საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტებს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ზურაბიშვილის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით მართავს. "საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განაგრძობს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად. დღეს, საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთში, ტალინში, პრეზიდენტს, ალარ კარისს შეხვდება, 26 სექტემბერს, რიგაში ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს და 27 სექტემბერს კი, ვილნიუსში ლიეტუვის რესპუბლი...
საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ "ქართული ოცნების" კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განიხილვა ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს. სასამართლოს ცნობით, მოსმენა წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით მოხდება. "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2023 წლის 22 სექტემბრის №3/2/1797 საოქმო ჩანაწერით, არსებითად განსახილველად მიიღო №1797 კონსტიტუციური წარდგინება („საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავ...
საქართველოს პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს. ყოველგვარი სპეკულაციების გამოსარიცხად შეგახსენებთ "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 26-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელოც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. განცხადების თანახმად, სალომე ზურაბიშვილი სრულად აცნობიერებს აშშ-ის მიერ დასანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხის სამართლებრივ და მორალურ მხარეს. "პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო ინსტიტუტებს აძლე...
არაფერი განსხვავება "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისსა და დიღმის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობას შორის არ არის,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. როგორც მელიამ მედიის წარმომადგენლებს თბილისის საქალაქო სასამართლოში უთხრა, საქართველოში 90-იანი წლები რეინკარნირდა, რაც წარსულს უნდა ჩაბარდეს. "დიღმის სამმართველოში, მინუს დროებითი დაკავების იზოლატორი, სადაც ვიყავი და ვერაფერს ცუდს იქ დასაქმებულ თანამშრომლებზე ვერ ვიტყვი, მაგრამ მანამდე ორ სხვადასხვა სართულზე ვიყავი და გადაჭარბების გარეშე - არაფერი განსხვავება "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისსა და დიღმის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობას შ...
ჩემთვის დღეს, ყველა ის პოლიციელი, ვინც ხელს აფარებს კრიმინალს, არის ისეთივე კრიმინალი და მათ წინააღმდეგ ბრძოლა არის პატივი,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. როგორც მელიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში უთხრა, გლდანში მომხდარი თავდასხმა "პოლიტიკური ნიშნით წინასწარ დაგეგმილი მასობრივი დარბევა იყო". "თუკი, ვინმეს კიდევ ჰქონდა ილუზია, რომ ამ ხელისუფლებისგან რამე გამოვა, ჩვენ ამ ხელისუფლებას ვერ გადავაქცევთ დემოკრატიულ ხელისუფლებად. ჩვენი ამოცანა არ არის, რომ ეს ხელისუფლება გავხადოთ დემოკრატიული. ეს არის შეუსრულებელი ამოცანა და მისია. ეს ხელისუფლება არის შესაცვლელი - ხელისუფლება, რომელიც დგას ...
თუ ბიძინა ივანიშვილი დააპირებს აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემოსვლას, ამაში ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა. როგორც ოდიშარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუ ყოფილი პრემიერ-მინისტრი "სამოქალაქო სექტორში დაბრუნდება, კარგი იქნება". "ბატონი ბიძინას გეგმების შესახებ იცის ბატონმა ბიძინამ და იმ ადამიანებმა, ვინც არიან საჯარო რეესტრის ამონაწერებში. თუ ის დააპირებს აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემოსვლას, ამაში ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ. ასეთი გამოცდილების ადამიანი, ბუნებრივია, კარგი იქნება, თუ სამოქალაქო სექტორში იქნება. მე გირჩევდით, თქვენც ჩამოყალიბდეთ. ხან იძახით, რომ ის ჩრდილოვანი მმართველ...
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გლდანში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან არც მას და არც რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ კოტე ზარნაძეს კავშირი არ აქვთ. როგორც კალაძემ დღეს ჟურნალისტებს აღნიშნული ინციდენტის კომენტირებისას განუცხადა, "ეს იყო მორიგი სიბინძურე ოპოზიციონერ ნიკა მელიას მხრიდან". „ეს არის ჩვეულებრივი, მორიგი სიბინძურე ბატონი მელიას მხრიდან, რომელიც იმ ე.წ. შპანას ხელმძღვანელობს, რომელსაც ეძგვერაძე და ძმანი მისნი წარმოადგენენ. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები. ნახსენები იყო ჩემი სახელი და გვარი, შემდეგ ამ ყველაფერს კოტე ზარნაძეს უკავშირებდნენ. ერთი რამ მინდა ვთქვა: ასეთი სიტყვიერი დაპირისპირებები საკრებულოში ძალიან ბევრჯერ ყოფილა დ...
