კახა კალაძე - მე სანქციებით ვერა...

მე სანქციებით ვერავინ შემაშინებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კალაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ერთადერთი მიზეზი, რამაც თავის დროზე პოლიტიკაში მოიყვანა, საქართველოს ინტერესების დაცვა იყო და დღესაც მხოლოდ ამ პრინციპით ხელმძღვანელობს. „2011 წელს, როდესაც პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით მივიღე გადაწყვეტილება, ეს ნაკარნახევი იყო ქვეყნის მდგომარეობით, ჩემი სამშობლოს სიყვარულით. ამას არ ვნანობ. დღესაც ჩემს ხალხს ვემსახურები. სამწუხაროდ, ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც სხვისი ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან. სამარცხვინოა, როდესაც ფულს გიხდიან და სხვისი ქვეყნის ინტერესებს ატარებ. მე სანქციებით ვერავინ შემაშინებს. თქვენ ნუ ი...

რეზნიკოვი - უკრაინა NATO-ს 33-ე ...

უკრაინელები საუკეთესოდ იყენებენ NATO-ს ტიპის იარაღს რუსული არმიის გასანადგურებლად, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი სოციალურ ქსელში წერს.  რეზნიკოვის თქმით, უკრაინელების ასეთი გამოცდილება "უაღრესად მნიშვნელოვანია ალიანსისთვის". "უკრაინა NATO-ს 33-ე წევრი უნდა გახდეს, შვედეთი კი 32-ე. უკრაინელები საუკეთესოდ იყენებენ NATO-ს ტიპის იარაღს რუსული არმიის გასანადგურებლად. ასეთი გამოცდილება უაღრესად მნიშვნელოვანია ალიანსისთვის", - წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი twetter-ზე. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ფინეთი ოფიციალურად ნატოს 31-ე წევრი გახდა.

დეკანოიძე - ჟურნალისტებისთვის აკ...

ეს არის ძალიან საშიში გადაწყვეტილება, მაშინ, როდესაც, პრაქტიკულად, საქართველოს პარლამენტი გადაქცეულია ჩაკეტილ, ყველაზე უფრო გაუვალ სფეროდ მათ შორის ჟურნალისტებისთვის, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა.  დეკანოიძე მოითხოვს, რომ ჟურნალისტებს დაუბრუნდეთ აკრედიტაცია, რათა შეძლონ საკუთარი პროფესიული საქმიანობის განხორციელება.  "მე მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტო რამდენად საშიში მოხდა გუშინ და რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პარლამენტში, წარმომადგენლობით ორგანოში, რომელიც დემოკრატიისთვის უნდა იყოს სამაგალითო. რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პარლამენტში "ქართული ოცნ...

კრამერი მოსამართლეების სანქცირებ...

მე  მხარს ვუჭერ გადაწყვეტილებას, რომელიც სახდეპმა გუშინ მიიღო და  ვთვლი, რომ ეს იყო ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაედგა სახდეპს, - ასე გამოეხმაურა სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრამერი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი მოსამართლის დასანქცირების საკითხს. მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" გაკვეთილი უნდა ისწავლოს, თუ უნდათ რომ მოსკოვს დაუახლოვდნენ, ისინი ამ გზაზე კარგად არიან, მაგრამ თუ მათი სურვილია, რომ მომავალი ევროკავშირს დაუკავშირონ, მაშინ ასე მოქმედება არ უნდა განაგრძონ. "ქართულ ოცნების" ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია იერიში მიაქვს აშშ-ის საელჩოზე და უნდა გაითვალისწინონ, რომ შეიძლება, ისინი სანქცირებული ადამი...

მოსამართლე თევზაძე - ვინმეს თუ ჰ...

ვინმეს თუ ჰგონია მოცემული სანქციები რაიმე ფორმით შეგვაშინებს, ან მისაღებ გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მწარედ ცდება, - ასე გამოეხმაურა მოსამართლე ლევან თევზაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის დასანქცირების საკითხს. მისივე თქმით, კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეების ლინჩის წესით გასამართლება მიუღებელია და აღნიშნა, რომ სადაც სიმართლე, პატიოსნება, წესიერება და ქვეყნის სიყვარულია, იქ ყოველთვის გამარჯვებაა. "ვინმეს თუ ჰგონია მოცემული სანქციები რაიმე ფორმით შეგვაშინებს, ან მისაღებ გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მწარედ ცდება. ვერც კონკრეტული მტკიცებულების გარეშე იქნება მისაღები ჩემი კოლ...

