დოიაშვილი ბედნიერია იმით, რაც თქ...

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხელოვანების გარკვეული ნაწილი, რომელიც ღიად ეწინააღმდეგება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, „რადიკალების მიერ ბულინგს განიცდის". როგორც კალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, „აღნიშნული კანონპროექტის მოწინააღმდეგეები თავიანთ პოზიციას ვერანაირი არგუმენტით ვერ ამყარებენ". „თქვენ არ იცით, როგორი ბულინგი მიმდინარეობს ამ ადამიანების. როგორ ფიქრობთ, დოიაშვილი ბედნიერია იმით, რაც თქვა? დარწმუნებული ვარ, ამას წინ უძღოდა უდიდესი ბულინგი. რადიკალებმა ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოიტანეს ერთი არგუმენტიც, თუ რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი რუსული. მოსახლეობის უმრავლესობა კარგად ხვდება, რასთან გვაქვს ...

კახა კალაძე - მთავარი და უმთავრე...

რასაკვირველია, მთავარი და უმთავრესი არის ჩვენი ქვეყნის ინტერესები, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და მის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება კიდევ ერთხელ განმარტა.  კალაძის თქმით, არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ „ქვეყნის ინტერესები და სუვერენიტეტი ფეხქვეშ გაიგოს". „მართლაც, არცერთი გაერთიანება არ მიღირს, რომელიც დააზიანებს ჩემი ქვეყნის ინტერესებს, ხვალინდელ დღეს, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, რისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა სისხლი დაღვარეს. რამდენიმე დღის წინ 9 აპრილი იყო და ეს ადამიანები გავიხსენეთ. რა თქმა უნდა, არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ქვეყნის ინტერესები და სუვერენიტეტი ფეხქვეშ გაიგოს. ყველა გაერთიანებას ეხება ეს, რომელი გაერ...

როდესაც განზრახვა გაქვს, დაწვა ც...

გვინდა, რომ ქვეყანაში იყოს დემოკრატია და თავისუფლება, მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს ქაოსში და მარაზმში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.  კალაძემ ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ „ცოცხალი ადამიანის დაწვის განზრახვა ძალიან მძიმეა".  „ევროპული მომავალი ხომ გვინდა ყველას და გვინდა, რომ ქვეყანაში იყოს დემოკრატია, თავისუფლება, მაგრამ ეს თავისუფლება არ უნდა გადაიზარდოს ქაოსში და მარაზმში.  დღეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში აქვს ნებისმიერ ადამიანს და ეს შეიძლება გამოხატოს სხვადასხვა ფორმით - მათ შორის, შეიძლება, გავიდეს მიტინგზე. ყველაფერს აქვს თავისი ფორმა, ...

მელია მდინარაძეს - სადაც მოხელეე...

ჯერ ერთი, ეტყობა, გაგიჭირდათ, თორემ მორალი ნამდვილად არ დაგიშლიდათ, სადაც საჯარო მოხელეებს ითრევთ დეზინფორმაციის ტირაჟირებაში, სხვასაც მოსთხოვდით, - ასე ეხმაურება პარტია "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას. მელიას თქმით, "ეს ქვეყანა ყველასია, ევროპული მომავალი, ეროვნული არჩევანი და ეს კანონი ეხება ყველას, ვისაც ევროპა უნდა". "ჯერ ერთი, ეტყობა გაგიჭირდათ, თორემ მორალი ნამდვილად არ დაგიშლიდათ, სადაც საჯარო მოხელეებს ითრევთ დეზინფორმაციის ტირაჟირებაში, სხვასაც მოსთხოვდით. ექიმებო, პაციენტებს მიხედეთ; მსახიობებო, სპექტაკლი ითამაშეთ; მოცეკვავეებო, იცეკვეთ; მომღერლებო, იმღერეთ; ფეხ...

მდინარაძე - ეროვნული ნაკრებიდან ...

