პრემიერი - ეროვნული მნიშვნელობის...

სისტემურად ხდებოდა ისეთი საკითხების ამოღება ეროვნული სასწავლო გეგმიდან, პროგრამიდან და სახელმძღვანელოებიდან, რომლებიც აღვივებს მოსწავლეებში პატრიოტულ სულისკვეთებას, დამოკიდებულებას საკუთარი ეროვნული იდენტობის მიმართ, ეს პროცესები შეგნებულად მიმდინარეობდა და გაგრძელდა სამწუხაროდ 2012 წლის შემდეგაც,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე მსჯელობისას, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო ღრმად ჩახედვა მოსწავლეების სასწავლო პროგრამაში. „ჩვენ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გვქონდა განხილვა, სხვათა შორის...

ჯანსაღი ოპოზიცია მართვის გაუმჯობ...

ჯანსაღი ოპოზიცია მართვის გაუმჯობესების კუთხით, ჩვენთვის სერიოზული დამხმარე ინსტრუმენტი იქნებოდა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, წინა 4 წლის განმავლობაში არცერთი პრობლემის მოგვარებაში ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია. “როდესაც ხარ ბოლომდე მომართული დესტრუქციისკენ, იქ საერთოდ არ გაწყობს შენ ჯანსაღი ოპონირება, შესაბამისად, ვერავითარი წვლილი ვერ შეგაქვს სისტემის გაჯანსაღებაში. დღესაც არის, რა თქმა უნდა, სისტემაში არაერთი პრობლემა. არ არსებობს სახელმწიფო პრობლემების გარეშე, სადღაც შეიძლება უფრო ეფექტურად იმართებოდეს პროცესები, სადღაც შეიძლება იყოს კორუფციის პრობლემები და ა.შ. არის უზარმაზარი სისტემ...

კობახიძე - ყაველაშვილის ზეპარტიუ...

თუ პრეზიდენტი იქნება ზეპარტიული, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია მას, ხელი შეუწყოს რადიკალიზმის შემცირებას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა. კობახიძის თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის ზეპარტიულობა უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება, რომ "ხელი შევუშალოთ გარედან ხელოვნურად თავსმოხვეულ პოლარიზაციის ტენდენციებს". "თუ პრეზიდენტი, რომელსაც კონსტიტუციით ევალება ზეპარტიულობა, არ მოქმედებს ზეპარტიულად, ის პირიქით, ხელს უწყობს პოლარიზაციის გაღვივებას, მით უმეტეს იმ ვითარებაში, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში. გასული წლების განმავლობაში გვქონდა ხელოვნურად პოლარიზებული პოლიტიკური სი...

ზურაბიშვილი - პრეზიდენტო ფონ დერ...

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენს მეორე ვადით არჩევა მიულოცა. ზურაბიშვილს სჯერა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი იგივე მონდომებით გააგრძელებს ძლიერი ევროპის საქმის დაცვას. "გილოცავთ, პრეზიდენტო ფონ დერ ლაიენ, თქვენს ახალ მანდატს. მე მჯერა, რომ თქვენ იგივე მონდომებით, როგორც ადრე, გააგრძელებთ უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და ძლიერი ევროპის საქმის დაცვას", - წერს ზურაბიშვილი X-ზე.

ცესკო საქართველოს პრეზიდენტის არ...

საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ პროცედურებს განმარტავს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებას "ექსპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ქვეყნის ისტორიაში პირველად ახალი წესით ჩატარდება -  პრეზიდენტს 5 წლის ვადით აირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომელიც 300 წევრისგან შედგება. განსხვავებულია არჩევნებთან დაკავშირებული ვადები, წესები თუ პროცედურები.  ვინაიდან ზოგიერთი დაინტერესებული მხარის მიერ ვრცელდება არასწორი ინტერპრეტაციები და მანიპულაციური განცხადებები, საზოგადოების ზუსტი ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაცია დეტალურად განმარტავს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ ...

