უკრაინამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გამოცემულ განკარგულებაშია ნათქვამი. განკარგულება, რომელსაც ხელი უკრაინის პრეზიდენტმა მოაწერა, გულისხმობს რუსი ოლიგარქების, კომპანიებისა და საწარმოების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. გამოქვეყნებულ ბრძანებაში ნათქვამია, რომ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი. გარდა ამისა, ალექსანდრე ივანიშვილი, მის ცოლთან ერთად. ეს გადაწყვეტილება სანქციებს უწესებს 2507 ფიზიკურ და 1374 იურიდიულ პირს, რომელთა უმეტესობა რუსეთის მოქალაქე და რუსეთის იურიდიული პირია. No7262022 დად...
საქართველოს პროკურატურამ წყალტუბოს რაიონში ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 ოქტომბერს, წყალტუბოს რაიონის სოფელ საყულიაში, ბრალდებულმა დისკრიმინაციული შეუწყნარებლობის მოტივით, ქალისადმი სტერეოტიპული შეხედულებების გამო, რძალს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებული სიკვდილს გადაურჩა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19-109-ე მუხლის &bdquo...
ევროსაბჭოს რეზოლუციაში სააკაშვილის გვარი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის გაპარებული. - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განაცხადა. მისივე თქმით, ამით კიდევ ერთხელ აჩვენეს საკუთარი სახე, რომ მათთვის სახელმწიფო ინტერესი არ არის მთავარი. "უბრალოდ ისინი კიდევ ერთხელ აჩვენებენ საკუთარ სახეს, რომ მათთვის სახელმწიფო ინტერესი არ არის მთავარი და მათთვის მათივე ყოფილი ბელადის გვარი სახელი მთავარი ინტერესი იყო და არის დღესაც". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ დაუჭირა მხარი რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებას.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკანონო დაკავების ფაქტზე, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება განხორციელდა. "მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული ბერკეტი და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა უკანონო პატიმრობაში მყოფ პირთა გათავისუფლების მიზნით. საოკუპაციო ძალების მიერ განხო...
თუ ტრაგედია ხდება, მაშინ ხარ პასუხისმგებელი, რომ მომენტალურად მოიხადო ბოდიში და წახვიდე, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, რომან გოცირიძემ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე თბილისის მერის პასუხიმგებლობასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც გოცირიძემ თქვა, კახა კალაძემ მომხდარის გამო პოლიტიკური პასუხი უნდა აგოს. "როდესაც მიდიხარ და ლენტებს ჭრი და ყელყელაობ ტელევიზორში და ქულებს იწერ, რომ რაღაც კარგი პროექტი გააკეთე, მაგალითად ხიდი გახსენი, თუ ეს პროექტი ცუდია, შენ ქულები გეწერება მინუს ნიშნით. თუ ტრაგედია ხდება, მაშინ ხარ პასუხისმგებელი, რომ მომენტალურად მოიხადო ბოდიში და წახვიდე. როგორ შეიძლება იყო მერი, რომელიც ვერ გაეკარება ვერც ერთ ის...
საუბარი კახა კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, არის ცარიელი სპეკულაცია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, დედაქალაქის მერის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა იმ შემთხვევაში, თუ სისტემური პრობლემა გამოვლინდებოდა. "პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში, თუ უწყებაში ვლინდება რამე სისტემური პრობლემა. ამ შემთხვევაში, იყო კონკრეტული გადაცდომა, გულგრილობა, რამაც გამოიწვია ტრაგიკული შედეგი, თუმცა რაც შეეხება სისტემურ პრობლემას, ასეთი სისტემური პრობლემა არ ვლინდება. ასეთ პირობებში, საუბარი კახა კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, არის ცარიელი სპეკულაცია&qu...
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიგა გიგაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო, მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობს და ამიტომ საჭიროდ მიიჩნევს, დაკავებული თანამდებობა დატოვოს. „დატრიალებული ტრაგედიის გამო, ჩემი მოადგილე ამ ეტაპზე დაკავებულია. მე, როგორც სამსახურის უფროსი, რა თქმა უნდა, ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას ჩემი მოადგილის სამსახურებრივ ქმედებებზე, ყველა თანამშრომლის მიმართ. ამიტომ ვთვლი, რომ საჭიროა დავტოვო ჩემი თანამდებობა. სრულად ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, რათა დადგინდეს სიმართლე, თუ რეალურად რა მოხდა ამ ტრაგედიის დღეს და ...
13 ოქტომბრის ტრაგიკულმა დღემ სრულად შეცვალა არათუ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დღის წესრიგი, არამედ მთლიანად ქალაქი. მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო პატარა გმირის, მარიტას ოჯახს და სრულიად საქართველოს, - ამ სიტყვებით დაიწყო თბილისის მერმა ტრაგიკული ამბის შემდეგ გამართული პირველი სხდომა. კახა კალაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თუკი, მის მიმართ მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება, მზად არის, "სრული სიმკაცრით აგოს პასუხი კანონის წინაშე". "რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს? ამ კითხვას, პირველ რიგში, გამოძიებამ უნდა უპასუხოს, რომელთანაც მთელი ჩვენი უწყება მჭიდროდ თანამშრომლობს. თქვენ იცით, რომ დაკავებულია 9 პირი, მათ შორის მერიის თანამშრომელი. მე არ მაქვს არანაირი უფლება...
სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკაში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ამხელა ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა. კალაძის თქმით, "პოლიტიკოსების საქციელს" საზოგადოება შეაფასებს. "ტრაგედიის დღიდან მოყოლებული, მოსახლეობა ტელეეთერებიდან ისმენს სრულიად გამაოგნებელ განცხადებებს კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან. სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკაში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ამხელა ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. ამ თემაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. რა თქმა უნდა, მათ საქციელს საზოგადოე...
უნდა შევისისხლხორცოთ, რომ კორუფცია სამშობლოს ღალატია და ყოველდღიურ ცხოვრებაში სათანადოდ ვიმოქმედოთ, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, კახა ოქრიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. „გოლდა მეირი ისრაელის პრემიერ-მინისტრი იყო, 1969-1974 წლებში. ეს მისი, ფაქტობრივად ნახევარი საუკუნის წინ ნათქვამი სიტყვებია ისრაელზე, როცა ებრაელები თავიანთ ქვეყანას ნულიდან აშენებდნენ და რა აქტუალურია ეს სიტყვები ქართველებისთვის დღეს! აი, რას ნიშნავს სახელმწიფოებრივი აზროვნება: __________________ „თუ გსურთ ააშენოთ ქვეყანა, რომელშიც თქვენი შვილები დაბრუნდებიან, თუ გსურთ ააშენოთ ქვეყანა, რომელსაც ისინი მხოლოდ შვებულების პერიოდში დატოვებენ, თუ გსურთ შექმნათ ქვეყანა, რომელშიც ...
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება და რუსეთი გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრების განახლების შესაძლებლობას განიხილავენ. ,,ეხოკავკაზის" ცნობით, ამის შესახებ სოხუმში, რუსეთის ელჩის, მიხეილ შურგალინისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას შეხვედრის შემდეგ განაცხადეს. „აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა დაადასტურეს ინტერესი ამ ფორმატის მუშაობის განახლებით, რომლის საქმიანობა ხელს შეუწყობს დაძაბულობის შემცირებას და ადგილზე უსაფრთხოების გაძლიერებას. ამ ეტაპზე მოლაპარაკების პროცესში ყველა მონაწილის პოზიციების კოორდინაციის პროცესი მიმდინარეობს", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. ,,ეხოკავკაზ...
ომში დამარცხებამ შესაძლოა ეგზისტენციალური საფრთხე შეუქმნას პუტინის მმართველობას. - ამის შესახებ გერმანულმა შპიგელმა განაცხადა. მათივე თქმით, საქმე შესაძლოა უკრაინის ტერიტორიაზე „სუბსტრატეგიული ბირთვული იარაღის“ გამოყენებამდე მივიდეს. პუტინმა შესაძლოა მიმართოს ასეთ ნაბიჯს, ვინაიდან რუსეთის მხრიდან შესაძლო მოლაპარაკებებში კომპრომისებზე მზადყოფნის ნიშნები არ შეინიშნება. ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი ბრუნო კალამ პუტინის ქმედებებს „ომის გამოცხადება მთელი თავისუფალი, დემოკრატიული სამყაროსთვის“ უწოდა.
