ბეჟაშვილი - როცა „ოცნება“ გვიმტკ...

მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ გვიმტკიცებდა, რომ ეს კანონი არ შეეხებოდა ფიზიკურ პირებს და მარტო არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხებოდა, აღმოჩნდა და ფარულად შეიტანეს ცვლილება მესამე მოსმენისთვის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. ბეჟაშვილის თქმით, მმართველ ხელისუფლებას მხოლოდ სარედაქციო ცვლილებების შეტანის უფლება ჰქონდა.  „რუსული კანონის განხილვის ეტაპზე კიდევ ერთი დანაშაული გამოვლინდა ივანიშვილის პარტიის რუსული რეჟიმის მხრიდან, როდესაც ისედაც მძიმე მუხლებს დაამატეს კიდევ ერთი შესაძლებლობა სახელმწიფო უწყებე...

პრემიერი - შემიძლია პირობა მოგცე...

ჩვენ ვართ ქრისტიანული ქვეყანა და ქრისტიანობის მთავარი ფასეულობა არის სიყვარული. სიყვარული ადამიანებს შორის და არიან ძალები, რომლებიც ხელოვნურად ცდილობენ ჩვენს შორის სიყვარულის ჩანაცვლებას სიძულვილით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამების საკათედრო ტაძრის ეზოში, "ოჯახის სიწმინდის დღესთან" დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. კობახიძის თქმით, "ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოს თითოეული  მოქალაქე  სიყვარულის გარშემო გაერთიანდეს". „ქრისტე აღსდგა! გილოცავთ დღევანდელ დღეს. მოგესალმებით ჩვენი ძვირფასი ქვეყნის, საქართველოს თითოეულ შვილს, ჩვენს ძმებს და დებს. დღევანდელი დღე არის უმნიშვნელოვანესი დღე;...

საქართველოსა და თურქეთს შორის ენ...

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. მთავრობის ცნობით, დოკუმენტი, რომელსაც ხელი თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი, ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული პარტნიორობის გაძლიერებასა და გაღრმავებას. "მემორანდუმი ორ ქვეყანას მისცემს საშუალებას, ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: განახლებადი ენერგიები, ენერგოეფექტურობა, ინფრასტრუქტურის გაციფრულება, ნახშირბადის ემისიების შემცირება და ა.შ. ურთიერთგაგების მემორანდუმს...

კობახიძე - აზერბაიჯანი-საქართველ...

აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება, ეფექტურად და წარმატებით ითანამშრომლონ ქვეყნებმა, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ერთმანეთის ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი განვითარება ყველა მიმართულებით. „ვთვლით, რომ რეგიონული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და ის მიზნად უნდა ისახავდეს მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობას, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნების გ...

ერდოღანი - თურქეთში მიგვაჩნია, რ...

თურქეთში მიგვაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. აღნიშნული განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა ანკარაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა. „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, ძალიან გამახარა იმ ფაქტმა, რომ თქვენი მოსაზრებები გამაცანით საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. თურქეთში მიგვაჩნია, რომ ეს მოვლენები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

როთი პაპუაშვილზე - მე გაკვირვებუ...

სამწუხაროდ, თქვენ უარი თქვით თბილისში ჩვენთან შეხვედრაზე, ალბათ, თქვენ ზედმეტად დაკავებული იყავით სასაუბროდ, - ასე პასუხობს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას. როგორც როთი აღნიშნავს, ის გაკვირვებულია, თუ რატომ ცდილობს შალვა პაპუაშვილი "ახალგაზრდების დემონიზებას". “ძვირფასო სპიკერო, სამწუხაროდ, თქვენ უარი თქვით თბილისში ჩვენთან შეხვედრაზე, ალბათ, თქვენ ზედმეტად დაკავებული იყავით სასაუბროდ, მაგრამ გთხოვთ, ნუ იქნებით დაკავებულები, მოუსმინოთ და ესაუბროთ იმ ადამიანებს, რომლებიც ევროპული ღირებულებებისთვის იბრძვიან. მე გაკვირვებული ვარ, რატომ ცდილობს ახალგ...

მიხეილ სააკაშვილი - ჩვენი გამარჯ...