ეროვნული ნაკრებიდან მინიმუმ ნახევარზე მეტი რომ გამოსულიყო და მხარდამჭერი "პოსტები" დაედოთ, გაგვიჭირდებოდა? არ ვკადრულობთ, ხალხო და დაანებეთ ამ ფეხბურთელებს თავი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, "მმართველ პარტიას შეიძლება, ვიღაც უჭერდეს მხარს და ვიღაც არა, მაგრამ ამის მიუხედავად, მათი გაყოფა არ შეიძლება". "ფეხბურთელებს ვთხოვ, ძალიან ახლოს ვიცნობ რამდენიმე მათგანს განსაკუთრებით - ბიჭებო, თქვენ მიხედეთ იმ ძალიან მაგარ საქმეს, რაშიც არანორმალურად მაგრები ხართ და მართლა გმირები ხართ. ახლა დასდევენ, აბულინგებენ. ა...

ზარქუა - მინდა, ევროკავშირის ელჩ...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის სამი კითხვით მიმართავს - „ვინ აფინანსებდა მარგინალებს,  ვინ აფინანსებდა ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, ვინ გადაუხადა კანონის დამრღვევ ნიკა მელიას გირაო". როგორც ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, როდესაც ელჩს ამ კითხვებზე პასუხი ექნება, „მზად არის, მოუსმინოს".  „მინდა, ევროკავშირის ელჩს სამი კითხვა დავუსვა: როდესაც აქციაზე ხდებოდა „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის წახალისება, მხარდაჭერა, პოპულარიზაცია, დროშაზე, ბანერზე ჰქონდათ გამოსახული, აფრიალებდნენ მომიტინგეებს შორის და აცხადებდნენ, რომ ის რომ ცოცხლად დაწვა შენ, მ...

ბოკუჩავა - აშშ-ის და ევროკავშირი...

მოსალოდნელია, რომ აშშ-მა მორიგ ჯერზე გამოიყენოს სანქციების ბერკეტი და დაასანქციროს დეპუტატები, რომლებიც ხმას მისცემენ "რუსულ კანონს" და ზიანს მიაყენებენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოში, ევროინტეგრაციის გზაზე ქართველი ხალხის მხარდაჭერაა. "მაშინ, როდესაც ერთხელ ქართველი ხალხის ძალისხმევით ჩავარდნილი "რუსული კანონის" რეინიცირება არის მიზანმიმართული საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის ივანიშვილის პარტიის წევრების მხრიდან, მოსალოდნელია, რომ აშშ-მა მორიგ ჯერზე გამოიყენ...

პაველ ჰერჩინსკი „უცხოური გავლენი...

მარტივად, ეს კანონი არ არის კარგი. ეს არ არის ევროპული კანონი და ეს არ არის ამერიკული კანონი, როგორც ეს აშშ-ის ელჩისგან გუშინ ხმამაღლა და ცხადად მოისმინეთ,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკაშირებით განაცხადა. როგორც ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გამჭვირვალობის უზრუნველყოფის სხვა გზებიც არსებობს. "ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ბორელის პრესსპიკერმა ძალიან მკაფიო განცხადება გაავრცელა. განცხადება გამოქვეყნდა ამ ინიციატივის ხელახლა წარდგენიდან სულ რაღაც 24 საათში. ჩვენ სეიოზულად ვართ შეშფოთებულები. გამჭვირვალობის შესახებ ლეგიტიმური შეშფოთებები არ უნდა იყოს სამო...

ფიშერი - ჩვენ გვსურს, საქართველო...

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის რეინიცირებას ეხმაურება. როგორც ელჩმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, გერმანია კანონპროექტით შეშფოთებულია. "გერმანია გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის შესაბამისობაში იმ პრაქტიკასთან, რაც გვაქვს ევროკავშირში. ჩვენ გვსურს, საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს, მაგრამ ამისთვის უნდა დაიცვას ჩვენი სტანდარტები. ეს იქნება განხილვის თემა პრემიერ-მინისტრ კობახიძესა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის",- განაცხადა პეტერ ფიშერმა. შეგახსენებთ, 3 აპრილს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფი...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, 12 აპრილს გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება - ირაკლი კობახიძეს გერმანიის ფედერალური  კანცლერი ოლაფ შოლცი უმასპინძლებს. "დაგეგმილია შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ოლაფ შოლცი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს და გერმანიის ...

