პრემიერი - მიზანშეწონილად მიმაჩნ...

სახელმწიფო ინტერესებისათვის და პირველ რიგში, საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოიკვეთა, მიზანშეწონილად მიმაჩნია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც კობახიძე აღნიშნავს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საკითხზე საზოგადოების მიერ სათანადო დასკვნების გამოსატანად, ამ ორგანიზაციისთვის არავითარი სამართლებრივი სტატუსის შეფარდება არ არის აუცილებელი. "როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს ანტიკორუფციულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტი...

კახა კალაძე - ბიძინა ივანიშვილს ...

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან კიდევ ერთხელ ისაუბრა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სასამართლო დავასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „მან ყველა პროცესი მოიგო, თუმცა, მისი თანხები პოლიტიკური შანტაჟის გამო გაჩერებულია".  როგორც კალაძემ აღნიშნა, „ივანიშვილი საკუთარი კეთილდღეობის გამო, ქვეყნის ინტერესებს არ დათმობს".  „ბატონმა ბიძინამ ყველანაირი სასამართლო პროცესი მოიგო და მიზანმიმართულად პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ხდება. მის თანხებს აჩერებენ, მიდის პოლიტიკური შანტაჟი. არ მინდა, რომ  სხვადასხვა დეტალზე ვისაუბრო. ამისი დრო თუ მოვა, რა თქმა უნდა, ყველაფერს სააშკარაოზე გამოვიტანთ. ეს თანხები...

აშშ-ის საელჩო - ივანიშვილმა იცის...

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის "კრედიტ სუისთან" დაკავშირებულ საკითხს ეხმაურება. როგორც საელჩო სოციალურ ქსელში წერს, ივანიშვილმა იცის, რომ "კრედიტ სუისთან" დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა - ამერიკის. "ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ "კრედიტ სუისთან" დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა - ამერიკის. რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს?" - წერს აშშ-ის საელჩო.

ბიძინა ივანიშვილი - 26 ოქტომბერს...

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განცხადებას აქვეყნებს, სადაც კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების მნიშვნელობაზე და იმ ძირითად პუნქტებს უსვამს ხაზს, რომელსაც „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ განახორციელებს.  როგორც ივანიშვილი აცხადებს, 26 ოქტომბერს, დღის წესრიგში არა პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის, არამედ საქართველოს "ყოფნა-არყოფნის საკითხი" დგას. "ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის, რომ: ჯერ არაკონსტიტუციურად გამ...

2012 წლიდან მოყოლებული დღემდე, „...

ბოლო დრომდე ვცდილობდით ამ თემაზე საჯაროდ არ გვესაუბრა, რათა მოსახლეობა არ დაგვეთრგუნა, მაგრამ 2012 წლის 1-ელი ოქტომბრიდან მოყოლებული - დღემდე, საქართველოს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ბეწვის ხიდზე უწევს სიარული, რათა გარე თუ შიდა მტრების მხრიდან მუდმივად რევოლუციების მოწყობისა და ქვეყნის არევის მცდელობის რეჟიმში, ქვეყანაში უწყვეტი მშვიდობა შევინარჩუნოთ და არ დავუშვათ ის, რაც ჩვენს მეზობელ უკრაინაში ხდება; ის, რაც 2008 წელს გამოვიარეთ; არ დავუშვათ, რომ ჩვენი ქალაქების, სოფლების და ჩვენი შვილების თავზე ცეცხლის წვიმა მოდიოდეს!“ - ამის შესახებ აღნიშნულია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.  როგორც ივანიშვილი აღნიშ...

ბიძინა ივანიშვილი - 2012 წლის 1-...

პატრიოტიზმი მხოლოდ იარაღით ხელში სამშობლოს დაცვა როდია, ყველაფერთან ერთად, ესაა გამბედაობა, რომ უსამართლობის წინააღმდეგ ყველაზე რთულ მომენტში აიმაღლო ხმა, სწორედ მაშინ, როდესაც ხმის ამოღებას ვერავინ ბედავს! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია აღნიშნული. ივანიშვილი 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის გამარჯვების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ 1-ელ ოქტომბერს, „ქუდზე კაცი მივედით საარჩევნო ყუთებთან და არა მხოლოდ გადავრჩით, არამედ გავიმარჯვეთ". „ჩვენ გავბედეთ! შეუძლებელი შევძელით და თუკი 2011 წელს, პოლიტიკაში ჩემი მოსვლის მომენტში, ხალხს ქუჩაში გამოსვლის და შეკრებისაც კი ეშინოდა, 2012 წლის 29 სექტემბერს, როგორც ...

