საქართველოს პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრ კატრინ კოლონას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს საფრანგეთის ძლიერ და ქმედით მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების მიმართულებით გაწეულ უდიდეს ძალისხმევას. "შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ურთიერთობებს ...
საქართველოს გაუმართლა, რომ ჰყავს დინამიური, სერიოზული, მომთხოვნი ორგანიზაციები, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დემოკრატიულ საზოგადოებაში ხელისუფლებამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა იმუშაონ ერთად, მათ შორის მოუსმინონ კრიტიკასაც, რათა საქმე უკეთესობისკენ წავიდეს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. “საქართველოს გაუმართლა, რომ ჰყავს დინამიური, სერიოზული, მომთხოვნი ორგანიზაციები და ეს არის ის, რასაც ჩვენ ვიზიარებთ საფრანგეთი და საქ...
დარწმუნებული ვარ, კატრინ კოლონას საქართველოში ვიზიტი აუცილებლად მოიტანს ახალ იმპულსს ჩვენს ურთიერთობებში ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრ კატრინ კოლონასთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დარჩიაშვილის თქმით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას საუბარი შეეხო 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხს, როგორც დარჩიაშვილი განმარტავს, ხელისუფლების ყოველდღიური ყურადღება და ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანამ პირნათლად და დროულად შეასრულოს ევროკომისიის 12 რეკომენდაცია. „მე ვუთხარი მას, რომ ეს არის ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა, რომ ჩვენი ყოველდღიური ძალისხმევ...
ევროკავშირში ინტეგრაციის გრძელ გზაზე, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება იქნება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში ყველა ამ საკითხს საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილავს, მაგრამ კომენტარს საჯაროდ არ გააკეთებს. "ჩემს ქვეყანაში, ევროპაში, ევროკავშირში და მის მიღმა, ყველა შეშფოთებული იყო იმით თუ რა ხდებოდა პარლამენტში კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ აქციები, დემონსტრაციები და ჩვენ ძალიან ღიად ვუჭერდით მხარს ფაქტს, რომ თქვენ ითხოვდით თავისუფლებას და უკეთეს...
სტრასბურგის გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დასტური, რომ პუტინის რუსეთმა 2008 წელს განახორციელა საქართველოს ანექსია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ "მთელი პროპაგანდა ჩაუვარდა, რაც აგორებული ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილის და სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო". „ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, მისი კრიმინალური მთავრობა უკვე წლებია, ომის დაწყებას აბრალებს საქართველოს, რომ ისინი კრემლიდან იღებენ დავალებას და ყველა ის პროპაგანდა, რაც ჰქონდათ ნაწარმოები პრეზ...
მუდმივად გვესმის, რომ ოპოზიცია დაქსაქსული და სუსტია, „რუსული ოცნება“ კი მონოლითური და ძლიერი და ამის გამო, არ დამარცხდება. ვინც ასე ფიქრობს, ან „რუსული ოცნების“ წევრია ან პოლიტიკური იდიოტი. პასუხი ამ ნარატივზე დევს მთავარ კითხვაში - ვინ არის ოპოზიცია?! „რუსული ოცნების“ ოპოზიცია არის ჩვენი მოსახლეობის 89 %, ვისაც სურს საქართველოში და ამავდროულად, ევროკავშირში ცხოვრება, - ამის შესახებ "პროგრესი და თავისუფლების" ლიდერი კახა ოქრიაშვილი აცხადებს. ოქრიაშვილის თქმით, "მოღალატე რუსული ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რომ ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ქვეყანა "ნაცისტურ რუსეთს მიაწებოს". "ამ ...
