ძალიან ნათელია ის სიყალბე, რომელიც მოვისმინეთ მოსამართლის პირით. - ასე შეაფასა პარტია "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მისივე თქმით, მზადაა ყველა ადამიანს გვერდით დაუდგეს ვინც სახელმწიფოსგან უსამართლობის მსხვერპლი იქნება. "მე მინდა ყველას გადაგიხადოთ, მადლობა დავიწყებ მედიათი და იმ ადამიანებით, რომლებიც აქ ხართ. ყველას დიდი მადლობა, პოლიტიკოსებს, რიგით მოქალაქეებს, ჩვენს მხარდამჭერებს, ეს ნამდვილად არის იმ სოლიდარობის დადასტურება როცა, სიმართლისათვის ბრძოლა გვაერთიანებს. პირობას გაძლევთ დავდგები ყველა იმ ადამიანის გვერდით, თუ დავინახე რომ სახელმწიფო უსამართლოდ დააპირებს ვინმეს დაჩაგვრას, ეს იქნება ჩემი მთავარი საკითხი. რა...
"არც მწვადი დაწვეს და არც შამფური". - ასე შეაფასა სასამართლოს გადაწყვეტილება ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე ოპოზიციონერმა ლიდერმა გიგი უგულავამ. გიგი უგუავას განცხადებით, ხელისუფლების გადაწყვიტა რომ, ბოლომდე ბრუტალობაზე არ წასულიყო, რადგან საერთაშორისო თვალსაზრისით პოლარიზაციას გამოიწვევდა. "ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ბოლომდე ბრუტალობაზე არ წასულიყო, რადგან საერთაშორისო თვალსაზრისით ისევე, როგორც შიგნით, ისედაც კრიზისია კიდევ უფრო პოლარიზაციას გამოიწვევდა. თვითონ ეს საქმე პროკურატურის მხრიდან სამართლებრივი თაღლითობა იყო. ძალიან კარგად იცოდა ყველა პროკურორმა, მათ შორის, შოთაძემაც, რომ არანაირი ფულის გათეთრება ამ საქმეში არ იყო, მაგრამ სამი წელი აწ...
ცინიზმის მწვერვალი იყო ხელისუფლების მხრიდან, სასამართლომ ძალიან აშკარად შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა. - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების გაუქმებაზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა. ადვოკატი განმარტავს, რომ გადწყვეტილება მოსამართლემ 2 კვირაში მიიღო, რაც წარმოუდგენელია და მიუთითებს იმაზე, რომ პოლიტიკური დაკვეთა შესრულდა. "ეს იყო ცინიზმის მწვერვალი ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში კონკრეტული მოსამართლე, ციცინო როხვაძე როგორ რეპრესიული მანქანის ჭანჭიკი, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ნაწილში სასამართლოც ჩართული უნდა ყოფილიყო აუცილებლად და ნიშანდ...
„„სასამართლოს“ მიერ სააკაშვილის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების გაუქმება, სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუციის საერთოდ გაუქმების კონტექსტში, ისეთი ზედაპირული და მასშტაბური უკანონობაა, რომ უკვე კომენტირებაც კი, არარელევანტურია“, - აღნიშნულის შესახებ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორი, ნიკა გვარამია „ფეისბუკ“ პოსტს ავრცელებს. მისივე თქმით, „რაც მეტად გადაიხევთ თავზე კანონს, მით უფრო მეტად გაგაუთოვებენ, რომ იცით, იქ“ - მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას. „სასამართლოს“ მიერ სააკაშვილის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების გაუქმება ისეთი ზედაპირული და მასშტაბური უკანონობაა, რომ უკვე კომენტ...
„„თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შესახებ“, - აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განცხადებას ავრცელებს. საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაჯარიმებას ეხება. „თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შესახებ.&...
