მშვიდობიანი აქცია ნიღაბია, მთავა...

მშვიდობიანი აქცია ეს არის უბრალოდ ნიღაბი, შენიღბვას ცდილობენ, მაგრამ  მთავარი ამოცანა არის რევოლუციური სცენარის განხორციელება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე რეგიონებიდან მოქალაქეების ჩამოსვლის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კალაძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, დღეს არ არის "საქართველოს ხელისუფლებაში შევარდნაძის დროინდელი ან სააკაშვილის ხელისუფლება - სხვა მოცემულობაა". "შენიღბვას ცდილობენ, მაგრამ მათი მთავარი ამოცანა არის რადიკალიზმი და რევოლუციური სცენარის განხორციელება ქვეყანაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დღეს არ არის საქართველოს ხელისუფლებაში შევარდ...

სალომე ზურაბიშვილი - ამ ურთულესი...

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების საკითხებში გენერალურ დირექტორთან, გერტ იან კოპმანთან ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა განიხილა და აღნიშნა, რომ ვიზიტი საქართველოს ევროინტეგრაციისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტის განცხადებით, "გასულ წელს კანდიდატის სტატუსის მოპოვებამ უდიდესი იმედი და სტიმული მისცა ქართველ ხალხს, რომელიც დღეს საქართველოს ევროპულ მომავალს იცავს და ამ ურთულესი გამოწვევების დროს მას ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერა სჭირდება - ნათელია, რუსეთი ყველა ხერხს იყენებს იმისთვის, რომ საქართველოს ე...

„კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ ...

პარლამენტთან დღეს, 1-ელ მაისს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია კვლავ გაიმართება. ორგანიზატოორების ინფორმაციით, აქცია, სახელწოდებით "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" პარლამენტის უკანა შესასვლელთან, 17:00 საათზე დაიწყება. ამის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

ლევან ხაბეიშვილი - არ ვიცი, თვალ...

მე ერთი რამ მინდა ვუთხრა ხელისუფლებას - თვალი, რომელიც ამ მდგომარეობაში მაქვს, არ ვიცი, აქედან გამოვიხედავ თუ არა, ან რამდენი პროცენტით გამოვიხედავ, მაგრამ მთავარია, ქვეყანამ გამოიხედოს თვალებიდან,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ხაბეიშვილი, რომელსაც წუხელ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ, მომხდარს "რუსულ ხელწერას" უწოდებს. "სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს ასეთ ფიზიკურ მდგომარეობაში ძალიან ბევრმა ბავშვმა და ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ და არა მარტო, გაიღვიძა; სამწუხარო რე...

ქადაგიშვილი ოპოზიციას - ვერ ამოა...

საქართველო გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე თქვენი „ლიბერალური ბაბლი", რომელსაც უნდა საქართველოს ამოტრიალება - ვერ ამოატრიალებთ საქართველოს! - ასე მიმართა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციას პლენარულ სხდომაზე. ქადაგიშვილის განცხადებით, საქართველომ ამ წლების განმავლობაში გამოიარა „ყველა ის უბედური მახე", რომელიც ოპოზიციამ და მისმა „პატრონებმა" საქართველოს „დაუგეს". „საქართველო გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე თქვენი „ლიბერალური ბაბლი", რომელსაც უნდა საქართველოს ამოტრიალება,  ვერ ამოატრიალებთ საქართველოს! საქართველომ ამ წლების განმავლობაში გამოიარა  ყველა ის უბედური მახე, რომ...

ხაბეიშვილი ივანიშვილზე - ძალიან ...

ჩრდილოეთ კორეას და რუსეთს გადაასწარით - თქვენსავე აქციაზე მოსული ადამიანები აპროტესტებდნენ გაჭირვებას,- ასე მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა "ქართული ოცნების" დეპუტატებს. ხაბეიშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებულ "საყოველთაო-სახალხო შეკრებას" გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გუშინდელი აქცია "მძიმე საყურებელი იყო". „ძალიან მძიმე იყო საყურებლად გუშინდელი დღე, როდესაც ქართველ ხალხს ნაცვლად იმისა, რომ მათ პრობლემებზე დალაპარაკებოდა ხელისუფლება, დასცინოდა, ფაქტობრივად. არც არაფერს არ დაჰპირებია, არც ხალხის კეთილდღეობას. ჯერ ხელისუფლებას ამხელა ბოღმა სად გაქვთ, ან სად იტევთ? რ...

