ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. ცვლილების მიხედვით, სანქციები აღსრულდება საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი და საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს სანქცირებული საქართველოს მოქალაქე, თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი. "როგორც ცნობილია, 2022 წლის 26 თებერვლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით, საქართველოს ფინანსური ...
დღემდე ოთარ ფარცხალაძე არის საქართველოს მოქალაქე,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, არ იცის, არის თუ არა ფარცხალაძე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, საკითხს კი, იუსტიციის სამინისტრო სწავლობს. "დღემდე ოთარ ფარცხალაძე არის საქართველოს მოქალაქე... ყველაფერი შეიძლება იქნეს შესწავლილი, მაგრამ ჩვენ ვამბობთ რას, რომ საქართველოს მოქალაქის მიმართ ვერ გავრცელდება ის რეჟიმი, რაც შეიძლება გავრცელდეს არამოქალაქის მიმართ. მე როგორც ვიცი, იუსტიციის სამინისტროსაც აქვს დაწყებული მოქალაქეობის საკითხის შესწავლა",- განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, 14 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკ...
თბილისის მერმა, კახა კალაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს მიმართა, ქვეყანაში "დესტაბილიზაციის მცდელობებთან" და დაკავებულ პირებთან დაკავშირებით საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდონ. როგორც მან სუს-ის მიერ გამოქვეყნებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა, არეულობის ყველა მცდელობაზე სახელმწიფოს მხრიდან პრევენციული ღონისძიებები გატარდა. „მინდა, სუს-ის წარმომადგენლებს მივმართო, აუცილებლად გაასაჯაროონ და ისაუბრონ, თუ როგორ დააკავეს ქვეყანაში უკრაინის შვიდი შეიარაღებული მოქალაქე; ისაუბრონ უკრაინის ზღვით შემოსულ მოქალაქეზე, რომელიც დააკავეს; ისაუბრონ სიმართლე იმასთან დაკავშირებით, თუ ვისი მოთხოვნით იყო ეს ადამიანები გათავისუფლებული. სააკ...
საქართველოს დღეს არ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესს დათმობს და სხვა რომელიმე ქვეყნის ინტერესს გაატარებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. მისივე თქმით, ყველამ უნდა დაიმახსოვროს, რომ საქართველო არ იყიდება და დესტაბილიზაციის უფლება არავის მიეცემა. „დარწმუნებული ვარ, შესაბამის სამსახურს უფრო მეტი ინფორმაცია და კონკრეტიკა აქვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ძალიან ბევრი რამ ცხადიცაა. პირდაპირ განცხადებებს ვისმენთ, ქმედებებსაც ვაკვირდებოდით და ყოველთვის არის მცდელობა, ქვეყანაში შემოიტანონ...
დიდი ხანია, ვსწავლობთ რუსული ФСБ-ს გავლენებს საქართველოში, არა ერთხელ გავასაჯაროვეთ კონკრეტული მტკიცებულებები იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარება ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანი პუტინის ტერორისტულ რეჟიმს სანქციებისგან თავის არიდებაში,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ქვეყანაში სტრატეგიულ ობიექტებს აკონტროლებენ. „ჩვენ დიდი ხანია, ვსწავლობთ რუსული ФСБ-ს გავლენებს საქართველოში, არა ერთხელ გავასაჯაროვეთ კონკრეტული მტკიცებულებები იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარება ბიძინა ივანიშვილ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. მათი ცნობით, ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. პრემიერის თქმით, საქართველოს ყველა მიმართულებით აქვს პროგრესი, მთავრობამ რეკომენდაციების შესრულებისთვის მაქსიმუმი გააკეთა და პროცესი გრძელდება. „შარლ მიშელთან შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე გამოკვეთილი ოთხივე საკითხი, რომელზეც პროგრესის ხილვა სურთ სექტემბრის ბოლომდე, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად დარეგულირდება და ამის შესახებ ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, განსახილველ საკითხებს შორის იყო ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. "ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის უპრეცედენტო დინამიკას და აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს გერმანიის ძლიერ პოლიტიკურ გზავნილებს. მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის მჭიდრო და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაძლიერების მზადყოფნა გამოთქვეს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ოლა...
