პაპუაშვილი კირბალზე - საერთაშორი...

საერთაშორისო პარტნიორებს მოვუწოდებ, დროულად შეაფასონ აღნიშნული ფაქტი და გააძლიერონ რუსეთზე ზეწოლა ოკუპაციის დასრულების მიზნით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ყველა ზომას იღებს კიდევ ერთი უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად და დამნაშავის დასასჯელად. ,,ვუსამძიმრებ თამაზ გინტურის ოჯახს და მეგობრებს. ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოკუპაცია ყოველდღიურად ტოვებს მძიმე შედეგებს და ატარებს რისკებს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანებისა და მთლიანად სახელმწიფოსთვის. საქართველოს მთავრობა ყველა ზომას იღებს კიდევ ერთი უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად და დამ...

„დროა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლებ...

სახელმწიფოს უმოქმედობამ წაახალისა რუსი ოკუპანტები, - ასე გამოეხმაურა პარტია „დროა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლება“ სოფელ კირბალთან მიმდებარედ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქის მოკვლას. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მშვიდობა იქნება მხოლოდ მაშინ, როცა რუსეთის საოკუპაციო ჯარი საქართველოს ტერიტორიის ყველა გოჯს დატოვებს. "სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსმა საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს. საქართველოს მოქალაქე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. „დროა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლება“ სამძიმარს ვუცხადებთ ...

ზურაბიშვილი კირბალზე - ეს უხეში ...

ქართულ სახელმწიფოებრიობაზე ეს უხეში თავდასხმა კიდევ ერთხელ ამხელს "ერთმორწმუნე ძმის" ნამდვილ სახეს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოფელ კირბალთან მიმდებარედ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქის მოკვლას. ზურაბიშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, რომ ცალსახად დაგმოს რუსეთის ქმედებები, რომელიც "უხეშად და ურცხვად არღვევს ყველა საერთაშორისო ნორმას". "ღრმად შეშფოთებული ვარ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავებისას საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო.  ქართულ სახელმწიფოებრიობაზე ეს უხეში თავდასხმა კიდევ ერთხელ ამხელს "ერთმორწმუნე ძმის" ნამდვილ სახეს.  სასწრაფოდ მო...

პრემიერი კირბალზე - მომხდარი მეტ...

მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოს და მეტყველებს ოკუპაციის მძიმე შედეგებზე, რომელთანაც გამკლავება საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, სამწუხაროდ, მშვიდობიან მოქალაქეებსაც უწევთ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ კირბალთან მიმდებარედ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქის მოკვლას. პრემიერ-მინისტრმა გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მათ გვერდით დგას. "გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმძიმესი ფაქტი მოხდა - უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსას...

ხაბეიშვილი - აღარ ვაპირებ ვინმეს...

დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი სახელი და გვარით იტყვის ვინ არის ის ადამიანი ან ადამიანები, რომლებიც აზიანებენ მთავარ ინტერესს, რომ ვებრძოლოთ ბიძინა ივანიშვილს და არა „ნაციონალურ მოძრაობას, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, ის აღარ აპირებს, რომ ვინმეს მისცეს "შესაძლებლობა, რომ დააზიანოს პარტია". "სრულიად საზოგადოებამ ასე გაიგო და არ არსებობს მეორე ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ეს არ ეხებოდა ნიკა მელიას. პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება ეკუთვნოდა მას პირადად, რაც შეეხება Facebook-სტატუსს, რომელიც ასევე პრეზიდენტ სააკაშვილის Facebook-ზე...

ღარიბაშვილი - ველით ევროკომისიის...

ველით ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც ორ დღეში გაჟღერდება და კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ძლიერი პარტნიორობა  საერთო ძალისხმევის შედეგია და მან ძალიან კონკრეტული შედეგები მოიტანა. „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ძლიერი პარტნიორობა ჩვენი საერთო ძალისხმევის შედეგია და, როგორც ვიცით, მან ძალიან კონკრეტული შედეგები მოიტანა. ესენია: ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, ევროპული პერსპექტივა, ...

მიხეილ სააკაშვილი - სულიერად არ...

ყველა, ვინც ცდილობს, რომ თავისი ვიწრო მიზნებისთვის „დავრდომილ“ ადამიანად წარმომადგინოს, რომელიც ვერ აცნობიერებს ბოლომდე, თუ რას აკეთებს, პუტინის თამაშს თამაშობს და ძალიან მწარედ ცდება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის თქმით, სულიერად არასდროს ყოფილა უფრო მტკიცედ, ვიდრე ახლაა. "ყველა, ვინც ცდილობს, რომ თავისი ვიწრო მიზნებისთვის "დავრდომილ" ადამიანად წარმომადგინოს, რომელიც ვერ აცნობიერებს ბოლომდე თუ რას აკეთებს, პუტინის თამაშს თამაშობს და ძალიან მწარედ ცდება. ფიზიკურად, რა თქმა უნდა, მაქვს პრობლემები, მაგრამ სულიერად არასდროს ვყოფილვარ უფრო მტკიცედ, ვიდრე ახლა და სრულიად ნათლად ვხედავ ჩე...

