კახა კალაძე - არჩევანის ერთ მხარ...

ერთ მხარეს ვხედავთ ბოროტებას, ვხედავთ მოძალადეებს, სიძულვილის ენას, რომელიც მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში თავიანთი ვიდეოკლიპებით, თავიანთი სატელევიზიო გადაცემებით, ნახეთ უბრალოდ, რა ლექსიკით საუბრობენ, როგორი შეურაცხყოფით. ყველაფერს უპირისპირდებიან, ჩვენს ეკლესიას, სარწმუნოებას, კულტურას, ყველაფერ ძვირფასს, რაც კი გაგვაჩნია- ამის შესახებ „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.   კახა კალაძემ ასევე ისაუბრა საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე და თბილისელებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა. „მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რას პირდება კახა კალაძე ქალაქს, რისი გ...

ლადო კახაძე - გთხოვთ პოლიტიკიდან...

გთხოვთ პოლიტიკიდან გავდევნოთ სიძულვილის ვირუსი. - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატმა ლადო კახაძემ განაცხადა. კახაძის თქმით, კორონავირუსმა ბევრი რამ გვასწავლა და ახლა ეს პოლიტიკაში უნდა გადმოვიტანოთ. "მე ერთი, რამ მინდა ვთქვა, ცალსახად გამოვეხმაურო უკანონობას, ყველაფერი უკანონო დასაგმობია. ჩვენ, იმიტომ ვართ პარლამენტში კანონშემოქმედნი, რომ ისეთი კანონები დავწეროთ, რომელიც მოსახლეობის მხრიდან პატივს დაიმსახურებს და დარღვევის სურვილი არ გაუჩნდება. დარბაზში არ სხედანო რომ ლაპარაკობენ ვირუსიც არ ჩანს ბატონებო! კოვიდის ვირუსი ჩანს? არ ჩანს, მაგრამ ძალიან საშიშია მტრისას და ავისას, მაგრამ ვირუსსაც, როგორც პოლიტიკურ ვირუსს ახასიათებს შემოჭრა. ორგანიზმში ...

ირაკლი კობახიძე - სრული მობილიზა...

დავიწყეთ რეგიონებში შეხვედრები - სრული მობილიზაციაა იმისათვის, რომ 20-ივე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ არჩევნების მეორე ტური, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მოახლოებულ მეორე ტურზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ყველა იმ მუნიციპალიტეტში აპირებენ ჩასვლას, სადაც მეორე ტური იქნება. „დავიწყეთ რეგიონებში შეხვედრები, ჩავდივართ ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე ტური ტარდება. გვაქვს შეხვედრა ჩვენს მხარდამჭერებთან, ჩვენს პარტიულ აქტივთან. რა თქმა უნდა, ჩვენს მხარდამჭერებს ვულოცავ საერთო გამარჯვებას, რომელიც მოვიპოვეთ 2 ოქტომბერს და ვსაუბრობთ მეორე ტურთან დაკავშირებით გვჭირდება სრული მობილიზაცია იმისათვის, რომ 20-ივე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ არჩ...

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის თავდაც...

სრული პასუხისმგებლობით გიდასტურებთ, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან შეხვედრისას, ჩვენ პატიმრებზე, მათ შორის არც პატიმარ სააკაშვილზე არავითარი საუბარი არ გვქონია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა. „გუშინ მთავარი მოვლენა იყო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის თავდაცვის მდივნის პირველი ვიზიტი რეგიონში და მოგეხსენებათ, იგი მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდა; ეს, რა თქმა უნდა, არის უპირველესად დადასტურება ჩვენს შორის არსებული უმაღლესი დონის თანამშრომლობისა და პარტნიორობისა, ამერიკის ნდობ...

ირაკლი ღარიბაშვილი - სრული მობილ...

სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად მშვიდ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს არჩევნები და ქვეყანამ და მოსახლეობამ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს იმ საბოტაჟისგან, რომელიც მჩაგვრელი, მოძალადე სააკაშვილის პარტიისგან მომდინარეობს. - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სრული მობილიზება ნიშნავს იმას, რომ არცერთი "ქართული ოცნების" ამომრჩეველი არ დარჩეს არჩევნების დღეს სახლში.  „ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა მუნიციპალიტეტში ვიმარჯვებთ და გავიმარჯვებთ. ჩვენ მშვიდი, თავისუფალი არჩევნები უნდა ჩავატაროთ. უნდა იყოს სანიმუშო და სამაგალითო, ისე როგორიც იყო პირველ ტურში, რომ დესტრუქციულ ...

პენტაგონი თბილისში აშშ-ის თავდაც...

პენტაგონი საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კირბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ლოიდ ოსტინმა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან და თავდაცვის მინისტრ ბურჭულაძესთან შეხვედრებზე რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები განიხილა. „პრემიერ-მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე თავდაცვის მდივანმა უსაფრთხოების რეგიონული სიტუაცია განიხილა, კერძოდ, რუსეთიდან მომდინარე საფრთხე საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის მიმართ. მდივანმა გამოხატა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ამასთანავე, მან დაადასტ...

ლოიდ ოსტინი - ველით, რომ საქართვ...

აშშ მუდმივად, დამოუკიდებლობის დღიდან უჭერდა მხარს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიის გზაზე, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ლოიდ ოსტინის თქმით, აშშ მუდამ ხედავს და ელის, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდება და აღნიშნული მიმართულება გაუმჯობესდება. „საქართველო აგრძელებს პროგრესის გზას თავდაცვის რეფორმის სფეროში. შესანიშნავ ლიდერებთან გვქონდა შეხვედრა დღეს, გვქონდა შესაძლებლობა უშუალოდ გვეხილა და გვესაუბრა მათთან. აშშ დამოუკიდებლობის დღიდან, მუდმივად მხარს უჭერდა დემოკრატიის გზაზე საქართველოს ძალისხმევას, მუდამ ვხედავთ და ველით, რომ იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლ...

ბექა ბასილაია - მიხეილ სააკაშვილ...

პენიტენციურმა სამსახურმა საშუალება უნდა მოგვცეს, რომ საკანში მოვინახულოთ მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პირადმა ადვოკატმა, ბექა ბასიალიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა.  მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღე სუსტდება და უახლოეს დღეებში შედგება კონსილიუმი, რათა ექიმების გუნდმა მოინახულონ.  „დღეს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის მეთვრამეტე დღეა. ყველას კარგად გვესმის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უფრო სუსტდება. ამავდროულად, გადამწყვეტი ბრძოლის დრო ახლოვდება, საიმისოდ, რომ საქართველო ოლიგარქიული მარწუხებისგან გათავისუფლდეს და ქართველმა ხა...

TI: სასამართლომ და საოლქო საარჩ...

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა და სხვადასხვა ინსტანციის სასამართლომ მათი არც ერთი მნიშვნელოვანი საჩივარი/სარჩელი არ დააკმაყოფილა.  მათ საარჩევნო კომისიებში 42 საჩივარი დაწერეს, საქალაქო/რაიონულ სასამართლოებში 7 სარჩელი შეიტანეს, ხოლო 4 შემთხვევაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს 300-მდე დამკვირვებლის მეშვეობით გაუწია მეთვალყურეობა. არჩევნების დღეს და მის შემდეგ ორგანიზაციამ საარჩევნო კომისიებში 42 საჩივარი დაწერა, საქალაქო/რაიონულ სასამა...

DRI - არჩევნების დანიშვნის დღიდა...

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი რელიგიური ორგანიზაციების და სასულიერო პირების წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობაზე დაკვირვების შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში ასახულია 2021 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში მომხდარი ფაქტები და განვითარებული მოვლენები. ანგარიშის თანახმად, სინოდის 2012 წლის განჩინების მიუხედავად,რომელიც კატეგორიულად კრძალავს  წინასაარჩევნო პერიოდში ღვთისმსახურთა მონაწილეობას რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში, მღვდელმთავრები 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრადიციულად აქტიურობდნენ. "საანგარიშო პერიოდში ღვთისმსახურები რეგიონებში მმართველი პარტიის კანდიდატების წარდგენის ყველა საარჩევნო ღონისძიებ...