PSC - ახლა არის დრო, შესრულდეს ც...

ახლა არის დრო, შესრულდეს ცხრა ნაბიჯი და თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებას შექმნის, - ამის შესახებ ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის (PSC) წევრების განცხადებაშია ნათქვამი, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. განცხადებაში კომიტეტის წევრები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი და საქართველოს ხელისუფლებას ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს. „ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციები ცხრა ნაბიჯის სახით მკაფიო სახელმძღვანელოს წარმოადგენს. საჭირო რეფორმები და წინსვლა შეფერხების გარეშე, მთელი საზოგადოების მ...

კობახიძე - ოპოზიცია აქტიურად ცდი...

ჩვენი პასუხისმგებლობაა, სუბიექტურ ინტერესებზე მაღლა დავდგეთ და ქართულ სპორტსა და ხელოვნებას პოლიტიკა მაქსიმალურად ავარიდოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ფეისბუქზე" წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ოპოზიცია, აქტიურად ცდილობს, ქართული სპორტი და ხელოვნება საკუთარ პოლიტიკურ ჭუჭყში გასვაროს. „ორი კვირის წინ ისტორიულმა საფეხბურთო გამარჯვებამ ქართველი ხალხი გაგვაერთიანა. ბედნიერებისა და ეროვნული სიამაყის განცდამ გააერთიანა ყველა, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო, ქვეყანა, ქართული ფეხბურთი და საქართველოს გამარჯვება. სპორტი და ფეხბურთი ყველასია. სპორტი და ფეხბურთი თანაბრად ეკუთვნის საქართველოს ყველა გულშემატკივარს, ყველა პატრიოტ ქართვე...

დანიგანი - კანონპროექტზე, რომელზ...

როდესაც ვსაუბრობთ კანონპროექტზე, რომლის შესახებ შეშფოთება გამოხატა შენმა მეგობარმა, პარტნიორმა ქვეყნებმა, ხოლო შენმა ოკუპანტმა ის მოიწონა, ალბათ უნდა დაისვას კითხვა, არის თუ არა ეს კარგი, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა მმართველი პარტიის  მიერ ხელახლა ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. როგორც დანიგანმა აღნიშნა, ხელისუფლების მიერ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტსა და აშშ-ში მოქმედ FARA-ს შორის მსგავსება საერთოდ არ არის. "როდესაც ვსაუბრობთ კანონპროექტზე, რომლის შესახებ შეშფოთება გამოხატა შენმა მეგობარმა, პარტნიორმა ქვეყნებმა, ხოლო შენმა ოკუპანტმა ის მოიწონა, ალბათ უნდა დაისვა...

სააკაშვილი - მივესალმები გუშინდე...

მივესალმები გუშინდელი თავისუფალი მარშის მონაწილეებს, ამ ბრძოლაში არ უნდა დავიღალოთ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, "რუსეთმა ულტიმატუმი წაუყენა საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაიწყოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან "საზღვრის დელიმიტაცია", მოაწეროს მათთან ხელშეკრულებას ხელი და პრაქტიკულად აღიაროს მათი "დამოუკიდებლობა". დამატებით, ისევ გამოაგორეს “რუსული კანონი”. "ჩვენ გვაბარებენ, მაგრამ ჩვენ არ ჩავბარდებით! მივესალმები გუშინდელი თავისუფალი მარშის მონაწილეებს. მე ადრე ვთქვი, რომ საქართველოში რუსული დივერსიული ჯგუფებია შემოსული და აი, ამის ...

ხაბეიშვილი - საქართველო აუცილებლ...

ჩვენ არ მივცემთ ივანიშვილს შესაძლებლობას, ქვეყანა ჩააბაროს რუსეთს. არა რუსულ კანონს ქუთაისიდან, კი ევროპას და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ქუთაისში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, "ივანიშვილის ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, ქართველი ხალხი დააპირისპიროს, დაქსაქსოს". "ძმობის და მეგობრობის ქალაქიდან, ყველაზე ევროპული ქალაქიდან ძალიან მარტივი გზავნილი მინდა ვუთხრა საზოგადოებას - ივანიშვილის ხელისუფლების მთავარი ამოცანა არის ქართველი ხალხი დააპირისპიროს, დაქსაქსოს და როგორმე ქართველი ხალხი ერთ მუშტად შეკრული არ იყოს და...

