კრამონი - საქართველოს მთავრობის ...

არცერთ ჩვენგანს არ აქვს საქართველოს ომში ჩართვის ინტერესი. ეს ბევრჯერ გვითქვამს და არ არსებობს მსგავსი ტყუილის განმეორების საფუძველი, - ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაჟღერებულ ბრალდებას კორუფციასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მხრიდან გაჟღერებული ბრალდებები არ აადვილებს ქვეყნის ევროკავშირთან მომავალ თანამშრომლობას. გარდა ამისა, ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ მთავრობას ქმედითი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი, როგორც სასამართლო და საარჩევნო რეფორმების, ასევე დეოლიგარქიზაციის კუთხით. "პირველ რიგში, არცერთ ჩვენგანს არ აქვს საქართველოს ომში ჩართვის ინტერესი. ეს ბევრჯერ გვით...

რობერტა მეცოლა - უკრაინას იქამდე...

ომის დროს ვისწავლეთ ან საბოოლოდ გავიგეთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ნდობა არ შეიძლება, ის არ გაჩერდა 2008 წელს, არ გაჩერდა 2014 ში და არ ჩერდება ახლაც, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა. მისივე თქმით, ევროპელი პარტნიორები არ დაუშვებენ ომის ფონზე გადაღლას და ისინი უკრაინას იქამდე დაუდგებიან გვერდით, სანამ ამის საჭიროება იარსებებს. „ჩვენ უფრო მეტად ყურადღებით უნდა მოგვესმინა ჩვენი მეგობრებისთვის ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან. 2022 წლის 24 თებერვალს ომის დაწყებისთანავე ეს განვაცხადეთ. სასურველია ეს უფრო ადრე გაგვეკეთებინა. ამ ომის დროს ვისწავლეთ ან საბოოლოდ გავიგეთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ნდობა არ შეიძლება...

ნაცვლიშვილი მერაბიშვილზე - საზოგ...

ვანო მერაბიშვილის დაძახილზე არ მგონია საკუთარი თანაგუნდელებიც კი სრული შემადგენლობით მივიდნენ, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილმა საზოგადოებასთან კომუნიკაციას და რაიმე სახის მოლოდინების გაჩენას თავი უნდა დაანებოს. „ვანო მერაბიშვილის დაძახილზე არ მგონია საკუთარი თანაგუნდელებიც კი სრული შემადგენლობით მივიდნენ, საზოგადოებასთან კომუნიკაციას და რაიმე მოლოდინების გაჩენას თავი დაანებოს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 10 მარტს, განაცხადა, რომ ის აპირებს დაიწყოს მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლის მიზანიც, მთავრო...

იოსელიანი - ევროკავშირის დროშის ...

ევროკავშირის დროშის ჩამოგდება, დაწვა და მსგავსი შეურაცხმყოფელი ქმედებები, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის არათუ შემაფერხებელი ფაქტორია, არამედ ასევე შეუარცხყოფს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ადამიანთა ნებისმიერ ჯგუფს აქვს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა შეკრება უნდა იყოს მშვიდობიანი, არ უნდა ახალისებდეს ძალადობას და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქვეყნის კონსტიტუციურ პრინციპებს. "მინდა გამოვეხმაურო დღეს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ყველა კონსტიტუციურმა ორგანომ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღოს ყველა ...

გიული ალასანია - ჩემი შვილის ოცნ...

მიხეილ სააკაშვილი შეპყრობილი იყო იდეით, რომ საქართველო დასავლეთის ნაწილად ექცია, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ სტრასბურგში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ოცნება იყო, რომ აღესრულებინა ქართველი ხალხის დიდი ხნის ოცნება და ქვეყანა დასავლური ცივილიზაციის წევრად ექცია. "ჩემი შვილის ოცნება იყო, რომ საქართველო დასავლური ცივილიზაციის წევრი გამხდარიყო, რაც ასევე ქართველი ხალხის დიდი ხნის ოცნებაც იყო. ის [სააკაშვილი] ეუთოს წევრი იყო, როდესაც საქართველო ეუთოს წევრი გახდა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ორგანიზაციას შეუერთდა და მიხეილ სააკაშვილი შეპყრობილი იყო იდეით, რომ საქართველო დასავლეთის ნაწი...

ДОЖДЬ-ის ჟურნალისტი ალექსანდრა შ...