სხდომაზე საუბარი შეეხო სუს-ის განცხადებასაც. ნამდვილად შემაშფოთებელია ის განცხადება, რაც გავრცელდა სუს-ის მიერ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა. კობახიძის თქმით, ნებისმიერი პროვოკაცია და ვითარების არევის მცდელობა აღკვეთილი უნდა იყოს. „ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული, რომ აღიკვეთოს ვითარების ნებისმიერი არევის მცდელობა, ნებისმიერი პროვოკაცია, მითუმეტეს ისეთი მძიმე პროვოკაციები, რომელზეც იყო საუბარი სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში“, - აღნიშნა კობახიძემ. შეგახსენებთ, დღეს, 18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ...
პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და უდანაშაულობის პრეზუმფციას, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საუბრობს და ეროვნული ბანკის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვას ეხმაურება. მისივე თქმით, როდესაც საქმე ეხება გარკვეული გადაწყვეტილების მიღებას, და "როდესაც ერთმანეთთან კონფლიქტში შეიძლება იყოს, არ ვიცი ეროვნული ბანკის შიდა რეგულაცია შეიძლება არსებობდეს, მაგრამ უპირატესობა ყოველთვის ენიჭება საქართველოს კონსტიტუციას". "როდესაც ასეთი ბრალდებები ჟღერდება, რა თქმა უნდა ამას უნდა მოჰყვეს წესით მტკიცებულებები. თქვენ გახსოვთ იქ იგივე სასამართლოსთან დაკავშირებით, მოსამართლეებისთვის სავ...
ყველაზე დიდი უბედურებაა, როცა გენერალური პროკურორი ეფ-ეს-ბეს აგენტი ყოფილა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი ოთარ ფარცხალაძის საქმეზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს. ერთ-ერთმა, ბატონმა კახამ [კალაძე] მემგონი თქვა, რომ ყველაზე დიდი უბედურება თურმე ჩემი ვიზიტები არის ევროპაში. არა, ბატონო კახა, ყველაზე დიდი უბედურება არის ის, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი ყოფილა ეფ-ეს-ბეს თუ კა-გე-ბეს, ერთიდაიგივეა, აგენტი. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება და კიდევ უფრო დიდი უბედურება არის, როცა ამის შესახებ არ არის ისეთი ფორიაქი ყველა იმ უწყებებში,რომლებიც უნდა ამას იძიებდეს და პასუხისმგებლობა მათზე არის და მე მოვითხოვ აქ, თქვენს წინაშე სწორე...
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, - ამის შესახებ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, ოტმარ კარასმა მადრიდში განაცხადა. როგორც კარასი აღნიშნავს, მისთვის ცნობილია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული პერსპექტივა ქართველი ხალხისთვის. „ევროპარლამენტმა ხმამაღლა აღნიშნა, რომ უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის, მოლდოვის მომავალი ევროკავშირშია და ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული პერსპექტივა საქართველოში მრავალი ადამიანისთვის. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ეს არის ჩვენი პერსპექტივა და საერთო ხედვა. ახლა უნდა ნაბიჯ-ნაბიჯ წავიწიოთ წინ ევროკავშირში და ზემოთ ხსენებულ ქვეყნებში“, - განაცხადა ოტმარ კარასმა, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელ...
"რიგითი" ფარცხალაძის გადასარჩენად რუსეთის ჯაშუშები ამოქმედდნენ და დაადასტურეს, რომ ფარცხალაძის, ანუ რუსული “ფეესბეს” გავლენის ქვეშ არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც,- ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სუს-ის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, გარკვეული ჯგუფი ოქტომბერ-დეკემბერში არეულობას და დესტაბილიზაციას გეგმავს. როგორც ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელი განცხადება ადასტურებს, რომ "ჯაშუშების პირთა წრე ბევრად დიდია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია". "კიდევ ერთი რუსეთის ჯაშუშის, გრიგოლ ლილუაშვილის - სუს-ის განცხადება სახელმწიფო გადატრიალებაზე, არის...
ჩემ წინააღმდეგ შეთითხნილი საქმეების ყველა დეტალი ფარცხალაძის მიერ ფორმულირდება და თანხმდება არა მხოლოდ ივანიშვილთან, არამედ მოსკოვთანაც,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის თქმით, პროკურატურასა და სასამართლოს ჩრდილიდან სწორედ ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მართავს. "სწორედ ფარცხალაძეს მიჰყავს ჩემი ე.წ. საქმეების ყველა დეტალი. ის პროკურორად მას შემდეგ დაინიშნა, რაც კბილაშვილმა უარი თქვა პატრონის დავალების შესრულებაზე და ჩემ წინააღმდეგ საქმეები არ აღძრა. ფარცხალაძემ, რა თქმა უნდა, ყველაფერი იკადრა. ამის შემდეგ, ივანიშვილი იძულებული გახდა, ის ე.წ. ბოტასების საქმის გამო მოეხსნა, მაგრამ რეალურად ჩრდილიდან სწ...
გია ლორთქიფანიძე - ეროვნებით ქართველი, თავისი სულით და გულით არაქართველი, საქართველოში ცდილობს, არიოს სიტუაცია,- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სუს-ის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, გარკვეული ჯგუფი ოქტომბერ-დეკემბერში არეულობას და დესტაბილიზაციას გეგმავს. როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გამოძიების შედეგებსა და შესაბამის მტკიცებულებებს მოიცავს. "ეს გახლავთ გამოძიების მიერ მოძიებული ინფორმაცია, ეს არის გამოძიების შედეგები, რომელიც ეფუძნება შესაბამის მტკიცებულებებს. ამ ყველაფერს ნაწილობრივ საზოგადოებაც ამჩნევდა, ხედავდა, თუ რისკენ მიჰყავს ხოლმე რადიკალურ ოპოზიცია...
ინფორმაცია თითქოს, რომელიმე ხარჯი არ არის ასახული ქონებრივ დეკლარაციაში, ტყუილია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამთავრობო თვითმფრინავის გამოყენებასა და მასთან დაკავშირებულ ხარჯებზე საუბრისას განაცხადა. კალაძის თქმით, არა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, არამედ პირადი თანხა გადაიხადა, რაც "პირიქით, ქვეყნის ბიუჯეტს წაადგება". „ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ჩემი ყველა ხარჯი მითითებულია დეკლარაციაში. ასე რომ, მცდელობა, საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში, ნამდვილად არ გამოგივათ. მე არაფერი მაქვს დასამალი და რაც არ უნდა ჩხრიკოთ, ეძებოთ, ვერაფერს ნახავთ ისეთს, კახა კალაძეს რამე არასწორი, არაკანონიერი, კან...
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისმა უწყებებმა ქართულ მხარეს უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ. კალაძის თქმით, ქართველი ხალხი "მეტ კონკრეტიკას" იმსახურებს. „პირველ რიგში, საჭიროა, უფრო მეტი ინფორმაციის გასაჯაროება, მეტი კონკრეტიკის წარმოდგენა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა იმსახურებს იმას, რომ საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელზეც ამბობენ სანქცირებულიაო, მეტი ინფორმაცია წარმოადგინონ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საქმის შესწავლა დაიწყო, ალბათ, შესაბამისი უწყება მიმართავს თავის კოლეგებს, რომ საკითხის გარშემო მეტი კონკრეტიკა წარმოადგინონ. გ...
საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია, ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა,- აღნიშნულის შესახებ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ცნობით, "დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღებად" შერჩეულია მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა. "სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიღებული ინფორმაციით, ს...
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან, ანალენა ბერბოკთან შეხვედრა გამართა. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე გაამახვილეს. "ილია დარჩიაშვილმა ანალენა ბერბოკს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით გაწეული ძალისხმევის შესახებ და იმედი გამოთქვა,რომ საქართველოს პროგრესი და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება აღიარებული, რაც აისახება შესაბამის გადაწყვეტილებაში ქვეყნისთვის კანდ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს, ასევე ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის შედეგები მიმოიხილეს და სამომავლოდ თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები დასახეს. "როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველომ და თურქეთმა თანამშრომლობის მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, რაც აისახა როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ განზომილებაში. მისი თქმით, არსებული რეგიონული პროექტები ეფექტური სტრატეგიული თანამშრომლობის, მდგრადი განვითარებისა და საიმედო პარტნიორობის ნათელი მაგალითია სა...
ჩემ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე აცხადებს. როგორც ფარცხალაძე „რუსთავი 2“-სთვის გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს, ყველამ, ვინც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება წაიკითხა, ნათლად დაინახა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით არის მიღებული. „ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ უკვე 10 წელია, არათუ საჯარო სამსახურში თანამდებობას არ ვიკავებ, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებთან არანაირი კავშირი არ მაქვს. მიუხედავად ამისა, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის პროპაგანდისტულ მ...