პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტზე არსებული ვითარების აღწერისას განაცხადა, რომ ზამთარში საომარი მოქმედებები შენელდა, რუსეთი შურისძიებისთვის ემზადება, მაგრამ ეს არ გამოუვა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ყოველდღიურად სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს უკრაინის აღმოსავლეთით, მაგრამ უკრაინელები მტკიცედ დგანან და იცავენ საკუთარ მიწებს, რაც შეეხება სამხრეთსა და ჩრდილოეთს, სიტუაციას აკვირდებიან "ზამთარში ომი მართლაც ნელდება. არის გასაგები გარემოებები და გასაგები მიზეზები. იღლება ყველა: ბუნებაც, ხალხიც და მადლობა ღმერთს, მტერიც. ყოველდღიურად სასტიკი ბრძოლები მიმდინარე...
ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ არ შეგვეძლო მხარი დაგვეჭირა რუსეთისთვის, როდესაც ის უკრაინაში შეიჭრა, - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა Bloomberg-თან ინტერვიუში. Bloomberg-თან მიცემულ ინტერვიუში, ალექსანდრ ვუჩიჩმა დაგმო ვლადიმერ პუტინის აგრესიები და პრეტენზიები უკრაინის წინააღმდეგ და იწინასწარმეტყველა, რომ ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინ არის. "ჩვენთვის ყირიმი არის უკრაინა, დონბასი არის უკრაინა და ეს ასე დარჩება“, - განაცხადა ვუჩიჩმა.
იმისთვის, რომ ომი დასრულდეს, რუსეთის აგრესია უნდა ჩაფლავდეს, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, რუსული აგრესიის შესაჩერებლად მოკავშირეები უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას გააგრძელებენ. მან დასძინა, რომ საჰაერო დახმარების სისტემები მოიცავს IRIS-T და Patriot, საარტილერიო დანადგარებს და ქვეითებისთვის განკუთვნილ ჯავშანტრანსპორტიორებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ, მოკავშირეებთან ერთად, უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას ვაგრძელებთ. ეს მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემას, როგორიცაა IRIS-T და Patriot, საარტილერიო დანადგარებს, ქვეითებისთვის განკუთვნილ ჯავშანტრანსპორტიორებს.
გაიხსენეთ ვინ ჩამოვიდა საქართველოში ე.წ "ვარდების რევოლუციის" დროს და ვინ დაულაგა საქმეები სააკაშვილს, თუ არ ვცდები ეს ივანოვი იყო, რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრი იმ მომენტიდან დაწყებული სააკაშვილი რუსეთთან თავის გუნდთან ერთად აქტიურად თანამშრომლობდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, 2008 წლის ომის შემდგომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ხელი მოეწერა ისეთ დოკუმენტს, რომელმაც ფაქტობრივად, საკუთარ ქვეყანას და ჯარს ომის დაწყება და ცხინვალის დაბომბვა დააბრალა. „ნაციონალური მოძრაობის“ კავშირები და ურთიერთობები რუსეთთან ცალკე თემაა და ამაზე შეგვიძლია ძალიან ბევრი ვილაპარაკოთ. გაიხსენეთ ვი...
უკრაინის ხელისუფლებამ ეროვნული პოლიციის უფროსი იგორ კლიმენკო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი ავრცელებს. შმიგალის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი განშტოებაა და ყველა პროცესზე კონტროლის შესანარჩუნებლად უნდა იყოს შენარჩუნებული საჭირო პროტოკოლები. "პარლამენტთან განხილვის შემდეგ იქნება წინადადება დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ. მთავრობამ იგორ კლიმენკო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ და უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსად დანიშნა. და მას მიანდო შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებ...
ნიკა მელიას ეს საუბარი თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობისგან გაქცევა იყო. მე მასთან საჯარო დებატებს ვითხოვ. დამიჯდეს, ვიდებატოთ და საზოგადოებამ ნახოს, ვინ რისი გამკეთებელია, ვინ უკეთესია და ვინ უარესი, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ნებისმიერი პირის პოლიტიკაში ჩართულობას მიესალმება, ვინც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაიწყებს, ბრძოლას, რადგან საქართველო რუსულ ჭაობში არ გადაიჩეხოს, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ ოპოზიციური ძალა არის უუნარო და უმოქმედო, ხოლო ნიკა მელია თავის ფუნქციებს ვერ ასრულებს. "სამარცხვინოა, როდესაც "ნაციონალურ მოძრაობას" ისეთი თავმჯდომარე ჰყავს, რომელიც ამ ა...