ჩვენი გამარჯვების შემდეგ, საქართველო ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება გლობალური მასშტაბით, ვიდრე როდესმე ჩვენს ისტორიაში,- ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის განცხადებით, საქართველო მსოფლიო რუკაზე “ვარდების რევოლუციამ” გამოაჩინა. "ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის ტრიბუნიდან გამოსვლას “ვარდების რევოლუციის” ხსენებით იწყებენ. საქართველო მსოფლიო რუკაზე, თავისი საუკეთესო სახით, სწორედ “ვარდების რევოლუციამ” გამოაჩინა, ხოლო დღევანდელი მოვლენები და ჩვენი ახალგაზრდობა (რომელიც სწორედ ამ “ვარდების რევოლუციის”თაობაა) საქართველოს მსოფლიოს დემოკრატიის და თავისუფლებისთვის ბრძო...

შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებს - ...

გილოცავთ, თქვენ რუსეთის რბილი ძალა ხართ! - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებს. პაპუაშვილის განცხადებით, "ყველაზე ძლიერად რუსეთი საქართველოს საკითხებში ოპოზიციური პარტიებისა და მათი მედიების საშუალებით ერევა". "მე თუ მკითხავთ, ყველაზე ძლიერად რუსეთი საქართველოს საკითხებში ერევა ოპოზიციური პარტიებისა და მათი მედიების საშუალებით. ეს გამოიხატება იმაში, რომ ნებისმიერი სამოქალაქო უთანხმოება, ნებისმიერი დაპირისპირება და პოლარიზაცია სინამდვილეში აწყობს ზუსტად რუსეთს და ამას აკეთებს რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი მედია. ასე რომ გილოცავთ, თქვენ რუსეთის რბილი ძალა ხართ!" - მიმართა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზი...

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ანკარას ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს მთავრობის მეთაურს თურქეთის რესპუბლიკის ტრასპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აბდულქადირ ურალოღლუ და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ. „დღეს, თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უმასპინძლებს. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა დ...

შალვა პაპუაშვილი - საქართველოს ე...

საქართველოს ესაჭიროება მეგობრები და მხარდაჭერა და არა ფარისევლობა და ძირის გამოთხრა - ორივე უკვე საკმარისად გამოვცადეთ, ჩრდილოეთიდან,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პაპუაშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგ აქციაზე საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპელი პოლიტიკოსების მისვლას კიდევ ერთხელ ეხმაურება და ამბობს, რომ ეს "იმის სიმპტომიცაა, რომ რუსეთის მთავრობამ თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო". "ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაში უცხოელი პოლიტიკოსების მონაწილეობა ქართველი ხალხის მიმართ უბრალოდ არამეგობრული ჟესტი კი არა, იმის სიმპტომიცაა, რომ რუსეთის მთავრობამ ...

კახა კალაძე - „დონორების რევოლუც...

მინდა, ყველას ვუთხრა - როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ - უკრაინიზაცია საქართველოში ვერ მოხდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „პროცესები, რაც დღეს საქართველოში ხდება, ერთი-ერთში არის იმ პროცესების ანალოგი, რაც 2014 წელს უკრაინაში მოხდა".  მისივე თქმით, დღეს არის მცდელობა, რომ „დონორების რევოლუცია“ მოაწყონ.  „გადავხედოთ წარსულს, საზოგადოება ყველაფერს ხედავს. 2012 წლიდან დღემდე სახელმწიფოს მიმართ მიზანმიმართული რყევები მიმდინარეობს. პირველად, ოპოზიცია რევოლუციის მოწყობას ცდილობდა, შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციები ხალხს მოუწოდებდნენ, მთავრობა უნდა გადადგე...

„არ შევთანხმებულვართ“ - ლიეტუვის...

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ სანქციებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურნენ. ლანდსბერგისი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას უარყოფს და აღნიშნავს, რომ შეხვედრისას არ დაეთანხმნენ პაპუაშვილის განცხადებს,  "რომ საქართველო მართალი იყო, როცა უგულებელყო ევროპული რჩევები და ღირებულებები და გამოვთქვით უკიდურესად მტკიცე შეხედულებები და არა "გარკვეული შეშფოთება". "საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შესახებ არსებული დაბნეულობის პასუხად  - საჭიროდ ვთვლი განვმარტო, რომ ჩვენ არ დავე...

პარლამენტმა გენდერული კვოტების გ...

საქართველოს პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსთან" დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინა და ვეტო დაძლია. გენდერულ კვოტებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების წინააღმდეგ 28-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 1 კანონმდებელი მომხრე იყო. პრეზიდენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებას ვეტო 18 აპრილს დაადო.

