პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 3 ივლისს 11:00 სთ-დან რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე მიმართა. რიგგარეშე სესიაზე განსახილველი სავარაუდო საკითხებია: „საქართველოს საარჩევნო კოდექსზე" პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, „მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილების პროექტი მე-3 მოსმენით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" კანონში ცვლილება მე-3 მოსმენით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონში ცვლილება მე-3 მოსმენით, „თავდაცვის კოდექსი" მე-2 მოსმენით.
თქვენ ჩვენი შვილების მომავლისთვის გინდათ საბჭოთა კავშირი, სადაც იჩაგრებიან ადამიანები, და საკუთარი შვილისთვის გინდათ უმაღლესი საუკეთესო განათლება აშშ-ში, - ასე გამოეხმაურა ხათუნა სამნიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გაკეთებულ იმ განცხადებებს, სადაც საუბარი პროპაგანდას შეეხებოდა. როგორც სამნიძემ აღნიშნა, ოჯახის ფასეულობები და ღირებულებები თანასწორობა და ჩაგრულის დაცვაა. “მე ვიცავ ოჯახის ფასეულობებსა და ქართულ ღირებულებებს, რაც არის თანასწორობა და ჩაგრულის დაცვა. და პროპაგანდა, ნებისმიერი სახით, არის ბოროტება. და რასაც თქვენ დღეს აქ აკეთებდით, ეს არის პროპაგანდა. პროპაგანდა თუ სადმე არის და ჩვენ გეკითხებით სად, უნდა დაასახლოთ ეს ადგილები. ასე ჰა...
სეთი უტიფარი ხალხი მგონი მათ სათაყვანებელ რუსეთშიც აღარ დარჩა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას, სადაც საუბარი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იყო საუბარი. მიხეილ სააკაშვილი მმართველ პარტიას რიტორიკულ კითხვას უსვამს, თუ ყველაფერი წესრიგშია რატომ მოხდა მისი სასამართლოდან ჩახსნა და რატომ არ უშვებენ მასთან ევროკავშირის სამედიცინო მისიის წარმომადგენლებს. "თავხედობასაც აქვს თავისი საზღვარი. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე რომ წუხდა, ამაზე მოგვიხადოს ევროპამ ბოდიშიო, კი მაგრამ თუ ყველაფერი წესრიგშია სასამართლოებიდან რატომ ჩამხსენით? რათა ხალხმა არ ნახოს რა მდგომარეო...
ბაღებში და სკოლებში მიმდინარეობს [LGBT] პროპაგანდა, არ შეიძლება, ეს არის მიუღებელი და ამორალური. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე შესაძლოა პარლამენტში გაიხსნას დეპატები, რითაც იქნება შესაძლებელი, რომ საკითხი საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდეს. "ბაღებში და სკოლებში მიმდინარეობს [LGBT] პროპაგანდა, ეს არის მიუღებელი. ასევე ამორალური იყო კამპანია, რომელიც აწარმოა მაკდონალდსმა და თქვა რომ ეს იყო გლობალური კამპანიის ნაწილი. ჩვენს ქვეყანაში ეს უნდა იყოს ტაბუ დადებული თემა. და ამაზე შეიძლება გაიხსნას დებატები, პარლამენტშიც, მათ შორის შეიძლება საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდეს აღნიშნული საკითხი, მაგრ...
არ მაინტერესებს არავის თმის ფერი, არც მისი ორიენტაცია და არც არაფერი საერთოდ. ყველა ვინც ხელს აღმართავს ჩვენს პოლიციაზე, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და უკომპრომისო,- აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, პოლიციაზე ხელის აღმართვა სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელის აღმართვაა. „არ მაინტერესებს არავის თმის ფერი, არც მისი ორიენტაცია და არც არაფერი საერთოდ. ყველა ვინც ხელს აღმართავს ჩვენს პოლიციაზე, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და უკომპრომისო. ეს დაიმახსოვრეთ ყველამ. გამოვიდა პოლიციას პირდაპირ მოლოტოვის კოქტეილი ესროლა და ცოცხლად დაწვა კაცი, ვიღაც ბინძურმა, არ მაინტერესებს, ვინ...
ჩვენს კოლეგებს, პარტნიორებს გავუზიარეთ ინფორმაცია, რომ 1 300- მდე შემთხვევა გვაქვს იდენტიფიცირებული, რომ სწორედ მათი ქვეყნებიდან მოდიოდა სანქცირებული პროდუქცია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, "საქართველო აქეთ ეხმარება ევროპელ მეგობრებს, რომ არ მოხდეს სანქცირებული პროდუქციის უკანონო რეალიზაცია". „ომის დაწყების დღიდან დღემდე სრულ ინფორმაციას ვუზიარებდით ჩვენს ევროპელ კოლეგებს. მე მინდა გითხრათ, რომ მას შემდეგ, რაც ე.წ. ფინანსური სანქციები იქნა დაწესებული, შემოღებული და შეზღუდვები გარკვეულ პროდუქციასთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია იყო ცხადი იმთავითვე. ჩვენ ხმამაღლა განვაცხადეთ, რომ საქართ...