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენები მალე აღდგება. როგორც ლავროვმა მოსკოვში, 2022 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოხარულია, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები აქტიურად ვითარდება. „მოხარული ვარ, რომ ჩვენს ხალხს შორის კონტაქტები აქტიურად ვითარდება. შარშან მითხრეს, რომ საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა, დიდწილად ტურიზმისა და რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობების გამო. იმედი მაქვს, რომ მალე შევძლებთ განვაახლოთ პირდაპირი ფრენები“, - განაცხადა ლავროვმა. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების განახლების შესახებ საუბარი დეკემბრის დასაწყისში დაიწყო. რუსეთის საგარეო სა...
კეზერაშვილმა შემოთვალა, რომ ვინც ჩემს დაკრულზე იცეკვებს, დავაფინანსებო - მელიამ ცეკვის სხვა მიმდინარეობა აირჩია და არ დათანხმდა, ხაბე დათანხმდა ჯიგარია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ზარქუას ვარაუდით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნების შედეგებით, ნიკა მელიას ლევან ხაბეიშვილი ჩაანაცვლებს. "აქ არის კეზერაშვილის ფულისთვის ბრძოლა. იმ ვაჟბატონმა [კეზერაშვილმა] შემოთვალა, რომ ვინც ჩემს დაკრულზე იცეკვებს, იმას დავაფინანსებო. მელიამ ეტყობა ცეკვის სხვა მიმდინარეობა აირჩია და არ დათანხმდა, ხაბე დათანხმდა, ჯიგარია... მელიას რომ ვუსმენდი, სიმართლე გითხრათ, შემეცოდა ის ადამიანი - რა დღეში ჰყოლიათ "ნაცებ...
მე ერთ-ერთი ვარ, ვინც აკრიტიკებს ქვეყნის შიგნით რეფორმების ნაკლებობას და ასევე კრიტიკულია, როდესაც ქვეყანა არ მიიწევს იმ მიმართულებით, საითკენაც უნდა მიდიოდეს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მეორედ მიიღოს უარი კანდიდატის სტატუსზე. მან დასძინა, რომ საქართველომ რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან ეს იქნება სტრატეგიული სტრატეგიული გზავნილი რუსეთისთვის. “მე ერთ-ერთი ვარ, ვინც აკრიტიკებს ქვეყნის შიგნით რეფორმების ნაკლებობას და ასევე კრიტიკულია, როდესაც ქვეყანა არ მიიწევს იმ მიმართულებით, საითკენაც უნდა მიდიოდეს. აშკარაა, რომ ჩვენ არ ვართ იდეალურები, თუმცა, ვფიქრობ, საქართვ...
ხარვეზები არის, ერთ კვირაზე მეტია დარჩენილი და იმედს ვიტოვებ რომ გამოსწორდება, - განაცხადა “ნაციონალირი მოძრაობის” თავჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა. მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის დატოვებაზე თუ ვინმე ფიქრობს, არის ფლანგი რომელიც წარმოადგენს ჯერ კიდევ პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს და მისი მხრიდან მსგავსზე საუბარი გამორიცხულია. „ხარვეზები არის, ერთ კვირაზე მეტია დარჩენილი და იმედს ვიტოვებ რომ გამოსწორდება. „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებაზე თუ ვინმე ფიქრობს, არის ფლანგი, რომელიც წარმოადგენს ჯერ კიდევ პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს. ჩვენი მხრიდან მსგავსზე ფიქრი და საუბარი გამორიცხულია. დაივიწყოს ვინმემ, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან&...
