ბრიუსელში გამართულ ცერემონიაზე NATO-მ და ევროკავშირმა თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. 10 იანვარს დოკუმენტს ხელი მოაწერეს ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებმა პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინის ომმა მათ პარტნიორობის გაღრმავებისკენ უბიძგა. მათ გამოთქვეს რწმენა, რომ ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი მიზანი დასავლეთის ქვეყნების გაყოფა იყო, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. „პუტინს ნაკლები ნატო სურდა, მაგრამ საპირისპიროდ მოხდა - მას ეყოლება მეტი ნატო და მეტი ევროკავშირი“, - განაცხადა შა...
"სახელმწიფო, რომელმაც სარგებელი მიიღო იმით, რომ დღეს საქართველოს არ აქვს ღრმაწყლოვანი პორტი, არის რუსეთის ფედერაცია, რომელმაც ამ პერიოდში განავითარა თავისი ღრმაწყლოვანი პორტები.", - ამის შესახებ პარტია "ლელოს" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ, საქართველოში ჩამოსულ ამერიკელ გენერალ ბენ ჰოჯესთან, შეხვედრისას ისაუბრა. მისივე თქმით, 300 მილიონი დოლარი არის სწორედ ის თანხა, რომელიც სახელმწიფომ ანაკლიის პორტში უნდა ჩადოს იმ შემთხვევაში, თუ მას 51%-იანი მონაწილეობა სურს ამ პროექტში, სახელმწიფო ბიუჯეტში კი ასეთი თანხა არ არსებობს. "ჩვენ ვისაუბრეთ ამ თემებზე, როგორ უნდა განმტკიცდეს საქართველოს უსაფრთხოება, როგორ დაჩქარდეს ჩვენი ქვეყნის ინტეგრირება დ...
„როცა ის იყო შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ევროპაში ნატოსი, მაშინ რა თქმა უნდა მას ასეთი საბრძოლო განწყობები არ გააჩნდა. ახლა არის პენსიაზე გასული და მისი პასუხისმგებლობა ნულია.", - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი, გენერალ ბენ ჰოჯესის განცხადებას. მისივე თქმით, ჰოჯესი ოპოზიციურ ლობისტურ მოძრაობაშია ჩართული და აკეთებს ოპოზიციისთვის შესაბამის სასარგებლო განცხადებებს. მან დასძინა, რომ ამ ყველაფერს შესაძლოა ფინანსტური ინტერესიც ახლდეს, ვინაიდან, როგორც წესი, ლობისტური საქმიანობა გარკვეული ანაზღაურების საფუძველია. „როცა ის იყო შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ევროპაში ნატოსი, მაშინ რა თქმა უნდა მას ასეთი საბრძოლო განწყობები არ გა...
ყველამ დაიოკოს თავისი ემოციები და თუ არ იცის სწორი სურათი, კომენტარს მაინც ნუღარ გააკეთებს, - ასე აფასებს ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრი, გურამ მაჭარაშვილი გენერალ ბენ ჰოჯესის განცხადებას. მაჭარაშვილის თქმით, ქვეყნისთვის საინტერესო არ არის, ვინ რას ხედავს უცხოეთიდან, რადგან მთავარი საზოგადოების აზრია. "ეს ჩვენი პრობლემა არ არის, ვინ რას ხედავს და ვის როგორი მხედველობა აქვს, ეს ჩვენი პრობლემა არ არის. მთავარია, რომ საქართველოს საზოგადოება ხედავს იმას, რაც ხდება დღეს საქართველოში და სწორი პოლიტიკა აქვს არჩეული ხელისუფლებას, საზოგადოებას რაც მთავარია, რომ ჩვენ გვინდა ცივილიზაციასთან, ევროპასთან, ამერიკასთან ურთიერთობა, მაგრამ არა საქართვე...
როდესაც ქვეყანას, რომლის ტერიტორიებიც რუსეთს აქვს ოკუპირებული, ჯიქურად "აწვები" და სთხოვ სამხედრო შეიარაღებას, ეს არ არის მეგობრული ნაბიჯი, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა დავითულიანი, "ბუკის" საჰაერო თავდაცვითი სისტემების გადაცემასთან დაკავშირებით, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას. დავითულიანის შეფასებით, უკრაინამ საქართველოს "ასეთივე უხეში ტონით" გენერატორები, მანამდე კი, "სხვა რაღაცებიც" მოსთხოვა და როგორც დეპუტატი ამბობს, ურთიერთობის მიზანმიმართულად გაფუჭების შემდეგ რაღაცის ჩუქებაზე მოთხოვნა "დაწერებაა" და "არავინ არაფერს არ დაიწერს". "როდესაც ქვეყანას, რომლის ტერიტორიებიც რუსეთს აქვს ოკუპირებული, ასე ჯიქურად "აწვე...
