ელენე ხოშტარია - სააკაშვილი, შეი...

პოლიტიკური პარტია „დროა“-ს ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ საქართვეოს მესამე პრეზიდენტი, მის წინა ვიზიტთან შედარებით, უფრო სუსტად გამოიყურება. მისივე თქმით, ექს-პრეზიდენტის განწყობა, სისუსტე თუ ნებისმიერ სხვა რამ, იმ ტრავმასთან არის დაკავშირებული, რომელიც მან სახელმწიფო ქმედებების გამო მიიღო. „ამ ორი კვირის განმავლობაში, შეიძლება უფრო სუსტადაც არის, ვიდრე მაშინ იყო. რაც ჩემთვის ნაცნობია აქვს კვების პრობლემები, რაც ჩემთვის ნაცნობია, იმიტომ რომ რთულია შეჩვევა ჭამის და ამ პირობებში, რა თქმა უნდა, მას კიდევ უფრო უჭირს... მისი განწყობა იქნება ეს, თუ სისუსტე თუ ა.შ. არის კონკრეტულად დაკავშირებული იმ ტრავმასთან, რომელიც მან მიიღო...

მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს ...

"იმისათვის, რომ მე გამოვიდე ციხიდან, ჯერ თქვენ უნდა გამოხვიდეთ ქუჩაში და რაც შეიძლება მძლავრი მშვიდობიანი პროტესტი დაანახოთ ხელისუფლებას "- ასე მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მორიგი მიმართვით მომხრეებს. სააკაშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს პოლიტიკური რეპრესიები და ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი პოლიტიკურ ცვლილებები მოხდეს, 21 დეკემბერს, აქციაზე ბევრი ადამიანი უნდა მივიდეს. „ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ვითარება ვერ აიტანს დაყოვნებას. ამიტომაც, იმისათვის, რომ რეკონსილიაციის პროცესი დაჩქარდეს და რეალური კონტურები შეიძინოს, დაუყოვნებლივ მივაღწიოთ პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტას და ქვეყნის განვითარებისთვის აუცილე...

ნიკა გვარამია - რეკონსილაციის პა...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სუსტად არის და სურვილის მიუხედავად 23-ში სასამართლო პროცესზე დასწრებას სავარაუდოდ ვერ შეძლებს. ამასთან ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის მიერ წამოწყებულ კამპანიას მიესალმება. გვარამიას განცხადებით, ექსპრეზიდენტი მიმართვას გავრცელებს, სადაც მოქალაქეებს ხალხმარავალი, მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდებს. "საკითხები რომლებზეც ვისაუბრეთ ამაზე საჯარო განხილვას არ ვაპირებ, მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობის მდოგომარებობა. ის არის სუსტად. სამედიცინო მიმართულებით კომენტარებს არ გავაკეთებ, მე შემიძლია გითხრათ რას ვხედავ. არის სუსტად, არის წონაში დაკლებული და მნიშვნელოვნად ეტყობა ეს ყველ...

რატი ბრეგაძე - დასაქმებული პატიმ...

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა შრომის თავისუფლების უზრუნველყოფა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და, შესაბამისად, დასაქმებულ პატიმართა რაოდენობის მკვეთრი ზრდა. რატი ბრეგაძის თქმით, სამინისტროს მიზანია მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია, მათთვის საკუთარი შრომით შემოსავლის მიღების შესაძლებლობის გაზრდა, დამსაქმებლისთვის კვალიფიციური კადრების მომზადება, რაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა, დახარჯული ენერგია პირდაპირ აისახება საზოგადოების უსაფრთხოებაზე. „მიზნობრივი პროგრამების განხორციელებით, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების სისტემის გამართვისა და კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით, დასაქმებულ მსჯავრდებულთა რაოდენობა გაიზრდება....

ვიოლა ფონ კრამონი - საერთაშორისო...