რუსული ოპოზიციური საინფორმაციო ტელეარხის ДОЖДЬ-ის ჟურნალისტი ალექსანდრა შევჩენკო საქართველოში არ შემოუშვეს.  როგორც გამოცემის ხელმძღვანელი ეკატერინე კოტრიკაძე წერს, ჟურნალისტი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე თვითმფრინავში დააბრუნეს.  "ДОЖДЬ-ის ჟურნალისტი ალექსანდრა შვეჩენკო საქართველოში არ შეუშვეს. მიზეზის ახსნის გარეშე. ახლა მას თვითმფრინავში აბრუნებენ",- წერს ეკატერინე კოტრიკაძე.  ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში სხვა ქვეყნის კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს ახსნა-განმარტების გარეშე არ უშვებენ. 12 დეკემბერს რუსი ჟურნალისტი, Холод-ის პოდკასტის რედაქტორი, ალექსეი პონომარევი ...

S&D - ვგმობთ ირაკლი ღარიბაშვილის...

ჩვენ ვგმობთ განცხადებას, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა, - ასე გამოეხმაუარა ევროპის პარლამენტის სოციალისტთა და დემოკრატთა პროგრესული ალიანსი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ევროპარლამენტს სურს საქართველოს ჩათრევა რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ. მათივე თქმით, განცხადება, რომ ევროპარლამენტს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომში საქართველოს ჩათრევა სურს არის ცრუ და მავნებლური. "ჩვენ უარვყოფთ ცრუ, მავნე განცხადებას, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კვირას ქართულ ტელევიზიაში მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, რომლის თანახმად, ევროპარლამენტს სურს საქართველოს ჩათრევა რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ&qu...

ბროუდერი სააკაშვილზე - მოკვდება,...

მიხეილ სააკაშვილი მოკვდება, თუ ციხიდან არ გაათავისუფლეს, - ამის შესახებ "მაგნიტსკის აქტის" ავტორმა, ბილ ბროუდერმა სტრასბურგში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა. როგორც ბროუდერმა აღნიშნა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ პოლიტიკურ ვენდეტას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ახორციელებს. "მე არ ვიცნობდი მიხეილ სააკაშვილს პირადად, მაგრამ როგორც ყველამ, მეც ვიცოდი, როგორი რეფორმატორი იყო ის. განსაკუთრებით გაოგნებული კი, იმ წინააღმდეგობით დავრჩი, რომელიც მან 2008 წელს პუტინს გაუწია, როდესაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა. პუტინი იმდენად იყო მასზე გამწარებული, რომ საჯაროდ თქვა, რომ მას გენიტალიებით ჩამოკიდებდა და მას შემდეგ ის სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკურ ვენ...

პაპუაშვილი EU-ს დროშის დაწვაზე -...

სამწუხაროა ის, რასაც ვხედავთ - რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს, ასეთი ქვეცა მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ალტ-ინფოს“ წევრების მიერ პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშის დაწვას.  პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის დროშა აღდგება და ისევ აღიმართება საკანონმდებლო ორგანოს წინ.  "ევროკავშირის, როგორც სხვა ქვეყნების დროშების შებღავლა, როდესაც აღმართულია ადმინისტრაციული შენობის წინ, დასჯადი გახდა და რა თქმა უნდა, იყო განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და ყველა პირი, ვინც შებღავლა დროშა იქნება იდენტიფიცირებული და ადმინისტრაციული წესით დასჯილი. სამწუხაროა ის, რასაც ვხედავთ - რადიკალიზმი წა...

ოქრიაშვილი - დღეს, პარლამენტის წ...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა ოქრიაშვილი პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშის დაწვას ეხმიანება და ამბობს, რომ ქმედების ორგანიზატორი „ქართული ოცნებას“.  ოქრიაშვილის თქმით, „ქართულ ოცნება“ დამარცხდება და ქვეყანას პროგრესული განვითარების საშუალება მიეცემა. "ალტ-ინფო“ წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ „ქართული ოცნების“ რადიკალურ ფრთას. დღეს, პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის ორგანიზატორი არის „ქართული ოცნება“, შემსრულებელი - „ოცნების“ რადიკალური ფრთა, „ალტ-ინფო“. „ქართულ ოცნებას“ დავამარცხებთ, გავუშვებთ ხელისუფლებიდან,  ქვეყანაც დამშვიდდება და პროგრესული განვი...

დეკანოიძე - ძალადობრივ ჯგუფებს, ...

