პრეზიდენტი - თუ სახელმწიფო გვინდ...

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფალაოზე მივიდა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, თუ ქვეყანას დამოუკიდებლობა სურს, ამისთვის ბრძოლაში ერთიანობა მნიშვნელოვანია. "ჩვენ გვებრძვის მტერი, ხან ომით და ხან რბილი ძალით, რომელიც ამ ბოლო დროს ძალიან ჩანს და რომელსაც ჩვენი ერთიანობა სჭირდება. ასევე, განრისხებული ბუნება გვებრძვის და იმის წინაშეც გვჭირდება გაერთიანება. ისეთი განცხადებები ისმის, თუ სოციალურ ქსელში იწერება, რაც დღეს ჩემთვის მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი საქართველოსთვის და ქართველებისთვის მიუღებელია. ჩვენ თუ გვინდა დამოუკიდებლობა, რისთვისაც ადამიანები იბრძოდ...

ბორელი - ვგმობთ რუსეთის სამხედრო...

დღეს 15 წელი შესრულდა რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის ომიდან. ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ უფრო ძლიერია, ვიდრე როდესმე, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირი გმობს რუსეთის სამხედრო ძალების განგრძობად ყოფნას აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, რაც საერთაშორისო სამართალს და ეწინააღმდეგება. "დღეს 15 წელი შესრულდა რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის ომიდან. ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ უფრო ძლიერია, ვიდრე როდესმე. ვგმობთ რუსეთის სამხედრო ძალების განგრძობად ყოფნას აფხაზეთსა და „სამხრეთ ...

ევროპის საბჭოს გენმდივანი - საქა...

საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის 15 წლისთავზე ევროპის საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ცალსახა მხარდაჭერას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და აღასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყველა შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც მოიცავს იძულებით გადაადგილებულ პირთა ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის პირობების შექმნას. "საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს...

კალასი - უნდა დავასრულოთ რუსული ...

ჩვენ უნდა დავასრულოთ რუსეთის აგრესიის ციკლი, ესტონეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესია 15 წლის წინ დაიწყო და ამ დრომდე ქვეყნის 20 % ოკუპირებული აქვს, რითაც რუსეთი სისასტიკეს და საერთაშორისო სამართლის დარღვევას კვლავ განაგრძობს. "15 წლის წინ რუსეთმა დაიწყო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია. სისასტიკე და საერთაშორისო სამართლის დარღვევა კვლავ გრძელდება. ჩვენ უნდა დავასრულოთ რუსეთის აგრესიის ციკლი. ესტონეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას", - წერს კალ...

კრამონი - თავისუფლება და დემოკრა...

ამ დღეს, 7 აგვისტოს - მნიშვნელოვანია, არ დავივიწყოთ სხვა ომები, რომლებიც რუსეთმა დაიწყო. ერთი მათგანი იყო  საქართველოში ზუსტად 15 წლის წინ, - ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი 2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავს. კრამონის თქმით, თავისუფლება და დემოკრატია არის ის, რაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მის ყველა მეზობელ ქვეყანაში ყველაზე მეტად სძულს. "ამ დღეს, 7 აგვისტოს - მნიშვნელოვანია, არ დავივიწყოთ სხვა ომები, რომლებიც რუსეთმა დაიწყო. ერთი მათგანი იყო  საქართველოში ზუსტად 15 წლის წინ. ვიბრძოლოთ სუვერენიტეტისთვის. თავისუფლება და დემოკრატიაა, რაც პუტინს ყველაზე მეტად სძულს მის ყველა მეზობელ ქვეყანაში!" - წერს კრამონი Twitter-ზე.

კოლომინა - დამწუხრებული ვარ შოვშ...