საქართველო ბიძინას შპს არ უნდა იყოს და როგორც შპს-ს, ისე არ უნდა მართავდეს,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს. როგორც ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ ხალხის მსახური უნდა იყოს მთავრობა და "არა რუსი ოლიგარქის პირადი ბანკირები და მოურავები". "ირაკლი ღარიბაშვილი - პრემიერ-მინისტრი, ივანიშვილის “ქართუ ბანკის” ყოფილი თანამშრომელი, თანამდებობის პირი - პირადი ბანკირი; გრიგოლ ლილუაშვილი სუსი - ივანიშვილის “ქართუ ბანკის” თანამშრომელი, თანამდებობის პირი; ჯუანშერ ბურჭულაძე - თავდაცვის მინისტრი, ივანიშვილის “ქართუ ბანკში” პლასტიკური ბარათების დამ...
არ ვეთანხმები ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ახლა რიგგარეშე არჩევნებზე საუბრის დროა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ახლა მთელი კონცენტრაცია და ენერგია 12 რეკომენდაციის შესრულებაზე უნდა იყოს მიმართული, რომ მოხდეს „ქართული ოცნების“ იძულება, შესრულდეს ეს რეკომენდაციები და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. „მგონია, რომ ახლა მთელი ჩვენი კონცენტრაცია და ენერგია 12 რეკომენდაციის შესრულებაზე უნდა იყოს, იმაზე, რომ ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, შესრულდეს ეს რეკომენდაციები და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ჩემი აზრით, ჩვენი საქმიანობისთვის დამაზიანებელი და არასწორია დღეს საუბარი იმაზე, რომ კ...
ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც შიდა ბრძოლა მიმდინარეობს ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის, არის საქართველო, - ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა სულ უფრო და უფრო მიდის ავტოკრატიისკენ, აქედან გამომდინარე ერთ-ერთი განმსაზღვრელი შესაძლებლობა იქნება 2024 წლის არჩევნები. "ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც შიდა ბრძოლა მიმდინარეობს ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის, არის საქართველო. ნათელია, რომ საქართველოს ხალხს სურს, იყუროს დასავლეთისკენ, ევროპისკენ, მათ უნდათ დემოკრატია. სენატორი რიში და მე იქ ვიყავით 2012 წელს არჩევნებზე დასაკვირვებლად, როცა ქართულმა ოცნებამ მმართველობა გადაიბარა. რაც ახლა ვი...
პუტინის თავდასხმამ უკრაინაზე კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ საქართველო ვერასდროს იქნება უსაფრთხოდ, თუკი არ შეუერთდება NATO-სა და ევროკავშირს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებზე ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის საპარლამენტო მოადგილემ, ლეო დოქერტიმ განაცხადა. მისივე თქმით, დღესდღეობით რუსეთის ჯარები თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში დგანან და მათი ზეწოლა საქართველოზე უფრო და უფრო იზრდება. "პუტინის თავდასხმამ უკრაინაზე კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ საქართველო ვერასდროს იქნება უსაფრთხოდ, თუკი არ შეუერთდება NATO-სა და ევროკავშირს, ვინაიდან ეს არის რეგიონი, რომელიც სავსეა კონფლიქტით. რუსეთის ზეწოლა საქართველოზე უფრო და უფრო ი...
სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ოფიციალური წერილი დღეს მიიღო. "ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ოფიციალური წერილი დღეს მიიღო", - წერს ადმინისტრაცია. შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლა 18 აპრილს იყო დაგეგმილი, თუმცა მოგვიანებით ვიზ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ზბიგნევ რაუს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობასა და ამ კუთხით პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას შეეხო. "აღინიშნა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის დაკვეთა და მისი ურყევი არჩევანია. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პოლონეთს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისათვის, რომელიც ევროპისათვის ასევე გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია. საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებს და შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიე...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 4-5 მაისს, უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაზე მიიწვიეს. მთავრობის მეთაური ღონისძიების სპკერების ჩამონათვალშია მოხსენიებული. CPAC-უნგრეთის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, წლევანდელი კონფერენციის დევიზია „ერთად ძლიერები ვართ“. "საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენციის სცენაზე გამოვა. ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს 2021 წლის თებერვლიდან იკავებს. მას სჯერა, რომ საქართველო არის კონსერვატიული საზოგადოება ქრისტიანობაზე დაფუძნებული უნიკალური ღირებულებებით. გენდერული პროპაგანდა საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილი არ ყო...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ზბიგნევ რაუს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები. ყურადღება დაეთმო ორმხრივ სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას და აქვე ხაზი გაესვა აღნიშნული მიმართულებით კავშირების შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობას. "საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მიესალმება პოლონეთის მხარდამჭერ განცხადებებს ყველა შესაძლო ფორმატში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.&nb...