ძალადობრივ ჯგუფებს, რომლებსაც პარლამენტის წინ ვხედავთ, ხელს "ქართული ოცნება" უწყობს, - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე პრორუსული მოძრაობა „ალტ-ინფოს“ წევრების მიერ საკანონმდებლო ორგანოსთან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნასა და დაწვას. როგორც დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ძალადობრივი ჯგუფების გზავნილები მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერებისა და რუსი პროპაგანდისტების განცხადებების იდენტურია. "ძალადობრივი ჯგუფები, რომლებსაც ახლა ჩვენ ვხედავთ საქართველოს პარლამენტის წინ, ესენი არიან ადამიანები, ვისაც ხელს უწყობს "ქართული ოცნების" ხელისუფლება. ჩვენ გვახსოვს 5 ივლისი, როდესაც ჟურნალისტები დაარ...

სიტყვებს უნდა მოჰყვებოდეს საქმე ...

"ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა", რომელსაც დღეს ქართველი მწერლები და ლიტერატორები შეუერთდნენ, საქართველოს პრეზიდენტს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის შეწყალების აქტის გამოცემის თხოვნით მიმართავს. ამის შესახებ მოძრაობის წევრებმა განცხადება ცოტა ხნის წინ "დედაენის ბაღში" გააკეთეს. მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმიდან ერთ-ერთი სწორედ მედიის თავისუფლებას გულისხმობს, გვარამიას შეწყალება კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. "ჩვენ ჩვენი კოლეგების სახელით ვუერთდებით ნია გვარამიას გათავისუფლების მოძრაობას. ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ. 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვ...

კობახიძე - კანონპროექტმა მიღების...

ამ კანონპროექტმა მიღების გარეშე მოიტანა იმაზე დიდი შედეგი, ვიდრე თუნდაც მიღებით შეეძლო მოეტანა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კობახიძემ ცოტა ხნის წინ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, კანონპროექტის ინიცირებისა და განხილვის მთავარი შედეგები "შესაბამისი სუბიექტების ლუსტრაცია" და "ბაკურიანის გეგმის პრევენციაა". "ჩვენ რამდენჯერმე გვითხრეს, არც კი დაგვეწყო ამ კანონპროექტის განხილვა. ეს იყო მოთხოვნა კონკრეტული სუბიექტების მხრიდან... ის, რომ ითხოვდნენ განხილვის არდაწყებასაც კი, ეს ყველაფერი მეტყველებს იმ...

ირაკლი კობახიძე - 2012 წლამდე სპ...

2012 წლამდე სპეცრაზმი ძალადობდა მომიტინგეებზე, ხოლო ახლა მომიტინგეები ძალადობდნენ სპეცრაზმზე,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, გასულ კვირაში, სპეცრაზმისა და მომიტინგეების ურთიერთდაპირისპირებაში, ევროპა იყო არა მომიტინგეების, არამედ სპეცრაზმის მხარეს. "გასული კვირის განმავლობაში განვითარებულმა პროცესებმა კიდევ ერთხელ აჩვენა კოლექტიური ნაცმოძრაობის, გლობალური ომის პარტიის აგენტების ნამდვილი სახე. ამ პროცესებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ნაცმოძრაობა უდრის ძალადობას. საზოგადოებას წინა ხელისუფლების პირობებშიც ახსოვს სპეცრაზმისა და მომიტინგეების ურთიერთდაპირისპირების მაგალითები. 2012 წლამდე სპეცრაზმი ძალა...

ლანდსბერგისი - რუსეთის პოლიტიკურ...

რუსეთის პოლიტიკური სამიზნეები, შესაძლოა, სხვა სახელმწიფოებიც გახდნენ, მაგალითად, საქართველო ან სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნები, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი არის საშიში მეზობელი, რმელმაც წარსულში არაერთხელ აჩვენა, რომ შეუძლია ერთ სამიზნეზე მეტის დანახვა. "ზოგიერთი ფიქრობს, რომ ვიდრე რუსეთი ჩაეფლო ბახმუტის ტალახში, ის იმდენად არის დაკავებული, რომ მთელი მისი სამხედრო და პოლიტიკური ყურადღება მიმართულია მხოლოდ უკრაინისკენ. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი არის საშიში მეზობელი, რომელმაც აჩვენა წარსულში, რომ შეუძლია ერთ სამიზნეზე მეტის დანახვა. ის შეიძლება, იყოს აქტიური მოლდოვაში არა მხოლოდ სამხე...

დანილოვი - რუსეთს უკრაინასთან ომ...

პოტენციალის აღსადგენად ათწლეულები დასჭირდება, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ გაწეული ძალისხმევა დასავლეთს აძლევს დროს ავტოკრატიული რეჟიმების შეკავებისა და კონტრქმედების მთელი სისტემის რესტრუქტურიზაციისთვის. „რუსეთს ათწლეულები დასჭირდება თავისი სამხედრო პოტენციალის აღსადგენად. უკრაინის წინააღმდეგობა დასავლეთს აძლევს დროს ავტოკრატიული რეჟიმების შეკავებისა და კონტრქმედების მთელი სისტემის რესტრუქტურიზაციისთვის“, - განაცხადა დანილოვმა.

ევროკავშირმა რუსეთზე დაწესებული ...

ევროკავშირმა რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ევროპულმასაბჭომ განაცხადა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, 2023 წლის 15 სექტემბრამდე გაეხანგრძლივებინა შემზღუდველი ზომები, რომელიც რუსეთის ეკონომიკის კონკრეტული სექტორების წინააღმდეგ იყო დაწესებული. ევროპული საბჭოს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ვრცელდება 1473 ფიზიკურ და 205 იურიდიულ პირზე.

მოლდოვის თავდაცვის მინისტრი - მო...

მოლდოვა არა გარდაუვალი სამხედრო საფრთხის, არამედ ჰიბრიდული ომის წინაშე დგას, რომელსაც რუსეთი აწარმოებს პროევროპული ხელისუფლების დასამხობად, - ამის შესახებ მოლდოვის თავდაცვის მინისტრმა, ანატოლი ნოსატიმ განაცხადა. მან ასევე ისაუბრა დეზინფორმაციასა და საზოგადოებაში რუსეთის მიერ წარმოქმნილ დაძაბულობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ქაოსის დათესვასა და პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლას. „ამჟამად მოლდოვა გარდაუვალი სამხედრო საფრთხის წინაშე არ დგას, მაგრამ არსებობს სხვა ტიპის რისკები, რომელიც გავლენას ახდენს [ქვეყნის] უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა მოლდოვის თავდაცვის მინისტრმა.

სააკაშვილი - არავის ეგონოს, რომ ...

არავის ეგონოს, რომ კარგად ვარ, რადგან ამდენს ვწერ, დღეს ორჯერ დავკარგე გონება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით,  საფრანგეთის პრეზიდენტმა ბრიტანეთის პრემიერთან საერთო ბრიფინგზე მისი გათავისუფლება მოითხოვა, რაც უპრეცედენტო დემარშია.  სააკაშვილმა ასევე მიმართა პოლიტიკოსებს, რომ არ გახდნენ "რუსულ-ოცნებისტური" მრავალწლიანი პოლიტიკის მძევალი, ამოიღონ ხმა და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. "არავის ეგონოს, რომ კარგად ვარ, რადგან ამდენს ვწერ. დღეს ორჯერ დავკარგე გონება. ღარიბაშვილმა მიუნხენში განაცხადა ევროპელ ექიმებს შევუშვებთ და ეს საქმე უკვე 10 დღე ყოვნდება, მაგრამ, სანამ პირში სული ...

"არა რუსეთს! სამარცხვინო ხართ" -...

"არა რუსეთს! სამარცხვინო ხართ" - ასე შეეგებნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ლექტორ ელიზბარ ელიზბარაშვილს, რომელიც, როგორც სტუდენტები ამბობენ ანტიდასავლური პროპაგანდით გამოირჩევა.  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის თქმით, ელიზბარ ელიზბარაშვილი არის ადამიანი, რომელიც აშკარა პრორუსულ ნარატივებს ატარებს, აქედან გამომდინარე კი, მას არაფერი ესაქმება უნივერსიტეტის კედლებში. მომხდარის შემდეგ ელიზბარ ელიზბარაშვილმა, განაცხადა, რომ ის მიამრთავს შესაბამის ორგანოებს და სტუდენტებს ისინი გასცემენ პასუხს. "ელიზბარ ელიზბარაშვილი არის ადამიანი, რომელიც სტუდენტებს ემუქრება, ადამიანი, რომელიც არის ალტ ინფოს აქტიური მხარდამჭერი და ხშირი სტუმარი...