ნახეთ, დილიდან როგორ აფუთფუთდნენ აქაური რუსული მთავრობის მოლაპარაკე თავები - ეტყობა, შეშფოთებულებმა პირდაპირ მოსკოვიდან დაურეკეს,- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტარების მიმართვას. სააკაშვილის თქმით, "ვერანაირი რეპრესიები ვერ შეაჩერებს მის ბრძოლას თავისუფლებისთვის". "უდიდესი მადლობა ევროპარლამენტარებს ამხელა სოლიდარობისთვის. ნახეთ, დილიდან როგორ აფუთფუთდნენ აქაური რუსული მთავრობის მოლაპარაკე თავები - ეტყობა, შეშფოთებულებმა პირდაპირ მოსკოვიდან დაურეკეს. ვერანაირი რეპრესიები, თუნდაც სიკვდილის საფრთხე, ჩემს ბრძოლას თავისუფლებისთვის, ევროპისთვის, უკრაინის გამარჯვებისთვის, საქართველოს განვითარებისა და წარმატების გზაზე დაბრუნები...
რაც მეტს ივლის ხაბეიშვილი რეგიონებში, მით უკეთესია. არათუ ხელი უნდა შეუშალოს ამას ვინმემ, პირიქით, რაც შეიძლება მეტად უნდა შევუწყოთ ხელი ხაბეიშვილის რეგიონებში სიარულს იმიტომ, რომ უფრო კარგად გამოჩნდება ამ აგენტურის, კოლექტიური "ნაცმოძრაობის", პარტია „ნაცმოძრაობის“ სახე,- ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის რეგიონებში ვიზიტის შესახებ დასმულ შეკითხვას. კობახიძის განცხადებით, ხაბეიშვილი და გამარჯვება ურთიეთსაპირისპირო ცნებებია. „ხაბეიშვილის გამარჯვება საოცრებაა, ეს ერთგვარი ოქსიმორონია. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებ...
რა განსხვავებაა ლევან ხაბეიშვილსა და გიორგი ვაშაძეს შორის - არავითარი განსხვავება მათ შორის არ არის. ეს არის კოლექტიური "ნაცმოძრაობა",- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" აერთიანებს ერთი რამ - აგენტურა - ისინი უცხოელი გავლენის აგენტები არიან. "სინამდვილეში, ეს ადამიანები წარმოადგენენ ერთ პოლიტიკურ ძალას, ამიტომ ვუწოდებთ ჩვენ მათ კოლექტიურ "ნაცმოძრაობას". რა განსხვავებაა ხაბეიშვილსა და ვაშაძეს შორის - არავითარი განსხვავება მათ შორის არ არის. ეს არის კოლექტიური "ნაცმოძრაობა", რომელიც ერთი რამით არის გაერთიანებული - ეს არის აგენტურა....
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული მოწოდების ავტორები ოდიოზური ევროპარლამენტარები არიან,- აღნიშნულის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, ხელისუფლება ქვეყნის ინტერესების კარნახით იმოქმედებს. "ამ მოწოდების ავტორები არიან ოდიოზური ევროპარლამენტარები. თქვენ გახსოვთ 600 დღის განმავლობაში, სააკაშვილი ყოელდღე კვდებოდა, სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, გაირკვა, რომ სააკაშვილმა გადაწყვიტა, აღარ კვდებოდეს ყოველდღე, თუმცა რაღაც მომენტის შემდეგ ეს გადაწყვეტილება ისევ შეცვალა. ეს უბრალოდ არასერიოზულია და სამარცხვინოა. რასაც ეს ოდიოზური ევროპარლამენტარები აკეთებენ, არის არა მხოლოდ აბსურდი, არამედ უბრალოდ სამარცხვინოა...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთს ეროვნულ დღესასწაულს, ბასტილიის აღების დღეს ულოცავს. პრეზიდენტის განცხადებით, 14 ივლისი არის შთაგონების წყარო ყველა ერისა და ქვეყნისთვის, რომელიც თავისუფლებისა და ევროპისკენ ისწრაფვის. „გულითადად ვულოცავ საფრანგეთის რესპუბლიკას 14 ივლისს. ეს დღე არის თავისუფლებისა და თანასწორობისთვის ბრძოლის სიმბოლო, შთაგონების წყარო ყველა ერისა და ქვეყნისთვის, რომელიც თავისუფლებისა და ევროპისკენ ისწრაფვის“,- წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 58-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე გააკეთა. "2023 წლის 11-12 ივლისს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 58-ე რაუნდი. მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსე...
როგორც ჩანს, მკურნალობა აღარ სჭირდება,- ამის შესახებ ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მაჭარაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "ვივამედმა" - კლინიკამ, სადაც ექსპრეზიდენტი მკურნალობს, უნდა თქვას, რომ სააკაშვილს მკურალობა აღარ სჭირდება, რის შემდეგაც მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ. "სამკურნალოდ არ სჭირდება ამ ადამიანს [მიხეილ სააკაშვილს] გადაყვანა. ამბობს, რომ მე ვარ პოლიტიკაში - არა მხოლოდ ქართულშიო, არამედ მსოფლიო პოლიტიკაშიო. როგორც ჩანს, მკურნალობა აღარ სჭირდება. მე დიდი ხანია ვამბობ, რომ კლინიკა "ვივამედმა&q...