არჩილ თალაკვაძე - მზად ვართ, დემ...

მზად ვართ, დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვებით, მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც თალაკვაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, გუშინდელმა „სახალხო შეკრებამ წერტილი დაუსვა რადიკალური ოპოზიციის გაყალბებულ მათემატიკას, რადგან რუსთაველზე ზღვა ხალხი მოვიდა". „ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ", საზოგადოების მხარდაჭერით, შეძლო მშვიდობის და უსაფრთხოების დაცვა, ეკონომიკის გაზრდა და ევროინტეგრაციის გზაზე რეალური წარმატების მიღწევა - მზად ვართ, დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვებით, მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა. დესტრუქციის ადგილი აღარ არის ამ ...

პრემიერი პრეზიდენტზე - ჩემს მისა...

ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი და ქართულ ჯარს არ ვაკადრებ გამოვეხმაურო პოლიტიკურ განცხადებებს, რომელიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისთვის და პრეზიდენტის მაღალი თანამდებობისთვის,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე ვაზიანში, თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, „კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხვისთვის და ქვეყნის ღალატისთვის ყველა ღმერთის წინაშე აგებს პასუხს". „ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო დედაქალაქის მერო, ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, გენერლებო, ოფიცრებო, სერ...

ზურაბიშვილი - ვიღაცებს სურთ, რომ...

დღეს ვიღაცებს სურთ, რომ ჩვენი 30-წლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოადგინონ რაღაც უცნობ ომის პარტიად, რომელიც საქართველოს იწვევვს ავანტურასა თუ კონფრონტაციაში,- ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, "ეს არის დიდი ტყუილი და მავნებლობა". "მოგმართავთ თქვენ, რამეთუ დღეს ამუშავდნენ შავბნელი ძალები და ცდილობენ, რომ ეს ქვეყანა, რომელიც ვერ დააჩოქეს ვერც ეთნიკური კონფლიქტების გამოწვევით, ვერც ძმათა შორის დაპირისპირების გაჩაღებით, ვერც პირდაპირი ომითა და ოკუპაციით ვერ დაიმორჩილეს, დღეს კიდევ ერთხელ ცდილობენ საზოგადოების გახლეჩ...

ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის ...

იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ არჩევნების გაყალბებაზე უარს ათქმევინებს,- ამის შესახებ „პროგრესი და თავისუფლების" ლიდერი კახა ოქრიაშვილი აცხადებს. ოქრიაშვილის თქმით, ხელისუფლებამ იცის, რომ აგებს არჩევნებს და სურს, რომ „რადაც უნდა დაუჯდეთ, შეინარჩუნონ ძალაუფლება, თუნდაც ომის ფასად". „ვუსმინე ძალით შეკრებილი ხალხის მიტინგზე „ოცნების“ ხელმძღვანელების გამოსვლებს. ისინი ერთხმად აგინებენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს, მათ ღირებულებებს და თან ამბობენ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა 2030 წელს აუცილებლად გავხდებით. ჩემი აზრით, თუ წელს დასავლეთმა რუსეთს უკრაინაში უკან დაახევინა, ჩვენ კი დემოკრატიული სტანდარტების მისაღწევად აუც...

პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვ...

დღეს, 30 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ეზღუდებათ. ამის შესახებ განცხადებას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, შენობაში, თითო მაუწყებლიდან, ტელემაუწყებლების/ტელემედიასაშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი დაიშვება. "საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, მიმდინარე წლის 30 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა...

ხაზარაძე - ივანიშვილმა აღიარა, რ...