სწორი ნაბიჯია ალექსი არესტოვიჩისგან. ჩემი აზრით, მან საშინელი შეცდომა დაუშვა და საშინელ მდგომარეობაში ჩააყენა უკრაინა, - ასე გამოეხმაურა რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის თანამდებობიდან გადადგომას. მისივე თქმით, არესტოვიჩის დაშვებული შეცდომა ძალიან მძიმეა, და როდესაც პირი მსგავს შეცდომას უშვებს, ის არ შეიძლება იყოს პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი. მან დასძინა, რომ არესტოვიჩს შეუძლია გააგრძელოს თავისი საქმიანობა, მაგრამ უკრაინის ოფიციალური წარმომადგენელი ვეღარასდროს იქნება. "სწორი ნაბიჯია ალექსი არესტოვიჩისგან. ჩემი აზრით, მან საშინელი შეცდომა დაუშვა და საშინელ მდგომარეობაში ჩააყენა უკრაინა, მას გამოეხმაურა ...
ფაქტია და ვხედავთ, რომ ეს ადამიანი ერთ-ერთ ყველაზე კარგ კლინიკა "ვივამედში" იხდის სასჯელს და არა ციხეში. მას უნდა უმკურნალონ და როგორც პროტოკოლი და წესი მოითხოვს დააბრუნონ იქ, სადაც მან სასჯელი უნდა მოიხადოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა "TV იმედთან" საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობას გაგებით უნდა მოეკიდოს და თვითდაზიანებებით არ გაიუარესოს მდგომარეობა. ნებისმიერ შემთხვევაში მას სასჯელაღსრულების დაწესებულება მიხედავს და არ მისცემს შესაძლებლობას არავის, რომ სააკაშვილს, როგორც ერთ რიგით მსჯავრდებულ პატიმარს რაიმე დაუშავდეს. "იმედი მაქვს, რომ ის თავის ...
ვროპამ რუსეთის წინააღმდეგ ისტორიაში ყველაზე მკაცრი სანქციები დააწესა. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, სანქციების ახალი პაკეტი გამოიწვევს, რუსეთის ეკონომიკის ვარდნას ათწლეულების განმავლობაში, რუსეთის ინდუსტრია კი, მოკლებული იქნება თანამედროვე და მნიშვნელოვან ტექნოლოგიებს. თავის გამოსვლაში მან ასევე აღნიშნა უკრაინელების გამბედაობა და პირობა დადო, რომ ევროპული ქვეყნები გააგრძელებენ კიევის მხარდაჭერას. „ჩვენ დავაწესეთ ისტორიაში ყველაზე მკაცრი სანქციები, რის შედეგადაც რუსეთის ეკონომიკა ათწლეულების განმავლობაში ჩავარდება რეცესიაში და მისი ინდუსტრია მოკლებული იქნ...
გამოსავალი არის ქვეყანაში რევოლუციური ცვლილებები და ქვეყნის გადმოტრიალება, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მესამე პრეზიდენტის პროცესი მიზანმიმართულად ჭიანურდება, რაც დეპუტატის აზრით, იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, "საქმის ბოლომდე მიყვანა" გადაწყვიტა. "ნაცვლად პროცესების დაჩქარებისა, ვხედავთ, რომ აჭიანურებენ მიზანმიმართულად პროცესებს და შესაბამისად, როგორც ჩანს, პოლიტიკური გადაწყვეტილება აქვს მიღებული ბიძინა ივანიშვილს, რომ ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე. მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა,...
ნიკა მელიას ებრძვიან რეტროგრადი მოხელეები მერაბიშვილის თამადობით, - ამის შესახებ "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა აცხადებს. რურუა, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში მხარდაჭერას ნიკა მელიას უცხადებს, სოციალურ ქსელში წერს, რომ მერაბიშვილისა და რუსული სპეცსამსახურების ურთიერთობის შესახებ "დიდი ეჭვი" არსებობს. "ნავალნის პოლიტიკაში მოსვლა განაპირობა მის სახლთან ახლოს დაგროვილმა ნაგავმა. მან გაარკვია, რატომ არ გაქონდათ ნარჩენები დროულად და თითქოს ამ უმნიშვნელო ფაქტის გარშემო აღმოაჩინა კორუფციის ზღვა, ოკეანე, რაც გახდა მისი პოლიტიკაში მოსვლის საბაბი. ახლა ჩვენთან რა ხდება - ნიკა მელიას ებრძვიან რეტრ...