რატომ გვიკრძალავენ იმას, რაც დაი...

რატომ ამბობენ ევროპელები საქართველოში უარს იმაზე, რატომ გვიკრძალავენ ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან კონკრეტული წარმომადგენლები თუ ოფიციალური სტრუქტურები იმას, რაც ინიცირებულია ევროკავშირში, რაც მიღებულია ქვედა პალატის მიერ საფრანგეთში?- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, "ევროპიდან წამოსული კრიტიკის მიზეზია ის, რომ დონორებს არ სურთ გამჟღავნდეს, რომ ისინი სასარგებლო საქმეებთან ერთად აფინანსებდნენ ექსტრემიზმს, ლგბტ პროპაგანდას, რევოლუციურ ტრენინგებს და ა.შ". "მოდი, პირდაპირ ვთქვათ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე: ამაზე ძალიან მუშაობენ ის დო...

კახა კალაძე - ჩვენი ქვეყნის დასა...

საქართველოს დასანქცირების არანაირი მიზეზი არ არსებობს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯიმ ობრაიენის განცხადებას ეხებოდა.  კალაძის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე ოპონენტებისგან „საფუძვლიანი არგუმენტები" ვერ მოისმინა. „ჯერ ერთი, ჩნდება კითხვა, რატომ უნდა იყოს დასანქცირებული ჩვენი ქვეყანა. ამის არანაირი მიზეზი არ არსებობს, აბსოლუტურად გაუგებარია. ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი, მუქარა - ასე შევაფასებდი. რა აქვს კანონს პრობლემა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან, საკუთრებასთან...

კახა კალაძე - გიორგი ქოჩორაშვილი...

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილის მამა როინ ქოჩარაშვილი „ნაცია“. კალაძე მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას ფეხბურთელისა და მისი მამის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ „პოსტს" გამოეხმაურა და თქვა: „რატომ გაგიკვირდათ? როინ ქოჩორაშვილი „ნაცია“, რა არის ამაში პრობლემა? ჩემზე უკეთ იცით, რომ როინ ქოჩორაშვილი არის „ნაცი“, გახარიას პარტიის წარმომადგენელი. რატომ გიკვირთ ეს?“. მისი თქმით, "ვიღაცას თუ ერთი ბატონის მეორეთი ჩანაცვლება თავისუფლება და დემოკრატია ჰგონია, ეს ასე არ არის". „ჩვენ ყველას გვინდა ევროპა. თქვენ როგორ ფიქრობთ, მე არ ...

ზურაბიშვილი - როცა საკითხი ეხება...

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციასთან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, "რუსული კანონის" შედეგები და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში უკვე მეორედ ინიცირებულ "რუსულ კანონს" ქვეყნისთვის გამოწვევა უწოდა და აღნიშნა, რომ კანონის მიღება გავლენას მოახდენს სამოქალაქო საზოგადოებაზე - "ევროკავშირის ღირებულებების დამცველი სამოქალაქო სექტორის განადგურება კი, სწორედ რუსეთის მიზანს წარმოადგენს". "როცა საკითხი ეხება ევროპასა და რუსეთს შორის არჩევანს, პრეზიდენტი აქ...

როთი - ქართველების 90%-ს ევროკავ...

უცხოელი აგენტების შესახებ შემოთავაზებული კანონი ევროკავშირის წევრობასთან შეუთავსებელია,- ასე ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი საქართველოს პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის რეინიცირებას. როგორც როთი X-ზე [ყოფილ Twitter-ზე] წერს, "ქართველების 90%-ს ევროკავშირში გაწევრიანება სურს და არა პუტინის რუსეთთან". "უცხოელი აგენტების შესახებ შემოთავაზებული კანონი ევროკავშირის წევრობასთან შეუთავსებელია. დამოუკიდებელი და კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოება არა ხალხის მტერი, არამედ პირობაა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. "ქართულმა ოცნებამ" უნდა მოუსმინოს თავის ხალხს: ქართვე...