პრეზიდენტი - ტერორი საქართველოში...

ტერორი საქართველოში - კვლავ თვითნებური დაპატიმრებები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. პრეზიდენტი "სტუდეტები თავისუფლებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკო მანაგაძის დაკავებას გამოეხმაურა. "ტერორი საქართველოში - კვლავ თვითნებური დაპატიმრებები, მათ შორისაა სტუდენტური მოძრაობის, "სტუდენტები თავისუფლებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკო მანაგაძე",- წერს ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, სტუდენტი ნიკო მანაგაძე გასულ ღამეს დააკავეს.

ცაჰკნა - ესტონეთმა სანქციები დაუ...

ესტონეთმა სანქციები დაუწესა საქართველოს ხელისუფლების კიდევ 14 წევრს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ კობახიძეს,- ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს. როგორც ცაჰკნა აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების, ჟურნალისტების და ოპოზიციის ლიდერების მიმართ განხორციელებული ძალადობა არის კრიმინალური და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული. "ესტონეთმა სანქციები დაუწესა საქართველოს ხელისუფლების კიდევ 14 წევრს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ კობახიძეს. საქართველოს ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების, ჟურნალისტების და ოპოზიციის ლიდერების მიმართ განხორციელებული ძალადობა არის კრიმინალური და ადამიან...

„კონსტიტუციაში ჩაწერილი ქართველი...

საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ღალატი არ შეიძლება,- ამის შესახებ ნათქვამია ვიდეომიმართვაში, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ავრცელებს. როგორც მაკრონი ვიდეომიმართვაში აცხადებს, „საქართველოს გადასაწყვეტია თავისი ბედი - ამისთვის კი, ქართველების ხმას უნდა მოუსმინონ და პატივი სცენ“. „ძვირფასო ქართველო მეგობრებო, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პირველი წლისთავის წინა დღეს, მნიშვნელოვნად მივიჩნიე, ეს გზავნილი ამ მოკლე ვიდეოს მეშვეობით გადმომეცა. პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ღალატი არ შეიძლება. საქართველოს ევროპული ოცნება ...

კობახიძე - ერთი რამ ვერ გათვალეს...

ერთი რამ ვერ გათვალეს ჩვენმა ოპონენტებმა, რომ დღეს სახელმწიფო არის ძლიერი,  გვაქვს ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და არ გვიჭირს ვითარების სრულად კონტროლქვეშ აყვანა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, "ოთხი წლის განმავლობაში გამოვიარეთ უცხოური ჩარევით რევოლუციის მოწყობის ოთხი მცდელობა, თუმცა, ოთხივე ჯერზე ჩვენ ამას დავუპირისპირეთ პროპორციული ძალა და ყველა ეს მცდელობა იქნა განეიტრალებული". "ერთი რამ ვერ გათვალეს ჩვენმა ოპონენტებმა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომ სახელმწიფო არის ძალიან ძლიერი დღეს, ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და აქედან ...

სიკორსკი - ჩვენ ქართველი ხალხის ...

ჩვენ ქართველი ხალხის პროევროპულ მისწრაფებას მხარს დავუჭერთ,- ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა. როგორც სიკორსკიმ ვარშავაში გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა, პოლონეთი ასევე "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივის გაცოცხლებაზე იმუშავებს. "ჩვენ გვსურს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და ევროკომისიასთან ერთად ავაშენოთ ევროპა, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, წინააღმდეგობა გაუწიოს უსაფრთხოების გამოწვევებს, ძირითადად აღმოსავლეთიდან",- განაცხადა სიკორსკიმ.

პრეზიდენტი - პროვოკაციაა, ხვალ რ...

პროვოკაციაა, ხვალ რაც ხდება პარლამენტში - პროვოკაცია თუ პაროდია - არ ვიცი, როგორ დავარქვა. ალბათ, უფრო პაროდია, რადგან ეს იქნება ის ღონისძიება, რომელიც მთლიანად მოკლებულია ლეგიტიმაციას, არაკონსტიტუციურია, არალეგიტიმურია,- ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში დაგეგმილ პრეზიდენტის არჩევნებს. როგორც ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მმართველმა პარტიამ ქვეყანა პაროდიად გადააქცია. „ყველაფერი პაროდიაა, თუნდაც დღეს რაც ხდება, რომ „ოცნებიდან“ გადის „ხალხის ძალა“, მერე დაბრუნდება, იქედან ნიშნავენ პრეზიდენტს. ამ ყველაფერს პოლიტიკურ პროცესთან კავშირი არა აქვს. ეს არის ყველაზე სამწუხარო, რადგან გაგვიხადეს სახე...

ქართული სამოქალაქო საზოგადოება ე...

ქართული სამოქალაქო საზოგადოება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელს, კაია კალასს ერთობლივი წერილით მიმართავს. წერილს სოციალურ ქსელ X-ზე "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს მთავარი რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს. მესამე სექტორის წარმომადგენლები 16 დეკემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოში სიტყვით გამოსვლას ითხოვენ.  როგორც წერილშია აღნიშნული, საზოგადოება "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" სხვა წევრების დასანქცირებას ითხოვს, ამასთან საუბარია დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებასა და ხელახალ არჩევნებზე. წერილის შინაარს ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ&...