ცესკო საზღვარგარეთ მცხოვრები საკ...

საარჩევნო ადმინისტრაცია საზღვარგარეთ მცხოვრები საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ამომრჩევლების შესახებ განმარტებას აკეთებს. ცესკოში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი მიიღო საზღვარგარეთ ხმის მიცემასთან დაკავშირებით არასწორი და მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებამ. „მათ შორის, ადგილი აქვს საზღვარგარეთ მცხოვრები, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი თანამემამულეების რაოდენობის შესახებ ინფორმაციით მანიპულაციას. დაინტერესებული მხარეები მანიპულირებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ საკონსულო პორტალ geoconsul.gov.ge-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკით და აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაცია 128 000-მა თანამემამულემ გაიარა, მაშინ, როდესაც საგარეო საქმ...

სალომე ზურაბიშვილი ვარშავაში პოლ...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ ვარშავაში პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ანჯეი დუდას შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტების შორის პირისპირ შეხვედრაა დაგეგმილი. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტების მხრიდან მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

თინა ბოკუჩავა ევროპარლამენტის პრ...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას შეხვდა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეას ესწრებიან.  "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა, ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან და საქართველოში არსებული წინასაარჩევნო ვითარება განიხილეს.  "ჩვენ ვიმყოფებით ევროპარლამენტში ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე, სადაც ისმენენ ევროკომისრების კანდიდატებს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სულ ცოტა ხანში განსაზღვრავენ ევროკავშირის პოლიტიკას. აქ კიდევ ერთხელ...

პრეზიდენტის ადმინისტრაცია - გერმ...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია წერს, "შეხვედრისას ზურაბიშვილმა შტაინმაიერთან ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე, რომელიც ინსპირირებულია რუსეთისაგან, ასევე, ქართულ დიასპორაზე, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობისთვის ხელოვნური ბარიერები ექმნება". ადმინისტრაციის ცნობითვე, გერმანიის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ. "ბერლინში შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან ისაუბრა ქვე...

პრეზიდენტი უცხოეთში 60 უბნის გახ...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უცხოეთში 60 საარჩევნო უბნის გახსნას ეხმაურება. როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, "ადამიანების საარჩევნო უფლების უარყოფა სისხლის სამართლის საქმეა". "სირცხვილი არ ჰქვია ამას, კანონის უგულებელყოფა, ადამიანების საარჩევნო უფლების უარყოფა სისხლის სამართლის საქმეა!", - წერს ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანი მოემსახურება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ 26 ...

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ორგანიზაციის სახელით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ვერ დააკვირდება, მაგრამ ხმების დასაცავად ინდივიდუალურ ბრძოლას გააგრძელებს. არასამთავრობო ორგანიზაცია იუწყება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არ გააუქმა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილება, რომელშიც მათი დამკვირვებელი ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და პირადი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური სრულიად დაუსაბუთებლად იქნა აღიარებული, როგორც საარჩევნო მიზნების მიმდევარი. . „გადაწყვეტილების შეჩერების შესახებ ჩვენი შუამდგომლობის ფონზე, სასამართლო აგრძელებს ანტიკორუფციული ...

გიორგი ამილახვარი გადადგა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ამილახვარმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ამილახვარი ამბობს, საქმიანობას კერძო სექტორში განაგრძობს. "მოგეხსენებათ, 2020 წელს შემოვუერთდი "ქართული ოცნების" საპარლამენტო გუნდს და მას შემდეგ თავდაუზოგავად ვემსახურები ჩვენს ქვეყანას და ქართულ განათლებას, პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარის, თუ მინისტრის რანგში. ამ 4 წლის განმავლობაში ბევრი ღირსეული ადამიანი გავიცანი და მათთან ერთად ბევრი რამ გავიარე და ბევრ მნიშვნელოვან შედეგსაც მივაღწიეთ ერთად, რაც ნამდვილად მეამაყება.  საზოგადოებისთვის ცნობილია, პოლიტიკაში მოსვლამდე ...

