სამი ათწლეულის წინ სოხუმი დაეცა ...

სამი ათწლეულის წინ, ამ დღეს სოხუმი დაეცა - ნათქვამია, ყველაზე უკუნი საათი გათენებამდეაო. უნდა ვირწმუნოთ, რომ ჩვენი უახლესი ისტორიის ეს ყველაზე ბნელი საათი იყო მხოლოდ დასაწყისი იმ უკეთესი მომავლისა, რაზეც ქართველები ვოცნებობთ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოხუმის დაცემის 30-წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. პაპუაშვილის თქმით, "რუსეთის იმპერიული ამბიციები იმ დროს უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა, ენახა მთლიანი და თავისუფალი საქართველო". "სამი ათწლეულის წინ, ამ დღეს სოხუმი დაეცა. მასთან ერთად დაეცა ჩვენი თაობის იმედიც, რომ სწრაფად მომხდარიყო ჩვენი ახლადჩამოყალიბებული ქვეყნის დასავლური ერები...

კობახიძე - სალომე ზურაბიშვილი რჩ...

სისტემისთვის და მათ შორის, მმართველი გუნდისთვის სალომე ზურაბიშვილი რჩება პრეზიდენტად, რომელმაც უხეშად, არაერთგზის, დაარღვია კონსტიტუცია და ჩვენთვის არ არის ღირსი პრეზიდენტი, ამ თანამდებობის ღირსი პირი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.  კობახიძის თქმით, როდესაც საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, “სალომე ზურაბიშვილი საბოტაჟს ეწევა, როდესაც აცხადებს, რომ ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს” „ვხედავთ, რომ ის ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობს დააზიანოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. როდესაც კანდიდატის სტატუს...

ნათია თურნავა ევროკავშირის ელჩს,...

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების  წესში შეტანილ ცვლილებას. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ცვლილების განხორციელების მიზანი საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესის სრულყოფა და ადგილობრივ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაა. ნათია თურნავას თქმით, ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია კომერციულ ბანკებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.  საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, შეხვედრაზე ხაზი...

რინკევიჩი - EU-ის რეკომენდაციები...

კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება აუცილებელია, - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.  ლატვიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას სრულად უნდა შეუერთდეს, მათ შორის ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. "საქართველოს საზოგადოების მოლოდინებისა და ევროინტეგრაციის მიმართ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გათვალისწინებით, ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოიყენონ, შეასრულონ ევროკავშირის რეკომენდაციები და მოიპოვონ სტატუსი", - განაცხადა რინკევიჩმა. ცნ...

სალომე ზურაბიშვილი ედგარს რინკევ...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რიგაში, ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ზურაბიშვილი Twitter-ზე წერს. პრეზიდენტის განცხადებით, ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა გადამწყვეტია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. "ევროპულ გზაზე ამ გადამწყვეტ მომენტში შესანიშნავი შეხვედრა მქონდა ლატვიის პრეზიდენტთან, ედგარს რინკევიჩთან. მადლობა, ლატვია, წლების განმავლობაში საქართველოს გვერდით დგომისთვის. თქვენი მტკიცე მხარდაჭერა გადამწყვეტია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე",- წერს ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 25 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტალინში, ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კარისს შ...

„ვიმედოვნებთ, რომ ევროპული კომის...

ვიმედოვნებთ, რომ ევროპული კომისია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს,- ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის დროს, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დენ ლაიენს გადასცეს.  როგორც წერილშია აღნიშნული, კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებაში მნიშვნელოვანი წვლილი იქნება, რაც საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, მეტი ძალისხმევა გასწიოს დემოკრატიული რეფორმების განსახორციელებლად. "ქალბატონო პრეზიდენტო ფონ დერ ლეიენ, ევროპას ქართველი ხალხის გულსა და მისწრაფებებში საუკუნეების განმავლობაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა. ის წარმოადგენს საქართ...

როდესაც პრეზიდენტი გადააბიჯებს კ...

როდესაც პრეზიდენტი გადააბიჯებს კონსტიტუციას, ამის შემდეგ მისი ქმედებების შედეგიც და შინაარსიც ქართველი ხალხის სასარგებლო არ იქნება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტი თავისი ქმედებებით აჩვენებს, რომ საქართველო არ არის სახელმწიფო და არ მოქმედებს კონსტიტუციისა და კანონების საფუძველზე. "საერთო ჯამში, პრეზიდენტი თავისი ქმედებებით აჩვენებს, რომ ჩვენ არ ვართ სახელმწიფო, არ ვმოქმედებთ კონსტიტუციისა და კანონების საფუძველზე. ეს არის საქართველოს მიმართ პრეზიდენტის დამოკიდებულება და ნიშანი პარტნიორების მიმართ, რომ ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანია არა კონსტიტუცია და კანონი, არამედ ცალკეული ადამიანის ნე...

მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევა...

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოქალაქეობის მინიჭებისა და შეწყვეტის შესახებ პროცედურებს განმარტავს. როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, კანონის მიხედვით, პრეზიდენტს ბრძანებულების გამოსაცემად, სამი თვის ვადა აქვს. "საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია. განვმარტავთ: ერთ შემთხვევაში პირი ითხოვს მოქალაქეობის მინიჭებას, შენარჩუნებას ან მოქალაქეობიდან გასვლას. ამ მოთხოვნაზე იუსტიციის სამინისტროს უარყოფითი დასკვნის პრეზიდენტისთვის წარდგენიდან 7 დღეში ითვლება, რომ მოქალაქეს ეთქვა უარი, პრეზიდენტი აქტს არ გამოსცემს. მეორე, ანუ მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, კანონის მიხედვით, პრეზიდ...

შეწყალება ან იმპიჩმენტი - ენმ-ი ...

რადიკალური ოპოზიციის ლიდერები გამოვიდნენ და პრეზიდენტს პირდაპირ შეუთვალეს - შეწყალება ან იმპიჩმენტი - ფაქტია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იყენებს ამ საკითხს პრეზიდენტზე ზეწოლისთვის,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მმართველ პოლიტიკურ გუნდს პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საკმარისი ხმები არ აქვს. "თუ ჩვენ გვინდა გვქონდეს ევროპული სახელმწიფო, მაშინ უნდა დავიცვათ კონსტიტუცია და უნდა დავიცვათ ის პრინციპები, რაც კანონმდებლობაში არის მოცემული. ძალიან მალე იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებაც და საზოგადოება დაინახავს, რომ პარლამენტმა სწორი შეფასება გააკეთა როგორც პოლიტიკური, ...

პრეზიდენტი ივანიშვილის თამაშებში...

სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის თამაშებში აბსოლუტურად ჩართულია,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, ამას მოწმობს ის, რომ პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებულ ყოფილ მთავარი პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა არ შეუწყვიტა. “სამწუხარო რეალობაა, რომ პრეზიდენტი არ ართმევს ფარცხალაძეს მოქალაქრობას. რეალურად, საქართველოს მოქალაქეობით მას აქვს გარკვეული პრივილეგიები, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში და სწორედ ამიტომ არის, სავარაუდოდ, რომ უნარჩუნებს სალომე ზურაბიშვილი ფარცხალაძეს მოქალაქეობას. ეს გადაწყვეტილებაც აჩვენებს, რომ ბიძინა ივანიშვილის თამაშებში აბსოლ...

ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის...

სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს მიჰყვება. ეს ძალიან ცუდია, თუმცა, მისი არჩევანია,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საერთაშორისო ვიზიტებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კალაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით "გამორიცხული არაფერია". „მე არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია იმპიჩმენტი, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ. დეპუტატების მხარდაჭერით, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება ამ პროცედურის ბოლომდე მიყვანა. არ არის მისაღები, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს. ეს ძალიან ცუდი სიგნალია ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის, ვინც კანონს იცავენ. ჩვენ ...

პაპუაშვილი - დროა, EU-მა სრულად ...

დროა, ევროკავშირმა სრულად გაიაზროს თავისი გეოპოლიტიკური მოთამაშის როლი და მხარი დაუჭიროს იმ ქვეყნების სუვერენულ არჩევანს, რომლებიც ისტორიულად, ევროპულ ოჯახს განეკუთვნებიან,  - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუმინეთის სენატში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა საქართველოს მიანიჭა ევროპული პერსპექტივა, ახლა, დროა, მიიღოს სტრატეგიული გადაწყვეტილება და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. „გასულ წელს, საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებით, ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობაში ახალი ეტაპი დაიწყო, რადგან ევროკავშირში გაწევრიანების ახალ ეტაპზე გადავედით. თუმცა, ...

სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრე...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კარის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციასა და ფოტომასალას სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.  როგორც ზურაბიშვილი წერს, ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრა დედაქალაქ ტალინში მოხდა.  ''ევროპული კანდიდატის სტატუსის მიმავალ გადამწყვეტ გზაზე, შევხვდი საქართველოს დიდი ხნის მეგობარს და პარტნიორს, ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისს. თქვენი ურყევი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის'', - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს აგრძელებს.

ავიაციის სააგენტო მოსკოვსა და სო...

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო რუსული ავიაკომპანია აზიმუტის მიერ ბათუმიდან და სოჭიდან თბილისის მიმართულებით ფრენების დაწყებას განცხადებით ეხმაურება. როგორც ავიაციის სააგენტო წერს, მოსკოვი - ბათუმი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ნებართვები გაიცა, რადგან ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება. "საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენების განხორციელება ავიაკომპანია Azimuth Airlines-მა მიმდინარე წლის მაისში დაიწყო. ამ დროიდან, ავიაკომპანია ასრულებს ფრენებს მოსკოვი - თბილისი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე. ავიაკომპანიის მიერ, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ახალი განაცხადების მიხედვით, Azi...

რუსეთის მთავრობამ საწვავის ექსპო...

რუსეთის მთავრობამ საწვავის ექსპორტი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას Exo Kavkaza ავრცელებს. საავტომობილი ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტი, რომელიც რუსეთის მთავრობამ 21 სექტემბერს თავდაპირველად, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს არ ეხებოდა, თუმცა, დოკუმენტში ცვლილებები შევიდა და მას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დაემატა. რუსეთის გადაწყვეტილებაზე ოკუპირებული აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. რუსეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს საავტომობილი ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტის შეზღუდვა დროებითია და შიდა ბაზარზე საწვავის ფასის დასტაბილურებას ისახავს...

თურნავას გადაწყვეტილების შემდეგ,...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეგიონული მდივანი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ სანქციათა რეჟიმის შესრულების წესში ცვლილების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა საპროტესტო პეტიცია მოამზადეს. ბოტკოველის თქმით, ამის შემდეგ საქმეში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩაერთო და "ყველა თანამშრომელი დაკითხა".  “ნათია თურნავას გადაწყვეტილებამ, რა თქმა უნდა, უკმაყოფილება გამოიწვია თვითონ საბჭოს წევრებში და ერთმანეთის მიყოლებით ვიცე-პრეზიდენტებმა დატოვეს თანამდებობები. ამასთან ერთად, შიგნით ბანკში დაიწყოს საპროტესტო პეტიციის შეგროვება, რომელსაც ხელს აწერდნენ ბანკის თანამშრომლები. ამ ინფორმაციამ საიდანღაც გაჟონა, ჩაერთო მთელი ძალოვანი სტრუქტურა ...

მხარს ვუჭერთ საქართველოს ნაბიჯებ...

რუმინეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის იმ რეფორმებს, რომლებიც ევროკავშირისკენ არის მიმართული,- ამის შესახებ რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა, ნიკოლაე-იონელ ჩუკამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. სენატის პრეზიდენტის თქმით, რუმინეთი საქართველოს ევროპული დღის წესრიგის ძლიერი და ღია მხარდამჭერია. „ჩემი ქვეყანა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც 2014 წლის 3 ივლისს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა. რუმინეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის იმ რეფორმებს, რომლებიც ევროკავშირისკენ ა...

სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის, ლატ...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტებს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ზურაბიშვილის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით მართავს. "საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განაგრძობს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად. დღეს, საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთში, ტალინში, პრეზიდენტს, ალარ კარისს შეხვდება, 26 სექტემბერს, რიგაში ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს და 27 სექტემბერს კი, ვილნიუსში ლიეტუვის რესპუბლი...

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდე...

საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ "ქართული ოცნების" კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განიხილვა ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს. სასამართლოს ცნობით, მოსმენა წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით მოხდება. "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2023 წლის 22 სექტემბრის №3/2/1797 საოქმო ჩანაწერით, არსებითად განსახილველად მიიღო №1797 კონსტიტუციური წარდგინება („საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავ...

პრეზიდენტის ადმინისტრაცია - სალო...

საქართველოს პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს. ყოველგვარი სპეკულაციების გამოსარიცხად შეგახსენებთ "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 26-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელოც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. განცხადების თანახმად, სალომე ზურაბიშვილი სრულად აცნობიერებს აშშ-ის მიერ დასანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხის სამართლებრივ და მორალურ მხარეს. "პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო ინსტიტუტებს აძლე...