საარჩევნო ადმინისტრაციამ პარტიებ...

საარჩევნო ადმინისტრაციამ პოლიტიკური პარტიებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. ცესკოს ინფორმაციით, სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც პოლიტიკური პარტიების პოტენციური წარმომადგენლები და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოტენციური დამკვირვებლები ესწრებოდნენ, ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა. „შეხვედრების მთავარი თემა საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა იყო. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმ მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ, რომლებიც საარჩევნო პროცესში ...

ზურაბიშვილი - მე არ ვიცი, ლავროვ...

მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, მე შევახსენებ მას, რომ ჩვენი იდენტობა ძალიან ძლიერად დგას და დგას სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძლიერი საზოგადოება და ძლიერი შეგნება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. როგორც ზურაბიშვილი აღნიშავს, მტრის პირველი მიზანია წაშალოს ქართული ძეგლები, რადგან მათი წაშლა იდენტობის წაშლაა "ყველამ კარგად ვიცით, თუმცა ზოგჯერ ვიღაცებს ავიწყდებათ, რომ მტრის პირველი მიზანია წაშალოს ჩვენი ძეგლები, რადგან ძეგლების წაშლა ჩვენი იდენტობის წაშლაა. და მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, რომელიც ვითომცდა უცებ გვიბრუნდება, - არსად დაკარგულა. მე შევახსენებ მას, რომ ჩვენი...

ბუნდესტაგის დელეგაციის წევრებთან...

ბუნდესტაგის დელეგაციის წევრებთან ჩემი შეხვედრა არ არის მიზანშეწონილი სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, "რამდენიმე თვის წინ ბუნდესტაგის წევრი რადიკალური ოპოზიციის მიერ მოწყობილ აქციაზე პირდაპირ სცენაზე იყო ასული  და ჩართული იყო რევოლუციურ მცდელობაში". "მეც მთხოვეს შეხვედრა, მაგრამ მე მგონი, არ არის მიზანშეწონილი ჩემი შეხვედრა სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ამ დეპუტატებთან, მათ შორის იმ აქტის გათვალისწინებით, რაც ერთ-ერთმა მათმა კოლეგამ განახორციელა რამდენიმე თვის წინ. თქვენ გახსოვთ, იყო ბუნდესტაგის ერთ-ერთი წევრი ჩამოსული საქართველ...

26 ოქტომბერს არჩევანი ძალიან მარ...

26 ოქტომბერს, ჩვენი გამარჯვების შემდეგ, გთავაზობთ ეროვნული თანხმობის აქტი გავაკეთოთ, რომ ამ ქვეყანაში აღარ იყოს მტრობა, პოლარიზაცია და დაყოფა,- ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ვაშაძის თქმით, ოქტომბერში გამარჯვების შემდეგ ევროინტეგრაციის პროცესი განახლდება და ამერიკის შეერთებულ შტატებთან უვიზო მიმოსვლაც გააქტიურდება. "26 ოქტომბერს არჩევანი არის ძალიან მარტივი, ირჩევ კეთილდღეობას ევროპაში, თუ ხაზავ 41-ს, ირჩევ სიღატაკეს იზოლაციაში. მოდი, ახლა ვნახოთ, რას გთავაზობთ ჩვენ და რას გთავაზობთ "ქართული ოცნება". "ქართული ოცნება" გთავაზობთ და ღიად ამბობენ ამას, დაყოფას, დაპირისპირებას და მეტ...

ლავროვი ოკუპირებული აფხაზეთისთვი...

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისთვის დაფინანსების შეჩერება არ არის სიტუაციის გამწვავება, ეს არის "ვალდებულებების შესრულების ბალანსის დაცვა" -  ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთისთვის დაფინანსების შეჩერებას. როგორც ლავროვი აღნიშნავს, შეთანხმებები პარლამენტის მიერ არის რატიფიცირებული და ამ დოკუმენტების მიხედვით, "მხარეებს გარკვეული ვალდებულებები ეკისრებათ". "მე ამას გამწვავებას არ ვუწოდებდი. თუ ვისაუბრებთ მიღწეული შეთანხმებების შესრულებზე, არსებობს შეთანხმებების პაკეტი, რომელსაც მხარი დაუჭირა პრეზიდენტმა, ასევე ორი ქვეყნის მთავრობებმა. შეთანხმებები პარლამენტის მიერ არის რატიფ...

