც დღეს უდგას საქართველოს, გადამწყვეტი მომენტისთვის, რომელიც განსაზღვრავს მის მომავალს და გამ...

პაველ ჰერჩინსკი - EU-ის ლიდერებმ...

ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, გაყინონ 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვასაც  საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ვგეგმავდით,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.  როგორც ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, "ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, იქნება სხვა ნაბიჯებიც". "ევროკავშირ-საქართველოს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის თანამშრომლობას რაც შეეხება, სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ ლიდერებმა გადაწყვიტეს, გაყინონ ფული, რომელსაც ჩვენ ვიხდით საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად. მას ჰქვია "ევროპის მშვიდობის ფონდი“. ასე რომ, ამ დროისთვის გაყინულია ის თანხა, 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვას ვგეგმავდით საქართველოს...

პაველ ჰერჩინსკი - საქართველოს ევ...

სამწუხაროდ, ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. როგორც ჰერჩინსკიმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ევროკავშირის ლიდერებისთვის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების "განზრახვები" გაუგებარია. "27 ივნისს, ზუსტად ათი დღის წინ, ევროკავშირის ლიდერებმა - ევროკავშირის ქვეყნების პრეზიდენტებმა და პრემიერ-მინისტრებმა ბრიუსელში მიიღეს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მათ შეათანხმეს ევროკავშირის მომავალი სტრატეგიული დღის წესრიგი; შეთანხმდნენ მომავალში ევროკავშირის ლიდერების ვინაობის შესახებ; მათ ასევე დაადასტურეს ჩვენი მტკიცე ვალდებულება უკრაინის ...

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის...

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პარტიის ყრილობაზე ახალი პოლიტიკური პლატფორმა, "ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის" წარადგინა. პლატფორმას შეუერთდა დეპუტატები თამარ კორძაია და არმაზ ახვლედიანი, ასევე, ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე და პოლიტოლოგი გია ჯაფარიძე. "დღეს თქვენს წინაშე ვდგავარ უდიდესი პასუხისმგებლობის შეგრძნებით. პასუხისმგებლობის თითოეული თქვენგანის და საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე, ვისთვისაც 26 ოქტომბრის არჩევნები ქვეყნის გადარჩენის შანსია. 26 ოქტომბერი არის შანსი დავიბრუნოთ ჩვენი ისტორიული ევროპული არჩევანი. ეს არის შანსი იმ დაპირისპირების და დანაწევრების მორევიდან, რომლისკენაც ივანიშვილი 12 წელია მიგვაქანებს ამოვიდეთ წელში გამართული...

ზურაბიშვილი კიევში განხორციელებუ...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსების მიერ კიევში განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს გამოეხმაურა. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, მომხდარი ნათლად ასახავს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის სასტიკ მეთოდებს და ტრაგიკულ შედეგებს. "მკაცრად ვგმობთ დღევანდელ სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის კიევში, ბავშვთა საავადმყოფოზე. ეს კიდევ ერთხელ ნათლად ასახავს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის სასტიკ მეთოდებს და ტრაგიკულ შედეგებს", - წერს ზურაბიშვილი X-ზე. ცნობისთვის, დღეს, 8 ივლისს რუსებმა კიევზე მასიური შეტევა განახორციელეს. ქალაქის რამდენიმე რაიონთან ერთად, ბავშვთა საავადმყოფო - "ოხმადტიტიც" დაიბომბა.

არიან ძალები, რომლებიც ახერხებენ...

რაც შეეხება "გლობალური ომის პარტიას", სამწუხაროდ, ესენი არიან კონკრეტული, ძალიან დიდი გავლენის მქონე ძალები, რომლებიც ახერხებენ, მაგალითად, შვეიცარიის ბანკის გაკოტრების ხარჯზე, ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟების მცდელობა მოაწყონ და მილიარდები გაუჩერონ. ასეთი დიდი ძალები არიან, დანარჩენ სიღრმეებში არ შევდივართ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, როდესაც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს "სასამართლო გადაწყვეტილებების მიუხედავად, საკუთარ ფულს არ აძლევენ, ეს სანქცირებაა". "შევთანხმდეთ ასე, რომ თქვენი შეფასებით, რადგან ფორმალურად...