ჰოჯესი თავდაცვის მდივნის ვიზიტზე...

ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული ჯარების ყოფილი მეთაური, ბენ ჰოჯესი საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. როგორც ამერიკელი გენერალი აღნიშნავს, ლოიდ ოსტინის ვიზიტი საქართველოში, უკრაინასა და რუმენეთში აშშ-ს შავი ზღვის რაიონში ინტერესის აშკარა სიგნალია. „ეს არის დიდებული ამბავი, თავდაცვის მდივნის ვიზიტი საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში არის აშკარა სიგნალი, რომ აშშ-ს შავი ზღვის რეგიონის მიმართ ინტერესი აქვს“, - წერს ბენ ჰოჯესი „ტვიტერზე“. ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ვიზიტი დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და თავდაც...

გიგი უგულავა 2 000 ლარით დაჯარიმ...

გაერთიანებული ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის 2 000 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერ-ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლის მიხედვით დაჯარიმდა. ცნობისთვის, გიგი უგულავა, რომელმაც სოციალურ ქსელში 7 ოქტომბერს დაწერა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა, 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ მას აქციაზე მისვლის ნებართვა ექიმებმა მისცეს. მოგვიანებით, გიგი უგულავამ გამოაქვეყნა კორონავირუსზე ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუ...

საოლქო კომისიები 2 ოქტომბრის არჩ...

საოლქო საარჩევნო კომისიები 2 ოქტომბრის არჩევნებს დღეს შეაჯამებენ, სხდომები 12:00 საათზე დაიწყება, - აღნიშნულის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. იოსელიანმა საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს მოუწოდა, ხელი შეუწყონ პროცესის კონსტრუქციულ და მშვიდ გარემოში წარმართვას. „დღეს, საოლქო საარჩევნო კომისიები 2 ოქტომბრის არჩევნებს შეაჯამებენ. შემაჯამებელი სხდომები 12:00 საათზე დაიწყება, შესაბამისად, მივმართავთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას, ხელი შეუწყონ ამ პროცესის კონსტრუქციულ და მშვიდ გარემოში წარმართვას, იმისათვის, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა საარჩე...

საქართველოში ნატო-ს გენმდივნის ა...

საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის ახლადდანიშნული სპეციალური წარმომადგენელი ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა.  როგორც საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ხავიერ კოლომინა, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სტოლტენბერგის სპეცწარმომადგენელი ქვეყანას 19.20 ოქტომბერს ეწვევა. ხავიერ კოლომინა აღნიშნულ თანამდებობაზე 3 სექტემბერს დაინიშნა. მან აღნიშნულ თანამდებობაზე ჯეიმს აპატურაი ჩაანაცვლა.

აშშ-ის საელჩო საქართველოში თავდა...

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საელჩოს ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშილსა და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდება, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ცნობისთვის, პენტაგონში აცხადებენ, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს, უკრაინასა და რუმინეთს ეწვევა.

მიხეილ სააკაშვილი - რეჟიმი ყველა...

ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს, სადაც გამართული აქციისათვის მხარდაჭერებს მადლობას უხდის. მისი თქმით, რეჟიმი ყველაფერს აკეთებს, რომ ციხიდან არ განთავისუფლდეს, ამიტომაც ყოველდღიური აქციებია საჭირო.  "მეგობრებო, ​თანამოქალაქეებო, თანამემამულეებო უსაზღვროდ ვამაყობ თქვენით, თქვენი ნათელი სახეებით, ინტელექტით, ღირსების განცდით, თქვენმა სიტყვებმა და ამხელა თანადგომამ დიდი ენერგია მომცა, მართლა ფრთები შემასხა. რა თქმა უნდა რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს, რომ არ გამათავისუფლოს, მაგრამ ეს მას არ გამოუვა. ამიტომ ახლა საჭიროა ყოველდღიური აქციები. სხვადასხვა ფორმით, ყველგან საქართველოში, რადგან ბოლომდე შევძლებ თქვენი და ქვეყნის დახმარებას...

