,,მნიშვნელოვანი იყო, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან ერთად მიგვეღო მონაწილეობა კონფერენციაში. მთავარი თემა იყო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ჩემს გამოსვლაში მქონდა შესაძლებლობა უკრაინისადმი სოლიდარობა კიდევ ერთხელ დაგვეფიქსირებინა,’’ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციის შეჯამების დროს. როგორც მან აღნიშნა, საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დროა და მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა უფრო სერიოზულად შეხედოს საკუთარ როლს და გაფართოვების პოლიტიკას. როგორც პარლამენტ...
ჩვენ გვჭირს უარესი, ვიდრე ომი - „ქოციზმი“, „ბიძინიზმი“, მონოოლიგარქია, ონკოლოგიური დაავადება თავისი მეტასტაზებით! - ამის შესახებ "პროგრესი და თავისუფლების" ლიდერი კახა ოქრიაშვილი აცხადებს. ოქრიაშვილის თქმით, საქართველოში მოიძებნება მაღალკვალიფიციურ ლიდერთა ჯგუფი, ვინც ქვეყნის პროგრესული მომავლისკენ სვლას გაცილებით უკეთესად გაუმკლავდება. "საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2023 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი, დაახლოებით, 4 %-ია და მსოფლიოში 62-ე ადგილზე ვართ. იმ მაჩვენებლით კი, რომელიც განსაზღვრავს შემოსავალს ერთ სულ მოსახლეზე, სამარცხვინო 92-ე ადგილს ვიკავებთ. სომხეთი, ...
ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა თვალსაჩინოა და ეს ყველამ კარგად იცის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ გაკეთდა მკაფიო განცხადებები, რომლებიც შეეხებოდა იმ პოზიტიურ ნაბიჯებს, რაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგა. „მინდა, გამოვეხმაურო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მნიშვნელოვან ვიზიტს ბრიუსელში, სადაც ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართა, როგორც ევროპულ საბჭოში, ისე ნატო-ს ოფისში. მოვისმინეთ მკაფიო განცხადებები იმ პროგრესზე და პოზიტიურ ნაბიჯებზე, რაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზ...
ოპოზიცია დაკავებულია საკუთარი ქვეყნის დაზიანებითა და ტყუილების ტირაჟირებით, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, სრული სიცრუეა, ინფორმაცია, თითქოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრემიერთან პრესკონფერენცია გააუქმა. „პრემიერ-მინისტრს პარტნიორებთან მაღალი დონის ვიზიტი და შეხვედრები ჰქონდა, რაც საქართველოს დაეხმარება, რომ უფრო წინ წაწიოს ის მნიშვნელოვანი საქმე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. რასაკვირველია, როგორც ყოველთვის, რადიკალურ ოპოზიციას არ ახარებს და სწყინს ქვეყნის საგარეო და საშინაო წარმატებები. მათ არ აქვთ რე...
მინისტრთა კომიტეტმა ძალიან ბევრჯერ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - ამის შესახებ ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სორდის კოლბრუნ გილვადოთირმა განაცხადა. მისივე თქმით, მინისტრთა კომიტეტმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დე ფაქტო მთავრობების მხრიდან მიღებული ზომები არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. „მულტილატერალიზმის გამოწვევა არის ის, რომ მოითხოვს დროს და პატარა ნაბიჯებია, რომლებიც გასაგებია. ასევე, გასაგებია, რომ რაღაც მომენტში ადამიანები ამის გამო კარგავენ მულტილატერალიზმის მიმართ რწმენას. მინისტრთა კომიტეტმა ძალიან ბევრჯერ გამოხატა სრული მხარდაჭერა ს...
ერთმანეთს ხელი უნდა ჩავკიდოთ და ერთად უნდა უზრუნველვყოთ „რუსული ოცნების“ სახლში გაშვება, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) კვლევას. მისივე თქმით, IRI-ის კვლევამ აჩვენა, რომ ნოემბრის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ პროცენტი არის ორნახევარჯერ გაზრდილი, როგორც თავად აღნიშნავს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ნოემბრის თვეში ჰქონდა 6 პროცენტი, ხოლო ახლა 14 პროცენტი აქვს. „სრულიად ოპოზიციას, საზოგადოებას, ოპოზიციურად განწყობილ პარტიებს მინდა მივმართო, რომ ჩვენ ახლა ყველამ ერთმანეთს ხელი უნდა ჩავკიდოთ და ერთად უნდა უზრუნველვყოთ „რუსულ...