ხაბეიშვილი - ხელისუფლებას ვთავაზ...

ხელისუფლებას ვთავაზობთ დისკუსიას ხალხის პრობლემებზე, მაგრამ მათი პასუხი თავადასხმა და ძალადობაა, - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარტიის წევრის, ირაკლი ეძგვერაძის დაკავებას. როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია, რომ სწრაფად მოხდეს ირაკლი ეძგვერაძის გათავისუფლება, რადგან მისი დაკავება საარჩევნო კამპანიის წარმართვას ხელს უშლის. "ჩვენი ამოცანაა ყოველდღიურად მოქალაქეებს ვესაუბროთ თემაზე, რომელიც მათ აწუხებთ და ხელისუფლებას ვთავაზობთ დისკუსიას, რომ 350 ათას პენსიონერს გავუუქმოთ კაბალურ პირობებში აღებული სესხი. მათი პასუხი კი ვიხილეთ გუშინ - ირაკლი ეძგვერაძეს დაესხნენ თავს სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი ზონდერებ...

„გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ “გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელს არავითარი პერსპექტივა არ აქვს.  როგორც კობახიძემ აღნიშნა, 450-მა ორგანიზაციამ მიმართა იუსტიციის სამინისტროს და ამ ფონზე კიდევ უფრო შეუძლებელი გახდა სარჩელის წარმატება. "ვფიქრობ, არავითარი პერსპექტივა ამ სარჩელს არც მანამდე ჰქონდა და ახლა მითუმეტეს არ აქვს, ამას დაემატა ახლა უკვე "სირცხვილიას" აღიარება, ამას დაემატა 450 ორგანიზაციის მიმართვა იუსტიციის სამინისტროსადმი, ამ ფონზე კიდევ უფრო შეუძლებელი გახდა ამ სარჩელის წარმატება. რეალურად ყველაფრით დამტკიცდა, რომ არც სტიგმატიზაციისა და არც შეზღუდვების პრობლემა არ არსებობს.  როგორ...

ეს არის ივანიშვილის მიერ გამოცხა...

ეს არის ივანიშვილის მიერ გამოცხადებული ბრძოლა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ახალგაზრდების წინააღმდეგ, რაც ვიხილეთ მათ შორის “რუსული კანონის“ საპროტესტო აქციების დროს ის ძალადობა, საზოგადოების დაყოფის, დახლეჩის მცდელობა, ისევ ბრძოლა “ნაციონალურ მოძრაობასთან“ და რეალურად ბრძოლა ჩვენს ევროპულ მომავალთან,-  ასე ეხმაურება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ირაკლი ნადირაძისა და ირაკლი ეძგვერაძის დაკავებას.  ბოკუჩავა დარწმუნებულია, რომ “ივანიშვილმა რაც არ უნდა საზოგადოების დაყოფა და დახლეჩა გადაწყვიტოს, ჩვენ როგორც საზოგადოება ვუპასუხებთ ერთიანობით, სიმშვიდით, სიმტკიცით და აუცილებლად ჩვენი ერთიანობით მოვიტანთ ი...

კობახიძე - ოპოზიციას არ აქვს არჩ...

ოპოზიციას არ აქვს არჩევნების მოგების არავითარი იმედი და ორიენტირებულები არიან პროვოკაციული გეგმების შემუშავებაზე, ქვეყანაში ვითარების არევის უფლებას ვერავის მივცემთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, პროვოკაციულ "რისკებზე საუბრის საფუძველს იძლევა სხვადასხვა გარემოება, მათ შორის, წარსული გამოცდილება". "რადიკალური ოპოზიცია ყოველ ჯერზე ცდილობდა და პრინციპში აღწევდა საარჩევნო გარემოს რადიკალიზაციას.  ეს იყო ყოველთვის მათი დღის წესრიგი და აქედან გამომდინარე, დღესაც არ გვაქვს განსხვავებული მოლოდინი. გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ უფრო დიდი ფასი აქვს ამ არჩევ...

„ნაციონალურ მოძრაობა“ - ირაკლი ე...