ის დააკავებას. სააკაშვილი მორიგ მიმართვაში "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივ ჯგუფებს, მიმართავს და მოუწოდებს, რომ უსამართლობას აქციებით დაუპირისპირდნენ. "წინასაარჩევნოდ, ოზურგეთი-ჩოხატაურის გზა ტრაქტორებით გადათხარეს. მას შემდეგ, ადგილზე არც ტრაქტორები გამოჩენილა, არც მუშები, ბიუჯეტიდან კი მილიონობით ლარი გაქრა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს დაცინვა ხალხთან ერთად გააპროტესტა. მთავრობამ კი, იმის მაგივრად, რომ დაინტერესებულიყო, რატომ არ გაკეთდა გზა და სად გაქრა ფული, დაიჭირა აქტივისტები. თანამდებობის პირებს აქვთ საკმარისი უფასო საწვავი და ოზურგეთში შემოვლითი გზით დადიან. მათ ხალხი ფეხებზე ჰკიდიათ. სწორედ ასეთი აქციებით უნდა დავუდგეთ წინ უსამართლობას. ...
აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოსა და ეუთოში იან კელი, აცხადებს რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობით იმედგაცრუებულია. მისივე განცხადებით, საქართველო უკრაინას გვერდით არ უდგას. "მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ საქართველოს ახლანდელი მთავრობით. ჩვენ საკმარისად არ გაგვიგია საქართველოს ხმა. არ გვინახავს მრავალმხრივი, აქტიური რიტორიკა, მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. რაიმე კონკრეტული დახმარების შეთავაზება, პრემიერ-მინისტრების ზარები... ისე ჩანს, რომ მთავრობას ურჩევნია თავი ჩახაროს, ვიდრე გვერდით დაუდგეს პარტნიორ ქვეყანას, რომელიც ახლა იმავეს გადის, რაც საქართველომ გაიარა. ისინი რჩებიან ჩუმად. ვფიქრობ, საქართველოს ბევრად მეტი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვა შეუძლია უკრაინისთვ...
„თუ საზოგადოებრივი მოთხოვნა არის, რომ ვერ კმაყოფილდება ხალხის და ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მოთხოვნები, პროტესტი არის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა და რა თქმა უნდა, პროტესტის სხვადასხვა ფორმა იქნება გამოყენებული“, - აღნიშნულის თაობაზე „ენმ“-ის პოლიტსაბჭოს ახალმა თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა. მისივე თქმით, პარტიაში ცვლილებები, რეალურად, მათივე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გასაძლიერებლად განხორციელდა. „ის, რაც მოხდა, რეალურად ეს არის პარტიის გაძლიერება. ნიკა მელია გახლავთ პარტიის თავმჯდომარე, ამავე დროს ის დროებით ითავსებდა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ფუნქციას. ამ დროს პოლიტსაბჭოში ძალიან ბევრი სამუშაოა, ბევრი გასაკეთებელი საქმეა, ...
„„ენმ“ კვლავ დარჩება ქართული პოლიტიკის მთავარ დესტრუქციულ ძალად. ერთადერთი მოსალოდნელი თუ იქნება, არის გამწვავება ამ მიმართულებით, რომ უფრო მეტად დესტრუქციული გახდეს და აქტიური დესტრუქციული გეგმების განხორციელებაში, სხვა მოლოდინები არ უნდა გვქონდეს“, - ამის შესახებ, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ამ ყველაფერში მოულოდნელი ალბათ, არაფერი ყოფილა, რაზეც თავადვე ნიკა მელიას გადაწყვეტილებებიც და საქციელი მეტყველებს. "ახალი და მოულოდნელი ალბათ, ამაში არაფერი ყოფილა, ამაზე მეტყველებს თავად ნიკა მელიას გადაწყვეტილებებიც და საქციელიც, როგორიც იყო დიდი ხნის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ ბანერი...
რაც უფრო ხშირად გაიმეორებენ ივანიშვილის „რაც გინდა ის უწოდეები“, რომ ქვეყანაში არჩევნები არ იქნება, მით უფრო სწრაფად ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები. - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მორიგ მიმართვაში მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას. მისივე თქმით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რეგიონებში გასვლით და საარჩევნო კამპანიაში მისი მონაწილეობით საქართველოს საზოგადოება რიგგარეშე არჩევნებს მოიგებს. ამასთან სააკაშვილი აღნიშნავს, რომ კონკრეტული გეგმა აქვს და მძლავრი საპროტესტო აქციით აუცილებლად ბოლომდე მიიყვანს დაწყებულ საქმეს. „ივანიშვილის პრემიერის დღევანდელი ც...