დეგნანი სანქციებზე - ჩვენ გავაკე...

საქართველოს, შეუძლია თავად დაიწყოს გამოძიება ნებისმიერ ინფორმაციაზე ან ბრალდებაზე, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ ის, რასაც გვთხოვს კანონი, - ასე გამოეხმაურა ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი მოსამართლის დასანქცირების საკითხს. მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტს ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები იმისა, რომ დასანქცირებული მოსამართლეები ჩართულნი იყვნენ კორუფციულ გარიგებაში, აქედან გამომდინარე შეერთებული შტატები ვალდებული იყო, რომ განეხორციელებინათ შესაბამისი ქმედება, რაც კანონით არის გათვალისწინებული. სავიზო სანქციები, რაც გუშინ გამოცხადდა სახელმწიფო მდივნის ბლინკენის მიერ მოითხოვება აშშ-ის კანონმდებლობის მიერ, როცა გვაქვს საკმარისი მტკიცებულებ...

იუკნევიჩიენე სანქციებზე - მოსამა...

ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი და მესიჯია სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, - ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე, აშშ-ის მიერ ოთხი მოსამართლის დასანქცირების საკითხს. მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის ეს გადაწყვეტილება, დიდი პროცესის დასაწყისია, რაც შეეხება ევროკავშირის მხრიდან სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების მხარდაჭერას ის ამაზე კომენტარს წინასწარ ვერ აკეთებს. "ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი და მესიჯია სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან. ევროპულ პარლამენტს არა ერთხელ მოუთხოვია სანქციების დაწესება, მაგრამ საუბარია სანქციების დაწესებაზე ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონის მიმართ, რომელიც ყველაფრის უკანაა, მათ შორის მოსამართლეების, მა...

შენგელია - არაფერი მესაქმება აშშ...

 გუშინდელი განცხადების ფონზე, პრაქტიკულად აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ელჩმა დეგნანმა ლინჩის წესი აღადგინეს და სწორედ ამ წესით „გაასამართლეს“ და „დამნაშავეებად გამოაცხადეს“ ქართველი მოსამართლეები, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დასანქცირებული მოსამართლე ირაკლი შენგელია დაწესებულ სანქციებს. მისივე თქმით, მას არაფერი ესაქმება ისეთ ქვეყანაში, სადაც ბოლო პერიოდის ერთ-ერთ მთავარ დემოკრატიულ მიღწევად მიჩნეულია 6 წლის ასაკიდან ბავშვისათვის სქესის შეცვლა, ვინაიდან მსგავსი „ღირებულებები“ მის ოჯახს არ სჭირდება. "მსურს, გამოვეხმაურო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ჩემზე და ჩემს ...

ლილუაშვილი სანქციებზე - უკვე ნამ...

ჩემმა კოლეგა მინისტრმა, გამოაქვეყნა თავისი პოზიცია განცხადების სახით და აბსოლუტურად ვეთანხმები მის შეფასებას, - ასე გამოეხმაურა სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებას, რომელმაც ენტონი ბლინკენს სანქცირებულ მოსამართლეებთან დაკავშირებით გაუგზავნა.  ილია დარჩიაშვილმა კითხვაზე ფიქრობს თუ არა, რომ არის შანსი მისი დასანქცირების, მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის არ ფიქრობს, რომ სანქციების სახით რაიმე ტიპის საფრთხე ემუქრება. "ჩემმა კოლეგა მინისტრმა, ბატონმა დარჩიაშვილმა გამოაქვეყნა თავისი პოზიცია განცხადების სახით და აბსოლუტურად ვეთანხმები მის შეფასებას", - თქვა ლილუაშვილმა. უკვე ნამყოფი ვარ და ნანახი მაქვს ...

მაკრონი - საფრანგეთი და ჩინეთი შ...

საფრანგეთი და ჩინეთი შეთანხმდნენ, რომ უკრაინის ომში ბირთვული იარაღი არ უნდა იქნას გამოყენებული, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მისივე თქმით, შეუძლებელია ევროპა იყოს უსაფრთხო და სტაბილური იქამდე, სანამ კონტინენტზე არის ქვეყანა, რომელიც ოკუპირებულია მეზობელი სახელმწიფოს მიერ. „არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბირთვული იარაღის განლაგება მფლობელი სახელმწიფოების გარეთ, განსაკუთრებით ევროპაში. ამ მხრივ ყველამ უნდა გაიხსენოს თავისი მოვალეობები, განსაკუთრებით რუსეთმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსება სურს. ეს არ შეესაბამება ჩვენს ვალდებულებებს და საერთაშორისო სამართალს. გრძელვადიანი მშვიდობა მიიღწევა ...