"ნაციონალური მოძრაობაში" აცხადებენ, რომ პოლიციამ პარტიის პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს ორი წევრი - ირაკლი ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე დააკავა. პარტია "ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობა" ორივე დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. "ირაკლი კობახიძის მიერ ოპოზიციის წინააღმდეგ დაანონსებული ძალადობის შემდეგ დაკავებულია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს ორი წევრი - ირაკლი ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე. ასევე, პოლიციამ იძალადა ჩვენს რამდენიმე მხარდამჭერზე. "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს ორივე დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!...

შამბა - რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზ...

რუსეთმა პირველმა სექტემბრიდან ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა და "გარკვეული ვალდებულებების შესრულება მოსთხოვა", - ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ განაცხადა. შამბას თქმით, მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ „აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას შესაძლოა გამოეწვია გარკვეული სანქციები“. "პირველი სექტემბრიდან მათი განხორციელება უკვე დაიწყო. მოგეხსენებათ, გარკვეული სოციალური დაფინანსება უკვე შეჩერებულია, რაც ეხება ექიმებს, მასწავლებლებს, ძალოვან სტრუქტურებს და სხვა. ეს აშკარად პირველი ასეთი ნაბიჯებია", - განაცხადა შამბამ.

„გირჩი“ - არჩევნებზე დასაკვირვებ...

ჩვენ უკვე შევთანხმდით "ნაციონალურ მოძრაობასთან" და "დაიტოვე"-ს ორგანიზატორებთან რამდენიმე ოლქში კოორდინაციაზე, რათა უკეთ დავაკვირდეთ არჩევნებს და დავიცვათ ხმები, - ამის შესახებ პარტია "გირჩის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც პარტიაში აღნიშნავენ, "არჩევნების დღეს, მიუხედავად განსხვავებულობისა, აუცილებელია ოპოზიციური პარტიები თანამშრომლობდნენ ხმების დასაცავად". "არჩევნების დღეს, მიუხედავად განსხვავებულობისა, აუცილებელია ოპოზიციური პარტიები თანამშრომლობდნენ ხმების დასაცავად. ჩვენს პარტიას თითოეულ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრის ადგილი ეკუთვნის. მზად ვართ ამ ადგილების ნაწილი გავუზიაროთ სხვა პარტიებს და სამოქალაქო მოძრაობებს. ...

წითლიძე - ზუგდიდის მუნიციპალიტეტ...

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ოფისს თავს დაესხნენ. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანა წითლიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. წითლიძის თქმით,  შტაბში “ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მუქარითა და შეურაცხმყოფელი შეძახილებით მივარდნენ. "ქართული ოცნების" დელეგატი დათო კოდუა მამამისს ოთარ კოდუას ავალებს, რომ "ერთიანობის" ოფისში შევარდეს ხელჯოხებით, დაემუქროს იქ მყოფ ახალგაზრდა გოგოებს, რომ მათ აკუწავს და ენებს ამოაცლის.  მე მინდა მათ მივმართო: თქვენი ისტერია მხოლოდ იმას მოწმობს, რომ იცით, პირწმინდად გაქვთ წაგებული 26 ოქტომბერს დარჩელიც, ზუგდიდიც და სრულიად საქართველ...

მდინარაძე - ამნისტიის კანონის მი...

ხვალ და მომდევნო დღეებში, ჩვენ ვიმსჯელებთ ამნისტიის კანონზე, რომელიც საბოლოო ჯამში, შეეხება სხვადასხვა დროს და ფორმით, 6 000-მდე პატიმარს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კანონის ძალაში შესვლისთანავე საპატიმროს 1 000 პატიმარი დატოვებს. "ხვალ იქნება მორიგი სხდომა, ძირითადად ჩვენ ვისაუბრებთ ორ თემასთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან აქტუალურია ხვალ და მომდევნო დღეებში, ჩვენ ვიმსჯელებთ ამნისტიის კანონზე, რომელიც საბოლოო ჯამში, შეეხება სხვადასხვა დროს და ფორმით, 6000-მდე პატიმარს. აქედან 1000-ზე მეტი ამნისტიის ძალაში შესვლისთანავე დატოვებს საპატიმროს, ხოლო 5000 პატიმარი საპატიმროს დატოვ...

პრეზიდენტი - ამ ქვეყანაში არ არს...

