როდესაც ვსაუბრობთ კანონპროექტზე, რომლის შესახებ შეშფოთება გამოხატა შენმა მეგობარმა, პარტნიორმა ქვეყნებმა, ხოლო შენმა ოკუპანტმა ის მოიწონა, ალბათ უნდა დაისვას კითხვა, არის თუ არა ეს კარგი, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა მმართველი პარტიის მიერ ხელახლა ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. როგორც დანიგანმა აღნიშნა, ხელისუფლების მიერ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტსა და აშშ-ში მოქმედ FARA-ს შორის მსგავსება საერთოდ არ არის. "როდესაც ვსაუბრობთ კანონპროექტზე, რომლის შესახებ შეშფოთება გამოხატა შენმა მეგობარმა, პარტნიორმა ქვეყნებმა, ხოლო შენმა ოკუპანტმა ის მოიწონა, ალბათ უნდა დაისვა...
მივესალმები გუშინდელი თავისუფალი მარშის მონაწილეებს, ამ ბრძოლაში არ უნდა დავიღალოთ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, "რუსეთმა ულტიმატუმი წაუყენა საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაიწყოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან "საზღვრის დელიმიტაცია", მოაწეროს მათთან ხელშეკრულებას ხელი და პრაქტიკულად აღიაროს მათი "დამოუკიდებლობა". დამატებით, ისევ გამოაგორეს “რუსული კანონი”. "ჩვენ გვაბარებენ, მაგრამ ჩვენ არ ჩავბარდებით! მივესალმები გუშინდელი თავისუფალი მარშის მონაწილეებს. მე ადრე ვთქვი, რომ საქართველოში რუსული დივერსიული ჯგუფებია შემოსული და აი, ამის ...
ჩვენ არ მივცემთ ივანიშვილს შესაძლებლობას, ქვეყანა ჩააბაროს რუსეთს. არა რუსულ კანონს ქუთაისიდან, კი ევროპას და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ქუთაისში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, "ივანიშვილის ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, ქართველი ხალხი დააპირისპიროს, დაქსაქსოს". "ძმობის და მეგობრობის ქალაქიდან, ყველაზე ევროპული ქალაქიდან ძალიან მარტივი გზავნილი მინდა ვუთხრა საზოგადოებას - ივანიშვილის ხელისუფლების მთავარი ამოცანა არის ქართველი ხალხი დააპირისპიროს, დაქსაქსოს და როგორმე ქართველი ხალხი ერთ მუშტად შეკრული არ იყოს და...
რატომ ამბობენ ევროპელები საქართველოში უარს იმაზე, რატომ გვიკრძალავენ ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან კონკრეტული წარმომადგენლები თუ ოფიციალური სტრუქტურები იმას, რაც ინიცირებულია ევროკავშირში, რაც მიღებულია ქვედა პალატის მიერ საფრანგეთში?- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, "ევროპიდან წამოსული კრიტიკის მიზეზია ის, რომ დონორებს არ სურთ გამჟღავნდეს, რომ ისინი სასარგებლო საქმეებთან ერთად აფინანსებდნენ ექსტრემიზმს, ლგბტ პროპაგანდას, რევოლუციურ ტრენინგებს და ა.შ". "მოდი, პირდაპირ ვთქვათ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე: ამაზე ძალიან მუშაობენ ის დო...
საქართველოს დასანქცირების არანაირი მიზეზი არ არსებობს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯიმ ობრაიენის განცხადებას ეხებოდა. კალაძის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე ოპონენტებისგან „საფუძვლიანი არგუმენტები" ვერ მოისმინა. „ჯერ ერთი, ჩნდება კითხვა, რატომ უნდა იყოს დასანქცირებული ჩვენი ქვეყანა. ამის არანაირი მიზეზი არ არსებობს, აბსოლუტურად გაუგებარია. ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი, მუქარა - ასე შევაფასებდი. რა აქვს კანონს პრობლემა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან, საკუთრებასთან...
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილის მამა როინ ქოჩარაშვილი „ნაცია“. კალაძე მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას ფეხბურთელისა და მისი მამის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ „პოსტს" გამოეხმაურა და თქვა: „რატომ გაგიკვირდათ? როინ ქოჩორაშვილი „ნაცია“, რა არის ამაში პრობლემა? ჩემზე უკეთ იცით, რომ როინ ქოჩორაშვილი არის „ნაცი“, გახარიას პარტიის წარმომადგენელი. რატომ გიკვირთ ეს?“. მისი თქმით, "ვიღაცას თუ ერთი ბატონის მეორეთი ჩანაცვლება თავისუფლება და დემოკრატია ჰგონია, ეს ასე არ არის". „ჩვენ ყველას გვინდა ევროპა. თქვენ როგორ ფიქრობთ, მე არ ...
