საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ევროკომისიის ხელმძღვანელთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად, 5 აპრილს პეკინში გაემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მაკრონის თქმით, ის მზად არის ითანამშრომლოს ჩინეთთან, მაგრამ შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს იმ შემთხვევაში თუ, ჩინეთი რუსეთის დახმარებას გადაწყვეტს. მაკრონის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ომის ვითარების შეცვლა ორივე მიმართულებით შეუძლია. „მთავარი არის ის, რომ ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ჩინეთთან, მაგრამ ყველაფერი შეიძლება, მკვეთრად შეიცვალოს, თუ ჩინეთი გადალახავს ზღვარს და გადაწყვეტს, რუსეთს სამხედრო დახმარება გაუწიოს“, - განაცხადა მაკრონმა.
რუსეთის პრეზიდენტს სურს აჩვენოს გარკვეული პოლიტიკური ნაბიჯები ან გამარჯვებები, მაგრამ მან ვერ მიაღწია მათ ბრძოლის ველზე და აბსოლუტურად ნათელია, როგორ დასრულდება მათ მიერ დაწყებული სისხლიანი ომი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მოლდოვის, სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის ლიდერებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ინფორმაცია, რომ რუსეთი ბელარუსის ტერიტორიაზე ატომურ იარაღს განათავსებს, ჩინეთთან წარუმატებელ შეხვედრაზე მიუთითებს. "თუ გსურთ, იცოდეთ ჩემი პირადი აზრი, ვფიქრობ, ინფორმაცია, რომ რუსეთი ბელარუსის ტერიტორიაზე ატომურ იარაღს განათავსებს, ჩინეთთან წარუმატებელ შეხვედრაზე მიუთითებს. რუსეთს სურდა დემონსტრირე...
რუსეთი ამერიკელ დიპლომატებს WSJ-ის დაკავებული ჟურნალისტის მონახულების უფლებას ამ დრომდე არ აძლევს, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა. მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კვლავ მუშაობს რუსეთში დაკავებული ამერიკელი ჟურნალისტის ევან ჰერშკოვიჩთან შეხვედრის უზრუნველსაყოფად. მანვე დასძინა, რომ აშშ-ის ყველა მოქალაქემ უნდა დატოვოს რუსეთი, ვინაიდან რუსეთში ამერიკის მოქალაქეებისთვის მტრული გარემოა. "ახლა ამერიკელებისთვის რუსეთში ყოფნის დრო არ არის. თუ ახლა რუსეთში იმყოფებით - საქმისთვის,სიამოვნებისთვის თუ ნებისმიერი ტიპის მოგზაურობისთვის - უნდა დატოვოთ რუსეთი, ვინაიდან რუსეთში ამერიკი...
თუ სააკაშავილი საჩივრის გაგზავნის გადაწყვეტილებას მიიღებს, რამდენიმე საათში დოკუმენტი სტრასბურგში იქნება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ის არ ამზადებს სტრასბურგის საჩივარს, ამაზე გადაწყვეტილება თავად ექსპრეზიდენტმა უნდა მიიღოს. „მე არ ვამზადებ სტრასბურგის საჩივარს. როგორც ვიცი, ამაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მიხეილ სააკაშვილმა. ამ გადაწყვეტილებას თუ მიიღებს და მაცნობებს, დამერწმუნეთ, რამდენიმე საათში დოკუმენტი იქნება სტრასბურგის სასამართლოში“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
პრეზიდენტო ზელენსკი, ქართველი ხალხის სახელით, ნება მომეცით კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი სოლიდარობა, გისურვოთ გამბედაობა და ურყევი მონდომება თქვენი ქვეყნისა და ევროპის მომავლისთვის ბრძოლაში, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, ბუჩას გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებულ გამართულ სამიტზე. ზურაბიშვილმა მიმართვისას ასევე აღნიშნა, რომ სამყარო იმ შემთხვევაში იქნება მშვიდი, როდესაც რუსეთი უარს იტყვის თავის იმპერიალისტურ მისწრაფებებზე და დათანხმდება ისეთ სახელმწიფოდ გადაქცევას, რომელიც აღიარებს საკუთარ და მეზობლების საზღვრებს. „პრეზიდენტო ზელენსკი, ძვირფასო საზოგადოებავ, ჩემთვის დიდი პატივია ამ სამიტში მონაწილეობა,...
სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით 3 აპრილს ლიეტუვას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ლიეტუვის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან, პრემიერ-მინისტრთან, ინგრიდა შიმონიტესთან, სეიმის თავმჯდომარეთან, ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენისთან. „საქართველოსა და ლიეტუვის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს პრეზიდენტი ანტაკალნ...
საკუთარ რიგებში ეძებეთ, საკუთარი დანაშაულების გამოძიებით დაიწყეთ, დამნაშავეები ხართ თქვენ, - ასე გამოეხმაურა ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ლაზარე გრიგორიადისისთვის წინასწარი პატიმრობის მისჯის საკითხს. მისივე თქმით, მმართველმა პარტიამ მშვიდობიანი აქციები დაარბია, ხალხს გასაქცევი გზა მხუთავი გაზით ამოუქოლა და საქართველოს და ევროკავშირის დროშიან მოქალაქეებს სიცივეში წყლის ჭავლი მიუშვირა და ამის შემდეგ დამნაშავეებს სხვებში ეძებენ. "მშვიდობიანი აქციები დაარბიეს, ხალხს გასაქცევი გზა მხუთავი გაზით ამოუქოლეს, საქართველოს და ევროკავშირის დროშიან მოქალაქეებს სიცივეში წყლის ჭავლი მიუშვირეს, კაცს თვალი დათხარეს, ხმა რუსულ კანონს მისცეს, რომ საკუთარი პროდასავლური მოქალაქეების ...
ლაზარე, იცავდა საქართველოს კონსტიტუციას. დასასჯელია ყველა, ვინც კონსტიტუცია, ქართველი ხალხის ნება ფეხქვეშ გათელა და რუსულ კანონს ხელი მოაწერა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მმართველი პარტია ცდილობს, 9 აპრილის აქციის წინ, მოსახლეობა დააშინოს და მოახდინოს ძალის დემონსტრირება, ამით კი კრემლს აჩვენებენ, რომ ყველას დასჯიან, ვინც საქართველოში პუტინის პოლიტიკის წინააღმდეგ წავა. "ლაზარე, იცავდა საქართველოს კონსტიტუციას. დასასჯელია ყველა, ვინც კონსტიტუცია, ქართველი ხალხის ნება ფეხქვეშ გათელა და რუსულ კანონს ხელი მოაწერა. სამშობლოს გამყიდველი და კრიმინალია ბიძინა ივანიშვილი - რუსული ოცნების ხელისუფლების წარ...
ეს იყო ძალიან ძლიერი, ემოციური გამოსვლა, რომელიც ორიენტირებული იყო საქართველოს მისწრაფებაზე, გახდეს ევროკავშირის წევრი, - ასე გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას. განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მისივე თქმით, ის ეთანხმება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ საქართველო ევროკავშირში გაერთიანების გზაგასაყარზე იმყოფება და იმედოვნებს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე წარმატებას მიაღწევს. მან დასძინა, რომ იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წარმატებას მიაღწიოს ამისთვის საჭიროა მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთიანობა. ...
თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძარი ლოკალიზებულია. - ამის შესახებ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "ექსპრესნიუსს" განუცხადეს. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი გაჩნდა 4-სართულიანი შენობის მესამე და მეოთხე სართულებზე. ამ ეტაპზე ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე ასევე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, რომლებიც პერიმეტრს იცავენ.
ფინეთი ჩვენს ალიანსს უახლოეს დღეებში ოფიციალურად შეუერთდება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისივე თქმით, ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება ფინეთს უფრო უსაფრთხოს გახდის და ნატო-ს უფრო ძლიერს. „ფინეთი ოფიციალურად შეუერთდება ჩვენს ალიანსს უახლოეს დღეებში. ფინეთის გაწევრიანება ფინეთს უფრო უსაფრთხოს გახდის და ნატოს უფრო ძლიერს. მოუთმენლად ველი, რომ რაც შეიძლება მალე მივესალმები შვედეთს, როგორც ნატოს ოჯახის სრულუფლებიან წევრს“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა. შეგახსენებთ, თურქეთის პარლამენტმა ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება მოახდინა.
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა Wall Street Journal-ის მოწოდებას ყველა რუსი ჟურნალისტის გაძევების შესახებ აბსურდული და არასწორი უწოდა. პესკოვის აზრით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან რუსეთის წინააღმდეგ მსგავსი ზომების გატარების საფუძველი არ არსებობს. მანვე დასძინა, რომ ყველა უცხოელ ჟურნალისტს, რომელსაც აქვს მოქმედი აკრედიტაცია, შეუძლიათ განაგრძნობ ჟურნალისტური საქმიანობა რუსეთში, ხოლო რაც შეეხება WSJ-ის დაკავებულ ჟურნალისტს, რომელიც ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდა, მისი შედარება სხვა ჟურნალისტებთან დაუშვებელია. „ყველა ჟურნალისტს, რომელსაც აქვს აქ მოქმედი აკრედიტაცია, ვგულისხმობ უცხოელ ჟურნალისტებს, მათ შეუძლიათ და განაგრძონ ჟურნალისტური საქმიანობა ჩვენს ქვეყანაში...
ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნიდან რუსი დიპლომატების ან ჟურნალისტების გაძევებას ჯერ არ გეგმავს, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, Wall Street Journal-ის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც, გაზეთი აშშ-დან რუსეთის ელჩისა და რუსი ჟურნალისტების გაძევებას მოითხოვდა. ამასთან ერთად ჯო ბაიდენმა, რუსეთის მთავრობას Wall Street Journal-ის ჟურნალისტის ევან გერშკოვიჩის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. როგორც WSJ-ის განცხადებაშია აღნიშნულია, რუსეთის მიერ Wall Street Journal-ის რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის დაკავება აძლიერებს კრემლის ჩვევას ამერიკელების მძევლად აყვანის შესახებ, რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსეთი ცივილიზებული ერები...
რუსეთის ელჩის შეერთებულ შტატებიდან გაძევება, ისევე როგორც აქ მომუშავე ყველა რუსი ჟურნალისტის, იქნება მინიმალური ნაბიჯი, რისი მოლოდინიც გვაქვს [აშშ-სგან], - ამის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal ავრცელებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ Wall Street Journal-ის რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის დაკავება აძლიერებს კრემლის ჩვევას ამერიკელების მძევლად აყვანის შესახებ, რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსეთი ცივილიზებული ერების საზოგადოებას შორდება. "რუსეთის მიერ Wall Street Journal-ის რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის დაკავება აძლიერებს კრემლის ჩვევას ამერიკელების მძევლად აყვანის შესახებ და ეს უფრო მტკიც...
დასავლეთის მხრიდან საქართველოს საქმეებში ჩარევისა და შიდა სიტუაციის ცვლილების მცდელობები აბსოლუტურად მიუღებელია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. მისივე თქმით, დასავლეთი ცდილობს, რომ მოახდინოს სიტუაციაზე ზემოქმედება, ამ მცდელობებმა კი, შეიძლება გავლენა იქონიოს რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე. "აბსოლუტურად მიუღებელია ასეთი უხეში მცდელობები არა თუ საქმეებში ჩარევის, არამედ შიგნიდან სიტუაციის ცვლილების, შესაბამისი ინსტიტუტების მეშვეობით - ყველა კარგად იცნობს მათ - ე.წ არასამთავრობო ორგანიზაციები, ეგრეთ წოდებული საზოგადო მოღვაწეები, მრავალი თვალსაზრისით, ეს ყველაფერი პირდაპირ გარედან არ...
ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგება არა დაშინება ან შანტაჟი, არამედ სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფის შესაძლებლობაა, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა. როგორც ლუკაშენკომ ბელარუსი ხალხისა და ეროვნული კრებისადმი მიმართვისას აღნიშნა, "მათრახის ქვეშ" ცხოვრება არ სურთ და "მონები არ იქნებიან. "ჩვენი ქვეყნის გარშემო შექმნილ გარემოებებსა და სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში, ჩემ მიერ დაჟინებით გააქტიურდა რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებები ბელარუსში ბირთვული იარაღის დაბრუნებაზე. სწორედ იმ ბირთვული იარაღის დაბუნებაზე, რომელიც გატანილ იქნა. შედეგი ცნობილია. მე არ ვცდილობ ვინმეს დაშინებას, დაშანტაჟებას. მე მინდა, დ...
დღეს, ჩვენ საქართველოს პარლამენტში მოვისმინეთ უკიდურესად ტენდენციური გამოსვლა, წინა დღეებშიც ამის მოლოდინი დავაფიქსირეთ,- ასე შეაფასა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური მოხსენება, რომლითაც ის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის რიგგარეშე სხდომაზე წარსდგა. როგორც მდინარაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელი გამოსვლით პოლარიზაცია გააღრმავა. "ერთი კითხვა მაქვს - 2008 წელთან დაკავშირებით იგივე პოზიცია გაქვთ დღესაც? თქვენ ბრძანებდით 2018-ში, რომ მძინარე ცხინვალი დაბომბა სააკაშვილმა და მან დაიწყო ომი - აქ შეგიძლიათ კონსპირაციის კონტექსტში რაე გვითხრათ?... როდესაც ჩვენ ვიცით "ნაცმ...
მინდა დავპირდე სალომე ზურაბიშვილს, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, რომ საქართველოს უკრაინიზაცია არ მოხდება,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს უკრაინიზაცია, ნიშნავს 35%-იან ეკონომიკურ ვარდნას, რაც არის სრული კატასტროფა. "მე მინდა დავპირდე სალომე ზურაბიშვილს, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, რომ საქართველოს უკრაინიზაცია არ მოხდება. შეგახსენებთ, რა არის საქართველოს უკრაინიზაცია - ეს ნიშნავს 35%-იან ეკონომიკურ ვარდნას, რაც არის სრული კატასტროფა. ეს მოხდა სამწუხაროდ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში და ეს არის მძიმე ტვირთი, რომელიც აქვს მათ, ეს არის 100 000-ზე მეტი დაღუპული, ინფ...
რაც არ უნდა ეცადოთ და გაავრცელოთ "მეორე ფრონტის" კონსპირაციული თეორიები, შედეგს ვერ მიაღწევთ, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის რიგგარეშე სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოსა და მთავრობის წარმომადგენლებს. როგორც პრეზიდენტმა ყოველწლიური მოხსენების ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ევროკავშირი საქართველოში მშვიდობას ემსახურება. "რაც არ უნდა ეცადოთ და გაავრცელოთ "მეორე ფრონტის" კონსპირაციული თეორიები - ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ ევროკავშირის შექმნის იდეა სწორედ მშვიდობას ემსახურება და არა ომს. ევროკავშირი საქართველოში პირდაპირ ემსახურება ჩვენი ქვეყნის მშვიდობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მი...
ქართველი ხალხი თქვენს გასაგონად სამჯერ გამოვიდა. არა პოლიტიკური პარტიების დაძახებით, არა უცხოელების კარნახით, არა დაკვეთით, არა ფულით, არა გადატრიალებისთვის, არა შეთქმულებისთვის, არამედ თავისი ევროპული მომავლისათვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას მიმართა. ზურაბიშვილმა მთავრობას ბოლო წლების განმავლობაში ქართველი ხალხის საპროტესტო აქციების მთავარი გზავნილები შეახსენა "2020 წლის 20 ივნისს, ქართველმა ხალხმა გითხრათ, რომ რუსეთი არ უნდა არ უნდა არცერთი ფორმით, არცერთი წამით. 2022 წლის 4 მარტს გითხრათ, რომ მეგობარ ქვეყანას, უკრაინას უცხადებს სოლიდარობას და ჩვ...