ბიძინა ივანიშვილმა დღეს ღიად აღიარა, რომ ის ემსახურება რუსეთს და მისი პარტიისთვის ევროკავშირი არის “გლობალური ომის პარტია”, - ამის შესახებ პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს. ხაზარაძის თქმით, დღეს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, "ბიძინა ივანიშვილის მთავარი გზავნილი იყო - არა,განვითარებას, არა, მომავალს არა, ევროპას - კი, რუსეთს და მის პერსონალურ პუტინიზაციას". ბიძინა, შენი რუსული ოცნება საქართველოში ვერასდროს ახდება. არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში. "ბიძინა ივანიშვილმა დღეს ღიად აღიარა, რომ ის ემსახურება რუსეთს და მისი პარტიისთვის ევროკავშირი არის “გლობალური ომის პარტია.&rdquo...

ლომჯარია - გამოვიდა ბიძინა, დასა...

გამოვიდა ბიძინა, დასავლეთი გამოაცხადა ქვეყნის მტრად და ხალხს დაპირდა მეტ რეპრესიებს, - ამის შესახებ ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს. როგორც ლომჯარია აღნიშნავს, “ქართული ოცნება” ისე თვალსა და ხელს შუა გაქრება, როგორც ავტობუსებით ჩამოყვანილი ხალხი გაქრა რუსთაველზე  "გამოვიდა ბიძინა, დასავლეთი გამოაცხადა ქვეყნის მტრად და ხალხს დაჰპირდა მეტ რეპრესიებს. “ქართული ოცნება” ისე თვალსა და ხელს შუა გაქრება, როგორც ავტობუსებით ჩამოყვანილი ხალხი გაქრა რუსთაველზე ბიძინას სიტყვის დასრულებისთანავე", - წერს ლომჯარია "ფეისბუქზე".

ივანიშვილი - უცხოელებს ამოძრავებ...

2004-12 წლებში ჩვენ გამოვიარეთ უმძიმესი წლები, როდესაც ქვეყანას არა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, არამედ გარედან დანიშნული რევოლუციური კომიტეტი, უცხოური აგენტურა მართავდა. სააკაშვილი, ბოკერია, მერაბიშვილი, ადეიშვილი, გვარამია, კეზერაშვილი და სხვები - საქართველოს ხელისუფლების ლიდერებად „ენჯეოების“ ხელით მოწყობილი რევოლუციის შემდეგ დაინიშნენ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე" სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, „არადემოკრატიული წესით, გარედან დანიშნული ადამიანების მმართველობამ მკაფიოდ დაგვანახა, თუ რამდენად მძიმეა თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაკარგვის გარდაუვ...

პრემიერი - ხელისუფლებამ გასული 3...

ხელისუფლებამ გასული 3 წლის მანძილზე ქვეყნის არევის ყველა მცდელობა აღკვეთა, ქვეყანას მშვიდობა შეუნარჩუნა და კანდიდატის სტატუსიც მიიღო. აქედან ჩანს, რომ თუ თავს არავის დაუხრი და ღირსეულად დადგები, შედეგსაც ღირსეულს მიიღებ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ "საყოველთაო სახალხო შეკრებაზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველას, ვინც ეწინააღმდეგება „ენჯეოების“ გამჭვირვალობას, სინამდვილეში, ამოძრავებს ერთადერთი მიზანი - "ეს ქვეყანა არასოდეს დაასვენოს და მუდმივად ე.წ. პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეზე ატაროს". „სახელმწიფოს მუდმივ მტრობაზე, რომელსაც...

მდინარაძე - ჩვენი ადგილი ევროპაშ...

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ჩვენი გზა არის ევროპაში, ჩვენი ადგილი არის ევროპაში, ჩვენ უნდა გავხდეთ აუცილებლად ევროპის ოჯახის სრულფასოვანი წევრები,- ამის შესახებ "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ "საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე" განაცხადა. როგორც მდინარაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, "არ არსებობს მსოფლიოში იმაზე ამაყი, თავდაჯერებული, ღირსეული ერი, როგორიც ქართველი ერია". "მივესალმები ჩვენს ამაყ ქვეყანას, მივესალმები საქართველოს, ღირსეულს, პატრიოტი ხალხით, სიამაყით სავსე საქართველოს! მოგესალმებით, ქართველებო, მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, დედებო, მამებო, ბებიებო და ბაბუებო, დებო, ძმებო, შვილებო, ბიჭებო და გოგოებო - ჩვენ...