რადას დეპუტატმა ოლექსიი გონჩარენკომ ხელმომწერების შეგროვება დაიწყო პრეზიდენტის ოფისის მრჩეველის, ოლექსი არესტოვიჩის თანამდებობიდან გათავისუფლებისთვის, დნეპრის დაბომბვის შესახებ მისი განცხადებების შემდეგ. მისივე თქმით, მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები, რომლის მიხედვითაც, არესტოვიჩი უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალურად განაცხადოს, რომ "არესტოვიჩის ფანტაზიები სამხედრო თემებზე" მხოლოდ მისი პირადი აზრია. ასევე გონჩარენკომ გაუგზავნა მიმართვა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, სადაც სთხოვა გადაემოწმებინა არესტოვიჩის განცხადებები, რაც პასუხობს სახელმწიფო ღალატის კრიტერიუმებს. „რა უნდა გააკეთოს მთავრობამ? 1. არ...
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განიხილეს ფრონტზე მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარები და ერთობლივი აქტივობები უახლოეს მომავალში. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა , წლის დასაწყისიდან მეორედ ჰქონდა რუტესთან სატელეფონო საუბარი. პრეზიდენტმა თანამოსაუბრეს მადლობა გადაუხადა მზადყოფნისთვის, გააგრძელოს მუშაობა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე. "ჩვენ ვისაუბრეთ ფრონტზე მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარებზე და უახლოეს მომავალში ერთობლივი აქტივობების შესახებ“, - განაცხადა ზელენსკიმ. თავის მხრივ, რუტემ, ზელენსკისთან საუბრის შემდეგ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს ამ ომში მოგების უფლება არ უნდა მივცეთ.
ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა , რომ რუსეთი უკრაინაში ახალ შეტევას ამზადებს, შესაბამისად, დიდი ბრიტანეთი კიევს Challenger 2-ის ტანკებსა და ჯავშანტექნიკას გაუგზავნის. თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას უოლესმა განაცხადა, რომ რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინელი ხალხი ნების დარღვევა, რამაც გამოიწვია რუსი გენერლებისა და მეთაური ოფიცრების მნიშვნელოვანი კარგვა. "უკრაინის მოკავშირეებმა უნდა დააჩქარონ კოლექტიური ძალისხმევა, რათა დრამატულად, ეკონომიკურად და სამხედრო გზით შევინარჩუნოთ ზეწოლა ვლადიმირ პუტინზე", - განაცხადა უოლესმა. ამის საპასუხოდ, კრემლმა დღეს განაცხადა, რომ Challenger 2-ები ბრძოლის ველზე &bd...
ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბარი ჰქონდა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს. ორივე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა რუსეთ-თურქეთის თანამშრომლობის შემდგომი ყოვლისმომცველი განვითარების მიმართ. პრიორიტეტებს შორის არის თანამშრომლობა ენერგეტიკის სექტორში, მათ შორის რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება და თურქეთში რეგიონული გაზის ჰაბის შექმნა. "ვლადიმერ პუტინმა ყურადღება გაამახვილა კიევის რეჟიმის დესტრუქციულ ხაზზე, რომელიც ეყრდნობოდა საომარი მოქმედებების გააქტიურებას დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით, გადატანილი იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მოცულობის გაზრდაზე. კიევის თვალთმაქცური პოლიტიკის მაგალითი იყო ...
რუსეთმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი და ბრიტანეთის გენერალური შტაბის უფროსი პატრიკ სანდერსი შავ სიაში შეიყვანა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლის თქმით, თუ მისი დასანქცირება, უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერის ფასია, მოხარულია, რომ რუსეთის სანქციების ქვეშ იქნება. "რუსეთის მთავრობის სანქცირებულთა სიაში ვარ. თუ ეს უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერის ფასია, მაშინ მოხარული ვარ, რომ სანქციების ქვეშ ვიქნები", - განაცხადა ჯეიმს კლევერლმა. ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ომთან დაკავშირებით ლონდონის პოზიციის საპასუხოდ, მოს...