საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს წერილი მისწერა. როგორც წერილშია აღნიშნული, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოსამართლეთა სანქცირების შესახებ, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია. ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრი, იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას. "ექსპრესსნიუსი" წერილს უცვლელად გთავაზობთ: "ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის სახელით, გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას და საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობისადმი ერთგულებას. როგორც შევიტყვეთ, აშშ-ის...
ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი არჩევნებში დამარცხების შემდეგ გადადგა. ფინური მედიის ცნობით, სანა მარინმა გადადგომის შესახებ განცხადებით პრეზიდენტს, საული ნინისტოს მიმართა, რომელმაც განცხადება უკვე დააკმაყოფილა. არჩევნებში გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარე პეტერი ორპო მთავრობის ფორმირებისთვის კონსულტაციებს მომავალი კვირიდან დაიწყებს. შეგახსენებთ, ფინეთის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ სანა მარინის „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ დამარცხდა. ხმების 95%-ის დათვლის შემდეგ, პირველ ადგილზე გავიდა კონსერვატიული „ეროვნული კოალიციის პარტია“ 20.7%-ით, მეორე ადგილზე კი - ულტრამემარჯვენე „ფინელების პარტია“ 20.1%-ით. სანა...
მეტი მოწოდება, რომ აკონტროლონ ქართული მართლმსაჯულება, აღარ არსებობს, - ასე ეხმაურება მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებას. მაჭარაშვილის თქმით, ასეთი გზავნილები პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ აშშ საქართველოს ვერ ხედავს როგორც სუვერენულ, შემდგარ სახელმწიფოს. "მეტი როგორღა უნდა თქვას შეერთებულმა შტატებმა, რომ მათ უნდათ, კონტროლი დაამყარონ ქართულ მართლმსაჯულებაზე. უკვე საზოგადოებასაც აღარ ეპარება ეჭვი. პირდაპირ ამბობენ იმიტომ, რომ თქვენ არ ნიშნავთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენ გეუბნებითო; იმიტომ, რომ არ ნიშნავთ ისეთ მოსამართლეებს, ვისზეც ჩვენ გ...
"ქართული ოცნების" გემი ჩაძირულია, მოვუწოდებ მის წევრებს - დატოვეთ გემი! - ასე ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აშშ-ის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებას. ვაშაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია "ხალხის ნების გაყალბებას" გააგრძელებს, სანქციები მომავალში სწორედ მას დაემუქრება. "უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო აშშ-ის მთავრობამ. ეს არის ჩვენი, ქართველი ხალხის ერთად დგომის შედეგი. დასავლეთმა ძალიან მკაფიოდ დაინახა, რომ ქართველ ხალხს არა უბრალოდ უნდა ევროკავშირი და ნატო, არამედ მზად არის, იბრძოლოს ამისთვის...
ვერ დადგები, ირაკლი, ცალ ფეხზე იმიტომ, რომ შენ უკვე მუხლებზე დგახარ რუსეთთან, - ასე პასუხობს "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელი პაატა მანჯგალაძე მოსამართლეთა სანქცირების საკითხზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას. მანჯგალაძის თქმით, აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება "ბოლო სიგნალი" და "ბოლო გაფრთხილებაა". "ეს არის ბოლო გაფრთხილება. ეს არის ბოლო სიგნალი, რომ ამერიკა ვერ და არ შეეგუება იმას, რომ ქვეყანაში იყოს ანტიდემოკრატიული რეჟიმი და არაფორმალური მმართველობა. მინდა ირაკლი კობახიძესა და "ქართული ოცნების" პროპაგანდისტებს ვუპასუხო - დაიხვიეს გიორგი ბურჯანაძის გამოსვლა, რო...
მე არ ჩამიდენია ისეთი რამ, რასაც სანქცირება უნდა მოჰყოლოდა, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მის მიმართ სანქციების დაწესების საკითხზე განაცხადა. მურუსიძის თქმით, აღნიშნული ქმედებით, აშშ-მა გზავნილი გაუგზავნა სხვა მოსამართლეებს, რომ თუ ისინი არ დაემორჩილებიან მოთხოვნებს, დასანქცირდებიან. "საბოლოო ჯამში, ღირსება მაინც ყველაზე მაღლა დგას. მე არ ჩამიდენია ისეთი რამ, რასაც სანქცირება უნდა მოჰყოლოდა. რადგანაც სხვა ბერკეტი ვერ მოძებნეს სასამართლო სისტემის ხელში ჩასაგდებად, გააკეთეს ეს, გაუგზავნეს სიგნალი სხვა მოსამართლეებს და უთხრეს, რომ აგერ, ხედავთ მურუსიძეს ჩვენ რა გავუკეთეთ? დაემორჩილებით ჩვენს დიქტატს? კი ბ...