თბილისის მერი კახა კალაძე სიცრუეს უწოდებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ივანიშვილს დღეს ქართულ პოლიტიკასთან "არანაირი კავშირი არ აქვს და ის ქვეყნის მასშტაბით, საქველმოქმედო საქმიანობით არის დაკავებული". „როდესაც გინდათ, ამბობთ, რომ ივანიშვილი პოლიტიკაშია და პოლიტიკურ პროცესებს მართავს, ხოლო, როდესაც გაწყობთ, ამბობთ, რომ ის შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს. ამ ადამიანმა მაშინ, როდესაც საჭირო იყო, გააკეთა განცხადება პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, მას არანაირი კავშირი არ აქვს ქართულ პოლიტიკასთან. რა თქმ...
მოვითხოვთ ნიკა მელიას და მასთან ერთად დაკავებული ბაჩო დოლიძისა და ზვიად კუპრავას გათავისუფლებას,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პოლიტიკური პარტიები, დეპუტატები, პოლიტიკოსები და პოლიტიკური ჯგუფები ავრცელებენ. "ექსპრესნიუსი" ერთობლივ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "22 სექტემბერს, საკრებულოს სახელისუფლებო პარტიის წევრის მიერ ძალადობისკენ ღია მოწოდებას მოჰყვა საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატზე ფიზიკური თავდასხმა, რომელშიც ჩართული იყვნენ სახელმწიფო და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა, რომ ივანიშვილის ერთპიროვნული, დანაშაულებრივი, რუსული სტილის მმართველობა ყოველდღიურად ძირს უთხრის ჩვენი ქვეყნის მომავალს დ...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 24-27 სექტემბერს ვიზიტით რუმინეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის რუმინეთის სენატის პრეზიდენტთან, დეპუტატთა პალატის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან და რუმინეთის პარლამენტის ორივე პალატის კომიტეტების წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრები. "საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პლენარულ სესიაზე სენატის წევრებს სიტყვით მიმართავს. შალვა პაპუაშვილი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება რუმინეთის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს. პარლამენტის თავმჯდომარე ასევე&n...
აბსურდის თეატრში ივანიშვილის რეჟიმთან შეყოლა, თან კანონის დარღვევით, არის მორიგი მავნებლობა პრეზიდენტისგან,- ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, არ შეუწყვიტოს საქართველოს მოქალაქეობა აშშ-ის მიერ დასანქცირებულ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს. ბოკერიას თქმით, "სრული აბსურდი და სიცრუეა", თითქოს, მოქალაქეობის ჩამორთმევით, საქართველოს ფარცხალაძის დევნა ეზღუდება. "საიდან მოიტანეს ეს აბსურდი, წარმოდგენა არ მაქვს. ეს არის სისულელე უბრალოდ. თუ რამე ინტრიგის გეგმა არსებობს, რაც მე არ მესმის, ზოგადად, აბსურდის თეატრში ივანიშვილის რეჟიმთან შეყოლა, თან კანონის დარღვევით, არის მორიგი მავნებლობ...
“ლელო საქართველოსთვის” კატეგორიულად გმობს საკრებულოს წევრ ირაკლი ეძგვერაძეზე ორგანიზებულ ჯგუფურ თავდასხმას, ნიკა მელიასა და მისი თანაგუნდელების უკანონო დაკავებას და მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "ლელო" ავრცელებს. პარტია გლდანში გუშინ მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. "საქართველოს ხელისუფლებამ დიდი ხანია, ზურგი აქცია სამართლის უზენაესობის პრინციპებს და უარი თქვა ქვეყანაში კონსტიტუციური უფლებების და წესრიგის დაცვაზე, პოლიტიკური დევნის მიზნით. "ქართული ოცნება" იცავს რუსეთის ჯაშუშებს, კრიმინალურ დაჯგუფებებს, რომლებსაც არჩევნებში იყენებს. ამავე დროს, ხელისუფლება ებრძვ...
მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ორი საფეხურით დაწინაურდა და ევროპაში მე-15, ხოლო მსოფლიოში 25-ე ადგილზეა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პაპუაშვილის თქმით, საქართველო ნატოს 19 წევრს, ევროკავშირის 16 სახელმწიფოსა და ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს. „საქართველოს კიდევ ერთი მყარი წარმატება ობიექტურ ფაქტებში და არა სუბიექტურ აღქმებში. „ფრეიზერის“ ინსტიტუტის მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ორი საფეხურით დაწინაურდა და ევროპაში მე-15, ხოლო მსოფლიოში 25-ე ადგილზეა. ამრიგად, ჩვენ ვუსწრებთ ნატოს 19 წევრს, ევროკავშირის...
თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები გლდანში მომხდარ თავდასხმაში მონაწილე პირებისა და თავდასხმის ორგანიზატორების დაკავებას ითხოვენ. როგორც დეპუტატებმა საკრებულოში ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, ისინი ასევე წუხელ დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძისა და ზვიად კუპრავას გათავისუფლებას ითხოვენ. „გუშინ ჩვენ ყველა ერთად გავხდით უმძიმესი დანაშაულის მომსწრეები. გუშინ „ქართული ოცნების“ ტიტუშკების, პოლიციის, სუს-ის "ნასედკების" მონაწილეობით, ჩვენ ვნახეთ დანაშაულებრივი თავდასხმა ამ ადამიანების მონაწილეობით, რომლებმაც უმოწყალოდ სცემეს ჩვენი კოლეგა, საკრებულოს დეპუტატი - ირაკლი ეძგვერაძე. გუშინ კიდევ ...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მელორის წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული კანონების, კანონპროექტებისა და დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შეფასებას სთხოვს. როგორც წერილშია აღნიშნული, ევროკავშირის მხარესთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ვენეციის კომისიაში იგზავნება კანონის პროექტები, რომელიც 12 რეკომენდაციის შესასრულებლად განიხილა საქართველოს პარლამენტმა, ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების სამოქმედო გეგმა. "ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, 2022 წლის ივლისს, ევროპუ...
მივმართავ ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებს - ჩვენი ერთიანობის წინააღმდეგი არის ჩვენი საერთო მტერი. ჩვენ ვართ გენიალური ხალხი, რომელსაც წარმოუდგენელი მიღწევები ძალუძს, მაგრამ მხოლოდ ერთად შეგვიძლია უზრუნველვყოთ ხანგრძლივი სტაბილურობა, დიდი ინვესტიციების მოზიდვა და სრული პოტენციალის გამოვლენა როგორც გაერთიანებულ ერს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, "არ უნდა დავუშვათ, რომ მშვიდობიანი, სტაბილური და აყვავებული მომავლისკენ დასახული შესაძლებლობა ხელიდან იქნას გაშვებული". „მივმართავ ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებს - ...
ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გამო წარმოქმნილი გამოწვევების მიუხედავად, მოვახერხეთ ჩვენი ხალხის უსაფრთხოდ ყოფნა უკრაინისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერისას წინდახედული პოლიტიკითა და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, მთავრობის ფუნდამენტური ფილოსოფია არის ნებისმიერ ფასად ომის აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა. "ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო - ჩვენი მთავრობის ფუნდამენტური ფილოსოფია არის ნებისმიერ ფასად ომის აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გამო წარმოქმნილი გამოწვევების მ...
ჩვენი მიღწევები იმსახურებს ევროკავშირის დადებით გადაწყვეტილებას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, „ასოცირებული ტრიოს" ქვეყნებს შორის ლიდერის რანგში, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი დაიმსახურა. "ველით, რომ საქართველოს თვალსაჩინო შედეგები და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური კონტექსტი სამართლიანად შეფასდება. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ერთადერთი გზაა! ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მინდა ხაზი გავუსვა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და გაეროს წესდებაში ასახული ფუნდამენტური პრინციპები...
საქართველოს კარგად ესმის ომისა და მშვიდობის ფასი. 2012 წლიდან ჩვენმა მთავრობამ შექმნა და შეინარჩუნა მშვიდობისა და სტაბილურობის უწყვეტი ათწლეული,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. „მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და გამოვხატო ჩვენი ღრმა მადლიერება საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. მშვიდობიანი არსებობის უზრუნველსაყოფად, მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, დაარწმუნოს...
ენმ-ის წევრსა და საკრებულოს დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს გლდანში თავს დაესხნენ. ეძგვერაძე შემთხვევას 22 სექტემბერს საკრებულოს სხდომაზე “ქართული ოცნების” გლდანის მააჟორიტარ დეპუტატთან, კოტე ზარნაძესთან დაპირისპირებას უკავშირებს. "რაც მოხდა ყველამ ნახეთ, მთელმა საქართველომ ნახა რაც მოხდა. ეს კონკრეტული პიროვნება ზარნაძე არის დაახლოებული ამ ზონდერ ჯგუფებთან, ქართული ოცნების აქტივისტებთან, მხარდამჭერებთან. სახელი და გვარები შემიძლია დავადასტურო, ამოვიცნო. მოულოდნელად დაგვესხა თავს 20 პიროვნება მეტი, ალბათ, მანქანებით შემოვარდნენ, დალეწეს. 112-ის კამერებიც აყენია აქ. იმედია, ამოიღებენ, ძირს დაგვაგდეს, თავში მაქვს ნარტყამი. დავალება იყო, რომ განსაკუთრებით მე მომქც...