პაპუაშვილი - იმის მოლოდინი არ გვ...

იმის მოლოდინი არ გვაქვს, რომ 12-ვე რეკომენდაცია 100%-ით შესრულებულად გამოცხადდება არც საქართველოს, არც უკრაინისა და არც მოლდოვას მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, "ქართულ ოცნებას" აქვს იმის მოლოდინი, რომ ევროკავშირის მხრიდან 3-ზე მეტი რეკომენდაცია იქნება შესრულებულად ჩათვლილი. "ჩვენი მოლოდინია, რომ 3-ზე მეტი რეკომენდაცია იქნება შესრულებული და ეს ყველაფერი შესაბამისად აისახება. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, იმის მოლოდინი არ გვაქვს, რომ 12-ვე რეკომენდაცია 100%-ით შესრულებულად გამოცხადდება არც საქართველოს, არც უკრაინისა და არც მოლდოვას მიმართ - ჩვენ ამასაც ვამბობდით, რომ რეკომენდა...

EU არ ითხოვს რუსეთისთვის სანქციი...

ევროკავშირი არ ითხოვს საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციის დაწესებას. თუკი მოითხოვდა, უნდა მოეცა სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიები,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის განცხადებას. მისივე განმარტებით, ყველა ხვდება, რომ რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესება ნიშნავს ეკონომიკურ კატასტროფას საქართველოში. „რთულია, ჟურნალისტის განცხადებები სერიოზულად დააკომენტარო, თუმცა ჩვენ ვხედავთ მცდელობას ოპოზიციის და რამდენიმე „ენჯეოს“ მხრიდან. ჩვენ ვნახეთ სერგი კაპანაძის სტატია, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუს...

მელია - პარტიას ხლეჩს მერაბიშვილ...

თუკი ვინმემ გახლიჩა პარტია, თუკი ვინმე ხლეჩს პარტიას, ხლეჩს მერაბიშვილი, კეზერაშვილი, რომლებმაც პარტიიდან გაყარეს ხალხი, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას. მელიას თქმით, ის ყველა დიდ ქალაქში გამართავს შეხვედრებს, რის შემდგომაც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. "თუკი ვინმემ გახლიჩა პარტია, თუკი ვინმე ხლეჩს პარტიას, ხლეჩს მერაბიშვილი, კეზერაშვილი, რომლებმაც პარტიიდან გაყარეს ხალხი. 300 ადამიანი შეიკრიბნენ უჩუმრად და პარტიიდან გარიცხეს ხალხი. ივანიშვილის არაფორმალურ რეჟიმს ვებრძვით, მე არასოდეს არ ავიტან არც ერთ ფორმატში, არც ერთ პლატფორმაზე, ანალოგიურ არაფო...

ზურაბიშვილი - საქართველოს ევროპუ...

ჩვენ უნდა მიგვიღონ იქ, სადაც ჩვენი ადგილია, სადაც ჩვენი ოჯახია და რეალურად რისი ალტერნატივაც ჩვენთვის არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დიპლომატიის დღის აღსანიშნად სხვადასხვა უნივერსიტეტის საეთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებს განუცხადა. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ევროპული სივრცის გარეთ დარჩენა ნიშნავს დაუცველობას, მარტო ყოფნას და იზოლაციას. "ძალიან კარგად ვხედავთ და გარედან კიდევ უფრო კარგად ჩანს, თუ რა უნდა საქართველოს, რა უნდა მის ხალხს, რა უნდა მის საზოგადოებას, რა უნდა მის ახალგაზრდობას. ჩვენი მთავარი არგუმენტი ამ გზაზე ისაა, რომ ჩვენ მიგვიღონ იქ, სადაც ჩვენი ადგილია, სადაც ჩვენი ოჯახია და რეალურად რისი ალტერ...

პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახე...

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს კანონს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით 19 ოქტომბერს მიიღო. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შედის ცვლილება, რომელიც შეეხება თვითრეგულირების ორგანოს მიერ სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს.

ზურაბიშვილი ბერბოკის განცხადებაზ...

გაფართოება არის აგრესიასა და დესტაბილიზაციაზე მკაფიო პასუხი, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებას. პრეზიდენტის თქმით, კიდევ უფრო ნათელია, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს.  "ევროკავშირის გაფართოება არის აგრესიასა და დესტაბილიზაციაზე მკაფიო პასუხი და კიდევ უფრო ნათელია, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს", - წერს ზურაბიშვილი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე). შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 ნოემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უნდა გაფართოვდეს, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გეოპოლიტიკური შედეგი იქნება.

შეიძლება, პრეზიდენტმა მიიღოს ეს ...

არ ვიცი, პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. თავად პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ, რას ფიქრობს, ერთი რამ მინდა ვთქვა, შეიძლება მიიღოს ეს გადაწყვეტილება, რაც მისთვის პირადად ძალიან მძიმე იქნება ყველანაირი თვალსაზრისით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე საუბრისას განაცხადა. კალაძის თქმით, "არის სხვა კონკრეტული საქმეები, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს და საგანგაშო არაფერია". „არ ვიცი, პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. თავად პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ, რას ფიქრობს. ერთი რამ მინდა ვთქვა: შეიძლება მიიღოს ეს გადაწყვეტილება, რაც მისთვის პირადად ძალიან მძიმე იქნება ყველანაირი თვალსაზრისით, თუმცა ა...

კალაძე - ოპოზიცია გიჟდება, რომ ქ...

ოპოზიცია გიჟდება, რომ ქვეყანაში სიმშვიდე და ეკონომიკური განვითარებაა. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ნიჰილიზმი გააჩინონ, ქვეყანაში როგორმე არეულობა და დაძაბულობა იყოს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ყველანაირად ცდილობენ, რომ ევროინტეგრაციის პროცესს "ხელი მაქსიმალურად შეუშალონ". „ისინი არიან ჩვეულებრივი მავნებლები, ვიცით ეს და ამაზე ბევრი დრო არ უნდა დავკარგოთ. ეს ადამიანები ყველანაირად ეწინააღმდეგებიან ქვეყნის განვითარებას; გიჟდებიან იმაზე, რომ ქვეყანაში არის სიმშვიდე, ხდება ეკონომიკური განვითარება; ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ნიჰილიზმი გააჩინონ; როგორმე არეულობა, დაძაბულობა იყოს ქვე...

საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუ...

საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუტატები ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ერთობლივი წერილით მიმართავენ. როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, ერთობლივი მიმართვის მიზანი ამ კუთხით საქართველოს პოზიციის გაძლიერებაა. "დღეს, საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუტატები, როგორც პოლიტიკურ ჯგუფებში შემავალი, ასევე დამოუკიდებელი წევრები ერთობლივ მიმართვას ვუგზავნით ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტილებას მხარი დავუჭიროთ. მოცემულ ვითარებაში, როდესაც ქართველი ხალხის 90% მხარს უჭერს...

ჭიაბერაშვილი - ევროკავშირის დროშ...

სტატუსის საკითხის გადაწყვეტის პარალელურად, იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირისა და ნატოს წევრობის გზაზე წინსვლა გააგრძელოს, აუცილებელია საქართველოში პოლიტიკური დევნის დასრულება და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. ჭიაბერაშვილი ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზბიგნევ რაუს განცხადებას გამოეხმაურა და პოლონეთს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ჭიაბერაშვილის თქმით, ევროკავშირის დროშა პოლიტიკური სიმბოლიკის ნაწილად სწორედ მიხეილ სააკაშვილმა აქცია. "ჩვენ მადლიერები ვართ პოლონეთის, რო...

ISFED - ღარიბაშვილის Facebook გვ...

Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, 2023 წლის 1 ივლისიდან 28 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში Facebook-ისა და Instagram-ის პლატფორმებზე საქართველოში მყოფი მომხმარებლებისთვის სოციალური/პოლიტიკური რეკლამა 558-მა გვერდმა განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშოშორისო საზოგადოება" (ISFED) ავრცელებს. როგორც ორგანიზაცია წერს, დაკვირვების პერიოდში რეკლამებს ყველაზე აქტიურად მედიასაშუალებებისა და  პოლიტიკური პარტიების/პოლიტიკოსების გვერდები ათავსებდნენ. 1-ლი ივლისიდან 28 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის Facebook გვერდის რეკლამებისთვის...

პაპუაშვილი - ოპოზიცია მარცხდება ...

შარშან ივნისში ვნახეთ რადიკალური ოპოზიციის წარმატებული მცდელობა, როდესაც ატეხილი პანიკით, აჟიოტაჟით, დეზინფორმაციით საქართველოს წინააღმდეგ, მიაღწიეს იმას, რომ საქართველოს უსამართლოდ არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და წელსაც ზუსტად იგივე მცდელობები იყო,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ენმ-ში "უკვე აღიარეს და ფაქტია, რომ ოპოზიციის რადიკალური ფრთა ყველაფერს აკეთებდა, რათა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მოენიჭებინათ". „მოვისმინეთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გუშინდელ განცხადებაში, რომ დიახაც, საუბრები აქვთ, რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭება მოხდეს 2024 წლის არჩევნებამდე თუ ა...

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის დაფ...

რუსეთი დროებით ოკუპირებული აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის საინვესტიციო პროგრამის დაფინანსებას 450 მილიონი რუბლით ამცირებს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მიერ გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ "რუსეთ-აფხაზეთის სამთავრობათაშორისო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება", რომლის მიხედვითაც, 2023-2025 წლებში დაფინანსების ლიმიტი 3,6 მილიარდი რუბლი იქნება. როგორც "ეხო კავკაზა" წერს, მანამდე, რუსული საინვესტიციო პროგრამის პროექტის დაფინანსების ლიმიტი 2023-2025 წლებში 4,05 მილიარდი რუბლი იყო. ეს კი ნიშნავს, რომ დაფინანსება 450 მილიონი რუბლით (4,8 მილიონი აშშ დოლარი) მცირდება.