სახელმწიფოსა და პარტიულ რესურსებ...

ბევრ ქალაქსა და სოფელში მასწავლებლების, სამართალდამცველებისა და საჯარო სექტორის თანამშრომლების მიმართ ზეწოლამ, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხელი შეუშალა მათ თავისუფალი არჩევანის გამოხატვაში არჩევნების დღეს, - აღნიშნულის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. „სახელმწიფოსა და პარტიულ რესურსებს შორის წაშლილი ზღვარი ღრმად შემაშფოთებელია. ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენების შესახებ მნიშვნელოვანმა ცნობებმა წარმოშვა ეჭვი არჩევნების ზოგადი სამართლიანობის შესახებ. ბევრ ქალაქსა და სოფელში მასწავლებლების, სამართალდამცველებისა და საჯარო სექტორის თანამშრომლების მიმართ ზეწოლამ, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხელი შეუშალა მათ თავისუფალ...

EU-ს წარმომადგენლობა საქართველოშ...

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებთან კოორდინაციით, ადგილობრივი არჩევნების პირველი ტურის შემდეგ განცხადებას ავრცელებს. „2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა. ევროკავშირი აფასებს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ამ არჩევნებში ხმის მიცემის დემოკრატიული უფლება გამოიყენეს და აგრეთვე მადლიერებას გამოხატავს თავისი საქმისადმი თავდადებული საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების და დამკვირვებლების მიმართ, COVID-19 პანდემიის რთული კონტექსტის გათვალისწინებით. ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოში სრულმასშტაბიანი საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია ჩამოვიდა. ამ მისიამ დაასკვნა, რომ არჩევნები ზო...

იაგო ხვიჩია - „ქართულ ოცნებას“ დ...

„ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ვულოცავ გამარჯვებას. - ამის შესახებ პარტია გირჩის ლიდერმა იაგო ხვიჩიამ სოციალურ ქსელში დაწერა. „ეს არჩევნები „მიშაბიძინამ“ მოიგო. სიახლის და ცვლილებების ხალხმა წავაგეთ. ჩვენ ვეცდებით გაკვეთილი გამოვიტანოთ, გირჩი ისეთი ვერ იქნება, როგორიც იყო. ცვლილებების დროა.“ - წერს ხვიჩია.

კახი კალაძე - ვფიქრობდი, რომ პირ...

შეიძლება რაღაც დავაკელი პროცესს, ამისთვის ბოდიში - მზად ვარ მეორე ტურში მონაწილეობისთვის. - ამის შესახებ დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კალაძემ ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, რომ  პირველივე ტურში გამარჯვებას ელოდა. „დაიდო 48%-იანი შედეგი. ასევე ხაზი მინდა გავუსვა, რომ თბილისის საკრებულოში 29 დეპუტატის მანდატი მოვიპოვეთ, თუმცა ამომრჩეველთა გადაწყვეტილებით, თბილისის მერის ასარჩევად მეორე ტური დაინიშნება, რადგან პირველი ადგილის დაკავების მიუხედავად, 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ მოხერხდა. დღეს არ დავიწყებ იმ მიზეზების ჩამოთვლას, რამ გამოიწვია ეს შედეგი  პოლიტიკური პროცესების დაძაბ...

ხატია დეკანოიძე - ქუთაისმა „ოცნე...

ქუთაისმა „ოცნება“ დაამარცხა! - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ეს შედეგები არ შეიცვლება. „ქუთაისმა ოცნება დაამარცხა! თითქმის დავთვალეთ. ვიგებ და შედეგები აღარ შეიცვლება! ბიძინას მოვუგეთ! ​“ - წერს ხატია დეკანოიძე.

წინასწარი მონაცემებით, პროპორციუ...

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში, ცესკოს წინასწარი შედეგები ასეთია: "ქართული ოცნება" - 48,56 %; "ნაციონალური მოძრაობა" – 31, 23 %, "გახარია - საქართველოსთვის" – 6,87 %, "ევროპული საქართველო" - 1,82; „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი“ – 1, 27 %, „ლელო“ – 2, 6 %, „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 1.04 %, „გირჩი“ – 0.71 %. 3743 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 1446 უბნის მონაცემები.