ზურაბიშვილი - რუსეთი უნდა მიხვდე...

რუსეთი უნდა მიხვდეს, რომ მას საზღვრები აქვს და მათ პატივი უნდა სცეს; რომ მეზობლები ჰყავს, რომლებსაც პატივი უნდა სცეს, ეს არის ერთადერთი გზა, რომ რუსეთი განვითარდეს, გახდეს ნორმალური სახელმწიფო, ევროპას არ შეუძლია არანორმალური სახელმწიფოს გვერდით ცხოვრება,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარიზში, ეროვნულ ასამბლეაში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენების გახსნისას განაცხადა. ზურაბიშვილმა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ეს ეგზისტენციური, სასიცოცხლო არჩევნებია". "ჩვენ შევიკრიბეთ დღეს, 27 სექტემბერს, საქართველოსთვის ამ ტრაგიკულ დღეს, რადგან დღევანდელი დღე სოხუმის დაცემის დღეა. ის, რომ დღეს შევიკრ...

პარტიული რეიტინგები Edison Resea...

საერთაშორისო კვლევითი კომპანია Edison Research-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, რომელსაც ტელეკომპანია "ფორმულა" ავრცელებს, კითხვაზე,ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით: ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 32% ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო - 20% კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 11.9% გახარია - საქართველოსთვის - 11.9% ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები - 9.9% ლეიბორისტული პარტია - 5% გირჩი (იაგო ხვიჩია) - 4.7% პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო ...

ილია დარჩიაშვილი პიტერ სიიარტოს ...

გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, ნიუ იორკში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა უნგრეთის საგარეო და ვაჭრობის მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო მეგობრულ და სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებს. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. "ყურადღება გამახვილდა უნგრეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობაზე, მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე; ასევე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე. ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკურ ...

30 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი...

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 30 სექტემბერს გერმანიაში გაემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი მის გერმანელ კოლეგას, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.  აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ვისაც აქვს სურვილი, ქვეყანაში მე...

ვისაც აქვს სურვილი, რომ ქვეყანაში გაჩნდეს მეორე ფრონტი, ჩემთვის ყველა მტერია,- ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიის შეკითხვას, თუ ვინ არის დღეს საქართველოს მტერი. კალაძის თქმით, რუსეთის მიერ ქვეყნის ნაწილის ოკუპაცია უკვე დადასტურებული ფაქტია. “დღეს ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული. სამწუხაროდ, ეს არის შემდგარი ფაქტი და  რეალობა, თუმცა ვინც არ უნდა იყოს, გინდ ამერიკელი, გინდ ევროპელი, გინდ რუსი, გინდ სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, ვინც ეწინააღმდეგება ჩემს ქვეყანაში მშვიდობას, ვისაც აქვს სურვილი, რომ ჩემს ქვეყანაში გაჩნდეს მეორე ფრონტი, დაზიანდეს ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესი, ქართველი ხალხი, ჩემთვის ყველა მტერია",- განაცხადა კალაძემ.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვი...

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს კონფლიქტი, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მშვიდობიანად მოგვარდეს და ადამიანების უფლებები ამ ხიდის ორივე მხარეს თანაბრად იყოს დაცული,- ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ენგურის ხიდთან, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ომბუდსმენმა, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრისას თქვა, “არსებული დაპირისპირება შერიგებით უნდა დასრულდეს“. “31 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ მოქალაქეებს მოუწიათ, იძულებით დაეტოვებინათ თავისი საცხოვრებელი სახლები და საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცეულიყვნენ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს კონფლიქტი, რომელმაც უამრავი ადამიანის ...

აშშ-ის საელჩო - სოხუმის დაცემიდა...

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოხუმის დაცემის 31-ე წლისთავს განცხადებით ეხმაურება. საელჩო სოციალურ ქსელში განცხადებასთან ერთად აქვეყნებს ელჩ რობინ დანიგანის ფოტოსაც, რომელმაც გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. “დღეს სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა, თუმცა ამ დამამუნჯებელი ტრაგედიის ხსოვნას დღემდე ცხადად ატარებს საქართველოს ათასობით მოქალაქე. მათ მსხვერპლსა და თავდადებას თქვენთან ერთად მივაგებთ პატივს“,- აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, დღეს, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა. ომი, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.