გვარამია - ევროპარლამენტში საქარ...

ევროპარლამენტში საქართველოთი გადაღლა ნამდვილად არ იგრძნობა,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში გამართული მოსმენის სპიკერი იყო. როგორც გვარამიამ აღნიშნა, საქართველოს საკითხი და არჩევნების შედეგები, ევროპის საკანონმდებლო ორგანოში აქტიურად განიხილება. "ევროპარლამენტი ნამდვილად არ იგრძნობა გადაღლა საქართველოთი. პირიქით, ასეთი აქტიური ვითარება მე არ მახსოვს, სტატუსთან დაკავშირებითაც არ იყო. ახლა ძალიან მკაფიო და ცალსახა ვითარებაა. პრაქტიკულად არ არსებობს დივიზიონები და სხვაობები, ძაან მარგინალურ რამდენიმე ჯგუფს თუ არ ჩავთვლით, ჯგუფს კი არადა პარლამენტის წევრს. ცალსახაა ის, რომ არ...

ცესკოს თავმჯდომარემ ამერიკის საე...

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. ცესკოს ცნობით, შეხვედრას ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების უფროსის მოადგილე კეისი ჯონსი, USAID-ის არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების საკითხებში უფროსი მრჩეველი  ჯეფრი ვანესი  და ამავე ორგანიზაციის პროექტების მენეჯერი ხათუნა კუნჭულია ესწრებოდნენ. როგორც ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 26 ოქტომბრის არჩევნები და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, ინსტიტუციის მიმართ გამოთქმული ბრალდებები და დეზ...

სააკაშვილი ყაველაშვილის კანდიდატ...

საქართველო სახელმწიფოებრიობის განადგურების დასკვნით სტადიაში შევიდა,- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებას. როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს, ამის მიზანი ქართველი ხალხის თვითშეფასების მაქსიმალურად დაქვეითებაა. „საქართველო სახელმწიფოებრიობის განადგურების დასკვნით სტადიაში შევიდა. უკანასკნელი მსგავსი შემთხვევა მოხდა რომის იმპერიაში, როდესაც კალიგულამ თავისი ცხენი დანიშნა სენატში. ამის მიზანია ქართველი ხალხის თვითშეფასების მაქსიმალურად დაქვეითება“, - წერს სააკაშვილი. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილ...

გამსახურდიას პრეზიდენტობის 33-წლ...

ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის 33-წლისთავზე, ივანიშვილმა ქართველ ხალხს პრეზიდენტად უნდა დაუნიშნოს უსახური, უცოდინარი, სამარცხვინო მიხეილ ყაველაშვილი,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, „ერთადერთი გამოსავალი შეუგუებლობა და პროტესტია“. „ეს არის რუსული გადატრიალების ქართველი ხალხის წინააღმდეგ მორიგი სამარცხვინო ფაზა, როდესაც ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის 33-წლისთავზე ივანიშვილმა ქართველ ხალხს პრეზიდენტად უნდა დაუნიშნოს უსახური, უცოდინარი, სამარცხვინო მიხეილ ყაველაშვილი. ერთადერთი გამოსავალი არის შეუგუებლობა, პროტესტი და ჩვენი ქვეყნის დაბრუნება“,- ამბობს ბოკუჩავა. შ...

ივანიშვილი ყაველაშვილის გაპრეზიდ...

რატომ უნდა გაგიკვირდეს ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად, როცა თავად ივანიშვილი გყავს,- ასე ეხმაურება “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებას. როგორც მელიამ განაცხადა, “ყაველაშვილის გაპრეზიდენტებაში ბიძინა ივანიშვილი ტრაგედიას ვერ ხედავს“. “რატომ უნდა გაგიკვირდეს ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად და შემდეგ პრეზიდენტად, როცა თავად ივანიშვილი გყავს. ივანიშვილი განათლებულობით, ერისკაცობით, სახელმწიფოებრივი აზროვნებით მეტია ვიდრე ყაველაშვილი? თვითონ ოცნების წევრებისთვის იყო მოულოდნელი და ამით მიუჩინა საკუთარ გუნდის წევრებს ადგილი, თორემ თავად ყაველაშვილის გაპრეზიდენტ...