ჩვენ ძალიან წარმატებული ეკონომიკური წელი გვქონდა, ყველას გილოცავთ ამ მიღწევას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ სამთავრობო გუნდს აქვს სრული მზაობა, რომ 2022 წელი კიდევ უფრო წარმატებული და უკეთესი იყოს. „მე მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ, ყველა მინისტრს, წარმატებული საქმიანობისთვის, ახლა რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა მოვდუნდეთ, პირიქით, მე მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ გასულ წელს მოგეხსენებათ ძალიან ბევრი მოვლენა მოხდა, ძალიან ბევრი რაღაც მოხდა ქვეყანაში, მათ შორის იყო არჩევნები, საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური ვითარება იყო, ამის მიუხედავად ჩვენ ძალიან წარმატებული ეკონ...
სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგი რუსეთთან დიპლომატიის კრიტიკული კვირის დასაწყისია, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი სოციალურ ქსელში წერს. როგორც სენატორი აღნიშნავს, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში იმოქმედებს, აშშ მზადაა, რომ გადაჭრით უპასუხოს. „სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგი რუსეთთან დიპლომატიის კრიტიკული კვირის დასაწყისია. პუტინისთვის ცხადი უნდა იყოს: მას აქვს ამ სიტუაციის დეესკალაციის შესაძლებლობა დიპლომატიური გზით. არჩევანი მასზეა, მაგრამ თუ რუსეთი იმოქმედებს, ჩვენ მზად ვართ, რომ გადაჭრით ვუპასუხოთ“, - წერს სენატორი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის უენდი შერმანის განცხადებით, ვაშინგტონი მხარს უჭერს პრინციპს, რომლის მიხედვითაც, ქვეყნებმა დამოუკიდებლად უნდა აირჩიონ, თუ რომელ ალიანსებს შეუერთდებიან. აღნიშნული განცხადება უენდი შერმანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვთან შეხვედრისას გააკეთა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ერთგულია სუვერენტიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენუი ერების თავისუფლების მიმართ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, უენდი შერმანმა დაადასტურა, რომ აშშ მიესალმება დიპლომატიური გზით მიღწეულ ნამდვილ პროგრესს. „აშშ განიხილავს გარკვეულ ორმხრივ საკითხებს რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგში, მაგრამ არ განიხილავს ევროპის უსაფრ...
ლიეტუვას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ტვიტერზე წერს, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებები მხოლოდ გარე საფრთხე არაა. მისივე თქმით, პოროშენკოსა და სააკაშვილის დევნა ძველმოდურია და კონსოლიდაციას ვერ გააუმჯობესებს. "რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და ქმედებები - არაა მხოლოდ გარე საფრთხე. ეს არის ტესტი შიდა ერთიანობის, ერთიანობისა და გამძლეობის უკრაინასა და საქართველოში. ყოფილი პრეზიდენტების პოროშენკოსა და სააკაშვილის დევნა ძველმოდურ დროს გვაგონებს და კონსოლიდაციას ვერ გააუმჯობესებს ", - წერს ლინკევიჩუსი ტვიტერზე.
„მივედი და საშობაო ნობათი გადავეცი“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის N12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში მონახულების შემდეგ. მისივე თქმით, ექს-პრეზიდენტი ფიზიკურად განსაკუთრებულად ცუდად არ გამოიყურება. „ჩემი შეფასება არ არის სანდო, მე არ ვარ ექიმი და გამოცდილება არ გამაჩნია, მე რაც შემიძლია გითხრათ, აბსოლუტურად ადეკვატურია. რამდენდაც შემიძლია ვთქვა, განსაკუთრებით არაფერი მეჩვენა, გარდა იმისა, რომ ფრმკრთალია და მგონი, კიდევ გამხდარი. წინა შეხვედრებზე ყოველთვის მთხოვდა წერილი გამომეტანა, მაგრამ ახლა არაფერი მსგავსი. ჩვენი საუბრის თემა არსობრივადაც და დროის მიხედვითაც შობის დღესასწაული იყო. რა თქმა უნდა, ...