გვჯერა, პოლონეთისა და საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობა წაადგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს,- ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ ქართველო კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ზბიგნევ რაუმ აღნიშნა, პოლონეთი ცდილობს, საქართველოსთვის არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე კონსტრუქციული კავშირები და შესაძლო დახმარების გზები გამონახოს. "ჩემი დღევანდელი სამუშაო ვიზიტი არის ჩვენი ქვეყნების დიპლომატიურ-პოლიტიკური ინტენსიური კომუნიკაციის დადასტურება და საერთო ჯამში, გამოხატავს იმ სულისკვეთებას, რომელიც ჩვენი კავშირების კიდევ უფრო გამყარებას ემსახურება. მინისტრი დარჩიაშვილ...
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ყურადღება ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისთან, 21 აპრილს მომხდარ ინციდენტსა და ჰუმანიტარულ საკითხებზე გამახვილდება. "ძირითადი აქცენტი და მთავარი განსახილველი საკითხი დღევანდელ შეხვედრაზე გახლავთ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების ბედი, რათა თითოეული მათგანი დაბრუნდეს საკუთარ ოჯახში. ყურადღება გამახვილდება თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობის აუცილებლობაზე და ზოგადად, ჰუმანიტარული დატვირთვ...
ვანიშვილს და მის პარტიას არ უნდა, რომ საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს, - ამის შესახებ ამერიკელმა პოლიტოლოგმა, ფრენსის ფუკუიამამ განაცხადა. მისივე თქმით, მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ დაბლოკონ საქართველოს ევროკავშირში წევრობა და მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთმა არ დასაჯოს საქართველო ამ ქმედებების გამო, მაგრამ უნდა დაისაჯონ ის პირები, რომლებიც ამაზე პასუხისმგებელნი არიან. მან დასძინა, რომ საქართველოს ევროკავშირში წევრობა საუკეთესო გარანტიაა ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის. "ეს საქართველოს მთავარი პრობლემაა, კონკრეტული ოლიგარქის გავლენა. ვფიქრობ, რომ ივანიშვილს და მის პარტიას არ უნდა, რომ საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს. აკეთებენ ყველაფერ...
საქართველოს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ ეწვია, უწყების ხელმძღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია დახვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეხვედრების დროს განხილული იქნება ქვეყნის სტრატეგიული მიმართულებები, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთის მხარდაჭერა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „შეხვედრების დროს განხილული იქნება ჩვენი სტრატეგიული მიმართულებები, რაც არის ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაცია. პოლონელ კოლეგას მივაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით...
26-28 აპრილს, საქართველოს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ სამუშაო ვიზიტით ეწვევა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ზბიგნევ რაუ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს შეხვდება. მათივე ინფორმაციით, მოლაპარაკებების მთავარი საკითხი იქნება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში პროგრესი, გამოწვევები და რეგიონში უსაფრთხოების საკითხები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე. ცნობისთვის, 28 აპრილს, საქართველოს ასევე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონაც ეწვე...
„ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა თვალსაჩინოა და ეს ყველამ კარგად იცის“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ გაკეთდა მკაფიო განცხადებები, რომლებიც შეეხებოდა იმ პოზიტიურ ნაბიჯებს, რაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგა. „მინდა, გამოვეხმაურო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მნიშვნელოვან ვიზიტს ბრიუსელში, სადაც ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართა, როგორც ევროპულ საბჭოში, ისე ნატო-ს ოფისში. მოვისმინეთ მკაფიო განცხადებები იმ პროგრესზე და პოზიტიურ ნაბიჯებზე, რაც საქართველომ ევროინტეგრა...