ჩემთვის ეს ასოციას იწვევს კალიგუ...

ჩემთვის ეს ყველაფერი ასოციას იწვევს კალიგულასთან და მის ცხენთან სენატში შეპარვის პროცესში,- ასე ეხმაურება “გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი თეონა აქუბარდია “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის მიერ მიხეილ ყაველაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებას. აქუბარდიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი “უხეირო დიქტატურის სტატუსს ამართლებს“. “ჩემთვის ეს ყველაფერი ასოციას იწვევს კალიგულასთან და მის ცხენთან სენატში შეპარვის პროცესში. აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა პოზიციას მისცემს ივანიშვილი მის მორჩილ ცხენს. ეს არის კიდევ ერთი ჩვენება იმისა, თუ რამდენად უხეირო დიქტატურის სტატუსს ამართლებს ივანიშვილი და კიდევ...

ივანიშვილმა თავის პრეზიდენტ ტომა...

ივანიშვილმა თავის პრეზიდენტ ტომარად ყველაზე უფრო გამორჩეული ანტიდასავლელი დადო,- ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს. დეკანოიძის განცხადებით, პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი „უზრდელი, გაუნათლებელი და აშშ/ევროკავშირის განსაკუთრებული მაგინებელია“. „ჩვენ შეიძლება ვიხუმროთ, მაგრამ ივანიშვილმა თავის პრეზიდენტ ტომარად ყველაზე უფრო გამორჩეული ანტიდასავლელი დადო.  უზრდელი, გაუნათლებელი და აშშ/ევროკავშირის განსაკუთრებული მაგინებელი.  ეს არის მისი ხედვა ქვეყანაზე და ხალხზე.  ახლა მანდატები კარგად შეინახეთ - „ეგებ რუსული კანონი გააუქმოს ან დასავლე...

კალაძე ყაველაშვილზე - ღირსეული დ...

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილ მიხეილ ყაველაშვილს წარმატებები უსურვა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ყაველაშვილი არის ღირსეული და პატრიოტი ადამიანი. „პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ საზოგადოებას წარუდგინა პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილის სახით. ის არის ღირსეული, პატრიოტი ადამიანი და დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოწოდების სიმაღლეზე იყოს. მან დღეს ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ საზოგადოების გაერთიანება. ეს უნდა მოვახერხოთ სიყვარულით, ურთიერთპატივისცემით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა მიშას წარმატებები ვუსურვო...

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდ...

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა. როგორც ივანიშვილმა მმართველი პარტიის უმრავლესობისა და პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ყაველაშვილი „ქართული ოცნების“ გამორჩეული წევრია, რომელმაც „ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვასა და სუვერენიტეტის განმტკიცებაში უდიდესი წვლილი შეიტანა“. „როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა დანიშნა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, არაპირდაპირი წესით გაიმართება. 14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტს აირჩე...

გრეგოროვა - რეზოლუციაში სანქციებ...

რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო მანიპულაციების უკანაა,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ სტრასბურგში, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას, "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერის ნიკა გვრამიასა და ევროპარლამენტარების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც გრეგოროვამ აღნიშნა, სანქციების პაკეტი ძალიან მიზანმიმართული და მნიშვნელოვანია. "ამ ადამიანებს აქვთ ფუფუნება, რომ ივანიშვილის რეჟიმის ფარგლებში იახტით მოგზაურობდნენ, ვთქვათ, ევროპაში და არ უნდა მივანიჭოთ ამის ფუფუნება",- განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.

იუკნევიჩიენე - ჩემი სურვილია, რო...

ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნობის უარყოფა და ხელახალი არჩევნების მოთხოვნა,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ სტრასბურგში, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას, "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერის ნიკა გვრამიასა და ევროპარლამენტარების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგროც რასა იუკნევიჩიენემ აღნიშნა, მისი სურვილია, რომ ოპოზიცია გაერთიანდეს და იყოს კიდევ უფრო ძლიერი. "ნათელია, რომ საქართველოში არჩევნები ვერ იქნება მიჩნეული თავისუფლად და დამოუკიდებლად. ჩემი ზარით, ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნობის უარყოფა და საპარლამენტო არჩევნების  ხელახლა ჩატარების მოთხოვნა,...

გვარამია - გვყავს პოლიტიკური პატ...

გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ისინი,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, ევროპარლამენტარებსა და "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ნიკა გვარამიამ ასევე ისაუბრა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე და აღნიშნა, რომ ის ციხეში სამ წელზე მეტია აბსურდული ბრალდებით იმყოფება. "ამ დრომდე აპროტესტებენ საქართველოს მოქალაქეები, ათასობით ადამიანი იმყოფება გარეთ და გვყავს პოლიტიკური პატიმრები: ომარ ოკრიბელაშვილი, საბა მეფარიშვილი, დავით კოლდარი, გიორგი კუჭუაშვილი, გიორგი ოკმელაშვილი, ფრ...

ბოკუჩავა ევროპარლამენტარებს - მო...

მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ საქართველოს ევროპული კურსი, ამის ერთადერთი გზა კი არჩევნების შედეგების არაღიარებაა,- ასე მიმართა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ევროპარლამენტს, სადაც საქართველოს შესახებ დისკუსია მიმდინარეობს. თინა ბოკუჩავამ ევროპარლამენტარებს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. "მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ საქართველოს ევროპული კურსი, ამის ერთადერთი გზა კი არჩევნების შედეგების არაღიარებაა. ამ დროის განმავლობაში ვაგროვებდით მტკიცებულებებს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის წარსადგენად სხვადასხვა გზით. სადამკვირვებლო ორგანიზაციების, მათ შორის, სამართ...

ცესკომ სამი ოპოზიციური გაერთიანე...

საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პოლიტიკური გაერთიანებების - „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ პარტიული სიით წარდგენილ დარჩენილ კანდიდატებს. როგორც ცესკოს განცხადებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილება ცესკომ აღნიშნული პარტიების მომართვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისად მიიღო. "აქვე, გვინდა, გამოვეხმაუროთ აღნიშნული პოლიტიკური სუბიექტების განცხადებებს სიების გაუქმებასთან დაკავშირებით და განვაცხადოთ, რომ უწყების გადაწყვეტილება სიების გაუქმებასთან დაკავშირებით არ ნიშნავს, რომ საარჩევნო ადმინისტრ...

ხოშტარია - ყველაფერი დაიდება გამ...

ყველაფერი დაიდება გამარჯვებისთვის, თქვენი კრიტიკა მხოლოდ დამხმარეა,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა, ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. როგორც ხოშტარია აღნიშნავს, პროცესში არსებობს შეცდომები, თუმცა მისივე თქმით, ის განწყობილია გამარჯვებისთვის და ორიენტირებულია შედეგზე. "როცა გამძლეობაზე ვლაპარაკობთ, უპირველეს ყოვლისა ღამის გათენების გამძლეობა კი არაა, შეცდომების მიღება, გამოსწორება, კრიტიკის ატანა, როცა რაღაც არ გამოდის ფეხზე ადგომა და წინ წასვლაა. რეჟიმთან ბრძოლაში ეს გამძლეობა გადამეყვეტია. პარლამენტის შეკრების დღე რომ ადვილი არ იქნებოდა ეს სრულიად მოსალოდნელი და ლოგიკური იყო, თუმცა არაა ეს პარლამენტი და პირველ რიგში ეს მართლა უნდა დავიჯეროთ. ...