გიორგი გახარიას ვურჩევთ, დებატებზე დიდად ნუ გაიქაჩება და "ეტიკტოკოს" ბუჩუკურს და ლილუაშვილს, რომლებიც პარლამენტარობანას თამაშის უკანასკნელ თვეებს ითვლიან,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დებატებთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას. როგორც კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, გახარიას "ჯერ მოვალეებთან აქვს დებატები გასამართი, რომლებიც კრახით დასრულებული 2021 წლის არჩევნების შემდეგ მრავლად დარჩა როგორც გადაგდებული კომპანიების, ისე ყოფილი თანაპარტიელების სახით". "გახარიამ ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია - ამ 5-სიტყვიან ანეკდოტს საერთოდ არ გამო...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხევედრა გაიმართა საქართველოში დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ანნე ტოფტ სორენსენთან. ელჩი სამინისტროში გამოძახებულ იქნა და განმარტებები ეთხოვა მის მიერ 2024 წლის 10 იანვარს დანიურ გამოცემაში „Jyllandsposten" გამოქვეყნებულ პუბლიკაციასთან და მასში მოცემულ არასწორ ფაქტებსა და პოლიტიკურ შეფასებებთან დაკავშირებით. როგორც შეხვედრაზე ქართულმა მხარემ აღნიშნა სამწუხაროა რომ პუბლიკაციაში ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან ფაქტობრივ უზუსტობებს და არაობიექტურ შეფასებებს, რაც ხელს არ უწყობს ქვეყნის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის დანიური მკითხველის პოზიტიურ დამოკი...
ვხედავთ დანიური სტატიიდან ამოღებულ ამონარიდს, რომელიც კონტექსტის გარეშე გამოიყენება ქართულ დებატებში, - ამის შესახებ საქართველოში დანიის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საელჩოს არ აქვს სურვილი, "წვლილი შეიტანოს აღნიშნულში და თავს იკავებს დამატებითი კომენტარისგან". „სტატია დანიური გაზეთისთვის დაიწერა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ. სტატია ხაზს უსვამს საქართველოს მკაფიო სურვილს, განაგრძოს ევროკავშირში ინტეგრაცია და ყურადღებას ამახვილებს იმ წვლილზე, რომლის შეტანაც შეუძლია დანიას საქართველოს მხარდასაჭერად, მათ შორის ახლად გახსნილი საელჩოს მეშვეობით მწვანე გადასვლის, მშვიდობი...
გახარია აბსოლუტურად სხვა ლიგაში თამაშობს, - ამის შესახებ დედალაქის მერმა, კახა კალაძემ პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებლისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევასთან დაკავშირებით განაცხადა. კალაძის თქმით, გიორგი გახარიას ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს. „გიორგი გახარია აბსოლუტურად სხვა ლიგაში თამაშობს. საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს. მას ძალიან ბევრი აქვს ჯერ კიდევ სამუშაო“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, კითხვაზე - უღალატა თუ არა გიორგი გახარიამ „ქართულ ოცნებას“ კალაძემ უპასუხა: „რა თქმა უნდა, ეს ღალატია, რ...
მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად და ყველა პარტიას საარჩევნო კამპანიის თანაბარ პირობებში წარმოების შესაძლებლობა ექნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელთა წარმომადგენლები საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოყვანას ითხოვენ. კალაძის თქმით, ეს "ჩვეულებრივი სპეკულაციებია". „ჩვეულებრივი სპეკულაციებია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გრძელვადიანი დამკვირვებლებიც ჩამოვლენ და არჩევნებიც ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდება. ეს პირველ რიგში, ჩვენს ინტერესში შედის, რომ არავის მიეცეს იმის შესაძლებლობა,...