ელისაშვილი აქციაზე - ღვინოს ვიღე...

ღვინოს ვიღებდი გუშინ, მთელი დღე, და არ ვიცი აქციაზე რა ხდებოდა, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა გუშინ, „ნაცმოძრაობის“ მიერ დაორგანიზებული მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა. ალეკო ელისაშვილის თქმით, ის არ იზიარებს გუშინდელი პროტესტის სულისკვეთებას და არ მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია. „დიდად თვალი არ მიდევნებია სიმართლე გითხრათ, სხვა რაღაცეებით ვიყავი გუშინ დაკავებული. ვიცი, რომ ბევრი ხალხი იყო გამოსული და ძალიან კარგია, რომ თანდათან მივეჩვიეთ, რომ ათეულობით ათასი ადამიანი გამოდის, მშვიდად აფიქსირებს პროტესტს და მშვიდად მიდის სახლში. არ ვიზიარებ იმ სულისკვეთებას,...

კუჩმა - სააკაშვილი რთული პიროვნე...

მე მსურს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სააკაშვილის პიროვნება დაინახოს არა როგორც პოლიტიკური ოპონენტი, არამედ როგორც უნიკალური რეფორმების საერთაშორისოდ აღიარებული არქიტექტორი, - ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, ლეონიდ კუჩმამ განაცხადა. სტატიაში, რომელსაც გამოცემა „გორდონი“ ექსკლუზიურად ავრცელებს, ლეონიდ კუჩმა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილთან სიტუაციის მოსაგვარებლად ჰუმანიზმის პრინციპით იხელმძღვანელონ. „მიხეილ სააკაშვილი - ძალიან მრავალმხრივ რთული პიროვნებაა. არ არის გასაკვირი, რომ მისი სიტუაცია ძალიან რთულია და მარტივი გამოსავალი არ აქვს. გამოსავლის მოსაძებნად საჭიროა ყველა მხარემ გაწონასწორებულობა და ნამდვილი სიბრძნე აჩვენოს. ...

კიევის მერი - სააკაშვილის გისოსე...

სააკაშვილის გისოსებს მიღმა ყოფნა არასწორი და უსამართლოა. - ამის შესახებ კიევის მერმა სოციალურ ქსელში დაწერა.  მისი თქმით, სააკაშვილი ისტორიული პიროვნებაა, რომელმაც საქართველო და მისი რეპუტაცია მსოფლიოში მნიშვნელოვნად შეცვალა. "მიხეილ სააკაშვილიუკვე მე-13 დღეა შიმშილობს. მისი გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა, მთავარს აღვნიშნავ: სააკაშვილი საქართველოსთვისა და პოსტსაბჭოთა სივრცისთვის ისტორიული პიროვნებაა, რომელმაც განახორციელა რეფორმები, საფუძვლიანად შეცვალა საქართველო და მისი რეპუტაცია მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ამ გზაზე მან არაერთი შეცდომა დაუშვა. მაგრამ არ ცდება ის, ვინც არაფერს არ აკეთებს. ვფიქრობ, რომ სააკაშვილის ყოფნა გისოსებს მიღმა არასწორი და უსამართლო...

„ოცნების“ მხარდამჭერები „ნაცმოძრ...

რუსთავის შესასვლელთან დაპირისპირებაა. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები „ნაცმოძრაობის“ კოლონებს, რომლებიც თბილისისკენ მოემართებიან, ცოცხებსა და კვერცხებს უშინებენ. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. შეგახსენებთ, რომ დღეს, 18:00 საათზე თავისუფლების მოედანზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართება. აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები რეგიონებიდან ჩამოდიან.     ფოტო - ტვ პირველი