მიხეილ სააკაშვილი - რა ჯანდაბაში...

რა ჯანდაბაში გვინდა ჩვენი სტაბილური პორტი ჩინელების ხელში - ჩამოგვისახლებენ ჩინელებს ანაკლიაში, ყაზახებს რუსთავში და ქართველების ადგილი აქ აღარ იქნება. ვერ მოესწრებიან, ნურას უკაცრავად, ცივი წყალი დალიოს ყველამ, ვინც ეს მოინდომა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.  სააკაშვილის თქმით, "დღეს საქართველოში ადამიანი, როგორც ცენტრი, დაკარგულია". "აი, ანაკლიაში ლაზიკის პორტი ჩვენ გვქონდა გათვლილი იმისთვის, რომ მთელი სამეგრელო დაგვესაქმებინა მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე. ამათ გადაწყვიტეს, ჩინელები შემოიყვანონ და ჩინელებმა ჩაანაცვლონ ქართველები. რა ჯა...

ხელისუფლება მზადაა თანამშრომლობი...

ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა თანამშრომლობისთის, მეგობრობისთვის, რაც ორმხრივი უნდა იყოს,- ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთან სამხედრო წვრთნების გადადების შესახებ.  კალაძის განცხადებით, ცუდია, რომ წვრთნები გადაიდო. „ცხადია, ცუდია, რომ გადაიდო, თუმცა ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, რაც ორმხრივი უნდა იყოს, ცალმხრივი ვერ იქნება, აღნიშნული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. ველოდებით, რომ ეს მიდგომები და დამოკიდებულებები იქნება შეცვლილ...

კახა კალაძე - არ აქვს მნიშვნელობ...

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებას გამოეხმაურა.  კალაძის განმარტებით, მათ ერთად დაჯგუფებას არსებითი მნიშვნელობა არ ექნება. „რეალურად ეს ერთი დაჯგუფებაა, ერთი პატრონი ჰყავთ. შეიძლება, სხვადასხვა სახელებით გამოდიან, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ  აქვს, ისევე როგორც, მათ გაერთიანებას. რადიკალები ყოველთვის მარცხისთვის იქნებიან განწირულები. 2012 წლიდან ეს ადამიანები აჯანჯღარებენ ჩვენს ქვეყანას, ცდილობენ ყველაფერი ცუდის შემოტანას - საზოგადოების დაპირისპირებას, გახლეჩას. ცხადია, ასეთი ქმედებები მარცხისთვისაა განწირული“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, ოპოზიციას საზოგადოება „მიზანმიმართულად შ...

ჩიქოვანი - ჩვენთვის გაუგებარია გ...

ჩვენთვის გაუგებარია გადაწყვეტილება, რომელიც „ღირსეული პარტნიორის“ გაურკვეველი ვადით გადადებას უკავშირდება, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განცხადა. ჩიქოვანის თქმით, საერთაშორისო სწავლებები სასარგებლო ღონისძიებაა როგორც ქართული თავდაცვის ძალებისთვის, ასევე ამერიკის შეიარაღებული ძალებისთვის.  "ხაზს გავუსვამ იმას, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა თანამშრომლობის ფორმატი, თავდაცვის სამინისტროს და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს, სადაც ინტენსიურად ვმუშაობთ, ვთანამშრომლობთ და ეს თანამშრომლობა გრძელდება. საერთაშორისო სწავლებები, რომელშიც მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ქვედანაყოფები, არის სასარგებლო ღონისძიება როგორც ქართული თავდ...

ზურაბიშვილი - ხელისუფლებამ ვერ გ...