თბილისში, სხვადასხვა ადგილზე რამ...

გმირთა მოედნიდან ჭავჭავაძის გამზირის გავლით ამ წუთებში მსვლელობას საინფორმაციო ტექნოლოგიების წარმომადგენლები მართავენ. მოქალაქეებს ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტილი აქვთ. მათ სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის თანამშრომლები შეუერთდებიან. მანამდე, საინფორმაციო ტექნოლოგიების წარმომადგენლები პირველი რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებოდნენ, საიდანაც მათ საკანონმდებლო ორგანოსთან მსვლელობით გადაინაცვლეს. „დღეს არის ხელისუფლების შენარჩუნების დრო. აღარ გვაქვს სახელმწიფო, ასე არ გამოვა. აქ ყველაფერს ხალხი გადაწყვეტს და ჩვენ ძალას ყველას დავანახებთ“,- უთხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „მთავარ არხს“. მსვლელობას მართავენ...

კახა კალაძე - ჩემთან სანქციებზე ...

აშშ-ის მხრიდან ამ ბატონყმურ დამოკიდებულებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. ქართველი ხალხი არ იმსახურებს ამ ყველაფერს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს 20 მოქალაქისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების თემაზე კომენტირებისას განუცხადა. კალაძის თქმით, აშშ-ის არსებული ადმინისტრაცია ცდილობს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გააუარესოს და ჩიხში შეიყვანოს. „არ ვიცი, უკვე მერამდენედ ხდება ამ ტიპის სანქციების გამოცხადება. ფაქტი ერთია, რომ არსებული ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გააუარესოს ურთიერთობები და ჩიხში შეიყვანოს. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი ადმინისტრაცია გააკ...

რუხაძემ და მისმა პროპაგანდისტულმ...

პენსიონერების მძარცველმა რუხაძემ და მისმა პროპაგანდისტულმა არხმა უნდა იცოდეს, რომ ძალადობის წახალისება საერთაშორისო ტრიბუნაზე დაუსჯელი არ დარჩება,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ქაოსის მთავარი გამპრავებელი ამ ქვეყანაში ტელეკომპანია „იმედია“, რომელიც ისე მოქმედებს, როგორც რუსეთში „რასია თუდეი“.  “წამების, არაადამიანური მოპყრობის, ქაოსის მთავარი, მათ ენაზე უნდა ვთქვა, გამპრავებელი ამ ქვეყანაში არის ტელეკომპანია იმედი, რომელიც მოქმედებს ისე, როგორც რუსეთში „რასია თუდეი“. ჩვენ ყველამ ვნახეთ,...

ვხედავთ ძალებს, რომლებსაც არ სურ...

უკანასკნელი დღეების განმავლობაში, ჩვენ ვხედავთ უკვე მშვიდობიანად მიმდინარე, ერთგვარად შეთხელებულ აქციებს, რომელიც გათავისუფლდა პოლიტიკური აქტორების მიერ მობილიზებული აგრესიული ჯგუფებისაგან,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.  პაპუაშვილის თქმით, დემონსტრაციების მიმდინარეობის ამგვარი ცვლილება მისასალმებელია, თუმცა, ამავე დროს, არიან ძალები, რომლებსაც საქართველოში მშვიდობა და პოლიტიკის კონსტიტუციურ ჩარჩოებში კეთება არ სურთ. მისი განცხადებით, ამგვარი ძალები საქართველოს და ქართველ ხალხს მტრობენ. „დემონსტრაციის ამგვარი ფერისცვალება მართლაც მისასალმებელია და ქვეყანაში მიმდინარე პროცესის პოლიტიკურ კალაპოტში დაბრუნებას ასახავს. ამა...

აშშ საქართველოს 20-მდე მოქალაქეს...

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს 20-მდე მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებსა და პარლამენტის წევრებს, სავიზო შეზღუდვები დაუწესა. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ოფიციალური განცხადების თანახმად, სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის ფარგლებში, ვიზის გაცემა იკრძალება მათთვის, „ვინც საქართველოში პასუხისმგებელია ან თანამონაწილეა დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“. „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დღეს აცხადებს დამატებით ზომებს ვიზების შეზღუდვის პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც კრძალავს ვიზების გაცემას იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან თანამონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში. დღ...

მდინარაძე - ივანიშვილისა და მაკრ...

ბიძინა ივანიშვილისა და ემანუელ მაკრონის გუშინდელმა საუბარმა მთლიანად ჩამოშალა ოპოზიცია, ტრამპის და მაკრონის შეხვედრის ფონზე ასეთ ზარს არ ელოდნენ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, სულ მცირე, სამ პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით შეიცვლება აშშ-ის დამოკიდებულება, ერთი საკითხი ეხება უკრაინაში ომის დასრულებას, კიდევ ორი პრინციპული საკითხია „გამჭვირვალობის კანონი“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონი. მდინარაძის თქმით, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი ახალი ადმინისტრაციის პოზიციები „ქართული ოცნების“ პოზიციებს ემთხვევა. ...

ბოკუჩავა ზურაბიშვილზე - შეუძლია,...

რა როლს შეითავსებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი მას შემდეგ, რაც მოხდება დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევა, არ ვიცი, მაგრამ ამ საპროტესტო მუხტის პოლიტიკურ პროცესში კონვერტაციისთვის ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეუძლია ითამაშოს,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, პრეზიდენტის როლთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანია თავად სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, რომ ისიც, ისევე, როგორც პოლიტიკური სპექტრი, არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას. "პრეზიდენტის როლთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანია თავად მისი პოზიცია, რომ ისიც, ისევე, როგორც პოლიტიკური სპექტრი არ აღიარებს, არჩევნების ლეგიტი...

დღეს საქართველო, რომელიც გუშინ თ...

დღეს საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ამერიკის ქმედებები სუსტია - იქ ცოცხალი არაფერია და ცივილიზაცია არ არსებობს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBN News-სთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, „რუსეთმა გაყინული კონფლიქტი გამიზნულად შექმნა, რათა ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანებისთვის ხელი შეეშალა“. მისივე თქმით, „დღეს საქართველო, რომელიც გუშინ თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა იყო, ოლიგარქებმა ჩაიგდეს ხელში“. „ხედავთ, რა ხდება დღეს საქართველოში? რატომ ლაპარაკობენ ადამიანები ამაზე ასე ცოტას? რას აკეთებს ამერიკა საქართველოსთან დაკავშირებით? ეს სუსტი ქმედებებია. საქართველოს აქვს ო...

სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტ...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტარებს ხვდება. შეხვედრა ორბელიანების სასახლეში ამ წუთებში მიმდინარეობს. მანამდე, ევროპარლამენტარებმა შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სახალხო დამცველთან გამართეს.

ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შ...

ორშაბათს ყველა ვარიანტი  განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება კონკრეტული პასპორტების მფლობელებისთვის, რაც მთავარია სანციები,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ჰერჩინსკი თქმით,  ევროკავშირს არ სურს ზიანი მიაყენოს ქართველ ხალხს და ისინი დასაჯოს. „ორშაბათს ყველა ვარიანტი  განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება კონკრეტული პასპორტების მფლობელებისთვის, რაც მთავარია სანციები.  ეს ცოტა რთულია, იმიტომ რომ მოითხოვს 27 ქვეყნის ერთსულოვნებას, მაგრამ ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები და იმედია, მოხდება შეთანხმება და ყველა პასუხისმგებელი იმ მოვლენებში, რაც ახლა ხდება საქართველოში, დასანქცირდება. ჩვ...

აშშ-ის საელჩო - ვგმობთ „ქართული ...

ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო დღეებში განხორციელებულ ძალადობას მედიასა და საქართველოს მოქალაქეებზე,- ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მედიის წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეასრულონ თავიანთი მნიშვნელოვანი საქმიანობა ძალადობისა და რეპრესიის შიშის გარეშე. "მედია დემოკრატიის ქვაკუთხედია. ელჩი დანიგანი ესტუმრა ჟურნალისტებს, რომლებიც მამაცურად მუშაობენ საზოგადოების ინფორმირებისთვის და გვატყობინებენ სიმართლეს, რომელიც სხვაგვარად დაფარული შეიძლება დარჩეს. ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო დღეებში განხორციელებულ ძალადობას მედიასა და საქართველოს მოქალაქეებზე. მედიის წ...

მაკრონმა ივანიშვილს მოუწოდა, რომ...

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ადმინისტრაცია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საუბრისას მაკრონმა დაგმო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, ასევე პოლიციის ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ. ამასთან, მაკრონმა ივანიშვილს მოუწოდა, რომ გათავისუფლდეს ყველა, ვინც თვითნებურად დააკავეს და პატივი სცეს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. "საფრანგეთის პრეზიდენტმა დაგმო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, ასევე პოლიციის ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნა...

„ოცნება“ - ივანიშვილმა მაკრონს გ...

„ქართული ოცნების“ პრესსამსახური მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბრის შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს განუმარტა, რომ „პოლიცია აქციის მონაწილეთა მასშტაბური ძალადობის წინააღმდეგ ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა“. „საფრანგეთის პრეზიდენტმა, საუბრისას, მართლაც დასვა დაკავებულების გათავისუფლების საკითხი. პარტიის საპატიო თავმჯდომარემ პრეზიდენტს ამ საკითხზე განუმარტა, რომ დაკავებულთა უმრავლესობა არის ადმინისტრაციული წესით დაკავებული და უახლოეს პერიოდში, ყველა მათგანი გათავისუფლდება. ...