ეს ნაბიჯი გზავნილია ყველასთვის, ვინც საქართველოში საჯარო ძალაუფლებას ბოროტად იყენებს საკუთარი პირადი თუ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, - ასე ეხმაურება ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი აშშ-ის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის დასანქცირებას. ლინკევიჩიუსის თქმით, მოსამართლეების დასანქცირება "გაფრთხილებაა ოლიგარქებისთვისაც" "ეს ნაბიჯი გზავნილია ყველასთვის, ვინც საქართველოში საჯარო ძალაუფლებას ბოროტად იყენებს საკუთარი პირადი თუ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ძალიან ბევრი კითხვა არსებობს მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საქმეების თაობაზეც, ასევე, მედიის შეზღუდვის შესახებაც. ეს გაფრთხილებაა ოლიგარქებითვისაც", ...
ეს არის "ქართული ოცნების" პოლიტიკის კრახი,- ასე ეხმაურება "ლელო საქართველოსთვის" წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებას. ნაცვლიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე სანქციების დაწესებას უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო გადაწყვეტილება უწოდა და თქვა, რომ ეს მხარდაჭერას საქართველოს მოქალაქეებს უცხადებს. "ლელო საქართველოსთვის" მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას, დაასანქციროს საქართველოში სასამართლო კლანის ხელმძღვანელები. ეს არის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო გადაწყვეტილება, რომელიც მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მოქალაქეებს და მათ უფლებას, იცხოვრონ სამ...
ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირიც იმავეს გააკეთებს, - ასე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებას. კრამერის განცხადებით, სანქციები არა საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, არამედ დაწესდა მათთვის, ვინც "პასუხისმგებელია ქვეყნის მცდარი გზით წაყვანაზე". "ეს აჩვენებს მზარდ შეშფოთებას ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოში არსებული სიტუაციის თაობაზე და უგზავნის მკაფიო სიგნალს მათ, ვინც ანტიდემოკრატიულ და კორუფციულ საქმიანობაშია ჩართული, რომ ისინი ამისთვის საფასურს გადაიხდიან. სხვები, ვინც ამგვარ საქმიანობაში არიან ჩართული და არ არიან დღეს აქ ნახსენები, ამას ძალი...
ნული მტკიცებულება, არავითარი მტკიცებულება. გვიმალავენ? დანაშაულია ჩადენილი და გვიმალავენ ჩვენ? ან რატომ გვიმალავენ, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირების საკითხს. მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან არის პოლიტიკური ინტერესი, რომ მათი მხრიდან დამოუკიდებელ სასამართლო პროცესებში ჩარევა მოხდეს. "ნული მტკიცებულება, არავითარი მტკიცებულება. გვიმალავენ? დანაშაულია ჩადენილი და გვიმალავენ ჩვენ? ან რატომ გვიმალავენ. ეს ხო არასერიოზულია. თუ დანაშაულია ჩადენილი, პირველი ხო, ინტერესი ხომ უნდა გქონდეს, რომ აცნობო მეორე მხარეს ამ დანაშაულის შესახებ. ან ...
პირდაპირ ვიტყვი, აქ კორუფციაზე იყო საუბარი, ამ განცხადებაში, და ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირების საკითხს. მისივე თქმით, მსგავსი განცხადების გამოქვეყნებით პირდაპირ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი "გასვარეს", რაც თავის მხრივ შემაშფოთებელია. "მე მომიწევს ცოტა მძიმე შეფასების გაკეთება ამ განცხადებასთან დაკავშირებით. მე პირდაპირ ვიტყვი, აქ კორუფციაზე იყო საუბარი, ამ განცხადებაში, და ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები. მე ასე ვიტყოდი. კორუფციაში ფული არ იგულისხმება, როგორც მოგეხსენებათ მა...
გავაგრძელებთ იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას - ამის შესახებ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკინმა განაცხადა. „ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას. ჩვენ ყველა იმ მოსამართლის გვერდით ვდგავართ, ვისაც აქვს გამბედაობა და კეთილსინდისიერება იმოქმედოს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად” - აცხადებს ენტონი ბლინკენის. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მ...
დღევანდელი გადაწყვეტილება დაგვიანებული, თუმცა მისასალმებელია, - ასე გამოეხმაურა სენატორი ჯიმ რიში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირების საკითხს. მისივე თქმით, დადგა დრო, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების წინააღმდეგ მოქმედება. "სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყო საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება. დღევანდელი გადაწყვეტილება დაგვიანებული, თუმცა მისასალმებელია. დროა, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების წინააღმდეგ მოქმედება. მე გავაგრძელებ ქართველი ხალხის მხარდაჭერას მათ მისწრაფებაში, ჰქონდეთ უფრო დემოკრატიული და გამჭვირვალე ...
