ეს სახელმწიფო არც ბიძინაა და არც მიშა, სახელმწიფო არის ქართველი ხალხის, რომლებმაც დიდი ხნის წინ ევროპული მომავალი აირჩიეს, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს უპრეცედენტო შესაძლებლობა მიეცა, რომ გახდეს თანამედროვე ევროპის ნაწილი, რაც დიდი ხანია ქვეყნის მოქალაქეების სურვილი და მიზანია, და ნაცვლად იმისა, რომ საერთო ევროპული მიზნის გარშემო გაერთიანდეს ქვეყანა, ბიძინა ივანიშვილმა წამოიწყო დისკუსია, საქართველოს უნდა ევროპა თუ არა ?, რითაც მან ფაქტობრივად უარი თქვა საზოგადოების მრავალსაუკუნოვან არჩევანზე. მან დასძინა, რომ ივანიშვილის და "ქართული ოცნების" ძალაუფლების გაძლიერებაში წვლ...
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ევროკავშირის მთავარი დიპლომატი ხოსეპ ბორელი და საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება 21 თებერვალს ბრიუსელში შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დიმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ ეს უკრაინის, ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლების პირველი შეხვედრაა ასეთ სამმხრივ ფორმატში. „მოუთმენლად ველი იენს სტოლტენბერგთან და ხოსეპ ბორელთან შეხვედრას, რათა გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობა უკრაინისა და ევროპის დასაცავად“, - განაცხადა მან. შეხვედრა ნატოს შტაბ-ბინაში დილით გაიმართება. ამის შემდეგ მათი ერთობლივი პრესკონფერენცია 12:45 საათზეა დაგეგმილი.
ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას, ეს არის სწორედ ნატო-ს გზავნილი საქართველოსთვის, უკრაინაში ომის დაწყებიდან 1 წლის შემდეგ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი რუსეთის ქცევის ნაწილია, რომელიც რუსეთის საქართველოში შეჭრით დაიწყო. “საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის ის გზავნილი გვაქვს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი რუსეთის ქცევის ნაწილია, რომელიც რუსეთის საქართველოში შეჭრით დაიწყო, მერე ვნახეთ სასტიკი ომი სირიაში, რასაც მოჰყვა ყირიმის ანექსია და ახლა ვხედავთ ფართომასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც უკვე 1 წელია გრძელდება. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლ...
ამერიკული კანონის თარგმნის მერე აღარ იტყვიან, რომ რუსული კანონპროექტია და თუ მაინც იტყვიან, მაშინ ამერიკაში ყოფილა ეს რუსული კანონმდებლობა და ჩვენ რაღას გვერჩიან, - ამის შესახებ ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა "უცხოური აგენტების შესახებ" მომზადებულ პროექტზე საუბრისას განაცხადა. მაჭარაშვილი ასევე თვლის, რომ ევროპარლამენტი აღარ არის ის ინსტიტუცია, საიდანაც შეიძლება დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და სამართლიანობის განცხადებების მოსმენა. "შევარბილეთ ამერიკის კანონმდებლობა და ეს ერთი-ერთში წერია. ნათარგმნიც იქნება, ჩვენ ამასაც უზრუნველვყოფთ და მერე აღარ იტყვიან, რომ ეს არ არის რუსული კანონპროექტი. თუ მაინც...
სიტყვები არ მაქვს ირაკლი კობახიძის განცხადების შესაფასებლად - სასაცილო და აბსურდია, რასაც ის ამბობს, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებას. როგორც კრამონმა "ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა, მმართველი პოლიტიკური გუნდი შორდება იმ ღირებულებებს, რაზეც ევროკავშირი დგას, მათი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები კი, თანდათან უფრო რთულად გასაგებია. "სიტყვები არ მაქვს ირაკლი კობახიძის განცხადების შესაფასებლად. მან კარგად იცის, რომ რასაც ჩვენზე ამბობს, სიმართლე არ არის. კობახიძემ განათლება გერმანიაში მიიღო, სიტყვით გამოდიოდა დიუსელდორ...