დეგნანი დასანქცირებულებზე - დამო...

სანქციები, რომლებიც გამოცხადდა გუშინ, არის მათ წინააღმდეგ, ვინც არიან ჩართულნი კორუფციულ საქმიანობაში და ხელს უშლიან დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მშენებლობას, - ასე გამოეხმაურა ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი მოსამართლის დასანქცირების საკითხს. მისივე თქმით, ყველაფერი რაც აშშ-მა საქართველოსთვის გააკეთა წარმატებული და მშვიდობიანი დემოკრატიის მშენებლობას ემსახურებოდა. “ჩვენ გვინდა ვნახოთ საქართველო წარმატებული, გვინდა ვნახოთ, რომ ქართველი ხალხი აღწევს იმ ოცნებას, რომ ისინი ცხოვრობენ წარმატებულ კეთილდღებაში და არიან ევროპული ოჯახის წევრი, ყველაფერი რაც ამერიკამ გააკეთა საქართველოში, ემსახურებოდა ამ მიზნის მიღწევას, ეს არის წა...

„ხალხის ძალა“ - უმჯობესია, ამერი...

ამერიკელები სასამართლოზე „ნაცმოძრაობის“ კონტროლის დაბრუნებას გამალებული ცდილობენ, - ამის შესახებ ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოსამართლეების დასანქცირება და "მსგავსი პროცესები სასამართლოზე ამერიკული კონტროლის დასამყარებლად არაერთ ქვეყანაში წარიმართებოდა და წარიმართება".  „2004-2012 წლებში საქართველოს სასამართლო სისტემას უცხოელი აგენტები – სააკაშვილი და ადეიშვილი დაეპატრონენ. ყველამ კარგად ვიცით, სადამდე მიიყვანა ამერიკელების მიერ გამწესებულმა ხელისუფლებამ მაშინ ქართული მართლმსაჯულება. სასამართლოს ხელით საქართველოში გაუბედურდა ათიათასობით ოჯახი. სასამართლო გადაქცე...

იმედს გამოვთქვამთ, რომ სახდეპი წ...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს წერილი მისწერა. როგორც წერილშია აღნიშნული, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოსამართლეთა სანქცირების შესახებ, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია. ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრი, იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას. "ექსპრესსნიუსი" წერილს უცვლელად გთავაზობთ:  "ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის სახელით, გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას და საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობისადმი ერთგულებას. როგორც შევიტყვეთ, აშშ-ის...

ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მა...

ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი არჩევნებში დამარცხების შემდეგ გადადგა. ფინური მედიის ცნობით, სანა მარინმა გადადგომის შესახებ განცხადებით პრეზიდენტს, საული ნინისტოს მიმართა, რომელმაც განცხადება უკვე დააკმაყოფილა. არჩევნებში გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარე პეტერი ორპო მთავრობის ფორმირებისთვის კონსულტაციებს მომავალი კვირიდან დაიწყებს. შეგახსენებთ, ფინეთის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ სანა მარინის „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ დამარცხდა.   ხმების 95%-ის დათვლის შემდეგ, პირველ ადგილზე გავიდა კონსერვატიული „ეროვნული კოალიციის პარტია“ 20.7%-ით, მეორე ადგილზე კი - ულტრამემარჯვენე „ფინელების პარტია“ 20.1%-ით. სანა...

მაჭარაშვილი სანქციებზე - მეტი მო...

მეტი მოწოდება, რომ აკონტროლონ ქართული მართლმსაჯულება, აღარ არსებობს, - ასე ეხმაურება მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებას. მაჭარაშვილის თქმით, ასეთი გზავნილები პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ აშშ საქართველოს ვერ ხედავს როგორც სუვერენულ, შემდგარ სახელმწიფოს.  "მეტი როგორღა უნდა თქვას შეერთებულმა შტატებმა, რომ მათ უნდათ, კონტროლი დაამყარონ ქართულ მართლმსაჯულებაზე. უკვე საზოგადოებასაც აღარ ეპარება ეჭვი. პირდაპირ ამბობენ იმიტომ, რომ თქვენ არ ნიშნავთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენ გეუბნებითო; იმიტომ, რომ არ ნიშნავთ ისეთ მოსამართლეებს, ვისზეც ჩვენ გ...