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს. კოლომინა ნატოს სახელით ქართველ პარტნიორებს სამძიმარს უცხადებს. "ღრმად დამწუხრებული ვარ შოვში ტრაგიკული მეწყერის გამო. გულწრფელი სამძიმარი ჩვენს ქართველ პარტნიორებს ნატოსგან. ფიქრებით მსხვერპლთან და მათ ახლობლებთან ვართ", - წერს კოლომინა Twitter-ზე. შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას 18 ადამიანი ემსხვერპლა, 16 პირი კი, ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. სტიქიის ეპიცენტრიდან 200-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღე...

საზოგადოებამ ნახა, თუ როგორი დამ...

ამ დღეების განმავლობაში, საზოგადოებამ თავად ნახა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს რუსულ რეჟიმს ადამიანების მიმართ და ჩემზე უკეთეს ანალიზს აკეთებს ხალხი,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, "ვინც გულგრილად მიუდგა ამ სიტუაციას, ჩაიდინა უკანონობა", უნდა დაისაჯოს. “მე მინდა, სრულიად საქართველოს მივუსამძიმრო ეს ტრაგიკული დღეები. ძალიან მძიმეა, ორი შვილის მამა ვარ და უმძიმესია ამ ყველაფრის ყურება ყოველდღიურ რეჟიმში - ამ ოჯახების, ამ ადამიანების, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ოჯახის წევრები, ბავშვები, ეს არის უმძიმესი ტრაგედია. მე ვეცდები, მა...

თბილისის მერი - ქართველებს შეგვწ...

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ახლა საჭიროა ერთმანეთის გვერდით დგომა, რაჭაში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და ახლობლების გამხნევება.  მისი თქმით, გლოვის დღეს "არ ღირს იმ ადამიანებზე საუბარი, რომლებიც არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ".  „დღეს გლოვის დღეა და საზოგადოებას ისევე, როგორც საკუთარ თავს, არ ვაკადრებ, რომ ამ ხალხზე მეტი ვისაუბრო და ის ვთქვა, რასაც მართლა იმსახურებენ. ახლა საჭიროა ერთად დგომა, ერთმანეთის გამხნევება, გარდაცვლილების ოჯახებისა და ახლობლებისთვის შეძლებისდაგვარად ტკივილის შემსუბუქება. ყველას უნდა  ვუჩვენოთ, რომ ასეთი უმძიმესი ტრაგედიის დროს მაინც შეგვიძლია გვერდით გადავდოთ ყველაფერი და დავდგეთ ერთმან...

აშშ-ის საელჩო - რუსეთის საქართვე...

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავს ეხმაურება. საელჩო სოციალურ ქსელში განცხადებასა და სპეციალურ ვიდეოს აქვეყნებს. "რუსეთის საქართველოში შემოჭრის 15 წლისთავი ორმაგად მძიმეა დღეს.  პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას და ვიხსენებთ გმირებს, რომელთა სახელიც სიმტკიცეს მატებს ქართველ ხალხს.  შოვის ტრაგედიის მსხვერპლთა გლოვის ნიშნად დღეს შეერთებული შტატების დროშა დაშვებულია",- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

EU-ის მხარდაჭერა საქართველოს ტერ...

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავს ეხმაურება. როგორც მიშელი სოციალურ ქსელში წერს, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი რჩება. "საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 15 წელი გავიდა. 15 წლის შემდეგ, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი რჩება. ჩვენ ვდგავართ მამაცი ქართველი ხალხის გვერდით, რომლებმაც ევროკავშირისა და ნატოს გზა აირჩიეს",- წერს მიშელი Twitter-ზე.

პაპუაშვილი გომელაურზე - ფიზიკურა...

ის ფიზიკურად აქ არ არის, თუმცა ყველაფერში ჩართულია,- ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შეკითხვას, თუ რატომ არ იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შოვში, სტიქიური უბედურების ზონაში. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შს მინისტრი შოვში ოჯახის წევრის ჯანმრთელობის პრობლემის გამო ვერ ჩავიდა. "ბატონ ვახტანგს აქვს ოჯახის წევრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საკითხი, ის ფიზიკურად აქ არ არის, თუმცა ყველაფერში ჩართულია და მთლიანად ამ უწყებაზე დგას დღეს მთელი სამაშველო ღონისძიებები. უწყება არის სრულად მობილიზებული",- განაცხადა პაპუაშვილმა.