ევროკომისიამ სანქციების ახალ პაკეტში უარი თქვა რუსეთის ბირთვულ სექტორზე ან მის წარმომადგენლებზე სანქციების დაწესების გეგმებზე. ამის შესახებ გამოცემა Politico-ს ევროკავშირის სამმა დიპლომატმა განუცხადა. ევროკავშირის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ თავდაპირველად ევროკავშირის ქვეყნებს განუცხადა, რომ შეეცდებოდა სანქციების დაწესებას რუსეთის სამოქალაქო ბირთვული სექტორის მიმართ. გასულ კვირას ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიას მოუწოდა მინიმუმ სანქციების დაწესება რუსული ბირთვული ენერგეტიკული კომპანიის Rosatom-ის წინააღმდეგ. „სამწუხაროდ, ბირთვული სექტორი არ არის შეყვანილი ამ წინადადებაში“, - თქვა ევროკავშირის ...
ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინელების ტყვეობიდან დაბრუნებას. დღეს ჩვენი 100 ჯარისკაცი და 1 მშვიდობიანი მოქალაქე მიდის სახლში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა. მისივე თქმით, გათავისუფლებულ ტყვეებთა შორის არიან ეროვნული გვარდიელები, მესაზღვრეები და უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები, მათ შორის კი 63 "აზოვსტალის" დანაყოფის მებრძოლია. "ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინელების ტყვეობიდან დაბრუნებას. დღეს ჩვენი 100 ჯარისკაცი და 1 მშვიდობიანი მოქალაქე მიდის სახლში. გათავისუფლებულ ჯარისკაცებს შორის არიან ეროვნული გვარდიელები, მესაზღვრეები და უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები. მათგან 94 დამცველია. მარიუპოლის, მათ შ...
ვერც რუსეთი და ვერც უკრაინა, სავარაუდოდ, ვერ მიაღწევენ თავიანთ სამხედრო მიზნებს და ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება, - ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთისთვის თითქმის შეუძლებელი იქნება სამხედრო გზით პოლიტიკური მიზნების მიღწევა და უბრალოდ არ მოხდება, რომ რუსეთმა უკრაინა დაიპყროს. მეორეს მხრივ კი, უკრაინას ძალიან გაუჭირდება ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსების გაძევება. „რუსებისთვის თითქმის შეუძლებელი იქნება სამხედრო გზით მიაღწიონ თავიანთ პოლიტიკურ მიზნებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი უკრაინის დაპყრობას შეძლებს. ეს უბრალოდ არ მოხდება. ასევე, უკრაინისთვის წე...
ისრაელი უკრაინულ "მშვიდობის ფორმულას" მხარს დაუჭერს, - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებასთან ერთად კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კოენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი ასევე მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს, ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „ისრაელი უკრაინის „მშვიდობის ფორმულას“ გაეროს ფარგლებში მომავალ კვირას მხარს დაუჭერს “, - განაცხადა ელი კოენმა. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „მშვიდობის ფორმულა“ ჯერ კიდევ 2022 წელს შესთავაზა პარტნიორებს. მისი ერთ-ერთი პუნქტი გულისხმობს რუსეთის დასჯას უკრაინაშ...
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაითვალისწინოს ეს ყველაფერი,რათა დაიცვას ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და ღირსება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარია კალიურანდმა "მთავარ არხთან" საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ევროპარლამენტს არაერთხელ გამოუთქვამს შეშფოთება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით, და არ არსებობს სურვილი, იმისა, რომ ეს საკითხი პოლიტიკური პოლარიზაციის გამომწვევი იყოს საქართველოს საზოგადოებაში. "ამ რეზოლუციას მხარს უჭერს ყველა პოლიტიკური პარტია, ამიტომ მიიღეს უდიდესი უმრავლესობით, თუმცა იყო ერთი შესწორება, რომელიც ეხებოდა ბატონ ივანიშვილს და რომელსაც მხარი ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა არ დაუჭირ...