სამწუხაროდ, საქართველოში აკრედიტირებულ ზოგიერთ დიპლომატს ცოტა ზედმეტი მოსდის და თავის ფუნქციებში ვერ გარკვეულა. ის ელჩია, მან უნდა იცოდეს, რისი უფლება აქვს და რა ფარგლებში შეუძლია იმოქმედოს ამ ქვეყანაში,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი დანიელი დიპლომატის განცხადებას, სადაც ელჩმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია. დავითულიანის თქმით, ელჩის განცხადება არა გადაცდომა, არამედ მიზანმიმართული ქმედებაა პოლარიზაციის გაღრმავებისთვის. "ეს გადაცდომა არ არის. ეს არის მიზანმიმართულად წყლის დასხმა რადიკალურ პოზიციებზე, სრულიად უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი, "ფეიკ...
როგორც მთავარმა პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიამ, აუცილებლად მივიჩნიეთ, რომ მიგვემართა ეუთო/ოდირისთვის თხოვნით, რომ მათ გამოაგზავნონ როგორც გრძელვადიანი, ისევე მოკლევადიანი დამკვირვებლები დროულად საქართველოში ამ უმნიშვნელოვანეს არჩევნებზე დასაკვირვებლად, რომელსაც აქვს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, გარდა ამისა, "ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარეები - ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ვაშაძე "გამარჯვების კოალიციის" სახელით ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს მიმართ...
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში "ანტიტერორისტული წვრთნა" ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" რუსეთის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში "დისლოცირებულ სამხრეთ სამხედრო ოლქის ბაზაზე ჩატარდა სწავლება იმიტირებული უკანონო შეიარაღებული ჯგუფების თავდასხმის მოსაგერიებლად". "პერსონალს მიეცა სხვადასხვა დავალება, რომლებიც უნდა შეესრულებინათ საბრძოლო ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში. რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებული სიტუაციის შესაქმნელად, სამხედრო მოსამსახურეებმა ცარიელი ვაზნები, კვამლის ბომბები და იმიტირებული ყუმბარები გამოიყენეს",- აღნიშნულია რუსეთი...
დღევანდელი სხდომის გადადება ემსახურება პროცესების ხელოვნურ გაჭიანურებას და ეს ბრძანება მოდის ზემოდან, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს. დღევანდელი სხდომის გადადება ემსახურება პროცესების ხელოვნურ გაჭიანურებას და ეს ბრძანება მოდის ზემოდან. მიუხედავად ჩემი თანხმობისა, რომ სხდომა ჩემს გარეშე გაგრძელებულიყო, პროკურატურა "ჩემი ინტერესების მცველად" მოგვევლინა, თითქოს ჩემს ადვოკატებზე მეტად იზრუნეს ჩემზე და სხდომა გადადეს. საქმეები, რომელზეც მასამართლებენ, რომ სრულიად შეთითხნილია, ამაზე ყველა თანხმდება. განსაკუთრებით - ე.წ. “პიჯაკების საქმე”. მათივე ხელმოწერილი ანალოგიური ხარჯებ...
სამების საკათედრო ტაძარში გუშინ მომხდარმა ფაქტმა ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაში სამართლიანი პროტესტი და მღელვარება გამოიწვია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. როგორც ოხანაშვილი აღნიშნავს, მმართველი პარტია დააინიცირებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ გამკაცრდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის. მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება შეეხება როგორც ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ, ისე სხვა რელიგიურ ნაგებობებს. "ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია ჩვენი საზოგადოებისთვის სასულიერო მნიშვნელობის მქონე ადგილას, ეკლესიაში, ასეთი არაქრისტიანული ქცევა და ზოგადად, ნებისმიერი რელიგიი...
შვედეთის მთავრობა უკრაინას თავდაცვის სფეროში 4,86 მილიონი აშშ დოლარის, საქართველოს 490 000 აშშ დოლარის და მოლდოვას ასევე 490 000 აშშ დოლარის დახმარებას გაუწევს, - ამის შესახებ Europetime-ს შვედეთის საელჩოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა. როგორც საელჩოს წარმომადგენელი აღნიშნავს, გადაწყვეტილების შესახებ ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ კონფერენციაზე გამოცხადდა. გამოცემის ცნობით, ეს დახმარება ნატოს სხვადასხვა ფონდის მეშვეობით განხორციელდება.
ჩვენი გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში გარდაუვალია. ჩვენი მაჩვენებელი დღეს არის, დაახლოებით, 60%-მდე, აქედან გამომდინარე, ოპოზიციას არ აქვს არავითარი შანსი, ამ არჩევნებში რამე წარმატებას მიაღწიოს, ეს ყველაფერი თვითონ შექმნეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, 2024 წელს ხელისუფლების ამოცანაა ქვეყნის შემდგომი წინსვლა. „იქნება მნიშვნელოვანი წელი, მათ შორის იმ კუთხით, რომ იქნება საპარლამენტო არჩევნები. დარწმუნებული ვართ, რომ ქვეყანა შეინარჩუნებს მშვიდობას, ექნება წინსვლა - ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი და ამ პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ მომავალ წელსაც. ჩვენი გამარ...
ახალი წლის დადგომასთან ერთად, რუსეთი აგრძელებს 2024 წელს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის მუდმივ, გაუმართლებელ თავდასხმას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, საქართველო უკრაინის მიმართ სოლიდარულია და მის გვერდით დგას. "ახალი წლის დადგომასთან ერთად, რუსეთი აგრძელებს 2024 წელს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის მუდმივ, გაუმართლებელ თავდასხმას. ჩვენი ფიქრები უკრაინასთანაა. საქართველო სოლიდარულია და დგას უკრაინის გვერდით ახლაც, როცა სადღესასწაულო დღეები უნდა იდგეს", - წერს ზურაბიშვილი X-ზე. ცნობისთვის, 2 იანვრის რუსეთმა კიევსა და ხარკოვზ...
ვიყავი, ვარ და ვიქნები ერთობის მომხრე, პატივს ვცემ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ერთობის სურვილი არა მხოლოდ გამოუთქვამს, არამედ დაუმტკიცებია საქმითა და ქმედებით, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია Facebook-ზე წერს. როგორც მელია აღნიშნავს, მხოლოდ ხალხის დაკვეთით შექმნილი ერთობა, შეიძლება იყოს ცვლილებისა და გამარჯვების მომტანი. "გამარჯვება ყოველთვის იწყება მიზნის არსებობით, გამარჯვების რწმენით, პრინციპულობით და მზაობით - იარო რთულ, მაგრამ მართალ გზაზე. ავირჩიეთ რთული გზა და ვიცოდით მასზე კონკურენტებს ვერ შევხვდებოდით, თუმცა ამ გზაზე აუცილებლად შევხვდებით თანამებრძოლებს. ვიცი ასეთ ბრძოლაში რამდენად მნიშვნელოვანია სწორი, ღირებულებითი ერთობა; ...
საერთაშორისო კვლევითმა კომპანია Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას "ფორმულა" ავრცელებს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება : "ქართული ოცნება" - 36.6% "ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი" - 21.5% "საქართველოსთვის" - 8.8% "ლელო" - 6.7% "გირჩი/დროა" - 5% "ლეიბორისტული პარტია" - 4.7% "ხალხისთვის" - 3.7% "ალტ-ინფო" - 3% "გირჩ...
არავის ვთავაზობ, ჩემი თამაშის ნაწილი გახდეს, არავის თამაშის ნაწილი არ გავხდები, - წერს "მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელ Facebook-ზე და მის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც გვარამია აღნიშნავს, ის მოკავშირედ მოიაზრებს ყველა იმ ადამიანს, ვინც თანახმაა იაროს ახალი გზებით და ითამაშოს სამართლიანი თამაშის წესით. მისივე თქმით, დამატებით ერთიანობაზე უკვე თებერვალში გახდება ცნობილი. "არავის ვთავაზობ, ჩემი თამაშის ნაწილი გახდეს. არავის თამაშის ნაწილი არ გავხდები. ვსაუბრობ და მომავალშიც ვესაუბრები მათ, ვინც მზადაა და გაქანება და კომპეტენცია ყოფნის, ახალი და ერთიანი, ჯანსაღი და ვალდებულებებით დაუტვირთავი გუნდის ერთად გასაკეთებლად. ...