გიორგი სიორიძე - სამწუხაროდ, ჩემ...

ცესკო-მ ერთგვარი პირველადი ტესტი ვერ ჩააბარა, - ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სიორიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  მისი თქმით, საარჩევნო უბნებზე პროცესი ხელოვნურად მიმდინარეობდა. „როგორც საარჩევნო უბნებზე პროცესის გახანგრძლივება, ასევე ოლქების დონეზე ოქმების მიწოდება, შემდეგ მათი ცესკო-ში გადმოგზავნა და გასაჯაროება მიმდინარეობდა ხელოვნურად. ძალიან ვწუხვარ, რომ შემიძლია, ახლა ამის თქმა ასე გვიან. საბოლოო ჯამში, ამან გამოიწვია ის სავალალო შედეგი, რომ ოფიციალურ განცხადებას ცესკო საზოგადოებას აწვდის ასე გვიან. ეს არის ის ერთგვარი პირველადი ტესტი, რომელიც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით არ არის ჩაბარებული“, - განაცხადა სი...

გამუდმებით იმეორებდა, რომ ჩამოსვ...

"ის გამუდმებით იმეორებდა, რომ მისი ჩამოსვლის ერთადერთი მიზანი საკუთარ ქვეყანის დახმარება იყო. მას გააზრებული ჰქონდა, რომ დააკავებდნენ, მაგრამ მაინც ჩამოვიდა, რადგან ჩათვალა რომ ასეთი თავგანწირვა აუცილებელი იყო იმ გამარჯვებისთვის, რომელიც ერთად უნდა მოვვიპოვოთ." - ასეთი იყო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინა ბოკუჩავას პირველი კომენტარი სააკაშვილის საპატიმროს დატოვების შემდეგ.  "დღეს მე დავინახე მიშა, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა ქართელ ხარხს. მე დღეს დავინახე მიშა, რომელიც უზომოდ არის შეყვარებული საკუთარ ქვეყანაზე და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე ზრუნავს. არც საკუთარ თავზე, არც თანადებობაზე, არც კომოფრტზ...

ნიკა მელია - ჩვენს ხელთ არსებული...

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოპოზიცია იმარჯვებს რეფერენდუმში, თანაც იმარჯვებს დამაჯერებლად. განსაკუთრებით დამაჯერებლად იმარჯვებს თბილისში , როგორც რეფერენდუმის ნაწილში ასევე თბილსის მერის ნაწილში.- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ. „ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც უკვე იყავით არჩევნებზე და მათაც, ვინც დარჩენილი დროის განმავლობაში აპირებთ საარჩევნო ურნებთან გამოცხადებას, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოპოზიცია იმარჯვებს რეფერენდუმში, თანაც იმარჯვებს დამაჯერებლად. განსაკუთრებით დამაჯერებლად იმარჯვებს თბილისში , როგორც რეფერენდუმის ნაწილში ასევე...

15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქ...

ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ ამ დროისათვის 33.18% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 160 413 ამომრჩეველია. კენჭისყრის პროცესი გრძელდება. ცესკოს ცნობით,  დღეს №4 კრწანისის საარჩევნო ოლქში 28  საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა საპილოტე პროექტის ფარგლებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს. ამომრჩევლები ხმას სპეციალური აპარატის გამოყენებით აძლევენ, აპარატის საშუალებით შედეგები კენჭისყრის დასრულებისთანავე გახდება ცნობილი.  თუმცა აღნიშნულ უბნებზე ბიულეტენებს ასევე დაითვლიან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები. ცესკოს ინფორმაციით, ერთ-ერთმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების 24,3 % დილის 08:00 სთ-...

მდინარაძე - შეგვიძლია ვთქვათ, რო...

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაფორმდება ქართული ოცნების გამარჯვება - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.   "კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მომხრეებს, მხარდამჭერებს მაქსიმალური აქტიურობისკენ. ამ შემთხვევაშიც უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაფორმდება ქართული ოცნების გამარჯვება, დამაჯერებელი გამარჯვება, რომელიც აბსოლუტურად მოსალოდნელია იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რაც ამ წუთისთვის ჩვენი შტაბებიდან შემოდის." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პრეზიდენტის თქმით, ხმა პოლარიზაც...