სირცხვილია უკრაინისთვის „ბუკის“ სისტემების მიცემაზე უარის თქმა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ეს არის ღალატი და ასეთი ღალატის ეპიზოდები მძიმე ლაქად დარჩება საქართველო-უკრაინის ურთიერთობების ისტორიაში. "სირცხვილია უკრაინისთვის ბუკის სისტემების მიცემაზე უარის თქმა! პრეზიდენტ იუშჩენკოს დახმარებით ჩვენ ისინი მინიმალურ ფასში ვიყიდეთ თავის დროზე. როდესაც უკრაინაში იანუკოვიჩი მოვიდა, იუშჩენკოს წინააღმდეგ საქმეც კი აღძრეს ბუკის საქართველოსთვის გადმოცემის გამო და ეს გააკეთეს რუსეთის დავალებით. უფრო მეტიც, ინსტრუქტორი - პოლკოვნიკი მამჩური, რომელიც ბუკის გამოყენებას გვასწავლიდა, რუსეთის აგენტე...
სამხედრო ვეტერანები და საქართველოს უსაფრთხოების უწყებების ყოფილი წარმომადგენლები აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს წერილით მიმართავენ და მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად, შესაბამისი ზომების მიღებას სთხოვენ. წერილში, რომელსაც ხელს 200-ზე მეტი სამხედრო აწერს, ნათქვამია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი საშინელ პირობებში იმყოფება და მოკლებულია სამედიცინო დახმარებას, რაც ზრდის ნაადრევი სიკვდილის ალბათობას. "პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დემოკრატიულად და მშვიდობიანი გზით გადასცა საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები მის მემკვიდრეს. თუმცა, საქართველოს ახალი მთავრობა შეუერთდა რუსეთს და დაიწყო ძირითადი სახელმწიფო სტრუქტურების, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს პოლიტიზირებ...
ნებისმიერი ჟურნალისტი, რომელიც ციხეში ზის, თუ მას არა აქვს ჩადენილი რაიმე აშკარა კრიმინალი, არის პრობლემა,- ამის შესახებ ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში ჟურნალისტს პოლიტიკური მიზეზებით თუ აპატიმრებენ, ამის გამო, შეშინებული უნდა იყვნენ სხვა ჟურნალისტებიც. "ჩვენ ვისაუბრეთ უკრაინაზე, ასევე იმაზე, თუ რატომ მგონია, რომ უკრაინა გაიმარჯვებს და ყირიმსაც გაათავისუფლებს მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოსთვის. ასევე ვისაუბრეთ შავი ზღვის რეგიონზე, რომლის მნიშვნელობა დღეს შეერთებულ შტატებში უკეთ ესმით, რადგან მას აქვს სტრატეგიული ღირებულება ევროპისა და ამერიკისთვის. ასევე ვისაუბრეთ საქარ...
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, უკრაინამ "ბუკ"-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები საქართველოს უსასყიდლოდ გადასცა, სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებამ ცოტა ხნის წინ საგანგებო განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ "ბუკ"-ის სისტემა თავდაცვის უწყებამ 2007 წელს მრავალმილიონიანი შესყიდვით მიიღო. "გვსურს, გამოვეხმაუროთ ე.წ. ექსპერტებისა თუ ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს უკრაინამ "ბუკ"-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. მრავალმილიონიანი შესყიდვით "ბუკ"-ის სისტემა თავდაცვის უწყებამ ...
არ არსებობს საქართველოსთვის რისკი ომში ჩართვისა, მაგრამ მნიშვნელოვანია, საქართველო დადგეს ისტორიის სწორ მხარეს, - ამის შესახებ ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა. ჰოჯესისთვის, რომელიც თბილისში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ღონიძიებას ესწრება, ნათელია, რომ ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებებსა და ქართველი ხალხის ნებას შორის დიდი სხვაობაა. "საქართველოს მსოფლიო რუკაზე სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ალიანსი საქართველოსთან მჭიდრო კავშირშია. ვერ ვხვდები, საქართველოს მთავრობა რატომ იკრავს ხელ-ფეხს. ვერ ვხედავ პოზიტიურ შედეგებს საქართველოსთვის, რომელიც არ იკავებ...
რუსმა ომბუდსმენმა ტატიანა მოსკალკოვამ განაცხადა, რომ 12-14 იანვარს თურქეთში უკრაინის უმაღლესი რადას ომბუდსმენთან დმიტრო ლუბინეცთან შეხვედრას გეგმავს. ლუბინეცმა ასევე ადრე განაცხადა, რომ მოსკალკოვასთან შეხვედრა შესაძლოა იანვარში შედგეს. იგეგმებოდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე მიყენებული მშვიდობიანი მოქალაქეების ორმხრივი დაბრუნების საკითხის განხილვა. "ვადასტურებ, რომ ვგეგმავ შეხვედრას. თურქეთის ომბუდსმენის მიერ ორგანიზებული დიდი ფორუმი გაიმართება თურქეთში. ჩვენ განვიხილეთ შეხვედრის შესაძლებლობა და სავარაუდო დღის წესრიგი", - განაცხადა ტატიანა მოსკალკოვამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ საქმეს. საელჩოს წარმომადგენელი ესწრება სასამართლო პროცესს. რა თქმა უნდა, ცნობები, რომ ბატონი სააკაშვილი მძიმედ არის ავად, შეშფოთების მიზეზია.", ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა Georgia Today-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, დარწმუნდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაცულია. მან დასძინა, რომ ყველა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, პატიმრებს ჰუმანიტარული და ადეკვატური სამედიცინო დახმარება ჰქონდეთ. "ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ საქმეს. საელჩოს წარმომადგენელი ესწრება სასამართლო პროცესს. რა თქმა უნდა, ცნობები, რომ ბატონი სააკაშვილი მძიმედ არის ავად, შეშფოთების ...
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ-ერთი რუსი ჯარისკაცის სატელეფონო საუბარი მოისმინა, რომელიც ადასტურებს, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანიდან უკან დახევისას დამპყრობლებმა მშვიდობიანი მოქალაქეები მოკლეს და ქალები გააუპატიურეს. უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, მათ მოისმინეს რუსების ერთ-ერთი სატელეფონო საუბარი, რომელიც დოკუმენტირებულია და მუშაობენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ოკუპანტებმა მაქსიმალური სასჯელი მიიღონ ყოველი დანაშულისთვის "როდესაც ჩვენ ლიმანი ჩავაბარეთ, რუსმა სამხედროებმა ყველა დაჭრეს, გააუპატიურეს და დახვრიტეს. ხოლო ვინც შედარებით ახალგაზრდა იყო, წაიყვანეს. ქალები, ახალგაზრდები: ყველა სცემეს, დაჭრეს, დახვრიტეს" - ამბობს რუსი...
"წარმოუდგენელია რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ჯერ კიდევ არ გაუცია სააკაშვილის შეწყალება, რაც მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალებას მისცემს", - ამის შესახებ გერმანიის ევროპარლამენტარმა რებეკა ჰარმსმა განაცხადა. მისივე თქმით, ქართველი პოლიტიკოსები მიდიან იმ რისკზე, რომ მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში მოკვდეს. “წარმოუდგენელია რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ჯერ კიდევ არ გაუცია სააკაშვილის შეწყალება, რაც მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალებას მისცემს. წარმოუდგენელია, რომ ქართველი პოლიტიკოსები მიდიან იმ რისკზე, რომ პრეზიდენტი პატიმრობაში მოკვდეს.” - განაცხადა რებეკა ჰარმსმა.
“კასიანოვის განცხადება ჯერ ერთი, არაადეკვატურია, საერთოდ ვითარებაზე რომელიც 2008-ში იყო. მილიარდებია გადახდილი იმ სამხედრო აღჭურვილობაში და საერთოდ, რასაც იგი დახმარებას ეძახის საქართველოში შემოსულია გარკვეული თანხების სანაცვლოდ...”, - ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” დეპუტატი გია ვოლსკი, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ანდრია კასიანოვს, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინა საქართველოს 2008 წლის ომში გადაცემულ საზენიტო-სარაკეტო “ბუკის” სისტემების უკან დაბრუნებას სთხოვს. ვოლსკიმ დასძინა, რომ კასიანოვი არაადეკვატურია თავის მოქმედებებში და ილუზიაა, ის რომ უკრაინამ საქართველოს რაიმე უფასოდ გადასცა. “კასიანოვის განცხადება ჯერ ერთი, არაადე...