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციასთან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, "რუსული კანონის" შედეგები და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში უკვე მეორედ ინიცირებულ "რუსულ კანონს" ქვეყნისთვის გამოწვევა უწოდა და აღნიშნა, რომ კანონის მიღება გავლენას მოახდენს სამოქალაქო საზოგადოებაზე - "ევროკავშირის ღირებულებების დამცველი სამოქალაქო სექტორის განადგურება კი, სწორედ რუსეთის მიზანს წარმოადგენს". "როცა საკითხი ეხება ევროპასა და რუსეთს შორის არჩევანს, პრეზიდენტი აქ...
უცხოელი აგენტების შესახებ შემოთავაზებული კანონი ევროკავშირის წევრობასთან შეუთავსებელია,- ასე ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი საქართველოს პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის რეინიცირებას. როგორც როთი X-ზე [ყოფილ Twitter-ზე] წერს, "ქართველების 90%-ს ევროკავშირში გაწევრიანება სურს და არა პუტინის რუსეთთან". "უცხოელი აგენტების შესახებ შემოთავაზებული კანონი ევროკავშირის წევრობასთან შეუთავსებელია. დამოუკიდებელი და კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოება არა ხალხის მტერი, არამედ პირობაა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. "ქართულმა ოცნებამ" უნდა მოუსმინოს თავის ხალხს: ქართვე...
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უფრო მეტად განმტკიცდა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი,- ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქმეზე - "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. მთავრობის მეთაურის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით საქართველომ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. "საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დააკისრა სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდ...
ის, რომ 8 აპრილს ვიღაცებმა გაბედეს და რუსული კანონი კიდევ ერთხელ შემოიტანეს, ეს არის მათი დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანი,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის მემორიალთან განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, არჩევანი საქართველოსთვის არის "ან დამოუკიდებლობა, ან დამონება, ან ევროპა, ან რუსეთი". "დღევანდელი დღე, რაც არ უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, რომ დიდი ტრაგედია დატრიალდა და ნამდვილად დიდი ტრაგედია დატრიალდა, ეს არის უზარმაზარი გამარჯვების დღე, ის დღე, როცა ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ვერაფერი დაემუქრება საქართველოს და მის დამოუკიდებლობას. ეს არის უდიდესი გამარჯვების დღე საქართველოსთვის, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ამ დღის მნიშვნე...
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო 9 აპრილის ტრაგედიიდან 35-წლისთავს ეხმაურება. საელჩო აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. "9 აპრილს ვიხსენებთ საბჭოთა არმიის ხელით დაღუპულ 21 ადამიანსა და ასობით დაშავებულს, რომელიც მშვიდობიანი დემონსტრაციით თავისუფლებას ითხოვდა. პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც ვერ მოესწრო იმ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რომლისთვისაც ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე გაიღო. ასეთ დღეებში ყველაზე მძაფრად ვგრძნობთ, რატომ გვაერთიანებს ამერიკა-საქართველოს ასე მჭიდროდ ჩვენი თანაზიარი, უმაღლესი ღირებულებები: დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია", - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან...
ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი სად არის, იცით? როგორ შეიძლება, გააკრიტიკო ევროპიდან, ვინც არ უნდა იყო, ის, რაც თავად ევროპარლამენტშია ინიცირებული,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების კრიტიკას. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მსგავსი სახის კანონი მოქმედებს და ინიცირებულია აშშ-სა და ევროპის არაერთ ქვეყანაში და "დამოკიდებულება, რომ მათთვის შეიძლება, ხოლო საქართველოსთვის - არა, მიუღებელია". "რასაც იღებს საფრანგეთი, რაც მოქმედებს აშშ-ში, ავსტრალიაში, ისრაელში, ახალ ზელანდიაში, ინიცირებულია ბრიტანეთში - ე.ი. შეიძლება მათთვის და არავითარ შემთხვევაში არ შ...
35-წლისთავზეც გვიწევს ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის; ბრძოლა იმისთვის, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ქვეყანა არ ჩააბაროს მტერ სახელმწიფოს,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, საქართველოში "ერთობის ფასი არაფერია". "ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე კარგად ესმით, ერთობის ფასი და იმის ფასი, რომ ფაქტობრივად, ხალხისთვის შეუძლებელი არაფერია მიუხედავად იმისა, მოწინააღმდეგე ვინ შეიძლება იყოს მათთვის. შესაბამისად, ჩვენ 35-წლისთავზეც გვიწევს ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის; ბრძოლა იმისთვის, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ამ რეალობაში ქვეყანა არ ჩააბაროს მ...
უმძიმეს ტრაგედიასთან ერთად, 9 აპრილი არის ქართველი ერის თვითგამორკვევის და ერთობის დღე,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 9 აპრილის ტრაგედიიდან 35-წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. პაპუაშვილის განცხადებით, „9 აპრილი, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა, დარჩება ჩვენი ერის ისტორიაში გამარჯვებისა და ერთიანობის სიმბოლოდ, დღედ „უდიდებულესი წამისა”. „1989 წლის 9 აპრილიდან 35 წელი გავიდა. და მაინც, ამ დღის მოახლოებასთან ერთად კვლავაც მძაფრად განვიცდით ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში დატრიალებულ ქარტეხილებს, რომელთა შორის ეს თარიღი ერთ-ერთი გარდამტეხია. ის აღგვაფრთოვანებს თავისი ერთსულოვნებითა და სულისკვე...
"ქართულმა ოცნებამ" ჩვეულებისამებრ იცრუა - დაჰპირდნენ, რომ არ შემოიღებდნენ იმ კანონს, რომლის გაუქმებაც ერთი წლის წინ მოუწიათ, მაგრამ მაინც გააკეთეს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს. როგორც კრამონი აღნიშნავს, "რუსული კანონის" მიღებით "ქართული ოცნება" მიზანმიმართულად ხურავს კარებს ქვეყნის ევროპული მომავლისკენ". "ქართულმა ოცნებამ" ჩვეულებისამებრ იცრუა - დაჰპირდნენ, რომ არ შემოიღებდნენ იმ კანონს, რომლის გაუქმებაც ერთი წლის წინ მოუწიათ, მაგრამ მაინც გააკეთეს. ეს არის მმართველი პარტიის ანტიევროკავშირის და პრორუსული პოლიტიკის გაგრძელება ბოლო წლების განმავლობაში. კანონპროექტი მიზნად...
პარლამენტის ბიურომ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელა. იმის გათვალისწინებით, რომ 9 აპრილს დასვენების დღეა, კომიტეტი პროცედურით გათვალისწინებულ სამდღიან ვადას დაიცავს და ცვლილებებზე პირველი მოსმენით მომავალი კვირის ორშაბათს იმსჯელებს. „კომიტეტი კანონპროექტებს პარასკევს, 12 აპრილს განიხილავს“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა. „ქართული ოცნების“ მიერ ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა. მასთან ერთად დაინიცირდა ორი ალტერნატიული პროექტი გიორგი გახარიას გუნდის მიერ.
საჯარო რეესტრმა ძალადობრივი, პრორუსული მოძრაობის ალტ-ინფოს პარტია კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო გააუქმა. გადაწყვეტილება ასახულია საჯარო რეესტრის ვებგვერდზე. 2024 წლის 8 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გააუქმა პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ რეგისტრაცია, ვინაიდან პარტიის დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობის მოთხოვნებს. პარტიის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს მომართვის საფუძველზე დაიწყო. "2021 წლის 6 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა კონსტანტინე მორგოშიას მიერ ხელმოწერილი ახალი წესდება. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წესდება ყრილობას უნდა დაემ...
პრეზიდენტი გამოიყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებას და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა. ბიუროს სხდომაზე მსხილაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტი საერთოდ არ უნდა დარეგისტრირებულიყო. „ყველამ იხილეთ, რა რეაქცია მოჰყვა უმრავლესობის მიერ აღნიშნული კანონის ინიცირებას. ამას გამოეხმაურა როგორც ევროკავშირი, ისე ნატო-ს გენერალური მდივანი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, სტრატეგიული პარტნიორები, ამერიკის შეერთებული შტატები. მათ აღნიშნეს, რომ აღნიშნული კანონის მიღება ხელს შეუშლიდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, ჩვენ ბიუროზე მოვითხოვეთ, რომ აღნიშნულ...
"კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - ამ სახელწოდებით, ხვალ, 9 აპრილს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ თავისუფლების მარში გაიმართება. მარში, რომლის ორგანიზატორებიც სამოქალაქო ორგანიზაციები არიან, 18:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება. "9 აპრილს, 18:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით, რუსული კანონის წინააღმდეგ თავისუფლების მარში გაიმართება! შემოგვიერთდით საქართველოს ევროპული მომავლისთვის! ჩვენ ვირჩევთ ევროპას, საქართველო არასდროს იქნება რუსეთი! ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი! კი ევროპას! არა რუსულ კანონს!"- ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!" - ამ სახელწოდებით, 400-ზე მეტი ორგანიზაცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. „ინტერექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ჩვენ, ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ხელისუფლების მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონს. „ქართული ოცნების“ მიერ საკუთარი სიტყვის გატეხვა და ხალხის მოტყუება მიმართულია არა მხოლოდ ქართული მედიისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, არამედ თითოეული მოქალაქისა და საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმარებით...