საქართველოს ესმის ომის ფასი და ასევე აღიარებს, თუ რამდენად ღირებულია მშვიდობა. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენი მთავრობა ახერხებდა მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას, თანაც უპრეცედენტოდ, მთელი ათწლეულის განმავლობაში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ომის თავიდან აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფაა. "ძვირფასო მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ, ჩემმა ქვეყანამ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია განიცადა 2008 წელს და მის შედეგებს კვლავაც განიცდის - ეს ჯერ კიდევ აშკარად ჩანს იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორიის ...
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ფაშინიანი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია. "სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშოტ სმბატიანი და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე დახვდნენ",- აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, გუშინ, 25 ოქტომბერს, &bd...
საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - ფაიგ გულიევი და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - ზურაბ პატარაძე დახვდნენ. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში ალი ასადოვი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია. ფორუმი ოფიციალურად ხვალ გაიხსნება.
როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე ძალიან მოწყენილია იმიტომ, რომ მას პრეზიდენტობის ვადა უმთავრდება და პოლიტიკაში დარჩენა უნდა, ყველაფერი უკავშირდება მის ამ სურვილს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, მმართველი გუნდი ქართველი ხალხის სახელით მოქმედებს და როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს იქნება ხელისუფლების დამსახურება ხალხთან ერთად. „მისი აფილაცია, კოორდინაცია და შეთანხმებული მოქმედებები ოპოზიციასთანაც მხოლოდ ამას ადასტურებს. მე ზედმეტი კომენტარის გაკეთება აღარ მსურს, ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს, მინდა ყველას წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ვითვალისწინებ ჩვენს მიერ გაკეთებულ საქმეებს, დიდი ოპტიმიზმით ველოდები, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჟურნალისტს შეკითხვას. ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ითვალისწინებს იმ "პრეცედენტებს, რომელიც უკვე შეიქმნა, შარშან მოლდოვას მისცეს, უკრაინას და ასევე ბოსნია-ჰერცოგოვინას, რომელთაც საკმაოდ დიდი ჩამორჩენა ჰქონდათ და დღესაც აქვთ შედარებით საქართველოსთან". "ჩემი მოლოდინი არის შემდეგი: ვითვალისწინებ რა ჩვენ მიერ გაკეთებულ საქმეებს, ასევე გეოპოლიტიკურ მდგომარეობას, ვითარებას, რომელიც შექმნილი არის მსოფლიოში, ასევე ვითვალისწინებთ რა იმ პრეცედენტებს, რომელიც უკვე შეიქმნა, შარშან მოლდოვას ...
კანდიდატის სტატუსი ვერ გვიშველის, თუ ივანიშვილის პუტინისტურ რეჟიმს არ გამოვცვლით, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა. ბოკერიას თქმით, ოპოზიციის შიგნით კანდიდატის სტატუსზე არსებული დისკუსია საქართველოს ინტერესების დამაზიანებელია, რადგან ის "ივანიშვილის პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმის პროპაგანდისთვის საჩუქარს წარმოადგენს". „ჩვენი ქვეყნის მკაფიო უმრავლესობის პოზიციია და ისტორიული არჩევანია, რომ ვართ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი. ჩვენი ამოცანაა, რომ ვისარგებლოთ იმ შესაძლებლობით, რომელიც იხსნება, გავითვალისწინოთ არსებული საფრთხეები, შინაარსობრივად გავხდეთ ევროპული ქვეყანა და ვიყოთ დაცულები, რასაც ...
„ქართული ოცნების“ უსაფუძვლო ბრალდება, რომ თითქოს ოპოზიცია ახდენს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების საბოტაჟს, რუსული პროპაგანდისთვის დამახასიათებელი ცინიზმია,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. ჭიაბერაშვილის თქმით, ენმ-ი მხარს უჭერს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას და პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს "ამ საქმეში ერთიანი და კოორდინირებული მოქმედებისკენ" მოუწოდებს. „ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის არჩევანია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „ვარდების რევოლუციის" შემდგომ ჩატარებულმა რეფორმებ...
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც პრეზიდენტებს შეწყალების საქმეებზე "ასამართლებენ". ეს ადამიანურად სრულიად მიუღებელია და სახელმწიფოებრივად დამღუპველი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის თქმით, საქარველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მხოლოდ რიტორიკა "ვერ უშველის ვერც ქვეყანას და ვერც პირადად მას". "პრეზიდენტ ზურაბიშვილს ემუქრებიან სისხლისსამართლებრივი დევნით, თანაც ნიშანდობლივია, რომ შეწყალების საქმეებზე. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც პრეზიდენტებს შეწყალების საქმეებზე "ასამართლებენ". ეს ადამიანურად სრულიად მიუღებელია და სახელმწიფოებრივად დამღუპ...
ჯაფარიძემ და ხოშტარიამ შექმნეს ჩვეულებრივი ბოლშევიკური, ფაშისტური ვებგვერდი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საერთაშორისო პარტნიორებისგან "ბოლშევიკური ნაბიჯის" სათანადო შეფასებას ელოდებიან. „ეს ორი ადამიანი არის ჩვეულებრივი ბოლშევიკური მენტალიტეტით გამორჩეული, ორი ე.წ. პოლიტიკოსი. ისინი არიან ექსტრემისტები, რადიკალები, რაც მთავარია, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს მათი ქმედებები და ჩვენ ასევე ველოდებით საერთაშორისო პარტნიორებისგან ამ ბოლშევიკური ნაბიჯის სათანადო შეფასებას“,- განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, პარტიებმა „გირჩი - მე...
კონკრეტულად შეგვიძლია დავასახელოთ, განსაკუთრებით ვინ იხვეწება, რომ კანდიდატის სტატუსი არ მისცენ ქვეყანას - "სტრატეგია აღმაშენებელი“ და "ნაცმოძრაობა“, "ლელო" და გვარამია, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია, რომელ ფლანგს შეეკედლოს და სად დაიდოს პოლიტიკური ბინა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის განცხადების კომენტირებისას განუცხადა. მდინარაძის თქმით, "იქნებ, სამნიძემ და დეკანოიძემ ინამუსონ და ბოლომდე თქვან, ვინ არის განსაკუთრებით ამ საქმიანობით დაკავებული". "ეს არის ის, რასაც ვლაპარაკობთ უკვე წელზე მეტია და გ...
„ნაცმოძრაობა“ დაშლილია და კიდევ უფრო მეტად იშლება,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან ენმ-ის ყოფილ თავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "მელიას მაინც და მაინც უნდა, რომ გარიცხონ პარტიიდან". "მელიას უნდა, რომ მაინც და მაინც გარიცხონ პარტიიდან, თავმოყვარეობის საკითხია. რატომ უნდა გინდოდეს მაინც და მაინც გარიცხვა, როცა შეგიძლია, შენ თვითონ დატოვო ის პარტია, სადაც ხაბეიშვილთანაც კი წააგე თავმჯდომარეობის არჩევნები? ეს არის მათი საქმე. რაც მთავარია, „ნაცმოძრაობა“ დაშლილია, კიდევ უფრო მეტად იშლება და ეს არის კარგი იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ ...
სინამდვილეში, რუსეთს ოჩამჩირეში გადმოაქვს საომარი სამიზნე... ამას ჰქვია ომში ჩათრევა და მეორე ფრონტის გახსნა", - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. გვარამიას თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პასუხისმგებლიანი განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ თუ ოჩამჩირის ტერიტორიიდან განხორციელდება უკრაინის მიმართულებით თავდასხმა, უკრაინა გამოიყენებს ძალას და თავს დაესხმება ოჩამჩირეს. "ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მიიღო რუსეთმა. სინამდვილეში, მას უბრალოდ კი არ გადმოჰყავს თავისი საზღვაო ძალები ოჩამჩირეში, არამედ რეალურად მას გადმოაქვს მოქმედი საომარი სამიზნე აქ. რადგან ეს ფლოტი არის საბრძოლო მდგომარეობაშ...
სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. როგორც ვარჰეი აღნიშნავს,საქართველო ეკუთვნის ევროკავშირის ოჯახს და ის ევროკავშირის გზაზე ყველა მხარდაჭერას მიიღებს. „კარგი შეხვედრა იყო პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან. ჩვენ შევაფასეთ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, რომლებიც ეხება 12 ძირითად პრიორიტეტს, რომლებიც იქნება საქართველოს გაფართოების ანგარიშში. საქართველოს ძალისხმევა კარგად არის მიღებული. საქართველო ეკუთვნის ევროკავშირის ოჯახს და ის მიიღებს ყველა მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ. საქართველოს პრემი...
ვროკომისია უკრაინას დადებით რეკომენდაციას მისცემს დამატებითი პირობებით, საქართველოსთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters სამ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ევროკომისია 8 ნოემბერს ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ანგარიშის ფარგლებში უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს პროგრესს შეაფასებს. „მოსალოდნელია, რომ კიევი მიიღებს პოზიტიურ რეკომენდაციას ევროკომისიისგან, შესაძლო დამატებითი პირობებით, რაც დაკავშირებულია კორუფციასთან ბრძოლასა და უმცირესობების უფლებებთან. ეს უკანასკნელი უნგრეთმა წამოჭრა. ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ მსგავსი რეკომენდაცია შეიძლება გაი...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესზე იმსჯელეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ოლივერ ვარჰეის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. "პრემიერ-მინისტრმა ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ 12 პრიორიტეტით გათვალისწინებული რეფორმების შესასრულებლად, საქა...
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანისა და სომხეთის მოსახლეობას მიმართავს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, მოსკოვი სასიცოცხლოდაა დაინტერესებული აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ახალი სამხედრო დაპირისპირების კერის გაღვივებით, რათა ამ ყველაფრის შედეგად კიდევ უფრო აქტიურად ჩაერიოს რეგიონის პოლიტიკაში. "ჩემი მიმართვა აზერბაიჯანის და სომხეთის მოსახლეობას: მოსკოვი სასიცოცხლოდაა დაინტერესებული აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ახალი სამხედრო დაპირისპირების კერის გაღვივებით, რათა ამ ყველაფრის შედეგად კიდევ უფრო აქტიურად ჩაერიოს რეგიონის პოლიტიკაში და ასევე განათავსოს თავისი ჯარის დამატებითი შენაერთები, საქმე ეხება სატრანსპორტო დერეფანს აზერბაიჯანს და მის ტერიტორიას ...
ძვირფასო პარტნიორებო, დროა გადადგათ შემდგომი ქმედითი ნაბიჯები უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ევროპულ ოჯახში მისაღებად. მხოლოდ ეს არის რეალური გარანტია იმისა, რომ ახალი თაობები იცხოვრებენ მშვიდობიან და უსაფრთხო რეგიონში. ჩვენ უკვე გავაკეთეთ არჩევანი ევროინტეგრაციისკენ და ჩვენი ქვეყნები ევროპასთან საერთო ღირებულებების, სტაბილურობისა და თანამშრომლობისკენ ისწრაფვიან. უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ უნდა მიიღონ მკაფიო საგზაო რუკა ევროკავშირის წევრობისთვის. ჩვენ ერთად, შეგვიძლია ვიყოთ უფრო ძლიერი ევროპა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, არჩილ თალაკვაძემ ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეორე საპარლამენტო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. თალაკვაძის თ...
არსებობს გეგმა, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიქმნას ლომჯარია-ზურაბიშვილი-გახარიას პოლიტიკური პარტია - რა თქმა უნდა, ყოვლად უპერსპექტივოა ნებისმიერი ასეთი გაერთიანება,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა, "აღნიშნული პარტია კოლექტიური "ნაცმოძრაობის" ფარგლებში შეიქმნება. „კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იგეგმება ასეთი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება საპარლამენტო არჩევნებისთვის და რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური პარტია ისევ და ისევ შეიქმნება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ფარგლებში. ის ქალბატონებიც, რომლებიც ესწრებოდნენ ამ შეხვედრას, არი...
ძალიან მაღალი ალბათობით, დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, "აღნიშნული გადაწყვეტილება მწიფდება". „სტატუსთან დაკავშირებით მოლოდინები არის გაუმჯობესებული, მეტი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს და პრაქტიკულად, უკვე მწიფდება ეს გადაწყვეტილება. ის ფაქტიც, რომ ვიღაცები ამის თავის თავზე მიწერას ცდილობენ, მეტყველებს, რომ სწორედ აქეთკენ მიდის პროცესი. ძალიან მაღალი ალბათობით, დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება“,- თქვა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში გაემგზავრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, პრემიერი ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ ფორუმში - "გლობალური კარიბჭის ფორუმი 2023"-ში მიიღებს მონაწილეობას. "გლობალური კარიბჭე" არის ევროპული სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხო კავშირების გაუმჯობესებას ციფრულ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სექტორებში, ასევე − ჯანდაცვის, განათლებისა და კვლევის სისტემების გაძლიერებას მთელ მსოფლიოში. "გლობალური კარიბჭე" სრულად შეესაბამება გაეროს 2030 წლის დღის წესრიგს, მდგრადი განვითარების მიზნებს და პარიზის შეთანხმებას. სტრატეგი...