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციის "გარდამტეხი წელი" ორგანიზატორებსა და მონაწილეებს უმასპინძლა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.  სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე და აღნიშნა, რომ "ქვეყანაში არ არსებობს ძალა, რომელსაც შეუძლია ხალხის ნება დაძლიოს". "ძვირფასო სტუმრებო, ელჩებო, კონფერენციის მონაწილეებო, ქალბატონებო და ბატონებო, მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ ორბელიანების სასახლეში მაშინ, როდესაც თქვენი კონფერენცია უკვე მერვედ ტარდება თბილისში. ყოველ ჯერზე, თქვენ თბილისში, ძალიან მნიშვნელოვან მომენტში ჩამოდიხართ. ნამდვი...

შამბა - აფხაზეთისთვის საბოლოო მი...

აფხაზეთისთვის საბოლოო მიზანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში (გაერო) გაწევრიანებაა, - ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ რუსულ გამოცემა „იზვესტიასათან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც შამბა აღნიშნავს, აფხაზეთის გაეროში გაწევრიანებისთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს დასავლეთის, კერძოდ, შეერთებული შტატების და ევროკავშირის პოლიტიკა. "აფხაზეთის რესპუბლიკისთვის საბოლოო მიზანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაწევრიანებაა. ეს ჩვენი ქვეყნის ფართო საერთაშორისო აღიარების პროცესის საბოლოო მიზანია... ცხადია, მშვენივრად გვესმის, რომ ეს ძალიან რთული პროცესია და ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა, რომლის წინაშეც ჩვე...

ბოკუჩავა - რა გადაწყვეტილებაც არ...

რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი საკუთარი არჩევანით გადაარჩენს ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივას, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ საკონსტიტუციო სასამართლოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, "სახელმწიფოს წარმომადგენლებისგან საკონსტიტუციო სასამართლოში ანტისახელმწიფოებრივი პოზიციები მოვისმინეთ". "უარგუმენტო, არაპროფესიონალური, არაგულწრფელი და მე ვიტყოდი მეტიც, ანტისახელმწიფოებრივი პოზიციები მოვისმინეთ სწორედ სახელმწიფოს წარმომადგენლებისგან სამწუხაროდ, რომლებიც ცდილობენ, რომ ჩვენს ქ...

წულაია პრეზიდენტს შეწყალების თხო...

ქალბატონ სალომეს თვითონ აქვს თავის თავზე გამოცდილი თუ რას ნიშნავს კლანური სასამართლო და როგორ იმართება სასამართლოები საქართველოში, რაც მე მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩემი მოსამართლე, რომელმაც 4 წელი მომისაჯა, არის კლანის წევრი,- ამის შესახებ პოლიტიკოსმა, გოგი წულაიამ განაცხადა. წულაია საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართავს და ამბობს, რომ თუ პრეზიდენტი მას შეიწყალებს ამ  შემთხვევაში საშუალება მიეცემა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს. “ქალბატონ სალომეს თვითონ აქვს თავის თავზე გამოცდილი თუ რას ნიშნავს კლანური სასამართლო და როგორ იმართება სასამართლოები საქართველოში, რაც მე მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩემი მოსამართ...

ივანიშვილი - კონსულტაციები წარმა...

მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა და გვინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი არჩევნების შემდეგ განახორციელებს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ოზურგეთში, საარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, საქართველოს კონსტიტუცია სრულად განამტკიცებს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობისა და რწმენის თავისუფლების პრინციპებს. "გასულ დღეებში, ჩვენ გაგაცანით საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა განხორციელებასაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემდეგ ვგეგმავთ და იქვე აღვნიშნეთ, რომ იყო კიდევ ერთი საკითხი, რო...

ცესკო 26 ოქტომბრის არჩევნებისთვი...

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო)  26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებით წევრებს დღეს აირჩევს. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. როგორც გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, 73-ივე საოლქო საარჩევნო კომისიაში დროებითი წევრების ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი ცესკომ 27 აგვისტოს გამოაცხადა. თითოეულ ოლქში სამი ვაკანტური ადგილი იყო. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საშუალება ჰქონდათ, საბუთები მატერიალური სახით წარმოედგინათ ცესკოში 28-29 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით ან საკონკურსო დოკუმენტაცია წარედგინათ სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (konkursi.cec.gov.ge) საშუალებით. "აღსანიშნავია, რომ კონ...