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრას და მის გზავნილებს, ტვიტერით ეხმაურება. „საქართველოს საერთაშორისო მეგობრები ეთანხმებიან საქართველოს პრეზიდენტს, მეტს ვნახავთ უახლოეს მომავალში“ - წერს ვიოლა ფონ კრამონი.

პარლამენტში დღეს იუსტიციის მინის...

საქართველოს პარლამენტში, საშემოდგომო სესიის ბოლო დღეს, იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს  მოუსმენენ.  რატი ბრეგაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატებს გაწეული მუშაობის ანგარიშს წარუდგენს.  ანგარიშის შემდეგ, იუსტიციის მინისტრი დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს. საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიას რეგლამენტის მიხედვით დღეს დაასრულებს. პარლამენტი საქმიანობას ოფიციალურად პირველ თებერვალს განაახლებს და საგაზაფხულო სესიას გახსნის.

ხოშტარია გორის სამხედრო ჰოსპიტალ...

დღეს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში  "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს  მოინახულებს. - ამის შესახებ ინფორმაციას ხოშტარიას პრესსამსახური ავრცლებს. ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ ხოშტარია სააკაშვილს უკვე მეორედ მოინახულებს. ჯერჯერობით უცნობია თუ რა საკითხებზე ისაუბრებენ ექსპრეზიდენტი და ოპოციციონერი ლიდერი.

ირაკლი კობახიძე - შერიგებაზე საუ...

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ღონისძიების შემდეგ, „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადება გააკეთა. მისი თქმით, მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი, გიგი უგულავა და სხვები ქურდობაში, წამებაში, ყაჩაღობაში, ტერიტორიების დათმობაში, მედიის მიტაცებაში, ბიზნესის რეკეტში არიან მხილებულები და ამის შემდეგ, მათ კიდევ აქვთ პოლიტიკოსად დაჩენის ამბიცია, შერიგებაზე საუბარი არის შეუძლებელია. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნი მზადაა, როგორც წინა, ასევე ახლანდელი ხელისუფლების ნებისმიერი ფაქტობრივი მოცემულობა შეაფასონ, რათა გადაწყდეს, თუ ვის აქვს პოლიტიკაში დარჩენის მორალური უფლება. „როდესაც სააკაშვილი, უგულავა და ასე შემდეგ, არიან...

მიწისძვრა წალკის მუნიციპალიტეტში

დღეს, თბილისის დროით 21:50 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. შემთხვევის ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვრა 3.1(ML) მაგნიტუდის სიდიდის იყო

მიხეილ სააკაშვილი ზურაბიშვილზე -...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის მიმართვა ძალიან ზუსტი და ობიექტური იყო. ექს-პრეზიდენტის თქმით, იგი თავისი ციხის საკნიდან დიალოგის შეთავაზებასაც მიესალმება. „ვუყურე პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლას. პირველად, მრავალი წლის განმავლობაში, მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენლისგან სიტუაციის ობიექტური და ძალიან ზუსტი დახასიათება. ის, რომ ჩვენ ეკონომიკური ბუმი და წარმატებები კი არ გვაქვს, როგორც მთავრობა ამბობს, არამედ ქვეყანაში არის უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური კრიზისი და საქართველოს მასობრივად ტოვებს ხალხი...

სალომე ზურაბიშვილი - ახალგაზრდებ...

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ორბელიანის სასახლეში ორგანიზებული ღონისძიების დროს, პრეზიდენტმა ყურადღება ახალგაზრდების მხრიდან ქვეყნის დატოვების საკითხზეც გაამახვილა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არავის უნდა სიძულვილისა და ბოღმის ქვეყანაში ცხოვრება. პრეზიდენტის თქმით, იმის გამო, რომ ახალგაზრდები საქართველოში ცხოვრების პერსპექტივას ვერ ხედავენ, იგი პასუხისმგებლობას მათ მიმართ პირადად გრძნობს და სურს, რომ საქართველოს შეძლებისდაგვარად დაეხმაროს. „ჩვენ ვხედავთ, ვიცით, თუ არ დავხუჭავთ თვალს, რომ ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან მიდიან, რადგან არავის უნდა, სიძულვილის და ბოღმის ქვეყანაში ცხოვრება. ქვეყანაში, სადაც ვერ ხედავენ, თუ რა არის მათთვის პერსპექტივა - ე...