ვფიქრობ, თბილისში ყველა ბევრად უფრო დაცულად იგრძნობს თავს, როცა ვიდეოზე ასახულ ადამიანებს დააპატიმრებენ და დასჯიან,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა "პრაიდ ფესტივალის" ჩაშლასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც დეგნანმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, თბილისის ქუჩებში მოქალაქეებზე კოორდინირებული თავდასხმების სერია "ძალიან შემაშფოთებელია". "ძალიან სამწუხარო იყო სიძულვილით სავსე ადამიანების ნახვა, რომლებიც ძალადობას იყენებდნენ მშვიდობიანი კონცერტის აღსაკვეთად, განსაკუთრებით, როდესაც ისინი აცხადებდნენ, რომ ღმერთის სახელით მოქმედებდნენ. ადამიანები, შესაძლოა, ბევრ რამეს არ ეთანხმებოდნენ, მაგრამ ყველა ვთანხმდებით, რომ ქრისტი...
მესიჯი ვილნიუსის სამიტიდან ძალიან მკაფიო იყო, რაც გულისხმობდა იმას, რომ ნატოს კარი საქართველოსა და უკრაინისთვის ღია რჩება,- ასე გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ვილნიუსში ჩატარებულ ნატოს სამიტს. როგორც ელჩმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად კონკრეტული რეფორმებია საჭირო, რეფორმების განხორციელება კი, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. "გასაწევრიანებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. ეს ნაბიჯები უნდა იყოს მკაფიო. საუბარია რეფორმებზე, მათ შორის სასამართლო რეფორმასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე საიმისოდ, რომ საქართველო იყოს სტაბილური ქვეყანა. ამერ...
ეს იყო ნიკა გვარამიას შეხვედრა სხვა ნიკა გვარამიებთან,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი არჩილ თალაკვაძე "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიასა და ევროპარლამენტარების შეხვედრებს. როგორც თალაკვაძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, გვარამია მედიას ამოფარებული წინა ხელისუფლების დამნაშავე პოლიტიკოსია. "ეს იყო ნიკა გვარამიას შეხვედრა სხვა ნიკა გვარამიებთან - პრინციპში, იმ ადამიანებთან, რომლებიც ცდილობდნენ, ქართული საზოგადოების თვალში ნაცარი შეეყარათ და ის წარმოეჩინათ, როგორც თავისუფალი მედიის ფლაგმანი მსოფლიოში... პირდაპირ გეტყვით, რომ არავითარი თავისუფალი მედიის წარმომადგენელი ის არ გახლავთ, ის არის ჟურნალისტებს და მედიას ამოფარებული წინა ხელისუფლები...
კეზერაშვილი და ის ხალხი კი, რომელიც ხან გარედან ანგრევდა პარტიას და ხან შიგნიდან, პირადი გამორჩენის მიზნით - არ და ვერ იქნება ჩემთვის პარტია,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. მელიას განცხადებით, "პარტია, მისი იდეურად მებრძოლი ნაწილი" არასდროს გაუკრიტიკებია. "ადამიანს პასუხი რომ გასცე, როგორც მინიმუმ, საკუთარ აზრს უნდა გამოხატავდეს და საკუთარი თუნდაც სუსტი არგუმენტები ჰქონდეს; გუშინ მოვისმინეთ დავით კეზერაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები პეტრე ცისკარიშვილის პირით, რომ თურმე მე პარტიას ვლანძღავ. ლანძღვასა და კრიტიკას შორის დიდი სხვაობაა, ფორმაშიც და მოტივაციაშიც. არასდროს გამიკრიტიკებ...
უკრაინა რამდენიმე თვეში გახდება ნატოს წევრი, ხოლო საქართველო დარჩა “მშრალზე” და ძალიან საშიშ ზონაში,- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში მიმდინარე ნატოს სამიტს. როგორც ექსპრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს შეეძლო, უკრაინის მსგავსად, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გამარტივებული პროცედურა მიეღო. "გუშინ ვილნიუსში საქართველო უკრაინას ჩამოაშორეს, არადა საქართველოს შეეძლო მიეღო ის, რაც მიიღო უკრაინამ, კერძოდ, ნატოში გაწევრიანების გამარტივებული პროცედურა. საქართველოს, უკრაინისგან განსხვავებით, ყოველგვარი ომის გარეშე, ბევრად შეეძლო უფრო დაცული და შემდგომი რუსული აგრესიისგან დაზღვ...