9 იანვარს რუსული ჯარების მიერ ხერსონის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფომაციას Suspilne რეგიონულ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ხერსონის ოლქის ხელმძღვანელის, იაროსლავ იანუშევიჩის განცხადებით, ოკუპანტებმა ხერსონის საცხოვრებელი კვარტალი დაბომბეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ხოლო ერთი მძიმედ დაშავდა. "რუსეთის ფედერაციამ ხერსონის საცხოვრებელი კვარტალი არტილერიით დაბომბა, დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ერთი კი დაშავებულია და მკურნალობას საავადმყოფოში გადის" - განაცხადა იანუშევიჩმა.
სააკაშვილი თავად იმსახურებს ნებისმიერი სახის სიაში მოხვედრას, რომელიც იმ ადამიანებს გააერთიანებს, ვინც მიიღო მონაწილეობა წამებაში, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი ვოლსკი, მაგნიტსკის ახალი სიის შექმნასთან დაკავშირებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და „მაგნიტსკის სიის“ ავტორის, ბილ ბროუდერის განცხადებებს. ვოლსკის თქმით, ექსპრეზიდენტს, რომელიც სადისტური მმართველობის ავტორია, უტოლებენ ადამიანს,[სერგეი მაგნიტსკის] რომელიც "რეჟიმმა მართლა აწამა". "პირველი რაც მინდა ვთქვა - სააკაშვილი, ასეთი უსაზღვრო მმართველობის პერიოდიდან მოყოლებული, თავად იმსახურებს ნებისმიერი სახის სიაში მოხვედრას, რომელიც იმ ადამიანებს გააერთიანებს, ვინც მიიღო ...
უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სისტემების დაბრუნება სთხოვა, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა. კასიანოვი უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს, რომ უკრაინის თხოვნა ასევე მოიცავდა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გადაცემულ „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემებსაც. „უკრაინული მხარე თანმიმდევრულია ყველა საერთაშორისო პარტნიორის, მათ შორის საქართველოს მიმართ, იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის მიწოდების თხოვნასთან დაკავშირებით. ასევე, გულწრფელად გამოაცხადა იარაღის სასიცოცხლო საჭიროება უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი შეჭრის დასაწყ...
საქართველოს მესამე პრეზიდენტი „მაგნიტსკის სიის“ ავტორს, ბილ ბროუდერს წერილით მიმართავს და სთხოვს, რომ "ქართულ ჯგუფებს" მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში დაეხმაროს. როგორც მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უარესდება, "ადგილობრივი ოლიგარქიული ნაძირლები" კი, ამას "უბრალოდ დასცინიან". "ციხეში მკლავენ ზუსტად ისე, როგორც მაგნიტსკის, ოღონდ ბევრად უფრო ღიად და საჯაროდ. ჩემი თხოვნაა, დაეხმაროთ ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში წინასწარ, ფატალური შედეგის მოლოდინის გარეშე. ყველა სახელი საკმაოდ საჯაროა და რაც მათ გამოარჩევს, არის და...
უკრაინა საქართველოს მთავრობას ოფიციალურად სთავაზობს, რომ მიხეილ სააკაშვილი გადმოგვცენ - თუ გინდათ, პირდად მე ჩამოვალ და წამოვიყვან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. პოდოლიაკმა იულია ლატინინას გადაცემაში საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რომ მმართველი პარტია, რომელიც ექსპრეზიდენტს მიზანმიმართულად აწამებს და რომელსაც რუსეთი ძალიან მოსწონს, ისტორიაში შავი ასოებით არ ჩაეწეროს. "უკრაინა საქართველოს მთავრობას ოფიციალურად სთავაზობს, რომ მიხეილ სააკაშვილი გადმოგვცენ. ექსპრეზიდენტის მიმართ დიდი პატივისცემით ვართ განწყობილი. საქართველოს ისტორიისა და პოსტსაბჭოთა სივრცისთვის ის მნიშვნელოვანი და ისტორიული ფიგურაა. საქართველოს მ...