ადამიანმა შეგნებულად საზღვარი გადმოკვეთა უკანონოდ, არ ეყო ელემენტარული ღირსება და ვაჟკაცობა, რომ წამოსულიყო, ეყიდა ბილეთი და ჩამოსულიყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ლაჩრულად, მზაკვრული გეგმით შემოვიდა, რომ ქვეყანაში მომხდარიყო "სისხლის ღვრა და გადატრიალება". "ადამიანმა შეგნებულად საზღვარი გადმოკვეთა უკანონოდ, არ ეყო ელემენტარული ღირსება და ვაჟკაცობა, რომ წამოსულიყო, ეყიდა ბილეთი და ჩამოსულიყო თუ მართლა აპირებდა რამეს, მაგრამ არა ლაჩრულად შემოვიდა, ისე როგორც მოიქცა ლაჩრულად აგვისტოს ო...
სააკაშვილის ავანტიურამ მოაბრუნა საქართველოში რუსული ჯარი. ის, რომ დღეს 40 კილომეტრში თბილისიდან დგას რუსული ჯარი, არის სწორედ სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებების დამსახურება,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რომელსაც ხელი "ნაცმოძრაობამ" მოაწერა, წერია, რომ საბრძოლო მოქმედებები საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. "სააკაშვილის ავანტიურამ მოაბრუნა საქართველოში რუსული ჯარი. ის, რომ დღეს 40 კილომეტრში თბილისიდან დგას რუსული ჯარი, არის სწორედ სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებების დამსახურება. მე ჩამოგითვლით როგორ მიდიოდნენ ნაბიჯ-ნაბიჯ აქეთკენ, ...
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტია გამოდის ინიციატივით, რომ საპენსიო ასაკმა 60 წლამდე დაიწიოს. ხაბეიშვილის თქმით, ენმ-ის ინიციატივაა ასევე, რომ მინიმალური პენსია 400 ლარს შეადგენდეს. “ღვარძლი, დაპირისპირება, რუსი ოლიგარქის მიერ ხელდასმული პრემიერ-მინისტრის გაბოროტებული საუბარი. მის საუბარში არსად არ იყო ნახსენები ხალხის კეთილდღეობა, არსად არ იყო ადამიანზე, მოქალაქეზე ზრუნვა და ისაუბრა იმაზე, რომ ყველაფერი კარგად არის, ხალხი გამდიდრებულია, არადა თავად გამდიდრდა ხალხის ხარჯზე, თავად გაამდიდრა მისი მთავრობის წევრები, ამაზე გულისხმობდა, რომ ამბობდა ყველაფერი კარგად არისო. ამასობაში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“...
შეხვედრებზე ვარწმუნებ ჩემს ევროპელ კოლეგებს და მეგობრებს, რომ თუ არ მიანიჭებენ საქართველოს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება ევროკავშირის მხრიდან დაშვებული მორიგი სტრატეგიული შეცდომა და ამას ჩვენი ქვეყანა, ხალხი და ხელისუფლება არ იმსახურებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართულმა ოცნებამ" ბოლო 10 წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ შედეგზე ორიენტირებული ხელისუფლებაა, რომელსაც "რეალური, კონკრეტული შედეგები მოაქვს მოქალაქეებისთვის". „ევროპული პერსპექტივა ნიშნავს იმას, რომ ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა ღიად თქვეს, ხმამაღლა, რომ საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი. აი ასეთი ხმ...
ძალიან დიდი შეცდომა იქნა დაშვებული შარშან, ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან, როცა საქართველოს არ მიეცა სტატუსი და მიენიჭა მოლდოვას და უკრაინას ბონუსად, ანუ ავანსად, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ყველა პარამეტრით, ყველა მონაცემით წინ ვუსწრებდით და ვუსწრებთ დღესაც მოლდოვას, უკრაინას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ისტორიული გადაწყვეტილება იყო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება, რაზეც "წინა ხელისუფლების დროს ოცნებაც კი არ შეიძლებოდა". „რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას და ამ მიმართულებით არსებულ ვითარებას. მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ აქტიურ პოლიტიკ...
უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით შემცირდა მნიშვნელოვნად და მიაღწია ისტორიულ მინიმუმს - 17.3%-ს, აბსოლუტური სიღარიბის დონე ასევე ისტორიულ მინიმუმამდე - 15.6%-მდე ჩამოვიდა,- აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, ეკონომიკური აქტივობის მაღალ ზრდასთან ერთად გაიზარდა ინკლუზიურობა და შემცირდა როგორც უმუშევრობის დონე, ასევე სიღარიბე. „უმუშევრობის დონე, პატივცემულო დეპუტატებო, წინა წელთან შედარებით შემცირდა მნიშვნელოვნად და მიაღწია ისტორიულ მინიმუმს - 17.3%-ს. აქვე შეგახსენებთ, რომ 2012 წელს, როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება, უმუშევრობის დონე თითქმის 27% იყ...
საკმაოდ ეფექტური ნაბიჯები გადავდგით ამ წლის დასაწყისში და შედეგად გვაქვს 1,5% ინფლაცია. მაისის თვეში ჩვენ გვქონდა 1,5% ინფლაცია და ჩვენი მოლოდინია, რომ წელს ინფლაცია დაგეგმილზე ნაკლები იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პანდემიის დროს მთავრობის ვალი 60%-ს გადასცილდა და წელს უკვე თითქმის 38%-მდე ჩამოვა. "2021-2022 წლებში ფისკალური კონსოლიდაცია მოსალოდნელზე გაცილებით სწრაფი ტემპებით წარიმართა; ბიუჯეტის დეფიციტი 9.3 პროცენტიდან ჩამოვიდა 3.1 პროცენტამდე. რეკორდულად მცირე - 2 წლიან პერიოდში შემცირდა; მოგეხსენებათ ჩვენი ეკონომიკური თავისუფლების აქტით გა...
დღეს, 30 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება. მთავრობის მეთაურის მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საკანონმდებლო ორგანოს შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. პრესსამსახურში განმარტავენ, რომ შეზღუდვის მიზანი დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვაა.
საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი დღეს, 30 ივნისს ვიზიტით ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეხვედრას გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ილია დარჩიაშვილთან, რის შემდეგაც გაკეთდება ერთობლივი განცხადებები პრესისთვის. მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ასევე შეხვდება მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს. "დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან და იუსტიციის მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან. ვიზიტის ფარგლებში, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და წეროვანის დევნილთა დასახლებას. ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს&nb...
ანიაღვრე ჭებიდან გადმოსულმა უხვმა რაოდენობის წყალმა ლიანდაგები დატბორა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრელებს. რკინიგზის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები შეჩერებულია . ადგილზე აღდგენითი სამუშაოები მაქსიმალური მობილიზებით მიმდინარეობს, მაგრამ ვერ ასახელებენ ზუსტ დროს თუ როდის აღდგება მოძრაობა. ''ძვირფასო მგზავრებო, დასავლეთში არსებული ძლიერი წვიმის გამო, სოფელ ბაბის მიმდებარედ, სანიაღვრე ჭებიდან გადმოსულმა უხვმა რაოდენობის წყალმა ლიანდაგები დატბორა. ასევე გამოიწვია ლიანდაგების მიმდებარედ ნიადაგის ჩამოშლა. ორივე მიმართულებით მოძრაობა გაჩერებულია. კერძოდ, შეჩერებულია ზუგდიდი...
საქართველო მტკიცედ დგას შეერთებულ შტატებთან, ისევე როგორც ჩვენს პატივცემულ საერთაშორისო პარტნიორებთან, რადგან ერთად ვიცავთ ფუნდამენტურ ნორმებსა და ღირებულებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს საერთაშორისო საზოგადოებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატებს საქართველოს მიმართ გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. "საქართველო, ქართველი ხალხი, როგორც ამაყი და თავისუფლების მოყვარული ერი, იზიარებს თავისუფლებისა და დემოკრატიის იგივე ღირებულებებსა და პრინციპებს, რაც ჩვენს მტკიცე მეგობრობას...
ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს, რომ დავუპირისპირდეთ რუსულ პროპაგანდას იმ ფონზე, როდესაც ცდილობენ რბილი ძალის შექმნას დასავლური ღირებულებების წინააღმდეგ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის საელჩოში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადასვლა სჭირდება, რომელიც უკვე ახლოსაა. "დღეს ისე, როგორც არასდროს გვაქვს თქვენი იმედი და დარწმუნებული ვარ, რომ დაგვიჭერთ მხარს ჩვენი ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდშიც. ჩვენ გვჭირდებით, რომ გადავიდეთ ევროპული ინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე, რომელიც ახლოსაა. ჯერ ეს წევრობა არ ...
ევროპელი სოციალისტების პარტიამ [PES] თავმჯდომარეების დღევანდელ შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს მმართველ პარტიასთან ყველანაირი ურთიერთობის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე. ევროპელ სოციალისტების პარტია შეთანხმდა, რომ "ქართული ოცნების" წევრების ქმედებები და პოზიციები PES-ის ღირებულებებთან ძალიან შორსაა. "PES-ის ლიდერებმა თავმჯდომარეებს შესთავაზეს, რომ PES-მა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველანაირი ურთიერთობა ქართულ ოცნებასთან, რაც დაუყოვნებლივ ამოქმედდება. PES-ის თავმჯდომარეობის წევრებმა ეს გადაწყვეტილება ერთხმად დაამტკიცეს" - წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, “ქართულმა ოცნებამ” PES-ის დატოვების შესახებ განცხადება გარიცხვამდე, 1...
ჩვენ მივესალმებით საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ მის მცდელობას, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა. როგორც მიშელმა აღნიშნა, ევროკავშირის მხარდაჭერის მიუხედავად, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ შეასრულებს ქვეყანა რეკომენდაციებს. "ჩვენ მივესალმებით საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ მის მცდელობას. თუმცა, ანგარიშს ზაფხულის მერე ვიხილავთ და ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ შეასრულებს საქართველო რეკომენდაციებს. ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი წლის ბოლოს ევროპული საბჭოს ...