„რუსთავის ციხის ბადრაგმა ადვოკატ შოთა თუთბერიძესთან აგინა მიხეილ სააკაშვილს, რის გამოც მიიღო შესაბამისი პასუხი. ბადრაგმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს და სხვა ბადრაგებმა გაარიდეს დანაშაულის (სწორედ, დანაშაულის) ჩადენის ადგილს“, - ამის შესახებ საქართვლოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია იუწყება. მომხდართან დაკავშირებით, იგი ბადრაგის ვინაობისა და ძალადობის ვიდეომასალის გასაჯაროებას ითხოვს. „ეს ნაძირალა დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით!“, - აღნიშნულია განცხადებაში. „რუსთავის ციხის ბადრაგმა ადვოკატ შოთა თუთბერიძესთან აგინა მიხეილ სააკაშვილს, რის გამოც მიიღო შესაბამისი პასუხი. ბადრაგმა ფიზიკური ...
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებული პროცედურის დაუყოვნებლივ დაწყების შესახებ, სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს პარლამენტს მიმართავს. „მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუცია პარლამენტში ინიცირებულია, როგორც ჩანს, ჯერჯერობით სესია ამ საკითხზე არ ჩატარდება და, შესაბამისად, ეს პროცესი დროში გაიწელება. ამიტომ, ვფიქრობთ, ძალიან საჩქაროა განცხადების გაგზავნა პარლამენტში“, - აღნიშნულია განცხადებაში. მათივე თქმით, საქართველო პუტინის რეჟიმის პირველი მსხვერპლია, ქართველი ხალხის მრავალწლიანი ბრძოლა თავისუფლებისათვის კი, სათანადო შეფასებას და ევროპულ პერსპექტივას იმსახურებს. „უმნიშვნელოვანეს პირობად მიგვაჩნია შარლ მიშელის შეთანხმების პირობების შესრულება...
„არ უნდა ჩავერთოთ იმ ომში, სადაც წინაწარ ყველაფერი გადაწყვეტილი იქნება“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი, მამუკა მდინარაძე, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას. მისივე თქმით, თუ ხალხის აზრი არის ის, რომ საქართველო ისეთ ომში, სადაც წინასწარ გეცოდინება ყველაფერი არ უნდა ჩაებას, მაშინ ყველა დანარჩენში „ქართული ოცნების“ გუნდის წევრები მართლები იქნებიან. „ოკუპანტი ქვეყნის ჯარი დგას ქვეყნის შუაგულში, ცენტრალურ მაგისტრალთან. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ერმა უნდა მიიღოს რაღაც გადაწყვეტილება, ან ასე, ან ისე, მაგრამ თუ გადაწყვეტილება და ხალხის აზრი არის, რომ საქართველო არ უნდა ჩაებას ისე...
კიდევ გეტყვი ბევრჯერ, ბევრჯერ, კიდევ გაგიმეორებ, მე შენ დედას ვერ გაგინებ, შენისთანა რომ არ გაჩნდეს მეორე. - ასე უპასუხა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა "ქართული ოცნების" დეპუტატის მიხეილ ყაველაშვილის სიტყვას ოპოზიციის მისამართით. "ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ყაველაშვილის გამოსვლა, რომელმაც ისე აგინა საკუთარ დედას, რომ გაოცებული ვარ, მე ასეთი რამე არ მომისმენია. მომაგონდა მამაჩემის ცნობილი ფუნაგორია, გარდაცვლილ ადამიანს უთხრა, ძალიან ცუდ კაცს - "კიდევ გეტყვი ბევრჯერ, ბევრჯერ, კიდევ გაგიმეორებ, მე შენ დედას ვერ გაგინებ, შენისთანა რომ არ გაჩნდეს მეორე". - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. შეგახსენებთ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლა...
საქართველოს არა აქვს რესურსი, რომ დღეს ისაუბროს სანქციებზე. - ამის შესახებ "ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, სანქციები ქართველი ხალხისთვის მტკივნეული იქნება. "სანქციებს რაც შეეხება პრემიერმა გააკეთა მკაფიო განცხადება და რა თქმა უნდა, ეს განცხადება იყო განხილული გუნდში და ყველა ამას ვიზიარებთ. როდესაც გვაქვს საუბრები მაგალითად ოპოზიციასთან დახურულ რეჟიმში, ყველა აცნობიერებს, რომ ეს სანქციები არ იქნება მტკივნეული რუსეთისთვის, მაგრამ იქნება ძალიან მძიმე ქართველი ხალხისთვის. ჩვენ გვმართებს ყველაფრის აწონდაწონა და აგდაწყვეგტილების მიღება სწორედ ამას ეფუძნებოდა ჩვენი გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით. საქართველოს არა...
„მოხერხება უნდა, ერთიგვერდიან ტექსტში შინაარსი არ იყოს. როგორ უსახელოდაც დაიწყე, ისე უსახელოდ დაასრულე“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია სახელმწიფო ინსპეტორის, ლონდა თოლორაიას მიერ გაკეთებულ განცხადებას. ნიკა გვარამიას თქმით, განცხადება, რომელიც აღნიშნულმა უწყებამ გააკეთა, სასირცხვილოა. „გამოქვეყნდა ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას განცხადება მიხეილ სააკაშვილზე. მოხერხება უნდა, ერთიგვერდიან ტექსტში შინაარსი არ იყოს. სრულიად სამარცხვინოა ეს ყველაფერი, ლონდა თოლორაია. როგორ უსახელოდაც დაიწყე, ისე უსახელოდ დაასრულე“, - წერს ნიკა გვარამია „ფეისბუკ“-ზე.
„დამიკავშირდა ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი და მთხოვა, მადლობა გადამეცა რუსთაველზე შეკრებილი ხალხისთვის. მე ამდენი თვალებანთებული ახალგაზრდის ნახვის შემდეგ არასდროს ვყოფილვარ ასე ამაყი“, - უკრაინის სოლიდარობის აქციის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. წერილში, საქართველოს ექსპრეზიდენტი, ამბობს, რომ იგი საქართველოში „სწორ დროს ჩამოვიდა“. „დამიკავშირდა ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი და მთხოვა, მადლობა გადამეცა რუსთაველზე შეკრებილი ხალხისთვის. მე ამდენი თვალებანთებული ახალგაზრდის ნახვის შემდეგ არასდროს ვყოფილვარ ასე ამაყი. "ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება". ე.ი. სწორ დროს ჩამოვედი აქ. ...
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსმა, ლონდა თოლორაიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმართ მასზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შესახებ განცხადება გააკეთა. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე, საგამოძიებო ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას, ისაუბროს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მტკიცებით ფორმაში, რის მიზეზადაც აღნიშნული საქმეზე გამოძიება კვლავ მიმდინარე პროცესში ყოფნა დასახელდა. „...გამოძიების დაწყების დღიდან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი აქტიურ კომუნიკაციაშია მ. სააკაშვილთან და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატებთან. მათ მიეწოდებოდათ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და ჩატარებ...
„რა მიხარია, შენ იდიოტო, უკრაინაში ომი?“, - ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს. წერილში, საქართველოს ექსპრეზიდენტი, როგორც უკრაინელი ოფიციალური პირი, სათანადო მოპყრობას ითხოვს. „რა მიხარია, შენ იდიოტო, უკრაინაში ომი? პირველად ცხოვრებაში, ვეღირსე ნამდვილ კარგ სახლს, თქვენგან განსხვავებით არა მოპარული ფულით. გუშინ იმ სახლთან რუსულმა BTR-ებმა ჩაიარეს. ხვალ ალბათ შიგნით შევლენ და ჩემს საწოლში დაიძინებენ. ასვეე, ჩავლენ ჩემს ღვინის მარანში და ყველაფერს გამოწრუპავენ და ეს შემიძლია, მიხაროდეს?! მე ვარ უკრაინელი ოფიციალური პირი და მომეპყარით სათანადოდ, თუ ჩემს პრეზიდენტობას არ სცემთ პატივს“, - წერ...
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისმიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება, სადაც მან უკრაინასთან დაკავშირებით ისაუბრა. ლომჯარია ამბობს, რომ ღარიბაშვილს არავინ სთხოვს გახდეს ზელენსკი. ამასთან, ომბუდსმენი პრემიერს მიმართავს და ამბობს რომ სანქციებიც და ვაქცინაც მუსაობს. "ირაკლი, ჩვენც ხალხურად აგიხსნით, არავინ გთხოვს, ზელენსკი გახდე, უბრალოდ გაჩუმდი! თავს ნუ გვჭრი! სანქციები მუშაობს და ვაქცინაც!" - წერს ლომჯარია. ცნობისთვის, დღეს ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სააკაშვილი, რომ იყოს ხელისუფლებაში, ომი ჯერ თბილისში დაიწყებოდა და შემდეგ კიევში. ამასთან პრემიერის თქმით, უკრაინის დედაქალა...
უკრაინაში 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გაიგზავნა. ჰუმანიტარული ტვირთი პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტს, ჟანგბადის კონცენტრატორებს და ჰუმანიტარული დახმარების სხვა საგნებს მოიცავს. გარდა ამისა, საქართველო უკრაინას სისხლის გარკვეული მარაგით ეხმარება - გაიგზავნა სისხლის კომპონენტები, ჰემოტრანსფუზიისთვის საჭირო მასალა და ტესტები. ჰუმანიტარული ტვირთის დატვირთვისა და გაგზავნის პროცესს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი დაესწრნენ. ...
პასუხი რუსულ „ოცნებას“ - ამ სლოგანით პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ორგანიზებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. საპროტესტო აქცია მოძრაობამ მას შემდეგ დააანონსა, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს არ შეუერთდება. „დროა“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას უკრაინის შროშის ფერებში გაანათებს.
„ქართველებმა, ისევე, როგორც უკრაინელებმა აირჩიეს გზა ევროატლანტიკური ინტერგაციისკენ. აშშ-მ მტკიცედ და ნათლად წარმოაჩინა ამ გზაზე საქართველოს დახმარების მიმართ ერთგულება“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა. დიპლომატის თქმით, ახლა, როგორც არასდროს, აშშ ქართველი ხალხის გვერდით იდგება და მხარს დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას იმ მომავლისთვის, რომელიც ქართველებს სურთ და იმსახურებენ - სტაბილური, დაცული და აყვავებული საქართველოსთვის, რომელიც ევროატლანტიკურ ერთა ოჯახში სრულად არის ინტეგრირებული. კელი დეგნანის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, თავდაცვის მდივანი მშვიდობიანი და დ...
„რატომ არ ვითხოვთ იგივე სანქციების დაწესებას აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" მიმართ, როგორც ახლა დონეცკისა და ლუგანსკის მიმართ დააწესეს?!“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. ექსპრეზიდენტის თქმით, თუ იგივე სანქციები დაწესდება, ვეღარავინ ააშენებს სასტუმროებს აფხაზეთში, არ მოიწვევს სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლებს და „მოქალაქეებს". „რატომ არ ვითხოვთ ზუსტად იგივე სანქციების დაწესებას აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" მიმართ, როგორც ახლა დონეცკისა და ლუგანსკის მიმართ დააწესეს?! 2008 წელს, აშშ-ის პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციამ მოამზადა ასეთი სანქციების პაკეტი, მაგრამ მსოფლიო ეკონომიკური კრ...
გარემოვაჭრეები ბაზრობის ტერიტორიაზე გადაყვანის შემდეგ, თავიანთ ეკონომიკურ საქმიანობას სხვა მოვაჭრეების მსგავსად, კანონით ნებადართულ სივრცეში, ცივილური ფორმით განაგრძობენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გარევაჭრობის აკრძალვის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, კანონდარღვევასა და მოსახლეობისთვის დისკომფორტის შექმნას მუნიციპალიტეტი არ დაუშვებს, გარემოვაჭრეებს კი მუნიციპალიტეტის თუ ბაზრობის ადმინისტრაციის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება. „მინდა, შევეხო გარე ვაჭრობის თემას, რაც კატეგორიულად მიუღებელია. არავითარ შემთხვევაში არ ...
უკრაინელი ხალხი მადლობას გვიხდის 2 თებერვალს მიღებული რეზოლუციისთვის, რომელსაც ოპოზიციის ნაწილმა მხარი არ დაუჭირა. - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „საერთოდ ეს კითხვები რომ ისმევა საქართველოში, მე მიმაჩნია ეს უკვე თავისთავად ოპოზიცის ნაწილის მხრიდან წამოსულ თვითგვემის პოლიტიკასთან გვაქვს საქმე, უკრაინელი ხალხი ჩვენ მადლობას გვიცხადებს იმ რეზოლუციისთვის, რომელსაც ოპოზიციის ნაწილმა მხარი არ დაუჭირა“ , - განაცხადა პაპუაშვილმა. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინას გვერდით დაუდგება. „რაც შე...
„მოგესალმებით ახალ მსოფლიოში, რომელშიც მალე ევროპელებს ათასი კუბური მეტრი გაზისთვის 2000 ევროს გადახდა მოუწევთ“, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა განაცხადა. მანამდე, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის სერტიფიცირების პროცეს აჩერებდა. „გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის პროექტის შეჩერების ლიცენზია გამოსცა. რას ვიზამთ. მოგესალმებით ახალ მსოფლიოში, რომელშიც მალე ევროპელებს ათასი კუბური მეტრი გაზისთვის 2000 ევროს გადახდა მოუწევთ“, - აღნიშნა დიმიტრი მედვედევმა „ტვიტერ“-ზე.
ნატო-მ და აშშ-მა ცუდად აითვისეს გაკვეთილი, რომელიც რუსეთმა ასწავლა მათ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მედვედევმა აღნიშნა, რომ 2008 წელს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებით, რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწია. „2008 წელს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით რთული გადაწყვეტილების მიღება მომწია. სამხედრო ძალისა და პოლიტიკური ნების გამოყენებით, რუსეთი დახეხმარა ასობით ათას ადამიანს სიცოცხლის შენარჩუნებაში და მან გაკვეთილი ასწავლა ნატო-ს, აშშ-ს, ყველას, ვისაც ჰქონდა აგრესიული განზრახვები რუსეთის ...
უტინის მტკიცება, რომ რუსული ძალები, რომლებიც დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში შედიან, სამშვიდობოები არიან, სისულელეა, - ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, იმის მტკიება, რომ უკრაინა დასავლეთისგან ბირთვულ იარაღს ეძებს, არ შეესაბამებასიმართლეს. „პუტინის მტკიცება, რომ რუსული ძალები, რომლებიც დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში შედიან, სამშვიდობოები არიან, სისულელეა, ვიცით სინამდვილეში რაც არიან ისინი. პუტინის მიზანი ომის საბაბის შექმნა იყო და შესაბამისად, დაუყონებლივ გამოაცხადა რუსული ჯარების დონბასში შეყვანა. რაც შეეხება იმის მტკიცებას, რომ უკრაინა დასავლეთისგან ბირთვულ იარაღს ეძებს, ეს სიმა...
საქაართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პუტინმა ამ ნაბიჯით უკრაინაზე თავდასხმაზე უარი თქვა. მისი თქმით, 2008- ში საქართველოს, რაც არ უნდა მოემოქმედა "აღიარება" მაინც მოხდებოდა. "სინამდვილეში, პუტინმა უკან დაიხია და უარი თქვა უკრაინაზე თავდასხმაზე. დასავლეთის უპრეცედენტო ერთიანობამ და უკრაინელი ხალხის ერთ მუშტად შეკვრამ თავისი სიტყვა თქვა. რაც მან ე.წ. აღიარა, იმას ისედაც აკონტროლებდა. ამით მან ოფიციალურად მოკლა მინსკის შეთანხმება და აღიარა ოკუპანტის სტატუსი. აბა სად ხართ ის ხალხი, ვინც მე 2008-ში ომის დაწყებას ან პროვოკაციაზე წამოგებას მედავე...