"ეს არის არჩევნები, როცა უნდა დასრულდეს პოლარიზაცია. მე ამის იმედი მაქვს და ამას მივეცი ხმა"- საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.  ზურაბიშვილის თქმით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები დემოკრატიულ პროცესში. "ადგილობრივი არჩევნები არის ყველაზე მნიშვნელოვანი დემოკრატიულ პროცესებში, იმიტომ რომ ეს არის არჩევნები, სადაც მოქალაქეებს მართლა შეუძლიათ აირჩიონ ისინი, ვინც ხვალ ადგილობრივ საკითხებს გადაუწყვეტენ. ამავე დროს ეს არის ის ადგილი, სადაც ალბათ ყველაზე ნაკლებად უნდა იყოს პოლარიზაცია და ეს არის არჩევნები, როცა უნდა დასრულდეს ის. მე ამის იმედი მაქვს და ამას მივეცი ხმა."- განაცხადა სალომე ზურ...

ყველა საარჩევნო უბანი დროზე გაიხ...

დღეს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები იმართება. ცესკოში ამბობენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მზადაა არჩევნების პროფესიულ, ყველასათვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად. მათივე თქმით, საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, უბნებზე სრულადაა დაცული სანიტარულ – ჰიგიენური წესები. ჩატარდა კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები. 08:00 საათიდან საარჩევნო უბნებზე დაიწყო პირველი ამომრჩევლების მიღება და ამ წუთებში მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი. შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალ...

კობახიძე - მოკითხვა მიშას ციხეში

მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ეს ქვეყანა 18 წელი არ დაასვენა. ჯერ 9 წელი, როცა ხელისუფლებაში იყო და შემდეგ 9 წელი ოპოზიციაში - მომიკითხეთ მიხეილ სააკაშვილი ციხეში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძემ აღნიშნა, რომ ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც სამართლებრივადაა საჭირო.  "სპეცოპერაციას, სპეცოპერაციას აქვს თავისი წესები, მათ შორის, სპეცოპერაციამ რომ მიაღწიოს თავის მიზანს, ბუნებრივია, კონფიდენციალობა უნდა იყოს მაღალი ხარისხით დაცული. ეს არის მარტივი წესები, რაც აქვს ნებისმიერ სპეცოპერაციას. ეს წესები იყო დაცული და ოპერაციის წარმატების ერთ-ერთი საფუძველი იყო ის, რომ ეს კონფიდენციალობა იყო სათ...

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენი...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან წერილს აქვეყნებს. მიხეილ სააკაშვილი მიმართავს მოქალაქეებს და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. მესამე პრეზიდენტის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებზეა დამოკიდებული ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა. „ჩემო ძვირფასო თანამებრძოლებო და ჩემო სათაყვანებელო ქართულო საზოგადოებავ, როდესაც ყველაფერი მივატოვე კიევში და აქ ჩამოვედი, ვიცოდი, რომ დიდი ალბათობით დამაკავებდნენ სრულიად მოგონილი, ყალბი განაჩენებით, რომლებიც თავის დროზე, მათ შორის, პუტინის დაკვეთით გამომიტანეს. მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა, რუსეთის გარდა, ამ განაჩენებს არ აღიარებს.მაგრამ მე მაი...

სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილზე -...

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას ეხმაურება. მისი თქმით, ყველაზე მეტად ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე და არა დაძაბულობა.  „არეულობის ტირაჟირებაა ქვეყანაში, იმ დროს, როცა ყველაზე მეტად ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, რათა ხვალინდელი არჩევნები ჩატარდეს ღიად, სამართლიანად და თავისუფალ გარემოში. მართალი თუ ტყუილი ეს თემა თავისთავად არღვევს წინასაარჩევნო გარემოს, სიმშვიდეს და ძაბავს, ისედაც დაძაბულ და გადაღლილ საზოგადოებას, აჩენს კიდევ გაზრდილ პოლარიზაციის წინაპირობას.ვინც ამ თემას ტირაჟირებას უკეთებს და ამით სპეკულირებს, გამოდის, რომ არც ქვეყანაზე, არც სამართლიან არჩევნებზე ფიქრობს, არამედ ფსონს დებს, როგორც ნათქვამი აქვთ, 3 ოქტომბერზე, ქუჩის ...

