საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1 000 დღის გასვლასთან დაკავშირებით საგანგებო ვიდეომიმართვას ავრცელებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში პრეზიდენტი უკრაინელ ხალხს მიმართავს და აცხადებს, რომ მათი ბრძოლა დავიწყებული არასდროს იქნება. „1 000 დღეა, რაც თქვენ, უკრაინელო მეგობრებო, იბრძვით თქვენი ქვეყნის დასაცავად, თქვენი დამოუკიდებლობის დასაცავად, თავისუფლების დასაცავად. თქვენ იბრძვით ჩვენი სახელით, ევროპელის სახელით, ყველას სახელით, ვისაც სურს, საკუთარი თავისუფლება დაიცვას რუსული იმპერიალიზმისგან, რუსეთის დამორჩილების, ანექსიისა და სხვა მეზობლების ტერიტორიების გაკონტროლებისაგან. თქვენი ეს ბრძოლა,...
მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პოლიციას და შინაგან საქმეთა მინისტრს კანონის პროფესიონალურად და მშვიდობიანი ფორმით აღსრულებისთვის,- ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე თბილისში აქციის დაშლას. როგორც მდინარაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, „არ შეიძლება, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა და აგენტურულმა ოპოზიციამ დედაქალაქის პარალიზება მოახდინოს“. „პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პოლიციას და შინაგან საქმეთა მინისტრს კანონის პროფესიონალურად და მშვიდობიანი ფორმით აღსრულებისთვის. არ შეიძლება, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა და აგენტურულმა ოპოზიციამ დედაქალაქის პარალიზება მოახ...
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე განვითარებული მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ სამართალდამცავები მოქმედებენ კანონის ფარგლებში, ხოლო მათი შეურაცხყოფისა და კანონის დარღვევის უფლება არავის აქვს. როგორც კალაძემ ჟურალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში დაარღვიოს კანონი, მოაწყოს პიკეტირება და საზოგადოებას შეუშალოს ხელი ყოველდღიურ ცხოვრებაში“. „ოპოზიცია არ გვყავს ქვეყანაში, სამწუხაროდ. გვყავს რადიკალების და მარგინალების დაჯგუფება, რომლებიც თავისი არსებობით ხელს უშლიან ქვეყნის განვითარებას. ყოველთვის ცდილობენ, ხელი შეუშალონ ქვეყნის გაძლიერებას, ეკონომიკურ წინსვლას, თუმცა ჩვენ არ მივცემთ ამ ადამია...
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა და არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ბათუმში სარჩელი პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ დღეს შეიტანა. „არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დარღვევიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი მოითხოვს არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმებისა და მათ საფუძველზე ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას“,- აღნიშნულია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტს „ხუთი პარასკევი აქვს დარჩენილი“. „სალომე ზურაბიშვილს თავისი თავი ადარდებს, რეალურად მას არც ქვეყანა აინტერესებს, არც ქვეყნის ბედი. რა იქნება საქართველოში, ამის ინტერესი საერთოდ არ აქვს. მისი მცდელობაა, როგორმე შეინარჩუნოს თანამდებობა, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ხუთი პარასკევი აქვს დარჩენილი“,- განაცხადა კალაძემ. რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, თბილისის მერი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს არანაირი არგუმენტი არ გააჩნია. „ე...
ნათელია, საქართველოს მმართველი პარტია არ აპირებს, ქვეყანა ევროინტეგრაციის გზით წაიყვანოს, როგორც ამას თავის ხალხს ჰპირდება,- ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, “არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს“. “ნათელია, რომ საქართველოს მმართველი პარტია არ აპირებს, ქვეყანა წაიყვანოს ევროინტეგრაციის გზით, როგორც ამას თავის ხალხს პირდება. თუმცა, ამავე დროს ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი ქართველ ხალხს. ჩვენ გვაქვს მხედველობაში რამდენიმე ნაბიჯი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, მაგრამ ასევე უნდა ვიცოდეთ, როგორ ნაბიჯებს ხედავენ საქართველოში. არჩევნები უნდა იყოს სამართლი...
ყველა გვეკითხება, რა იქნება გეგმა? გეგმა გულისხმობს იმას, რომ ადამიანი გამოვიდეს პირადი კომფორტის ზონიდან, გამოვიდეს “ფეისბუქიდან“, სოციალური ქსელებიდან და გამოვიდეს ქუჩაში,- ამის შესახებ მწერალმა ლაშა ბუღაძემ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე “ექსპრესნიუსთან“ განაცხადა, სადაც კარვებია გაშლილი და 24-საათიანი პროტესტია დაგეგმილი. ბუღაძის თქმით, “ქართულ ოცნებას“ არჩევნების ლეგიტიმაციის საშუალებას არ მისცემენ“. “ჩვენი პროტესტი ყველამ იცის რის წინააღმდეგაც არის. “ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა არჩევნები, ჩვენ მათ არ მივცემთ ლეგიტიმაციის საშუალებას, ამ ბანდიტურ დაჯგუფებას... ყველა გვეკითხება, რა იქნება გეგმა? გეგმა ეს არის, არის რთ...
ისინი არიან მოღალატეები, მათი პოლიტიკა გაჯერებულია სიძულვილით, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით და ამ ყველაფრის შეფასება ისევ საზოგადოებისთვის მიმინდვია,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციასთან დაკავშირებით თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ „საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერონ და ამ მიზნით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ანტისახელმწიფოებრივი წერილი საიდუმლოდ გაუგზავნეს“. „ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა, რითაც საარჩევნო პერიოდი დასრულდა. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო საქართველოს მოსახლეობას არჩევნების წარმატე...
რადიკალურმა ოპოზიციამ ბრიუსელს მიმართა, ეს არის სერგო ორჯონიკიძის გზავნილი საუკუნის თავზე, ოღონდ არა მოსკოვს, არამედ ამ შემთხვევაში ბრიუსელს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, „რადიკალური ოპოზიცია ყოველდღიურად ავლენს საკუთარ სახეს, რაც არის ძალიან კარგი, ვინაიდან ამას საზოგადოება ხედავს“. პრემიერის შეფასებით, „ის 785 000 ადამიანიც, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ რადიკალურ ძალებს, საკუთარ არჩევანს თანდათან გადააფასებს“. „დღეს, ამ ოთხმა პარტიამ, სინამდვილეში ერთმა პოლიტიკურმა ძალამ, მიმართა ევროკავშირს კონკრეტული მოთხოვნებით და მე მინდა, ჩამოვთვალო ეს ძირითადი მოთხოვნები - მათ მოითხოვეს...
გაიყინება 100 მილიონ ევროზე მეტი ფინანსური დახმარება და ამ თანხებს მთავრობის ნაცვლად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს გადავცემთ,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ბორელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ევროკავშირი ქართველი ხალხის მხარდაჭერას განაგრძობს. „საქართველოს საკითხზე დღეს ყველა იმსჯელებს და აუცილებელია, კონკრეტული გადაწყვეტილებები მივიღოთ. მე მინისტრებს შევთავაზებ, რომ შევწყვიტოთ მნიშვნელოვანი პროგრამების დაფინანსება, რომელიც მთავრობას მიეწოდება. გაიყინება 100 მილიონ ...
მომავალ ორშაბათს საქართველოს პარლამენტს წარედგინება მთავრობის შემადგენლობა ნდობის გამოსაცხადებლად. აქედან გამომდინარე, მინდა ვთხოვო ყველა სამინისტროს, დავიწყოთ მუშაობა სამთავრობო პროგრამის საბოლოოდ დაზუსტებაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პარლამენტს წარედგინება როგორც სამთავრობო, ასევე 4-წლიანი პროგრამა. „როგორც მოგეხსენებათ, ორშაბათს, მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, ჩვენ უნდა წარვუდგინოთ საქართველოს პარლამენტს სამთავრობო პროგრამაც, 4-წლიანი პროგრამაც და მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეტალი იყოს დაზუსტებული. ეს არის ჩემი თხოვნა თითოეული სამინისტროს და მინისტრის მიმართ...
რადიკალური ოპოზიციის დასუსტება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იმისთვის, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერე და ჩვენი ქვეყნის განვითარება სწორი მიმართულებით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „რადიკალური ოპოზიცია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ეს მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება“. „მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით გაგრძელდეს პროცესები. ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გაგრძელდეს შეუფერხებელი განვითარება. ჩვენ გვახსოვს წინა წლების განმავლობაში, როდესაც ძლიერდებოდა ხოლმე რადიკალური ოპოზიცია, სუსტდებოდა სახელმწიფოს პოზიციები, როდ...
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს 5-პუნქტიან გეგმას, რომელიც მისი განცხადებით, ახალი არჩევნების მისაღწევად არის საჭირო. როგორც ხაზარაძე „ფეისბუქზე“ წერს, ქუჩის აქციებთან ერთად, საჭიროა „სახალხო პარლამენტის“ სამოქმედო გეგმის შემუშავება. „ახალი არჩევნების მისაღწევად საჭიროა: 1. ქუჩაში პერმანენტული საპროტესტო აქციების გაგრძელება სხვადასხვა ფორმით, გეოგრაფიულად სხვადასხვა ლოკაციებზე, თბილისსა და მთელ საქართველოში; 2. პარლამენტის დელეგიტიმაცია, რაც გამოიხატება არჩეული ოპოზიციური დეპუტატების მიერ ინდივიდუალურად მანდატების ჩაბარების შესახებ განცხადებებით მიმართვაში. ასევე, 4 ოპოზიციური პარტიის მიერ...