შოვის ტრაგედიაზე გამოძიება უნდა ...

შოვის ტრაგედიაზე გამოძიება უნდა დაიწყოს, ოღონდ ეს არ უნდა იყოს „რუსული ოცნების“ მიერ განხორციელებული, არამედ დამოუკიდებელი საგამოძიებო ინსტიტუციის მიერ, რომელიც სიმართლეს დაადგენს და ყველა შეკითხვაზე გასცემს ობიექტურ პასუხს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. ცისკარიშვილმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა. „პირველ რიგში, არ შემიძლია არ მივუსამძიმრო ამ ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, მთელ საქართველოს, რადგან ყველა ძალიან განვიცდით, ყველას გული გვატკინა ამ უბედურმა შემთხვევამ, მაგრამ კიდევ უფრო ამძაფრებს აღრმავებს ის, რომ დღევანდელი ხელისუფლება - კო...

მდინარაძე - უმძიმესია მდგომარეობ...

უმძიმესია მდგომარეობა, რომელიც გვაქვს შოვში. მდგომარეობა, რომელიც არავის დატოვებს გულგრილს არც ქვეყანაში და არც ქვეყნის გარეთ ამ მოვლენების მიმართ, ენით აღუწერელი ტრაგედიაა. გვყავს გარდაცვლილები, რომელთაგან ზოგიერთის იდენტიფიცირებაც  კი ჭირს. აქ სიტყვები ზედმეტია, ყველას თანავუგრძნობთ, ყველას გულწრფელი სამძიმარი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ შოვში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა. მდინარაძის თქმით, არსებული მძიმე ვითარების პარალელურად, "ხელისუფლებას კამპანიური ხასიათის დეზინფორმაციასთან უწევს ბრძოლა".  მისივე განცხადებით, "აღნიშნული დეზინფორმაციებით, ოპოზიცია სტიქიის შედეგებით სარგებლობის ...

ჩვენი მოლოდინია, რომ ყველა, ვისა...

ჩვენი მოლოდინია, რომ ყველა, ვისაც ქართველი ხალხის მეგობრობა სურს, დისტანცირდება საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე რუსული სტილის პროპაგანდისგან,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პაპუაშვილის თქმით, სასამართლოს კანონიერი განაჩენების საფუძველზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ არ წყდება დეზინფრომაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ. "სასამართლოს კანონიერი განაჩენების საფუძველზე მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ არ წყდება დეზინფრომაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა, თუ რამდენად უსამართლო და სიყალბეზე დაფუძნებული იყო გავლენიანი პოლიტიკური...

აბსოლუტურად ღიად და გამჭვირვალედ...

საქართველოს მოქმედი ხელისუფლება საკუთარ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით აბსოლუტურად ღია და გამჭირვალეა, რადგან რთულია, დღეს რამე დამალო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯიმ ო’ბრაიენის მიერ სენატში გაკეთებული განცხადებების შეფასებისას ისაუბრა. კალაძის თქმით, თუ რაიმე კითხვები არსებობს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით, აღნიშნული საკითხი არა საქართველოსთან, არამედ სხვა ქვეყნებთან მიმართებაში უნდა განიხილებოდეს. „რაც შეეხება სანქციების გვერდის ავლას და სხვა ქვეყნების გამოყენებას, რა თქმა უნდა, უნდა ეძებონ სხვა ქვეყნები და არ...

დავითულიანი - ბრიტანულ-ამერიკულმ...