„ზუსტად ვიცი, დღეს რომ ჩვენი ან ნებისმიერი სხვა ეფექტური მთავრობა იყოს საქართველოში, სიკვდილიანობა სამჯერ ან ოთხჯერ ნაკლები იქნებოდა. რაღას ავაშენეთ ჩემს დროს 150 თანამედროვე საავადმყოფო, თუ ძველი საბჭოთა საავადმყოფოების პირობებშიც კი, უკრაინას ბევრად უკეთესი მაჩვენებელი ექნებოდა?!“, - ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ყველა უბედურებასთან ერთად ახლანდელმა ხელისუფლებამ მიგვაჩვია, რომ საქართველოში არის ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გარდაცვალების მაჩვენებელი, ბოლო 3 დღეში კი, ქვეყანაში, კოვიდით 140 ადამიანი გარდაიცვალა. „ბოლო 3 დღეში საქართველოში კოვიდით 140 ადამიანი გარდაიცვალა. ყველა უბე...
“არაფერი ყაზახეთის შესაშური არ გვჭირს ზოგადად და არც აუცილებლად კარგი ამბები არ ხდება მანდ დღეს”, - ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ოთო კახიძე იუწყება. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას განაგრძობს, ხელქვეითებს კი, “ექვთიმესა და ილიას აძახებინებს”, იგი თბილისს “ბიძინას” მაინც ვერ დაარქმევს. შესაბამისად, ყაზახეთში, მაინცდამაინც აუცილებლდ კარგი ამბები ახლა არ ხდება. ამას არ აიტანს ჩვენი საზოგადოება. “პრემიერმა ბიძინაობა კი მოგვილოცა, მაგრამ ამას იმდენად ცუდი გამოხმაურება მოჰყვა, რომ ‘ეგ არ მიგულისხმიაო’, იცრუა მერე. ივანიშვი...
“უნდა ვისწავლოთ ყველანაირი წყენის და პირადი ამბიციების გვერდზე გადაწევა და ერთობლივი, მასობრივი და უწყვეტი ქმედებებით, ყველა ლეგიტიმური ბერკეტის გამოყენებით მიზნის მიღწევა”, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ქართველი ხალხს, რომლის 80% უკვე სიღატაკეში ცხოვრობს, ან შიმშილით დაიღუპვა ან საქართველოს დატოვება მოუწევს. “აი რა ხდება, როცა თავს აცხადებ რუსული გავლენის სფეროს ნაწილად და დასავლეთიდან დისტანცირდები. დღეს დაიწყო ფართომასშტაბიანი შეჭრა ОДКБ-ს საფარქვეშ მოქმედი რუსული ჯარების ყაზახეთში, სადაც მთელი ხალხი აჯანყებულია სოციალური უსამართლობის, კორუფციის და არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. ეს ნიშნავს, რომ ყაზა...
მიხეილ სააკაშვილს გამოხატულად აღენიშნება ნევროლოგიური პრობლემები. - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ნაყოფიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა. ამასთან ნაყოფია "ოცნების" წარმომადგენელებს მიმართავს და აცხადებს, რომ ამ მდგომარეობაში მიხეილ სააკაშვილის ყოფნა მიზანშეწონილი არ არის. "გამოხატულად აღენიშნება ნევროლოგიური პრობლემები. ისედაც ვიცით, რომ მთელი პერიოდის განმავლობაში როდესაც ის შიმშილობდა სერიოზული ზიანი მიადგა მის ჯანმრთელოაბს. გარდა ამისა, თქვენ ალბათ კარგად გახსოვთ მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის და წამების ფაქტები. მინდა ვუთხრა "ოცნების" ხელისუფლებას, რომ მათივე ინტე...
ყაზახეთში საქართველოს საელჩოს განცხადებით, საქართველოს საკონსულო ხაზზეა ყაზახეთში მყოფ საქართველოს ყველა მოქალაქესთან. მათივე ცნობით, საკონსულოს მიმართეს ქართლი ანსაბლის, "ილორის" წევრებმა და ისინი დედაქალაქისგან მოშორებით, უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. „ყაზახეთში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობას განაგრძობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58. ამასთან, ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ შეუძლიათ შეტყობინებები გ...