სამწუხაროა, რა თქმა უნდა, რომ ჩვენი მეგობრობა, სტრატეგიული ურთიერთობები მივიდა იქამდე, რომ სანქციების ენით ვესაუბრებით ერთმანეთს, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირების საკითხს. მისივე თქმით, სანქცირებული მოსამართლეების დროს სასამართლოში ბალანსი დაბრუნდა, რადგან მოქალაქეებიც და სახელმწიფოც თითქმის თანაბრად იგებდნენ საქმეებს, ეს კი ნიშნავს იმას რომ, სახელმწიფო სასამართლოში მოქალაქეებს აღარ ჩაგრავს, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს იყო. "სამწუხაროა, რა თქმა უნდა, რომ ჩვენი მეგობრობა, სტრატეგიული ურთიერთობები მივიდა იქამდე, რომ სანქციების ენით ვ...
ახლა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს და პერსონალური პასუხისმგებლობა აიღოს, - ასე გამოეხმაურა პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირების საკითხს. მისივე თქმით, აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირება, სიგნალია იმისა, რომ ყველასთვის, ვინც ძირს უთხრის უზენაესობას, პასუხისმგებლობა პერსონალიზებული იქნება. "აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირება ნათელი სიგნალია იმისა, რომ ყველასთვის, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას, პასუხისმგებლობა პერსონალიზებული იქნება. ახლა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს და პერსონალური პასუხისმგებლობა აიღოს", - წერს გა...
აშშ-ს მიერ მოსამართლეების დასანქცირება განაჩენია არა მარტო მათთვის, არამედ საქართველოს ხელისუფლებისთვისაც და პირდაპირი სიგნალი ივანიშვილისთვის, - ასე გამოეხმაურა "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ქართველი მოსამართლეების დასანქცირების ფაქტს. მისივე თქმით, ხელისუფლებას ქვეყნის რუსეთის ორბიტაზე გადაყვანას, არც ქართველი ხალხი აპატიებს და არც საერთაშორისო პარტნიორები. "აშშ-ს მიერ მოსამართლეების დასანქცირება განაჩენია არა მარტო მათთვის, არამედ საქართველოს ხელისუფლებისთვისაც და პირდაპირი სიგნალი ივანიშვილისთვის, რომ ვაშინგტონსა და დასავლეთში საბოლოოდ ამოიწურა ნდობა "ქართული ოცნების" მიმართ. ...
ეს არის ნათელი დადასტურება, რომ საქართველოში არის კლანური და კორუფციული სასამართლო, - ასე შეაფასა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირების ფაქტი. მისივე თქმით, ყევლა ის პოლიტიკური პატიმარი, რომელიც დღეს სასჯელს იხდის, პოლიტიკურად მოტივირებული საასმართლოს მიერ მისჯილი გადაწყვეტილებებით დაუყოვნებლივ უნდა იყვნენ გათავისუფლებულები. "ცნობილი საქართველო რუსმა ოლიგარქმა მსოფლიოს გააცნო როგორც სამარცხვინო, კორუფციული, კლანური მმართველობის სასამართლო სისტემით, სამარცხვინო, ანტიდასავლური რიტორიკით, სამარცხვინო რეპრესიებით, პუტინისტობით. აი, ასე გააცნო რუსმა ოლიგარქმა ჩვენი ქვეყანა ...
შეერთებულ შტატებში ან ევროკავშირში არ შეგვიშვებენ, ეგრე ბაბუაჩემსაც არ უვლია და უცხოვრია კაცს ადამიანურად და გადაუტანია, - ასე გამოეხმაურა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან დაწესებულ სანქციას, მოსამართლე ლევან მურუსიძე "მთავარ არხთან" საუბრისას. მისივე თქმით, მას ისეთი არაფერი ჩაუდენია დასანქცირება რომ ეკუთვნოდეს და სიტუაციას აფასებს, როგორც უსამართლოს. "პირდაპირ გეტყვით, რომ არაფერი ისეთი მე არ ჩამიდენია, დასანქცირება რომ მეკუთვნოდეს, მაგრამ ნუ, რა ვქნათ ახლა. ლევან მურუსიძე ამას როგორმე გადაიტანს, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს არის ნამდვილად ძალიან დიდი უსამართლობა, მაგრამ ეხლა რომ ვთქვა, რომ მუხლები ამიკანკალდა და შემეშინდა და რაღაცა და რამე, არც ანგარიშები ა...
სახელმწიფო დეპარტამენტმა სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ აღნიშნული პირები საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. უგულებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და მოახდინეს მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირება, პირადი სარგებლის მიღების მიზნით. დეგნანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის კანონმდებლობის საფუძველზე მსგავსი მნიშვნელოვანი კორუფციის შესახებ სანდო ინფორმაცია არის სანქცირების გადაწყვეტილების მიღების საფ...
დღეს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ახდენს მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული. ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. „დღეს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ახდენს მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერია...