გაუგონარი,წარმოუდგენელი აბსურდია ნიკა გვარამიას ბრალი, თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის პირად ბოღმებს უკავშირდება მისი პატიმრობა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, ნიკა გვარამიას პატიმრობაში ყოფნისა და მოშორების მიზეზი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილს მისი თავისუფლებაზე ყოფნის პირობებში უამრავი პრობლემა ექმნებოდა. „გაუგონარი,წარმოუდგენელი აბსურდია ნიკა გვარამიას ბრალი, თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის პირად ბოღმებს უკავშირდება მისი პატიმრობა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არავინ გაუსამართლებიათ იმის გამო, რომ თურმე მეუღლეს კომპანიიდან მისი ავტომობილი ათხოვეს...
ძალიან ვწუხვარ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ნიკა გვარამიას საჩივართან დაკავშირებით, - ამის შესახებ გერმანელმა დეპუტატმა, თომას ჰაკერმა განაცხადა. როგორც ჰაკერი აღნიშნავს, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარია და მის დაკავებას გამართლება არ აქვს. "ძალიან ვწუხვარ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ნიკა გვარამიას საჩივართან დაკავშირებით. ის პოლიტიკური პატიმარია და მის დაკავებას გამართლება არ აქვს. თავისუფლება ნიკას!", - წერს თომას ჰაკერი. შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო. კერძოდ, 2023 წლის 19 ივნისის განჩინებით, უზენაესმ...
კატეგორიულად ვგმობ ზურა ჯაფარიძეზე გახშირებულ ძალადობრივ თავდასხმებს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფი მობილიზაცია და უფლებების დაცვა და აღნიშნავს, რომ ზურაბ ჯაფარიძეზე “შეტევა, არის სტუდენტობაზე საერთო შეტევის ნაწილი”. “კატეგორიულად ვგმობ ზურა ჯაფარიძეზე გახშირებულ ძალადობრივ თავდასხმებს ზურა ყელში ეჩხირება რუსულ ხელისუფლებას, ვინაიდან მას აღმოაჩნდა ახალგაზრდობის მობილიზაციის განსაკუთრებული ნიჭი. ზურაზე შეტევა არის სტუდენტობაზე საერთო შეტევის ნაწილი. საზოგადოებამ უნდა ისწავლოს არა მხოლოდ პროტესტის გამოთქმა, არამედ სწრაფი მობილიზაცია და თავისი უფლებების დაცვ...
„რუსული ოცნების“ მიერ ორგანიზებული ძალადობის ის სერია, რომელიც ამ დღეებში ჩვენმა საზოგადოებამ იხილა, ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიაქანებს,- ამის შესახებ "პროგრესი და თავისუფლების" ლიდერი კახა ოქრიაშვილი აცხადებს. ოქრიაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“, მზადაა, გააჩაღოს სამოქალაქო ომი და იძალადოს საკუთარ მოსახლეობაზე, რათა შეინარჩუნოს ხელისუფლება. "დიახ, „ქართულ ოცნებას“ სურს ომი ხელისუფლებაში დასარჩენად და მათი მოქმედებები არის პირდაპირ სისხლისმღვრელი ომისკენ გადადგმული მკვეთრი ნაბიჯები. მოღალატე ხელისუფლების ქმედებებიდან გამომდინარე, ჩემი ოპტიმიზმი, რომ საქართველოში ომი არ იქნება, დღითიდღე მცირდებ...
სააკაშვილი პოლიტიკიდან დაშორებული არასდროს ყოფილა, უშუალოდ იღებდა მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ ამის უფლება არ აქვს,- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ. კალაძის თქმით, სააკაშვილმა თავად ჩააბარა ქართული პასპორტი და უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და როცა ყოფილი პრეზიდენტი ასეთ ნაბიჯს დგამს, "ამაზე დიდი სირცხვილი არაფერია". „სააკაშვილი პოლიტიკიდან დაშორებული არასდროს ყოფილა, ის უშუალოდ იღებდა მონაწილეობას. ვინმეს თვალის ასაფარად იმას თუ აკეთებდნენ, რომ ხაბეიშვილი დაგვისვეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ, ყველა კარგად ხვდება, ვინ ა...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ძალადობა კატეგორულად მიუღებელია, "მათ შორის, ის აგრესია, რაც მოდის ოპოზიციის მხრიდან". ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს ოპოზიციონერ ზურა გირჩი ჯაფარიძეზე თავდასხმის ფაქტის კომენტირებისას განუცხადა. „არაერთხელ მითქვამს და კიდევ დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას, რომ ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია. სრულიად მიუღებელია ის ძალადობა, რაც ხდება ოპოზიციის მხრიდანაც, იმიტომ, რომ ნახეთ, ორმაგი სტანდარტი სად იკვეთება: როდესაც ახალგაზრდა ადამიანს აქვს მცდელობა, დაწვას, ისროლოს მოლოტოვის კოქტეილი, მას კონკრეტული ტელევიზიები და პოლიტიკურ პარტიები ასაღებენ გმირად. ეს არის ძალიან დიდი უბედურება, როდესაც ადამიანი, რომელსაც აქვს ასე...
მე ვარ პუტინის და მისი ადგილობრივი მარიონეტების სამხედრო ტყვე, თუმცა პუტინიც კი უფრო ხშირად აჩენს ნავალნის, ვიდრე ესენი მე,- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე პროცესის გადადებას. როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, პროცესის არგადადების შემთხვევაში, ხელისუფლების "პროპაგანდა" დაინგრეოდა. "მე დღეს უნდა გამოვსულიყავი ე.წ. სასამართლოს სხდომაზე. სპეციალურად აარჩიეს ე.წ. 7 ნოემბრის და არა პიჯაკების, ან საზღვრის კვეთის საქმე, რადგან ჩათვალეს, რომ PR-ის თვალსაზრისით თავიანთ რუსულ არხებზე ხმაურისთვის, მათთვის უფრო მომგებიანი იქნებოდა. ესეც ვერ გაბედეს! დღეს ხალხი დაინახავდა, რომ მიუხ...
მიხეილ სააკაშვილის გამოჯანმრთელებას შეიძლება ჰქონდეს ორი თეორიული მიზეზი - ან სასწაული ან სტრასბურგის გადაწყვეტილება. მე მგონია, რომ მიზეზი არის სტრასბურგის გადაწყვეტილება,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძე ჟურნალისტებს უთხრა, ექსპრეზიდენტი "მიუნჰაუზენია" და საზოგადოებას "600 დღის განმავლობაში" ატყუებდა. "იყო თავიდან ბოლომდე 600-დღიანი პოლიტიკური კამპანია. უმტკიცებდნენ საზოგადოებას, ბევრი დააჯერეს კიდეც, რომ ეს კაცი 600 დღის განმავლობაში ყოველდღე კვდებოდა და თან კვდებოდა ხან წამებით, ხან მოწამვლით და ა.შ. და უცებ, ეს ადამიანი ხდება ჩვეულებრივად ჯანმრთელი. ეს არის, რა თქმა უნდა, ცარიელი სი...
ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული "კლანი" პუტინის ტერორისტული რეჟიმის მხარდაჭერას აგრძელებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილის უშუალო ლობირებით და სუს-ის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის მონაწილეობით ბათუმის ნავთობტერმინალში რომელსაც ყაზახური კომპანია “KazTransOil”-ი მართავს, ინიშნება რუსული ნავთობგიგანტის «Роснефть»-ის ხელმძღვანელობასთან დაახლოებული პირი, ვინმე Aскар Cапарбеков-ი, "რომლის მთავარი მიზანიც ბათუმის ნავთობტერმინალის და პორტის სრულად კონტროლია". "ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლ...
პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა მიუღებელია, - ასე გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკიმ პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმას. როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის არსებობა არ უნდა დაუშვან. "წავიკითხე ზოგიერთი ანგარიში. მე არ ვარ სრულად ინფორმირებული იმაზე, თუ რა მოხდა და რა თქმა უნდა, იმედი მაქვს ამას გამოიძიებენ. თუმცა რისი თქმაც შემიძლია ხმამაღლა და მკაფიოდ ისაა, რომ პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა არაა მისაღები, ეს მიუღებელია ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში და იმედი მაქვს, საქართველოში სიტუაცია არასდროს გაუარესდება იმ წერტილამდე, სადაც იარსებებს პოლიტიკურად მოტივი...
"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია, "გირჩი - მეტი თავისუფლების" ბანაკში მობილიზებული ჯგუფის თავდასხმებს გამოეხმაურა. როგორც ხოშტარია აღნიშნავს, "გირჩი - მეტი თავისუფლებაზე" თავდასხმა ყველას ეხება, აქედან გამომდინრე ის მოუწოდებს საზოგადოებას, ვისაც შეუძლია ბორჯომში ჩასვლა ჩავიდეს და დაუდგნენ ბავშვებს გვერდით, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი არიან. "გირჩი - მეტი თავისუფლებაზე თავდასხმა ყველას გვეხება. პოლიციის ძახილი აბსურდია. ვისაც შეგვიძლია ჩავიდეთ ბორჯომში და გვერდში დავუდგეთ ბავშვებს. არავინ არ დატოვებს მათ მარტო", - წერს ელენე ხოშტარია. შეგახსენებთ, გორის სმარტთან "გირჩი-მეტი თავისუფლებას" ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორს ბრაიან კემპს, ჯორჯიის შტატის პირველ ლედის და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას ვახშამზე უმასპინძლა. როგორც ბრაიან კემპმა აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის გულთბილმა მიღებამ და საქმისადმი ერთგულებამ ის კვლავ მიახვედრა, რომ ქვეყანასა და შტატს სახელის გარდა კიდევ ბევრი რამ აქვს საერთო. "დღეს მე და მარტის გვქონდა პატივი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გვესაუბრა თავისუფლების, უწყვეტი პარტნიორობისა და ჩვენს მიერ ნაკისრი საერთო ვალდებულებების შესახებ. მისი გუნდის გულთბილმა მიღებამ და საქმისადმი ერთგულებამ კვლავ მიგვახვედრა, რომ ქვეყანასა და შტატს სახე...
თუ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება კრემლისთვის დარტყმა, რუსეთის სახეში სილის გაწნა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა. როგორც გრეგოროვამ აღნიშნა, "რუსეთს სჭირდება სახეში სილის გაწნა" და გაგება, რომ არც საქართველო, არც უკრაინა, არც მოლდოვა, არც სომხეთი, არც დნესტრისპირეთი მათ არ ეკუთვნით. "თუ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება კრემლისთვის დარტყმა, რუსეთის სახეში სილის გაწნა. ეს კარგია. რუსეთს სჭირდება სახეში სილის გაწნა და გაგება, რომ არც საქართველო, არც უკრაინა, არც მოლდოვა, არც სომხეთი, არც დნესტრისპირეთი მათ არ ეკუთვნით. სამხედრო თვალსაზრისით რას გააკეთებენ, შეიძლება ...
გუშინ აჭარის მძარცველმა ბანდამ იკადრა და თქვა, რომ 2008 წელს მე გავიქეცი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის ომს უნდა ეჩვენებინა თუ რას გადაურჩა საქართველო 2008-ში, გმირი ჯარისკაცების დამსახურებით, ახლა კი „ხელისუფლება ჩეჩენ ბანდიტებს და რუს ოფიცრებს მასპინძლობს და მათ დაკრულზე ცეკვავს”. “გუშინ აჭარის მძარცველმა ბანდამ იკადრა და თქვა, რომ 2008 წელს მე გავიქეცი. 2008 წლის აგვისტოში მე უარი რომ არ მეთქვა, ისევე როგორც ზელენსკის 2022-ში დასავლელი მეგობრების შემოთავაზებაზე ქვეყნის დატოვების შესახებ, ქართული დროშაც აღარ იფრიალებდა. სწორედ ამიტომ არსებობს ის ბათუმი, სადაც ახლა &bdquo...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მის მიერ 2008 წლის ომზე გაჟღერებულ განცხადებას გამნმარტავს და განცხადებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს. როგორც რიჟვაძემ აღნიშნა, ომში დაღუპული ჯარისკაცები გმირები არიან, ხოლო მიხეილ სააკაშვილი ლაჩარი. ,,სხვა დროისთვის რომ იცოდეთ, კიდევ ერთხელ: ჩვენი ჯარისკაცები გმირები არიან, იყვნენ და იქნებიან, ლაჩარი თქვენი ბელადი სააკაშვილია", - წერსთორნიკე რიჟვაძემ გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ გუშინ თორნიკე რიჟვაძემ 2008 წლის ომს "ლაჩრულად წაგებული ომი" უწოდა.
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა, ქრისტინა ოზგანმა და რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა, მაქსიმ რეშეტნიკოვმა სოხუმის აეროპორტში აქტივობების გაგრძელების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური გამოცემა Apsnypress ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დოკუმენტს ხელი სანქტ პეტერბურგის XXVI საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე მოეწერა. ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ საინვესტიციო პროექტს აეროპორტის საქმიანობის აღდგენისა და შემდეგი ოპერირებისთვის "რუსული იურიდიული პირი" განახორციელებს.
საქართველოსგან შორს ხელი, შორს მათი მწყობრში დალაგებული "მესიჯები" და თავი დაანებონ ამ ქვეყანას და მისთვის რაღაცების დაბრალებას,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სანქციების დაწესების საკითხზე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას. როგორც მდინარაძემ ჟრნალისტებთან საუბრისას თქვა, საქართველოს მისამართით "ბრალდებები" ისმის, თუმცა მტკიცებულებები არ არსებობს. "ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონს გავახსენებ, რომ ევროკავშირი 3-4 დღეში ვაჭრობს იმდენს რუსეთთან, რასაც საქართველო წლის განმავლობაში. ეს არის ყველაზე მოკლე პასუხი რაც შეიძლება ამ კითხვას გაეცეს. შესაბამისად, საქართველოსგან შორს ხელი, შორს მათი მწყობ...
მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილი ყველა "ანტირუსულ ევროპულ ძალას" ერთიანობისკენ მოუწოდებს. "ბოლო წვეთი იყო იმ მოღალატეების აღლუმი, რომელიც ვიხილე გუშინ აჭარის უზენაეს საბჭოში. საქართველოს ღალატმა და გარუსების მცდელობამ შეაღწია უკვე ყველა დონეზე. მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად. უკრაინის გამარჯვებას გულხელდაკრეფილი კი არ უნდა ველოდოთ, არამედ აქტიურად მოვაახლოვოთ მათ შორის ჩვენი ინოვაციური და ...
ბატონო მინისტრო, ეთანხმებით თუ არა ირაკლი ღარიბაშვილს, რომ უკრაინის ნატოსკენ სწრაფვა არის რუსეთის ომის მიზეზი? - კი თუ არა? - ამ შეკითხვით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მიმართა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საგარეო უწყების ხელმძღვანელს "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ, ბოკუჩავამ თქვა, რომ აღნიშნული კითხვა "ცხად" პასუხს საჭიროებს. "ჩემი კითხვა თქვენთან, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრთან, მდგომარეობს შემდეგში - ეთანხმებით თუ არა თქვენი მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს - კი თუ არა? ვსვამ ძალიან მარტივ კითხვას და თქვენგან ვითხოვ ასევე ძალიან მარტ...
უნგრეთის ენერგეტიკული საჭიროებების დაკმაყოფილება რუსეთიდან იმპორტის გარეშე ფიზიკურად შეუძლებელია, - ამის შესახებ სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა. როგორც სიიარტომ აღნიშნა, მას აქვს მოლოდინი, რომ მომავალი ზამთარი რუსული ენერგორესისტების მიწოდების შეზღუდვის გათვალისწინებით უფრო რთული იქნება. „იმისთვის, რომ ევროპაში ენერგომიწოდების უსაფრთხოება უზრუნველვყოთ, ჩვენ სიფრთხილით უნდა მოვემზადოთ მომავალი ზამთრისთვის და მზადება რაც შეიძლება მალე უნდა დავიწყოთ. რატომ? იმიტომ, რომ მომავალი ზამთრისთვის მზადება იქნება უფრო რთული და გამოწვევებით სავსე, ვიდრე წინა ზამთრისთვის მზადება იყო. რადგან...