ვაშაძე სანქციებზე - მივმართავ ბი...

"ქართული ოცნების" გემი ჩაძირულია, მოვუწოდებ მის წევრებს - დატოვეთ გემი! - ასე ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აშშ-ის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებას. ვაშაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია "ხალხის ნების გაყალბებას" გააგრძელებს, სანქციები მომავალში სწორედ მას დაემუქრება.  "უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო აშშ-ის მთავრობამ. ეს არის ჩვენი, ქართველი ხალხის ერთად დგომის შედეგი. დასავლეთმა ძალიან მკაფიოდ დაინახა, რომ ქართველ ხალხს არა უბრალოდ უნდა ევროკავშირი და ნატო, არამედ მზად არის, იბრძოლოს ამისთვის...

ვერ დადგები ცალ ფეხზე იმიტომ, რო...

ვერ დადგები, ირაკლი, ცალ ფეხზე იმიტომ, რომ შენ უკვე მუხლებზე დგახარ რუსეთთან, - ასე პასუხობს "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელი პაატა მანჯგალაძე მოსამართლეთა სანქცირების საკითხზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას. მანჯგალაძის თქმით, აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება "ბოლო სიგნალი" და "ბოლო გაფრთხილებაა". "ეს არის ბოლო გაფრთხილება. ეს არის ბოლო სიგნალი, რომ ამერიკა ვერ და არ შეეგუება იმას, რომ ქვეყანაში იყოს ანტიდემოკრატიული რეჟიმი და არაფორმალური მმართველობა. მინდა ირაკლი კობახიძესა და "ქართული ოცნების" პროპაგანდისტებს ვუპასუხო - დაიხვიეს გიორგი ბურჯანაძის გამოსვლა, რო...

მურუსიძე - მე არ ჩამიდენია ისეთი...

მე არ ჩამიდენია ისეთი რამ, რასაც სანქცირება უნდა მოჰყოლოდა, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მის მიმართ სანქციების დაწესების საკითხზე განაცხადა. მურუსიძის თქმით, აღნიშნული ქმედებით, აშშ-მა გზავნილი გაუგზავნა სხვა მოსამართლეებს, რომ თუ ისინი არ დაემორჩილებიან მოთხოვნებს, დასანქცირდებიან.  "საბოლოო ჯამში, ღირსება მაინც ყველაზე მაღლა დგას. მე არ ჩამიდენია ისეთი რამ, რასაც სანქცირება უნდა მოჰყოლოდა. რადგანაც სხვა ბერკეტი ვერ მოძებნეს სასამართლო სისტემის ხელში ჩასაგდებად, გააკეთეს ეს, გაუგზავნეს სიგნალი სხვა მოსამართლეებს და უთხრეს, რომ აგერ, ხედავთ მურუსიძეს ჩვენ რა გავუკეთეთ? დაემორჩილებით ჩვენს დიქტატს? კი ბ...

ლინკევიჩიუსი სანქციებზე - ეს გზ...

ეს ნაბიჯი გზავნილია ყველასთვის, ვინც საქართველოში საჯარო ძალაუფლებას ბოროტად იყენებს საკუთარი პირადი თუ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, - ასე ეხმაურება ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი აშშ-ის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის დასანქცირებას. ლინკევიჩიუსის თქმით, მოსამართლეების დასანქცირება "გაფრთხილებაა ოლიგარქებისთვისაც" "ეს ნაბიჯი გზავნილია ყველასთვის, ვინც საქართველოში საჯარო ძალაუფლებას ბოროტად იყენებს საკუთარი პირადი თუ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ძალიან ბევრი კითხვა არსებობს მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საქმეების თაობაზეც, ასევე, მედიის შეზღუდვის შესახებაც.  ეს გაფრთხილებაა ოლიგარქებითვისაც", ...

ნაცვლიშვილი სანქციებზე - უმნიშვნ...

ეს არის "ქართული ოცნების" პოლიტიკის კრახი,- ასე ეხმაურება "ლელო საქართველოსთვის" წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებას. ნაცვლიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე სანქციების დაწესებას  უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო გადაწყვეტილება უწოდა და თქვა, რომ ეს მხარდაჭერას  საქართველოს მოქალაქეებს უცხადებს. "ლელო საქართველოსთვის" მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას, დაასანქციროს საქართველოში სასამართლო კლანის ხელმძღვანელები. ეს არის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო გადაწყვეტილება, რომელიც მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მოქალაქეებს და მათ უფლებას, იცხოვრონ სამ...