ჩვენ ძალიან ბევრი მოარული ჭორი და პოლიტიკურად მოტივირებული საუბარი გვესმის სანქციებზე, თუმცა, ბრიტანულ-ამერიკული სანქციების ჯგუფის ოფიციალური წარმომადგენლობა, რამდენიმე კვირის წინ იყო საქართველოში და ცალსახად განაცხადეს, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვის არ გამოიყენება და საქართველო კარგად მუშაობს საერთაშორისო სანქციების დაცვის თვალსაზრისით, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. დავითულიანის თქმით, სანქციების საკითხზე პოლიტიკოსების მხრიდან სხვადასხვა ინტერპრეტაციები ყოვლად უსაფუძვლოა. „პოლიტიკოსების მხრიდან ამ საკითხის ყველა სხვა ინტერპრეტაცია არის ყოვლად უსაფუძვლო და ეს დადასტურდა კონკრეტული ოფიციალური უწყების მხრი...

თბილისში აშშ-ის საელჩო სააკაშვილ...

თბილისში აშშ-ის საელჩო არასდროს ჩართულა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა. პატელის თქმით, არ იცის, რატომ კეთდება ლობირებასთან დაკავშირებით განცხადებები. "რომელიმე მხარის ფსიქოლოგიურ შეფასებას არ ვაპირებ. მე არ ვიცი, რის გამო აკეთებენ ამ განცხადებებს, მაგრამ მსურს, კიდევ ერთხელ გავიმეორო - თბილისში აშშ-ის საელჩო არასდროს ჩართულა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში. ჩვენ შეგვიძლია ეს დარწმუნებით გითხრათ“,- განაცხადა პატელმა. ცნობისთვის, ლობირების თემასთან დაკავშირებით გუშინ, 26 ივლისს განცხადება გაავრც...

ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინი...

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დაიწყო. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ჩენგტუს საერთაშორისო აეროპორტში ღარიბაშვილის დახვედრის ცერემონია გაიმართა. "პრემიერ-მინისტრს აეროპორტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრი ხუაი ძინპენგი, სიჩუანის პროვინციის გუბერნატორი ხუანგ ციანგი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდია დახვდნენ. დახვედრის ცერემონიაში მონაწილეობას იღებდნენ სპორტსმენი სტუდენტები. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფება",- ნათქვა...

მდინარაძე - მომავალ არჩევნებში ა...

„ქართული ოცნება“ სულ მუდამ ვერ იქნება ხელისუფლებაში ხომ?! ხვალ, ზეგ, წლებზე ვლაპარაკობ, უნდა გადავიდეს ოპოზიციაში, მაგრამ ერთადერთი ვარიანტი, რომ ჩვენ ვიღაცამ მოგვიგოს, ეს ვიღაცა უნდა იყოს ეროვნული, რეალურად და ჭეშმარიტად ევროპული, ეროვნული და ევროპული ერთდროულად,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განახადა. მდინარაძის  მოსაზრებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა გადაჯგუფება მიმდინარეობს და ოპოზიციას სწორედ ასეთი დაჯგუფებები აძლევს იმედს, რომ გარანტირებულად გადალახოს 5%-იანი საარჩევნო ბარიერი და არჩევნები მოუგოს „ქართულ ოცნებას“. „ჩემი ერთ-ერთი ვერსიით „ნაცმოძრ...

ქართულ-ამერიკული ურთიერთობები წი...

ქართულ-ამერიკული ურთიერთობები წინ ვერ წავიდა და ამაში დეგნანი უნდა ვცნოთ დამნაშავედ,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ზარქუას თქმით, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა უფრო გააღრმავა პოლარიზაცია მისი არასამართლიანი და არაჯანსაღი ჩარევებით. "ვისურვებდი, რომ საელჩოს წარმომადგენლები მაშინ, როდესაც ჩემს ქვეყანას ევროპარლამენტარები ასე ურცხვად უტევდნენ, უსაფუძვლოდ და რომელშიც ფული იყო გადახდილი, გამოსულიყვნენ და ეს დაეგმოთ, ეთქვათ, რომ ეს ასე არ არის, რადგან ჩვენ გვჯერა, გვწამს და იმედი გვაქვს, რომ ისინი ჩვენი მეგობრები არიან. სამწუხაროა, ქალბატონი კელი დეგნანის ელჩობის დროს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები წინ ვერ წავიდა და ამაში ქალ...