ვფიქრობთ, უფრო სწრაფად შეგვიძლია გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გამომდინარე იმ პროგრესიდან, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად 4-5 წელში იქნება. „ჩვენ ვართ აბსოლუტურად მოწინავე მთელს ამ რეგიონში და არ ვგულისხმობთ მხოლოდ უკრაინას, მოლდოვას და არც მხოლოდ ბოსნიას, ვგულისხმობთ მათ შორის, სერბეთს, მონტენეგროს, ბალკანეთის სივრცის სახელმწიფოებს. ყველა სახელმწიფოსთან მიმართებით ჩვენი ქვეყანა ბევრად წინ წასულია, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური პოლიტიკა და ა.შ. რაც შეეხება ასოცირების დღის წესრიგს, ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ უახ...
ბიზნესის რეკეტის კონკრეტული თემები არსებობს, სადაც ხაზარაძე „ნაცმოძრაობასთან“ ერთად იყო ჩართული - „ელიტ ელექტრონიქსის“ ცნობილი საქმე, „საწვავის“ ცნობილი საქმე, „კონსტანტას“ ცნობილი საქმე და ა.შ. აუცილებელი ხომ არ არის მინისტრი ყოფილიყო, ან პარლამენტის წევრი, პირდაპირ ბიზნესის რეკეტში იყო ჩართული „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, კონკრეტული ბიზნესები მიიღო სახელმწიფოს ჩარევით, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების ჩარევით. ასეთი რამდენიმე მსხვილი ბიზნესი არსებობს,- ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, ოპოზიცია "ზედმეტად არის დამძიმებული საკუთა...
ყველა ჯერზე, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, ჩადიოდნენ ევროპის დედაქალაქებში, უფრო მეტად რთულდებოდა ის პროცესი, რაც დაკავშირებული იყო კანდიდატის სტატუსის მიღებასთან. ამას ჰქონდა ძალიან მარტივი ახსნა - ისინი იქაც იგივეს ლაპარაკობდნენ, რასაც ლაპარაკობდნენ ქვეყნის შიგნით. ამბობდნენ, რომ ქვეყანა არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ყველა მიმართულებით აკრიტიკებდნენ ქვეყანას და ხელისუფლებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ში განაცხადა. კობახიძის თქმით, ოპოზიციის მთელი საქმიანობა მიმართული იყო იქითკენ, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. „გარეთ ხომ ვერ წახვალ და სხვა რამეს ხომ ვე...
პოლიტიკური პროექტი სადაც მე ვიქნები, იქნება ახალ ადამიანებზე დაფუძნებული, - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ "ღამის მთავარში", სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა. გვარამიას თქმით, ცვლილებებისკენ გზა სიახლესა და ახალ ადამიანებშია და აღნიშნავს, რომ ბრძოლას ამ ყველაფრისთვის, თებერვლიდან დაიწყებს. "ყველა შემთხვევაში, პოლიტიკური პროექტი სადაც მე ვიქნები, პირველ რიგში, ეს იქნება ახალ ადამიანებზე დაფუძნებული პოლიტიკური პროექტი. რამდენი სუბიექტიც არ უნდა შევიდეს, ადამიანი, პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური ჯგუფი და ა.შ. ნებისმიერ შემთხვევაში მე ვიქნები ის ადამიანი, ვინც აუცილებლად შესთავაზებს საერთო მაგიდასთან მსხდომ ადამიანებს, რ...