სააკაშვილი - კონტრაქციით ისინი ც...

დღევანდელი კონტრაქციით ისინი ცდილობენ ჩვენ დემორალიზებასა და დაღლას, ჩვენ პირიქით, მათ ჩამოშლას უნდა მივაღწიოთ,- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" ორგანიზებით დაანონსებულ "საყოველთაო-სახალხო შეკრებას". სააკაშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის იურიდიულ კომიტეტზე მე-2 მოსმენით განხილვიდან ოპოზიციონერი დეპუტატების გამოძევებასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ "ასეთი თავხედური საქციელი საპარლამენტო ისტორიას არ ახსოვს". "მე პარლამენტში ვყოფილვარ როგორც ოპოზიციის ლიდერი, ისე უმრავლესობის. ასეთი თავხედური საქციელი საპარლამენტო ისტორიას არ ახსოვს. დეპუტატებსა და მოწვეულ ექსპერტებს...

ზურაბიშვილი - „პუტინის სტილის“ ა...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებულ “საყოველთაო სახალხო შეკრებას” ეხმაურება. ზურაბიშვილმა დღევანდელ აქციას “პუტინის სტილის” უწოდა და აღნიშნა, რომ “საჯარო მოხელეები ავტობუსით თბილისში ჩამოვიდნენ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებისთვის ტაშის დასაკვრელად”. "გუშინ, მასობრივი სპონტანური საპროტესტო აქციების მე-15 დღე "რუსული კანონის" წინააღმდეგ და საქართველოს ევროპული მომავლისთვის. დღეს "პუტინის სტილის" აქცია: საჯარო მოხელეები ავტობუსით თბილისში ჩამოვიდნენ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებისთვის ტაშის დასაკვრელად. ნამდვილი საქართველო თავისუფალი საქართველოა! ევროპული საქართველო...

ბრეგაძე - ევროპარლამენტის რეზოლუ...

ევროპარლამენტის რეზოლუციაში წამოყენებული მოთხოვნა არის ფაქტებით გაუმყარებელი და ამას მოწმობს სტრასბურგისადმი თავად სააკაშვილის წერილი მისი სარჩელის ამორიცხვის თაობაზე, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, ევროპარლამენტის რეზოლუციის ის პუნქტი, სადაც მიხეილ სააკაშვილზეა საუბარი, სულ მცირე, ტენდენციურია. „მსჯავრდებულ სააკაშვილის ადვოკატმა 18 აპრილს მისწერა სტრასბურგის სასამართლოს იმის შესახებ, რომ გამოეთხოვათ სარჩელი. ამ წერილში აღნიშნულია, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო. ეს არის თავად მათი წინადადება. ხოლო 25 აპრილს გამოსულ რეზოლუციის ტექსტში ნახსენები და მოთხოვნილია, რომ მსჯავრდებული სააკაშვი...

ცოტნე ივანიშვილი - ყველა ახალგაზ...

მმართველი პარტიის შეკრებას, ყოფილი პრემიერის და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის უნცროსი შვილი ცოტნე ივანიშვილი შეუერთდა. ამჟამად ის ფილარმონიასთან, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად იმყოფება, საიდანაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისკენ მიემართება. „ჩემი პოზიცია არის, რომ აუცილებლად უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრები. ამისთვის ვარ დღეს აქ. ყველა ახალგაზრდას მოვუწოდებ, რომ მხარი დაგვიჭირონ. ჩემი პოზიცია მინდა, დავაფიქსირო. ეს არის ქართული კანონი. მე მხარს ვუჭერ ქართველ ახალგაზრდებს და ჩვენი სუვერენიტეტისთვის ვდგავარ აქ“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა. პარლამენტის წინ 20:00 საათზე &b...