მიზნად ვისახავთ, რომ გავაღრმაოთ NATO-სთან პრაქტიკული თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, ყველა განზომილებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენსტ სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ე.წ. 12 პრიორიტეტის განხორციელებაზე, რომელიც სწრაფად დაინერგება პრაქტიკაში, როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, საქართველო კანდიდატის სტატუსს ნამდვილად იმსახურებს. "აქტიურად ვმუშაობთ ამჟამადაც ე.წ. 12 პრიორიტეტის, 12 პუნქტის განხორციელებაზე, რომელიც საკმაოდ სწრაფად დაინერგება პრაქტიკაში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. მე, ასევე, მინდა აღვნიშნო, რ...
მინდა, შევაქო საქართველოს ძალისხმევა, რომელიც მან გამოიჩინა რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიული სტანდარტების, ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხში, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მათ სურთ დემოკრატიული, ეკონომიკური კეთილდღეობის მქონე ქვეყანა, რომელიც ინტეგრირებული იქნება ევროატლანტიკურ ალიანსში. სტოლტენბერგი ასევე შეეხო ნატო-საქართველოს პარტნიორობის განმტკიცების საკითხს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს ნატო-ს მხრიდან როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული და ტე...
საქართველო და ევროკავშირი ერთად უზრუნველყოფენ მშვიდობას, დემოკრატიასა და ეკონომიკურ ზრდას რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან ნაყოფიერი შეხვედრა გამართა. „ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან. ვაგრძელებთ ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებას. საქართველო მუშაობს 12 რეკომენდაციის დასრულებაზე და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს წლის ბოლოს. საქართველო და ევროკავშირი ერთად უზრუნველყოფენ მშვიდობას, დემოკრატიასა და ეკონომიკურ ზრდას რეგიონში“, - დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა Twitter-ზე. ცნობისთვის, გუშინ, 24 აპრილს პრემიერ-მინისტრი ირა...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. "ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს გაუზიარა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების მიმართულებით გაწეული ძალისხმევა და აღნიშნა, რომ ამ პროცესში ხელისუფლება მუდმივ კონსულტაციებს მართავს ევროკავშირის ინსტიტუტებთან და წევრ ქვეყნებთან, აგრეთვე ვენეციის კომისიასთან და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან (OSCE/ODIHR). პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება წლის ბოლოს საქართ...
"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" 2023 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. IRI-ის კვლევის თანახმად, მომავალ შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 20%-მა არ იცის, ვის მისცემს ხმას, 19% "ქართულ ოცნებას" დაუჭერდა მხარს, 14% - "ნაციონალურ მოძრაობას", 3% "საქართველოსთვის" და ა.შ. IRI-ის ცნობით, კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორის, რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოი...
,,მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ ევროკავშირის წევრი და პარნტიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში და მაქვს შესაძლებლობა, გაგიზიაროთ საქართველოს ხედვა,’’ – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პრაღაში ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაზე კოლეგებს. როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიამ მსოფლიო უსაფრთხოების მასშტაბური გამოწვევის წინაშე დააყენა. მისი თქმით, საქართველო უკრაინისადმი სოლიდარულია არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯებით. ,,უკვე ერთ წელზე მეტია, უფრო და უფრო მეტად დაუცველ მსოფლიოში ვცხ...
ჩვენ პირნათლად და ზედმიწევნით ვასრულებდით 12 რეკომენდაციას, ამ პროცესს ივნისის სესიის დასრულებამდე ბოლომდე მივიყვანთ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებელი. მისივე თქმით, ამა წლის დეკემბერში ქვეყანა და ხელისუფლება 100 პროცენტით მზად იქნება კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ხოლო როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი ეს მათი საქმეა. "ევროპელ კოლეგებს გავუზიარებთ ინფორმაციას, რომელიც 12 რეკომენდაციის შესრულებას ეხება. ვისაუბრებ, რა როლი შევიტანეთ ამ ყველაფერში. ასევე, ვისაუბრებთ ამ პროცესებში ოპოზიციის სხვადასხვა ფრთის ჩართულობაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კოლეგები და პარტნიორები მთლიანად ი...
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე ყველამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი ხედავენ საქართველოს ევროპულ ოჯახში და ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გზავნილია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ახლა საჭიროა ქვეყანამ გააძლიეროს რეფორმები, ყოველდღიური აქტივობა და საქმიანობები, რომლის საჭიროებაც ევროკომისიის მიერ მოცემული რეკომენდაციებიდან მომდინარეობს. მინდა, აღვნიშნო, რომ მრგვალი მაგიდის გარშემო ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ძალიან პოზიტიურად გამოხატავდნენ ჩვენთან მიმართებით დამოკიდებულებას. თითქმის ყველამ აღნიშნა, რომ ისინი მყარად უჭერენ მხარს საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგ...