ხელისუფლებამ ვერ გაიგო, სად არიან მისი მეგობრები და სად არიან მისი მტრები, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიშეერთებული შტატების მთავრობის მიერ სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2024"-ის განუსაზღვრელი ვადით შეჩერებას.  როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, "ღირსეული პარტნიორი 2024"-ის შეჩერება "შეიძლება იყოს იმავე დონის დაზიანება, როგორც არის რუსული კანონი ევროპული გზისთვის". "ეს არის ძალიან დამაზიანებელი ამ ქვეყნისთვის, შეიძლება იყოს იმავე დონის დაზიანება, როგორც არის რუსული კანონი ჩვენი ევროპული გზისთვის. ეს არის ასეთივე დაზიანება ჩვენი ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობისთვის, რომელიც ჩვენი თავდაცვისთვის და ყველაფრისთვის, რ...

ზურაბიშვილი „ოცნებაზე“ - საფრთხე...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორის" გაურკვეველი დროით გადადების საკითხს გამოეხმაურა. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს,  მმართველმა პარტიამ "ევროპის გზა საფრთხის ქვეშ დააყენა რუსული კანონის მიღებით, ამერიკელ პარტნიორების შეურაცხყოფით და მათ მიმართ წარმოთქმულ ბრალდებებით". "ევროპის გზა საფრთხის ქვეშ დააყენეს რუსული კანონის მიღებით, ამერიკელ პარტნიორების შეურაცხყოფით და მათ მიმართ წარმოთქმულ ბრალდებების (მეორე ფრონტი თუ გადატრიალებისა) შედეგად ეხლა საფრხეს უქმნიან ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება ჩვენ თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატოს სტანდარტებზე ა...

თავცადცვის სამინისტრო - დასანანი...

დასანანია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადების შესახებ. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ, რომელიც ეფუძნება საერთო ინტერესებსა და მიზნებს.   "დასანანია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გა...

პენტაგონი - საქართველოში „ღირსეუ...

აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, აშშ საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას განუსაზღვრელი ვადით გადადებს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული. განცხადებაში ნათქვამია, რომ „ღირსეული პარტნიორის“ გადადება უკავშირდება "აშშ-ის და დასავლეთის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებას, რომ ზეწოლა ხდება საქართველოზე რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნისთვის, უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად, ასევე ინფორმაციას, რომ მმართველი პარტიის წინააღმდეგ გადატრიალების ორ მცდელობაში იღებდა დასავლეთი მონაწილეობას". „შეერთებული შტატები გააგრძელებს პარტნიორო...

ივანიშვილის პარტიის წევრებმა მხა...

ივანიშვილის პარტიის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს ბუქარესტის დეკლარაციას, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, რაც ქვეყნის ღალატის ტოლფასია,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე იქნება "უპრეცედენტოდ დიდი და ფართომასშტაბიანი სადამკვირვებლო მისია იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები".  "როგორც უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ბუქარესტში, ივანიშვილის პარტიის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს ბუქარესტის დეკლარაციას, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის...

ანტიკორუფციული ბიურო 2023 წლის დ...

ანტიკორუფციული ბიურო 2023 წლის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებს მალავს. ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI) ავრცელებს.  როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციაშია ნათქვამი, ანტიკორუფციული ბიურო არ ასაჯაროებს მონიტორინგის შედეგს 720 თანამდებობის პირის დეკლარაციაზე და მალავს ინფორმაციას, თუ რა შედეგით დასრულდა მონიტორინგი თითოეულთან მიმართებით. "2022 წელს ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების საფუძვლით ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა, რომელმაც ნაცვლად იმისა, რომ გაეუმჯობესებინა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და მისი პრევენცია, მკვეთრად გააუარესა თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგისა და გამჭვირვალობის სტანდარტი. ანტიკორ...

პრეზიდენტის ადმინისტრაცია - იუსტ...

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის სურვილი 5-მა კანდიდატმა გამოთქვა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ამ ეტაპზე შესარჩევი კომისია კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობას ამოწმებს. მათივე ინფორმაციით, კომისია კანდიდატებთან გასაუბრებას მომავალ კვირას გამართავს. „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მსურველთა განაცხადების მიღება 1-ელ ივლისს დასრულდა.  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცესის სრული გამჭვირვალობისა და შერჩეული კანდიდატურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის გა...