ელენე ხოშტარია 17 მაისზე - ძალია...

დიახ ძალიან მიხარია, რომ გადავიხდით ამ კომპენსაციას, ჩვენი ჯიბიდან. - ასე გამოეხმაურა "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია სტრასბუგრის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფოს იმის გამო რომ 2013 წლის 17 მაისს აქტივისტების უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო 193 500 ევროს გადახდა დააკისრა. მისივე თქმით, დღეს სტრასბურგმა თქვა, რომ 17 მაისის დაზარალებულები დაუცველები არ არიან. "თვალწინ მიდგას 17 მაისს ის სახეები, თვალები, მოძრაობები, როცა სასულიერო პირები, გავეშებული უმრავლესობა და სახელმწიფო ერთად დაესხა თავს ათეულობით ადამიანს. არავის არაფერს რომ არ უშავებ და მხოლოდ არსებობის გამო სასიკვდილოდ რომ გიმეტებენ. მე თავისუფლებაზე ვიდექი და მახსოვს საკუთარი ში...

რომან გოცირიძე პრეზიდენტის საახა...

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ორბელიანების სასახლეში შეხვედრას არანაირი ოფიციალური სახე არ ექნება და ის „პატარა დისკოთეკა“ იქნება. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, საქმიანი შეხვედრის ჩანიშვნის შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება. „ეს არ არის არავითარი ოფიციალური, საქმიანი შეხვედრა, ეს არის პატარა დისკოთეკა. წვეულება, რომელსაც პრეზიდენტი ატარებს ახალ წელს, საშობაოდ, სააღდგომოდ და კიდევ რაღაც დღესასწაულებთად დაკავშირებით, თანაც, იმ შენობაში, რომელსაც ულამაზესი ბოქლომი ადევს და მილიონობით ფულ...

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბირიძის განცხადებით, ექს-პრეზიდენტი გორის სამხედრო კლინიკაში ჟურნალისტებთან შესახვედრად მზადაა. ადვოკატი ამის მიზეზად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, საზოგადოებაში არსებული ეჭვების გაქრობას ასახელებს. შოთა თუთბირიძის თქმით, ქვეყნის პრეზიდენტი მისი ბიძის, თემურ ალასანიას ჩამოსვლასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ 2018 წელს დაწყებული გამოძიების გაგრძელება მასკარადი და ფარსია. „მიხეილ სააკაშვილი მზად არის, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ოდენობის ჟურნალისტებს, საჯაროდ, კამერების თანდასწრებით უმასპინძლოს, რათა ყველანაირი ეჭვი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და იმასთ...

ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, მაროშ შევჩოვიჩს შეხვდა. - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ევროკომისიაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგებსა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე. "პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროპული არჩევანისა და მისწრაფებების შეუქცევადობა და აღნიშნა, რომ სწორედ ამის დადასტურებაა საქართველოს მთავრობის გეგმა, 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთების შესახებ. შეხვედრისას, მთავრობის მეთაურმა და ევროკომისიის ...

სააკაშვილი ივანიშვილს - ბოლომდე ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, მისი ბიძა თემურ ალასანია საახალწლოდ საქართველოში ჩამოვიდა და დაკითხვაზე დაიბარეს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მიმართვაში ექსპრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილს რჩევას აძლევს და მიმართავს, რომ თუ ის ვარლამ ალავიძეს ბაძავს, ბოლომდე მიბაძოს და ყველა მისი ნათესავი დააპატიმროს. "გავიგე ბიძაჩემი თემურ ალასანია, რომელიც საახალწლოდ ჩამოვიდა საქართველოში, დაკითხვაზე დაიბარეს. ჩემი რჩევა ივანიშვილს - თუ ბაძავ ვარლამ არავიძეს, ბარემ ბოლომდე მიბაძე და დააპატიმრე სასწრაფოდ ყველა ალასანია, ყველა სააკაშვილი, მიაყოლე ავთო წერეთელიც და მისი ადვოკატიც კახა წერეთელიც, ჩემი ნათესავებია. ყველა საქართველოში მყოფი ჰოლანდიელი, ნუ ერთი ამერი...

ჯოზეფ ბორელი - EU და საქართველო ...

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საკითხთა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ჯოზეფ ბორელს შეხვდა.  აღნიშნული შეხვედრის შესახებ თავად ბორელი სოციალურ ქსელში წერს.  "მოხარული ვარ, რომ ფიზიკურად ჩავატარეთ სამიტი ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორობის პარტნიორებთან ერთად. მის ფარგლებში გავცვალეთ აზრები დავით ზალკალიანთან. მასთან ერთად განვიხილეთ რეგიონული უსაფრთხოება და ორმხრივი საკითხები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან. ჩვენ ვაგრძელებთ მდგრადობის, აღდგენისა და რეფორმების მხარდაჭერას" - წერს ევროკავშირის ...

დონალდ ტუსკი - მოვუწოდებ ჩემს ევ...

ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პარალელურად, სოციალურ ქსელზე საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა. მან თავის ევროპელ კოლეგებს მოუწოდა, რომ საქართველოს ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან მისი განთავისუფლების საკითხი განიხილონ. „დღეს, როდესაც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი იმართება, მოვუწოდებ ჩემს ევროპელ კოლეგებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან განიხილონ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი, რომელმაც დაიწყო მოლაპარაკებები საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე”, - წერს თავის „ტვიტერ“ გვერდზე დონალდ ტუსკი.

„ემპათია“-ს ენდოკრინოლოგი სააკაშ...

დღეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცენტრ „ემპათია“-ს ენოკრინოლოგმა, ლალი ჯავაშვილმა მოინახულა. მისი განცხადებით, დროა, შეფასდეს თირკმლის და ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობა, ვინაიდან ექსპრეზიდენტს დაწყებული აქვს წონის აუხსნელი კლება. მისივე თქმით, პაციენტისთვის საჭიროა გარკვეული ჰორმონების განსაზღვრაც. „პაციენტისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მისი წონის დინამიკა არის ძალიან საყურადღებო. საავადმყოფოში გადმოყვანის პირველივე დღეებში მან მოიმატა 9 კილოგრამი, რაც ლოგიკურია, მაგრამ შემდეგ წავიდა წონის აუხსნელი კლება. სავარაუდოდ, ეს კლება განპირობებულია იმით, რომ ის ვერ იღებს საკვებს, რადგან აქვს გულის რევა, გარკვეული ტიპის პროდუქტებზე, განსაკ...

დავით ზალკალიანი - კმაყოფილი ვარ...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველომ სერიოზული საქმიანობა გაწია იმისთვის, რომ საბოლოო დეკლარაციაში მოხვედრილიყო ქვეყნისთვის ის მნიშვნელოვანი დეფინიციები, რომლებიც ევროპულ არჩევანთან და ევროპულ მისწრაფებასთან არის კონტექსტში. მისივე განცხადებით, დღევანდელ სამიტიდან გამომდინარე, საქართველოს ექნება შესაბამისი, კონკრეტული ხელშესახები შედეგებიც. „ჩვენ ძალიან სერიოზული საქმიანობა გავწიეთ იმისთვის, რომ საბოლოო დეკლარაციაში მოხვედრილიყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი დეფინიციები, კერძოდ, ევროპულ არჩევანთან და ევროპულ მისწრაფებასთან დაკავშირებით, რაც ევროკავშირის წევრობის 59-ე მუხლთან არის კონტექსტში. ამის კიდევ ერთხელ დადასტურება მნი...