სალომე ზურაბიშვილმა ვოლოდიმირ ზე...

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, ზელენსკის „სოლიდარობისა და ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერისთვის“ მადლობა გადაუხადა. „მადლობა გადავუხადე პრეზიდენტს სოლიდარობისა და ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენი ერთობლივი მომავალი ევროპაშია!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი.

გერმანიის დახმარებას ერთი ხელის ...

გერმანიის 30-წლიან დახმარებას საქართველოს მიმართ, ერთი ხელის მოსმით წყალში ყრიან ასეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები, როდესაც ჩამოდიან, თავს ესხმიან ქართულ ეკლესიას და ვერც კი აცნობიერებენ, რას აკეთებენ,- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის განცხადებას. პაპუაშვილი მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების - მათ შორის, მიხაილ როთისა და ჟიგიმანტას პავილიონისის მისვლასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ "ეს ყველაზე კარგი ლუსტრაცია ი...

პაპუაშვილი - ზურაბიშვილს პრეზიდე...

ზურაბიშვილს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკუთარი სახლის უკანა ბაღი ჰგონია,- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპულ პლატფორმასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.  როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტი "ყველანაირი კონსტიტუციური ჩარჩოდან გასულია". "ქალბატონი სალომე კონსტიტუციის კიდევ ერთ დარღვევას აანონსებს, ჩვეულებრივად გასულია ყველანაირი კონსტიტუციური ჩარჩოდან. მას პრეზიდენტის თანამდებობა და პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკუთარი სახლის უკანა ბაღი ჰგონია. ერთხელ უკვე დაარღვია კონსტიტუცია, რაც დადგენილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ და საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდანაც ამაზე არის დასტ...

პრეზიდენტი - მეგობრებს გავაცანი,...

დღეს საქართველოს გადარჩენის საკითხი დგას. ამისთვის, მე ჩვენს მეგობრებს გავაცანი ჩვენი სამომავლო გეგმები - როგორი უნდა იყოს ის ევროპული პლატფორმა, რომელზეც ვმუშაობ და რომელიც საქართველოს არჩევნებამდე ერთობით მიიყვანს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფი ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე ვეტოს დადებით „ყალბ“ მოლაპარაკებებში არ შევა და ევროპისკენ გზის გამხსნელი სწორედ ის იქნება. „ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა არის შემდეგი ნაბიჯები, მე ძალიან გარკვეულად ავუხსენი...

საქართველოს საერთაშორისო მეგობრე...

დღეს საქართველოს საერთაშორისო მეგობრები და განსაკუთრებით ევროპელები ამბობენ, რომ ევროპის გული არის სწორედ თბილისში, ევროპის დედაქალაქი არის სწორედ თბილისი და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს ჩვენი ევროპული მომავლის დასაცავად,- ამის შესახებ განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ხვდება. ბოკუჩავას თქმით, ევროპელი კოლეგები ხედავენ, რომ „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს „ბრძოლა გამოუცხადა". „ეს იყო გზავნილები, როდესაც ჩვენ შევხვდით გერმანიის და ლიეტუვის საგარეო ურ...

ეს კანონპროექტი შეაფერხებს საქარ...

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი და ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე შეაფერხებს საქართველოს პროგრესს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე,- ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა. როგორც ლანდსბერგისმა საქართველოს პრეზიდენტსა და ლატვიის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, "თუ ეს მოხდება, პასუხისმგებლობა უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებას დაეკისრება". "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი და ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე შეაფერხებს საქართველოს პროგრესს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრ...

ქართული დემოკრატიისთვის შავი დღე...

ეს არის შავი დღე ქართული დემოკრატიისთვის,- ასე ეხმაურება 11 ამერიკელი სენატორი პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას. სენატორები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ კანონის მიღება "ძირეულად შეცვლის საქართველოს ურთიერთობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირის წევრობისკენ მისწრაფებებს დააზარალებს". "ეს არის შავი დღე ქართული დემოკრატიისთვის. ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული ტიპის "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონპროექტის მიღების გამო. ეს კენჭისყრა ჩატარდა ასობით ათასი ქართველის სურვილის საწინააღმდეგოდ, რომლებიც აგრძელებენ მშვიდობიანი პროტ...