დღეს გავფრინდი ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრებთან შესახვედრად, რომლებიც საქართველოზე ხვალ იმსჯელებენ,- ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, "მიტაცებული არჩევნების საერთაშორისო ლეგიტიმაციის არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება დღეს ჩვენი ბრძოლის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია". "დღეს გავფრინდი ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრებთან შესახვედრად, რომლებიც საქართველოზე ხვალ იმსჯელებენ. მიტაცებული არჩევნების საერთაშორისო ლეგიტიმაციის არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება დღეს ჩვენი ბრძოლის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. სა...
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, ხვალ, 18 ნოემბერს საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ. საქართველოს საკითხზე მსჯელობა დღის წესრიგში მეორე იქნება უკრაინის შემდეგ, სადაც განიხილება დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ნაბიჯებს, რომელიც საქართველოს მიმართ განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე საქართველოს საკითხზე მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა, რომელმაც აღნიშნა, რომ მზად არის იმოქმედოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ვინც დემოკრატიული ფასეულობების ერთგულია. "ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს საკითხზე მუდმივ მომხსენებლად დანიშვნა. დღეს გადამწყვეტი მომენტია საქართველოსთვის. მზად ვარ ვიმოქმედო ყველა დაინტერესებულ მხარესთან...
კუბილიუსი და რასა არ არის საინტერესო, მათთან თანამშრომლობის რესურსი პრაქტიკულად არის მთლიანად ამოწურული და ეს არის მათი მოქმედებების შედეგი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია არის საქართველოს უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ეს ამოცანა შესრულდეს. "კუბილიუსი და რასა არ არის საინტერესო, მათთან თანამშრომლობის რესურსი პრაქტიკულად არის მთლიანად ამოწურული და ეს არის მათი მოქმედებების შედეგი. რაც შეეხება, ზოგადად, ევროკავშირთან თანამშრომლობას, ყველაფერი მიდის ისე, როგორც გვქონდა გათვლილი. დასრულდა ერთი არჩევნები საქართველოში, დასრულ...
ოპოზიცია არ არის დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებში და, სწორედ, ამის გამო უწევთ, მუდმივად დარჩნენ დესტრუქციულ დღის წესრიგში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ფოთში განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციას კონსტრუქციული მოქმედება ძალიან უჭირს. "ამ ეტაპზე, რაც იკვეთება, მათ ძალიან უჭირთ, კონსტრუქციულად იმოქმედონ. ამას აქვს, სამწუხაროდ, ერთი მთავარი მიზეზი - ისინი არ არიან დამოუკიდებლები საკუთარ გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებში და, სწორედ, ამის გამო უწევთ, მუდმივად დარჩნენ დესტრუქციულ დღის წესრიგში. ჩვენ, ყველა შემთხვევაში, განვაგრძობთ ზრუნვას ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარ...
სისხლის სამართლის საქმის აღძვრა დავით კირთაძეზე კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ეს არის დაშინების და შურისძიების მცდელობა ადამიანის მიმართ, რომელმაც გამოიჩინა გამბედაობა, რომ ეთქვა სიმართლე საზოგადოების სახელით გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით,- ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დავით კირთაძემ თითოეული მოქალაქის სათქმელი თქვა, "ვისაც მოპარეს არჩევანი სწორედ გიორგი კალანდარიშვილის ხელით" "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დავით კირთაძემ თითოეული მოქალაქის სათქმელი თქვა, ვისაც მოპარეს არჩევანი სწორედ გიორგი კალანდარიშვილის ხელით დ...
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეებმა “ვადამდელი არჩევნების“ შესახებ ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას წინადადებაზე უარი თქვეს,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, “სამთავრობო“ შენობების დატოვებაზეც უარი განაცხადეს. ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ადგურ არძინბამ მომიტინგეებს ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას წინადადება გააცნო, რაც ე.წ. პარლამენტის შენობის დატოვებას გულისხმობდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა ამაზეც უარი განაცხადეს და თანხმობას ხოლოდ ე.წ. პრეზიდენტის გადადგომაზე აცხადებენ.
“ნაცობა“ არის შავი ლაქა,- ასე ეხმაურება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ცესკოში დღეს გამართულ შემაჯამებელ სხდომას, სადაც “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა. იონათამიშვილი “ნაცების“ მხარდაჭერას სირცხვილად აფასებს“. “ფსევდოლიბერალი აგენტურის გაგებით ის სტუდენტი რა სტუდენტია, “ნაცების“ მობრუნების აქციაში რომ არ აქვს მონაწილეობა მიღებული. მერე რა, რომ სამასი ათასი ხმის გაყალბების სიცრუეში უნდათ დააჯერონ. სინამდვილეში, “ნაცობა“ არის შავი ლაქა და “ნაცები“ მხარდაჭერა - სი...