ნიკა მელიას თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, თვითონ გავიდოდა „ნაციონალური მოძრაობიდან“. ის პრაქტიკულად აღარც მოიაზრება „ნაცმოძრაობის" შემადგენელ ნაწილად, თუმცა თავმოყვარეობა არ ჰყოფნის, რომ დატოვოს ეს პოლიტიკური პარტია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი სულ უფრო მცირდება, რისი "კარგი გამოხატულებაც პარტიის შიგნით დაპირისპირებებია". „რაც შეეხება სააკაშვილს, ის ხედავს, რომ ფული არის კეზერაშვილის მხარეს და შიდაპარტიულ კონფრონტაციაში ძლიერის მხარე დაიჭირა. ეს არის სააკაშვილის პოზიციის საფუძველი. „ნაცმო...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ნატოს ვილნიუსის სამიტამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნებულ განცხადებას აზიარებს და წერს, რომ ყველა სიტყვას ეთანხმება, რომელიც აღნიშნულ სამიტამდე დაწერა. „ნატოს ვილნიუსის სამიტის შემდეგ, კიდევ უფრო მყარად ვიმეორებ ყოველ სიტყვას, რომელიც სამიტამდე დავწერე“,- წერს პარლამენტის თავმჯდომარე Twitter-ზე. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში სამიტის გამართვამდე ერთი დღით ადრე, Twitter-ზე ვრცელი ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ხაზს უსვამდა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს.
"ქართული ოცნების" დეპუტატი დავით სერგეენკო დეპუტატის მანდატს ტოვებს. პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დღის წესრიგის მიხედვით, სერგეენკოსთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი იმსჯელებს. კომიტეტის სხდომა 14 ივლისს არის ჩანიშნული.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარლამენტში უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც "საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხს შეისწავლის. როგორც ბოკუჩავამ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არაუფლებამოსილმა სხდომამ მიიღო. "დღევანდელმა სხომამაც აჩვენა, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში, უმრავლესობას არ აქვს ხოლმე კვორუმი და არაუფლებამოსილი სხდომების ფონზე მიმდინარეობს ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. მათ შორის, არაუფლებამოსილი სხდომის მიერ მოხდა გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტის ვეტოს ...
უკრაინა მაპ-ის გარეშე ნატოში წევრობის შესაძლებლობას მიიღებს, რაც არის გზის დამოკლება და მნიშვნელოვანი შესაძლებლობა. ამ მოცემულობაში საქართველო არსად აღარ არის", - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. აქუბარდიას თქმით, რუსეთიდან მომავალი საფრთხის ფონზე, ნატოს წევრობა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია. "თქვენ ღიად განაცხადეთ უარი შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებაზე, რომელსაც ნატო მიესალმა და ნატოში გაწევრიანების მნიშვნელოვანი წინაპირობა უწოდა. თქვენ არაფერი არ გააკეთეთ ამ წლების მანძილზე იმისთვის რომ დემოკრატიულ რეფორმები წინ წაგეწიათ. ნატო არის საქართველოს ეროვნული უსაფრ...
უკრაინა არის ომის მდგომარეობაში, აქედან გამომდინარე, უკრაინის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება არის გასაგები - ამის ჩვენ არ უნდა შეგვშურდეს,- ასე ეხმაურება"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე MAP-თან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებას. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, 2008 წლის ომის დროს საქართველომ MAP-იც კი ვერ მიიღო. "ერთი რამ უნდა გავიხსენოთ ამ კონექსტსში - 2008 წელს, როცა ჩვენ გვქონდა ომი, მაშინ გახსოვთ, რომ MAP-იც კი არ მოგვანიჭეს. ეს იყო მაშინდელი მდგომარეობა, 2008 წლის, 2012 წლის მდგომარეობა, მაშინ საქართველომ გამოიარა ომი რუსეთთან, მაგრამ მაშინ არ იყო ასეთი დამოკიდებულება საქართველ...
ჯერჯერობით ნატო არ არის მზად არც უკრაინის ნატოში მიღებისა და არც საქართველოს ნატოში მიღებისთვის,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. ქადაგიშვილის თქმით, საქართველო, ნატოსა და ევროკავშირთან თავსებადობის კუთხით, ლიდერი სახელმწიფოა. "გახსოვთ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ულტიმატუმი წააყენა როდესაც თქვა, რომ თუ ნატოში მიღების კონკრეტული გეგმა არ იქნება უკრაინისთვის გაცხადებული, მე ამ სამიტს არ დავესწრებიო... საქართველო რეფორმების კუთხით, ნატოსა და ევროკავშირთან თავსებადობის კუთხით, ყველა ობიექტური შეფასებითა და მონაცემით, არის ლიდერი სახელმწიფო. უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი რუსეთისთვის იყო უკრაინის სწრაფ...
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შეუძლებელია, ნატო-ს მიერ საქართველოს უარყოფა შიდა პოლიტიკით გაამართლო და „მსგავსი მიდგომა არა მიზეზი, არამედ საბაბია“. როგორც შალვა პაპუაშვილი ღია წერილში აღნიშნავს, აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა სკეპტიკოსად იქცა მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური პარტნიორი საქართველოში ოპოზიციაშია და არა ხელისუფლებაში. „ვინაიდან ყველა წარსულ ეჭვს პასუხი გაეცა ან საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, ან ისტორიული გეოპოლიტიკური ცვლილებების წყალობით, უკვე აღარ დარჩა არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა მიიღონ საქართველო ნატო-ში. შეუძლებელია ალიანსის მიერ საქართველოს უარყოფა შიდა პოლიტიკით გაამართლო. დაპირისპირებულ საგარეო პოლ...