ახლა ნეიტრალიტეტზე უარის თქმის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ნეიტრალიტეტი გაწერილია მოლდოვის კონსტიტუციაში, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა. მისივე თქმით, კვლევების თანახმად, მოლდოველი ხალხის უმეტესობა კვლავ მიიჩნევს, რომ ქვეყანამ ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნოს, მაგრამ ასევე სახელმწიფოს მართებს მსჯელობა თუ რა უნდა მოიმოქმედოს ქვეყნის დასაცავად და საერთოდ აქვს თუ არა რესურსი მოლდოვას დამოუკიდებლად მშვიდობის უზრუნველყოფის. „ახლა ნეიტრალიტეტზე უარის თქმის საკითხი არ დგას. ნეიტრალიტეტი გაწერილია მოლდოვის კონსტიტუციაში. მეტიც, თუ გავაანალიზებთ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს, მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ მიიჩნევს, რომ ნეიტრალიტეტი უნდა შენარჩუნდეს....
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფება. ბჟანიას პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ე.წ. პრეზიდენტი, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არაერთ შეხვედრას გამართავს. პრესსამსახურის ცნობით, ასლან ბჟანია სამუშაო ვიზიტით რუსეთის ფედერაციაში 14 თებერვალს გაემგზავრა.
დასავლეთი ათწლეულების განმავლობაში სასოწარკვეთილად ცდილობდა, სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულები არ შეემჩნია, - ამის შესახებ ამერიკელი ანალიტიკოსი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ლინკოლნ მიტჩელი სოციალურ ქსელში წერს. მიტჩელის განცხადებით, ბევრმა დასავლელმა ლიდერმა გადაწყვიტა, რომ "უფრო მარტივია, გააგრძელონ ფიქრი" იმის შესახებ, რომ "მიშა დიდი დემოკრატი იყო". „დასავლეთი ათწლეულების განმავლობაში სასოწარკვეთილად ცდილობდა, სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულები არ შეემჩნია. ბევრმა დასავლელმა ლიდერმა, იმის ნაცვლად, რომ დასვან კითხვა - როგორ დაუშვეს შეცდომა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით, როდესაც ის ხელისუფლებაში იყო, გადაწყვიტა, უფრო მარტივია, გა...
მიგვაჩნია, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი "უცხოური აგენტების შესახებ" "ხალხის ძალის" მიერ მომზადებულ კანონპროექტს. როგორც ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული კანონპროექტი არა ამერიკულ ან სხვა რომელიმე, არამედ რუსეთის და უნგრეთის მსგავს კანონმდებლობას ეფუძნება. "ჩვენთვის ცნობილია საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესახებ. ღრმად ვართ შეშფოთებულები იმით, თუ რა შედეგები შესაძლოა მოიტანოს მან საქართველოში სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ჩვენი აღშფოთება საქართველოს ხელისუფლებას უკ...
ამ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს, როდესაც სიცრუეზე, სიყალბესა და კრიმინალების მფარველობაზე პირდაპირი მითითებებია, რეზოლუციას, რა თქმა უნდა, ვერ ექნება სერიოზული სახე, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, რეზოლუციაში ლობისტების მხრიდან საუბარია კრიმინალის პირდაპირ მფარველობაზე და მეცენატისა და ქველმოქმედის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე, აქედან გამომდინარე რეზოლუციას ფასი ვერ ექნება. მან დასძინა, რომ თავის მხრივ პარტია "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს იმ გზაზე, რასაც ევროინტეგრაცია ჰქვია. "ამ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს, როდესაც სიცრუეზე, სიყალბესა და კრიმინალების მფარველობაზე პირდაპირი მითითებებია, რეზოლუციას, ...
საგანგებოდ მინდა გამოვეხმაურო ევროკავშირში მიღებულ რეზოლუციას, ჩვენმა პარტნიორებმა ღიად და მკაფიოდ გზავნილი გამოუგზავნეს საქართველოს მთავრობას რომ გააუქმონ სიკვდილით დასჯა და სადიზმი, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას. მისივე თქმით, მიღებული რეზოლუცია არის უპრეცედენტო მისი შინაარსის მიხედვით, სადაც პირდაპირ წერია, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მძევალი, პოლიტიკური პატიმარი და სასწრაფოდ უნდა მოხდეს მისი განთავისუფლება. "საგანგებოდ მინდა გამოვეხმაურო ევროკავშირში მიღებულ რეზოლუციას, ჩვენმა პარტნიორებმა ღიად და მკაფიოდ გზავნილი გამოუგზავნეს საქართველოს...
ბახმუტის მიმართულებით ყველაზე მძიმე ვითარება, ეს ომი ჩვენ ქვეყანას ძალიან ძვირი უჯდება, თუმცა ამის მიუხედავად, ხალხი ძლიერია და ისინი იცავენ ქვეყანას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინას წინ დიდი გამოწვევა აქვს, თუმცა მას სწამს, რომ უკრაინამ ყველაზე რთული პერიოდი უკვე გაიარა და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ წელი გამარჯვებით დაასრულოს. "ბახმუტის მიმართულებით არის ყველაზე მძიმე ვითარება. ასევე, ვუჰლედარის რაიონში. ეს ომი ჩვენ ქვეყანას ძალიან ძვირი უჯდება, თუმცა ამის მიუხედავად, ხალხი ძლიერია და ისინი იცავენ ქვეყანას. მე ვიცი, რომ ჩვენ წინ ბევრი გამოწვევა და გამოცდა გველის, თუმცა მჯერა, რომ ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო ...
ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივ გაუარესებაზე და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გადადგას ნაბიჯი და მისცეს პატიმარ სააკაშვილს საშუალება საზღვარგარეთ მკურნალობის, რაც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება იქნება. ევროპარლამენტარებმა ასევე მოუწოდეს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომ თავისი კონსტიტუციური უფლება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მიზნით გამოიყენოს. "ევროპარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებისა და საქართველოს ხელის...
კმარა ჩვენი ოჯახის შეურაცხოფა და ღლიცინი მართლაც ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანზე!, - ამის შესახებ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მას სჯერა, რომ მსოფლიოსგან მკავიო მხარდაჭერას მიიღებს მიხეილ სააკაშვილი და ერთად გადაარჩენენ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს. "რით არ დაიღალეთ იმის ძახილით მიშა კარგად არის და თურმე თავისუფლად გადაადგილდება ვივამედის პალატაში და სიმულაციას აქვს ადგილი. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ და გაუსმევ ხაზს ჩემი ძმა იმის აჩრდილია რაც წარმოუდგენია ხალხს. კმარა ჩვენი ოჯახის შეურაცხოფა და ღლიცინი მართლაც ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანზე! შეიძლება არ იყო მიშას მხარდამჭერი მაგრამ ხელს აწერდე ...
პენიტენციურმა სამსახურმა ამ კადრების ჩვენებით დაარღვია პერსონალური მონაცემების შესახებ კანონი და ამაზე დღესვე მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, - ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი პენიტენციური სამსახურის მიერ მესამე პრეზიდენტის კადრების გამოქვეყნებას. მისივე თქმით, "ვივამედის" მიერ გავრცელებული მიხეილ სააკაშვილის კადრები, არ არის ავთენტური, ვინაიდან კადრები ზოგიერთ მომენტში აჩქარებულია თითქოს სააკაშვილი დარბის, ამით კი მათ უნდოდათ ენახებინათ, რომ სააკაშვილი კარგადაა. "პენიტენციურმა სამსახურმა ამ კადრების ჩვენებით დაარღვია პერსონალური მონაცემების შესახებ კანონი და ამაზე დღესვე მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ევროპარლამენტი ემზადება ...