რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. "ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. ...
მე მინდა, ახალგაზრდებს გითხრათ, რომ ეს დროშა თქვენ გეკუთვნით, თქვენი დასაცავია. თქვენ ეს დროშა იქ უნდა მიიტანოთ, სადაც ამ ქვეყნის მომავალია და არავის არ მისცეთ უფლება, რომ ამ დროშის ქვეშ, ის ფასეულობები, რაც არსებობს, ვინმემ შეგვიცვალოს, სხვა სურათი გაიტანოს საქართველოსი,- ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სახელმწიფო დროშა მუდმივი საქართველოს სიმბოლოა. "სიამაყე, სიხარული, იმედი - ეს არის ის განცდები, რომელიც მე მეუფლება და ალბათ, თქვენც, როცა ვუყურებთ ამ დროშის შემოსვლას, აღმართვას. ეს დროშა წარმოადგენს ყველასთვის ძალიან ბევრს. პირველ რიგში, ეს სიმბოლო არის...
უმთავრესი ეროვნული სიმბოლოს, სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს - იგი ყველა ჩვენგანის ერთიანობის სიმბოლოა - ჩვენ ერთი გვაქვს სამშობლო და ერთი გვაქვს მომავალი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, სახელმწიფო დროშა ქართული სულის, ეროვნული თვითმყოფადობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ყველაზე თვალსაჩინო განსახიერებაა. "უმთავრესი ეროვნული სიმბოლოს, სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. სახელმწიფო დროშა ქართული სულის, ეროვნული თვითმყოფადობის, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ყველაზე თვალსაჩინო განსახიერებაა. დროშა ინახავს ჩვენს დიდ ისტ...
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა. "ქართული ოცნების" პრესსამსახურის ცნობით, დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვიქტორ სანიკიძე, პეკინსა და შანხაიში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. "შეხვედრები გა...
სამშენებლო სამუშოები ოჩამჩირის ყურეში, სადაც რუსეთის საზღვაო ძალების გემების მუდმივი საზღვაო ბაზა განთავსდება, ჯერ არ დაწყებულა, ამ ეტაპზე მისი დაპროექტება მიმდინარეობს, მისი ფუნქციონირება შესაძლოა წელს დაიწყოს, - ამის შესახებ დროებითი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე სერგეი შამბა აცხადებს. როგორც შამბა აღნიშნავს, რუსეთი აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აღებულ ვალდებულებებს ასრულებს და იგივეს გააკეთებს აფხაზური მხარეც. "სამშენებლო სამუშოები ოჩამჩირის ყურეში, სადაც რუსეთის საზღვაო ძალების გემების მუდმივი საზღვაო ბაზა განთავსდება, ჯერ არ დაწყებულა, ამ ეტაპზე მისი დაპროექტება მიმდინარეობს. მისი ფუნქციონირება შესაძლოა წელს დაიწყოს, თუმცა გამჭირდება მის...
ძალიან სამწუხაროა, როდესაც ქვეყნის საგარეო უწყება ბიძინა ივანიშვილის გამო დანიის ელჩს იბარებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ბიძინა ივანიშვილმა დაიქვემდებარა და ისინი "ყველა დავალებას სრული მორჩილებით ასრულებენ". „ერთ დროს საგარეო საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი და ძალიან ამაყი ვიყავი, როდესაც, როგორც ქართველი დიპლომატი ჩვენი ქვეყნის ინტერესებს წარმოვადგენდი. სამწუხაროდ, ახლა ვხედავთ, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ბიძინა ივანიშვილმა დაიქვემდებარა და ისინი ყველა დავალებას სრული მორჩილებით ასრულებენ. სწორედ ეს არის მანკიერი ოლიგარქიული მმართველობა, რომელიც ქვეყნ...
გახარიას და მისი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები, როგორც იტყვიან „სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს“. ამ პიროვნებამ საერთოდ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სამშობლოს, ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ მოქმედი სახე კარგად გამოეჩინა და კარგად დაენახებინა მთელი საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მათიკაშვილის თქმით, "დღევანდელი გადასახედიდან უკვე გასაგებია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად როგორ ცდილობდნენ და დღესაც როგორ ცდილობს გიორგი გახარია და მისი პარტიის წარმომადგენლები, ავნონ თავის ქვეყანას". „გახარია არის ის ადამიანი, რომელმაც ხელისუფლება და ის ხ...
ამ ადამიანს არც მორალური და არც პოლიტიკური უფლება არ აქვს, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ისაუბროს, მით უმეტეს, საჯარო დებატები მოითხოვოს,- ასე ეხმაურება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი დებატებთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას. ქადაგიშვილის თქმით, "გახარია მაშინ დაიმალა და შეეშინდა, როცა საქართველოს სახელმწიფოებრიობის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეტევა იყო". "გახარიას მიერ განვლილი გზა კიდევ ერთხელ ნათლად მეტყველებს, რომ ადამიანის უმადურობასა და ღალატს, თურმე, საზღვარი არ აქვს. იმის გამო, რომ გახარიას რეპუტაცია და "რენომე&quo...
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის დებატების შეთავაზებას ეხმაურება. ვოლსკის თქმით, გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნისას, ქვეყანას და მის სამართლებრივ სისტემას დაუპირისპირდა იმისთვის, რომ რევოლუციური სცენარი განხორციელებულიყო. "პრემიერ-მინისტრი [გიორგი გახარია] დაუპირისპირდა საკუთარ ქვეყანას, დაუპირისპირდა სამართლებრივ სისტემას ყოველგვარი მიზეზის გარეშე. მზადდებოდა რევოლუციური პროცესი სააკაშვილის ჩამოსვლით და მისი მონაწილეობით. მელია უმზადებდა პლატფორმას იმისთვის, რომ შეკრებილიყო კრიტიკული მასა, რომელიც ფიზიკურ დაპირდაპირე...
არაფორმალური მმართველი, როგორც დიდი ბიჭი პატარა ბავშვებს, არჩევნებამდე ველოსიპედივით გთხოვნით ხელისუფლებას და მერე ისევ უკან იბრუნებს. ამას უყურებთ და ეგუებით უკვე მესამედ. ეს არის სამარცხვინო და უნდა დასრულდეს,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კომენტარის საპასუხოდ განაცხადა. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, ქვეყანაში დღესაც არაფორმალური მმართველობაა, რაც ხალხის გამარჯვებამ უნდა დაასრულოს. "მე გეტყვი, ირაკლი, რა არის აქსიომატური ჭეშმარიტება, რომ ამ ქვეყანაში არავის აინტერესებს თქვენი "ქოცური" შიდა გარჩევები და სირცხვილია, რომ ლამის ხუთი ათასწლოვა...
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტს 6 თებერვალს მიმართავს. როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა, პრეზიდენტმა აღნიშნულთან დაკავშირებით თანხმობა განაცხადა. "როგორც იცით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, მათ შორის ბოლო ცვლილების საფუძველზე დადგენილია, რომ პრეზიდენტის მოხსენება არის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე. სხვა შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარესთან უნდა შეთანხმდეს. პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა, რომ ის პირველ სხდომაზე მოვა და შესაბამისად, 6 თებერვალს იქნება მისი ყოველწლიური მოხსენება",- განაცხადა პაპუაშვილმა.
ასეთი პერსონაჟები ამთავრებენ იმით, რომ ხდებიან კომიკური პერსონაჟები,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერთან, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, "რენეგატის გზა რთულია". "ზოგადად, რენეგატის გზა რთული გზაა. ეს ის გზაა, როდესაც შუბლის ძარღვი წყდება და ამ დროს ბევრი რამის კადრება შეიძლება. მე მგონი, ვინმე თუ დააკვირდება გიორგი გახარიას და აღწერს მის სახეცვლილებას, კარგი აღწერა გამოვა, რას ნიშნავს შუბლის ძაღვის გაწყვეტა და რენეგატის გზაზე შედგომა. საბოლოო ჯამში, ასეთი პერსონაჟები ამთავრებენ იმით, რომ ხდებიან კომიკური პერსონაჟები",- თქვ...
გიორგი გახარიას ვურჩევთ, დებატებზე დიდად ნუ გაიქაჩება და "ეტიკტოკოს" ბუჩუკურს და ლილუაშვილს, რომლებიც პარლამენტარობანას თამაშის უკანასკნელ თვეებს ითვლიან,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დებატებთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას. როგორც კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, გახარიას "ჯერ მოვალეებთან აქვს დებატები გასამართი, რომლებიც კრახით დასრულებული 2021 წლის არჩევნების შემდეგ მრავლად დარჩა როგორც გადაგდებული კომპანიების, ისე ყოფილი თანაპარტიელების სახით". "გახარიამ ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია - ამ 5-სიტყვიან ანეკდოტს საერთოდ არ გამო...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხევედრა გაიმართა საქართველოში დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ანნე ტოფტ სორენსენთან. ელჩი სამინისტროში გამოძახებულ იქნა და განმარტებები ეთხოვა მის მიერ 2024 წლის 10 იანვარს დანიურ გამოცემაში „Jyllandsposten" გამოქვეყნებულ პუბლიკაციასთან და მასში მოცემულ არასწორ ფაქტებსა და პოლიტიკურ შეფასებებთან დაკავშირებით. როგორც შეხვედრაზე ქართულმა მხარემ აღნიშნა სამწუხაროა რომ პუბლიკაციაში ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან ფაქტობრივ უზუსტობებს და არაობიექტურ შეფასებებს, რაც ხელს არ უწყობს ქვეყნის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის დანიური მკითხველის პოზიტიურ დამოკი...
ვხედავთ დანიური სტატიიდან ამოღებულ ამონარიდს, რომელიც კონტექსტის გარეშე გამოიყენება ქართულ დებატებში, - ამის შესახებ საქართველოში დანიის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საელჩოს არ აქვს სურვილი, "წვლილი შეიტანოს აღნიშნულში და თავს იკავებს დამატებითი კომენტარისგან". „სტატია დანიური გაზეთისთვის დაიწერა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ. სტატია ხაზს უსვამს საქართველოს მკაფიო სურვილს, განაგრძოს ევროკავშირში ინტეგრაცია და ყურადღებას ამახვილებს იმ წვლილზე, რომლის შეტანაც შეუძლია დანიას საქართველოს მხარდასაჭერად, მათ შორის ახლად გახსნილი საელჩოს მეშვეობით მწვანე გადასვლის, მშვიდობი...
გახარია აბსოლუტურად სხვა ლიგაში თამაშობს, - ამის შესახებ დედალაქის მერმა, კახა კალაძემ პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებლისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევასთან დაკავშირებით განაცხადა. კალაძის თქმით, გიორგი გახარიას ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს. „გიორგი გახარია აბსოლუტურად სხვა ლიგაში თამაშობს. საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს. მას ძალიან ბევრი აქვს ჯერ კიდევ სამუშაო“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, კითხვაზე - უღალატა თუ არა გიორგი გახარიამ „ქართულ ოცნებას“ კალაძემ უპასუხა: „რა თქმა უნდა, ეს ღალატია, რ...
მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად და ყველა პარტიას საარჩევნო კამპანიის თანაბარ პირობებში წარმოების შესაძლებლობა ექნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელთა წარმომადგენლები საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოყვანას ითხოვენ. კალაძის თქმით, ეს "ჩვეულებრივი სპეკულაციებია". „ჩვეულებრივი სპეკულაციებია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გრძელვადიანი დამკვირვებლებიც ჩამოვლენ და არჩევნებიც ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდება. ეს პირველ რიგში, ჩვენს ინტერესში შედის, რომ არავის მიეცეს იმის შესაძლებლობა,...
სამწუხაროდ, საქართველოში აკრედიტირებულ ზოგიერთ დიპლომატს ცოტა ზედმეტი მოსდის და თავის ფუნქციებში ვერ გარკვეულა. ის ელჩია, მან უნდა იცოდეს, რისი უფლება აქვს და რა ფარგლებში შეუძლია იმოქმედოს ამ ქვეყანაში,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი დანიელი დიპლომატის განცხადებას, სადაც ელჩმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია. დავითულიანის თქმით, ელჩის განცხადება არა გადაცდომა, არამედ მიზანმიმართული ქმედებაა პოლარიზაციის გაღრმავებისთვის. "ეს გადაცდომა არ არის. ეს არის მიზანმიმართულად წყლის დასხმა რადიკალურ პოზიციებზე, სრულიად უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი, "ფეიკ...
როგორც მთავარმა პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიამ, აუცილებლად მივიჩნიეთ, რომ მიგვემართა ეუთო/ოდირისთვის თხოვნით, რომ მათ გამოაგზავნონ როგორც გრძელვადიანი, ისევე მოკლევადიანი დამკვირვებლები დროულად საქართველოში ამ უმნიშვნელოვანეს არჩევნებზე დასაკვირვებლად, რომელსაც აქვს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, გარდა ამისა, "ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარეები - ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ვაშაძე "გამარჯვების კოალიციის" სახელით ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს მიმართ...
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში "ანტიტერორისტული წვრთნა" ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" რუსეთის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში "დისლოცირებულ სამხრეთ სამხედრო ოლქის ბაზაზე ჩატარდა სწავლება იმიტირებული უკანონო შეიარაღებული ჯგუფების თავდასხმის მოსაგერიებლად". "პერსონალს მიეცა სხვადასხვა დავალება, რომლებიც უნდა შეესრულებინათ საბრძოლო ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში. რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებული სიტუაციის შესაქმნელად, სამხედრო მოსამსახურეებმა ცარიელი ვაზნები, კვამლის ბომბები და იმიტირებული ყუმბარები გამოიყენეს",- აღნიშნულია რუსეთი...