შალვა პაპუაშვილი: „მოგესალმებით ...

"მოგესალმებით ბუენოს აირესიდან" - ამ სიტყვებით დაიწყო შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული ბრიფინგი.  „ქართული ოცნების“ წევრის თქმით, დღეს 9 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მართველმა პარტიამ გამარჯვება მოიპოვა და სიმბოლურია, რომ დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ ძალას, წერტილი დაესმვა. "დღეს 1 ოქტომბერია, ცხრა წელი შესრულდა „ქართული ოცნების“ ისტორიული გამარჯვებიდან და სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს წერტილი დაესვა „ ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ ძალას. „ ქართული ოცნების“ მორიგ დამაჯერებელ გამარჯვებამდე დარჩენილია ერთი დღე. ხვალ ჩვენი ქვეყნის მოსახლ...

შაჰინი სააკაშვილზე: არ მგონია მი...

სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატმა თავმჯდომარე, ჯინ შაჰინი თვლის, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა სიტუაციის განმუხტვას არ დაეხმარება.  “ჩემი აზრით, ეს სიტუაციის განმუხტვას არ დაეხმარება. ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს ჰქონდა საკუთარი შესაძლებლობა, ის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში დამარცხდა 2012 წელს. მე მაშინ არჩევნებზე დამკვირვებელი ვიყავი და ვნახე როგორ ჩატარდა ის არჩევნები. მომდევნო წლების განმავლობაში სააკაშვილმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა. არ მგონია მისი დაბრუნება ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს. მსოფლიო ძალიან ყურადღებით დააკვირდება იმას, თუ რა მოხდება. მე საქართველოს დიდი მხარდამჭერი ვარ. მინდა ვნახო წარმატებული საქართველო და მინდა ...

ბექა დავითულიანი სააკაშვილზე - რ...

როცა ოფისისკენ მოვდიოდი, კანალიზაციის ჭიდან ამოყვინთა და დაიძახა, ჩამოვედიო, - ასე ეხმაურება უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ბექა დავითულიანი სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ის უკვე საქართველოშია. დავითულიანი აცხადებს, რომ სააკშვილის მიერ გადაღებული ვიდეომიმართვა შესაძლოა გაყალბებული იყოს. „აი, ახლა, ნახევარი საათის წინ, როდესაც ოფისისკენ მოვდიოდი, კანალიზაციის ჭიდან ამოყვინთა და დაიძახა, ჩამოვედიო. სამწუხაროდ, მერე ისევ შეერია ამ უსასრულო სამყაროს, ჩავიდა და დახურა. არის 2 ვარიანტი, Deep Fake-ზე იმდენი ილაპარაკა მთავარმა არხმა რომ შეიძლება ეს კადრები იყოს გაყალბებული, მეორე, ეს თუ ეს ასე არაა, დაემატება კიდევ ერთი მუხლი საზღვრის უკანონო კვეთისთვის. დიდი ალბათობით, ...

კახა კუჭავა - მიხეილ სააკაშვილი ...

არ შეიძლება, კომენტარი სერიოზულად გააკეთო არასერიოზული კაცის არასერიოზულ ქმედებებზე. ვისაც სჯერა, შეგვიძლია, გავატაროთ, მაგრამ ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ არის, ეს არის ფეიკვიდეო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა. „ემოციების დაცხრომისკენ მოვუწოდებ ყველას, პირველ რიგში თქვენ, ცრუ ინფორმაცია არ გავრცელდეს“, – განაცხადა კახა კუჭავამ. მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 1-ელ ოქტომბერს Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ საქართველოში იმყოფება. "დილა მშვიდობისა, საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ", - წერს სააკაშვილი.