ჩვენთვის საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა, - ამის შესახებ ვროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს უსაფრთხოების სპეციფიკური საკითხები აქვს, რადგან ქვეყნის ტერიტორია რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულია, აქედან გამომდინარე, დღევანდელი მინისტერიალი ამ თემებზე სასაუბროდ კარგი ადგილია. "ჩვენთვის საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა და გვახსოვს, რომ მას აქვს უსაფრთხოების სპეციფიკური საკითხები, რადგან მისი ტერიტორია ნაწილობრივ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ასე რომ ეს მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს შესახებ სასაუბროდ", - განაცხადა ბორელმა. ცნობისთვის, ლუქსემბურგში ევროკავშირის მინისტერიალი მიმდინარეობს, სადაც ე...
საქართველომ უნდა შეასრულოს დაპირება, სტაბილური გახადოს ქვეყნის შიგნით ვითარება, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველომ მხარი უნდა დაუჭიროს საგარეო პოლიტიკას და შეასრულოს ევროკავშირის მიერ წარდგენილი 12 რეკომენდაცია. "საქართველომ უნდა შეასრულოს დაპირება, სტაბილური გახადოს ქვეყნის შიგნით ვითარება. ველაპარაკებით ქართველ პოლიტიკოსებს და რასაც ველოდებით, არის ის, რომ შეასრულონ ევროკავშირის რეკომენდაციები და მხარი დაუჭირონ საქართველოს საგარეო პოლიტიკას", - განაცხადა ჰაავისტომ.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ უმჯობესი იყო, წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ზაფხულში დაწყებულიყო, მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა. როგორც დედაქალაქის მერმა დღეს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, პროექტი 2024 წლის იანვარში უნდა დასრულდეს, მოგვიანებით დაწყების შემთხვევაში კი, პროექტი მოგვიანებით დასრულდებოდა. „ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაცია, აბსურდი და სისულელე. კარგი, ვთქვათ, სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყეთ ზაფხულში, პროექტის დასრულება ხომ გადაიწევდა შემდეგ თვეებში - სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი იანვარი, თებერვალი... დღეს ვამბობთ, რომ პროექტი სრულდება იანვარში. მოგვიან...
ჩვენს მოქალაქეებს პირობა მივეცით, ყოველდღიურ რეჟიმში ვიმუშავებთ, რათა გამოვნახოთ შესაძლებლობა სუდანიდან მათი დროულად გამოყვანის, ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სუდანში მყოფი მოქალაქეების ოჯახის წევრების ინფორმირება და კომუნიკაცია ყოველდღიურად აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. „ძალიან გვაღელვებს ჩვენი მოქალაქეების ბედი სუდანში. ვიცით, რომ იქ მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი და დაპირისპირება ძალიან რთულ გარემოს ქმნის უსაფრთხოების თვალსაზრისით. ჩვენ ათეულობით მოქალაქეს, რომელიც იმყოფება სუდანში სჭირდება დახმარება და პირველ რიგში რაც შეიძლება მალე უსაფრთხოდ გამოყვანას სუდანიდან...
შემდეგ სასამართლო სხდომაზე, წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობის პირობებში მზად ვარ, თავდებში დავუდგე ლაზარე გრიგორიადისს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, არანაირი სამართლებრივი საფუძველი, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის არ არსებობს. "არანაირი სამართლებრივი საფუძველი, 21 წლის ლაზარეს წინასწარ პატიმრობაში ყოფნის არ არსებობს! მოწმეებზე, ანუ "რობოკოპებზე" , განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებზე, 21 წლის ლაზარე ზემოქმედებას,ზეწოლას ვერ განახორციელებს. მისი მიმალვაც გამორიცხულია, მითუმეტეს უმარტივესია, რომ აკონტროლონ მისი ქვეყნიდ...
2012 წლის 21 აპრილს ოფიციალურად დაფუძნდა პარტია, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ქართულ პოლიტიკაში და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში,- აღნიშნულის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს. კალაძის თქმით, 11 წლის წინ, როდესაც „ქართული ოცნება“ დაარსდა, ბევრს ვერც კი წარმოედგინა, რომ წარსულს ჩაბარდებოდა პოლიტიკური დევნა, ძალადობა, მედიაზე ზეწოლა, საკუთრების ხელყოფა, გამოხატვის თავისუფლების აღკვეთა, პატიმართა არაადამიანური წამება. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის ინტერესების გამო, სიცოცხლის რისკის ქვეშ დააყენა საკუთარი ოჯახი და გააერთიანა საზოგადოება ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმის დასასრულებლად. "2012 წლის 21 აპრილს ოფიციალურად...