დრო მოვიდა დაუწესდეს სანქციები ირანს რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გამო. - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. მისივე თქმით, ირანის წინააღმდეგ სანქციები მესიჯი იქნება ყველასთვის, რომ ვინც რუსეთს დაეხმარება "იგრძნობს ამის ფასს". "დღეს, უკრაინა-ირანის ურთიერთობების ისტორიაში პირველად, მე მოვუწოდე ირანის წინააღმდეგ დაწესდეს სანქციები. მოთმინება აღარ შეიძლება, ჩვენ ვისმენთ სხვადასხვა ახსნას და არგუმენტებს დიდი ხანია, თუმცა სიმართლის დამალვა შეუძლებელია და ეს სიმართლე დღეს კიევის სახლებში შეფრინდა. ამიტომ, დრო მოვიდა დაუწესდეს სანქციები ირანს რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გამო". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახს...
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ რუსეთთან არსებული სავიზო რეჟიმის გადახედვა საჭირო გახდეს. როგორც ზურაბიშვილმა მოლდოვის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამჟამინდელი სავიზო რეჟიმი რუსეთთან საკმაოდ ლიბერალურია, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ უნდა მიიღოს. "მე მგონია, რომ მეტი კომუნიკაცია და ინფორმირებაა საჭირო ჩვენი საზოგადოებს, რომ ყველა მხრივ, ყველა შესაძლო საკითხი და საფრთხე გათვალისწინებულია ხელისუფლების მიერ და ყელა ზომები მიღებულია. ასევე გამორიცხული არ არის რომ მოგვიწიოს გადახედვა სავიზო რეჟიმის, რომელიც საკმაოდ ლიბერალურია და რომელიც შეიძლება ამ აგრესიის პირობებში ნაკლებად მისაღები იყოს. მაგრ...
ჩვენი საზოგადოების განვითარების საზომი არის ის, თუ როგორ ვუფასებთ ჩვენს ვეტერანებს მათ მიერ გაღებულ წვლილს, მათ ღვაწლს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება, შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს მაქსიმუმს, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს დაფასებული ვეტერანების ღვაწლი. „ყველას მოგესალმებით, ძვირფასო ვეტერანებო, პატივცემულო სტუმრებო, ძვირფასო ელჩებო. მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე - ვეტერანის დღე, და ყველა ვეტერანს, ჩვენი მთავრობის სახელით, გითხრათ მადლობა თქვენი ღირსეული დაა ერთგული მსახურებისთვის, ჩვენი სამშობლოს,...
მეც თუ რამე დანაშაული მაქვს, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი. - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახი კალაძემ ნიუ ჰოსპიტალში“ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებული 13 წლის მოზარდი მონახულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ვისაც დანაშაული მიუძღვის ყველა აუცილებლად აგებს პასუხს. „მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს, კარგად წარმომიდგენია, რამდენად მძიმე ვითარებაა. მეც გაუბედურებული ვარ, ძალიან შემზარავი ფაქტი მოხდა, უმძიმესია ეს ყველასთვის. უმძიმესია ეს ყველასთვის. გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ვისაც დანაშაული მიუძღვის ყველა აუცილებლად აგებს პასუხს, მათ შორის მეც თუ რამე დანაშაული მაქვს, მზად ვარ, კანონის წინაშე ვა...
ვაკე-საბურთალოს მთავარ სამმართველოში, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მიმდინარეობს სამუშაოების შემსრულებელი შპს „გრინ სერვის პლუსის“ დირექტორის, დამფუძნებლებისა და სხვა თანამშრომლების გამოკითხვები, ასევე გამოიკითხებიან ის პირები, ვინც ექსპერტიზა ჩაუტარა დასრულებულ ობიექტს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ვაკის პარკში 13 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე დარახველიძემ აღნიშნა, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ასევე თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების, მათ შორის, თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის თანამშრომლების გამოკითხვა მიმდინარეობს. "მომხდ...
რუსეთმა შეიძლება იერიში ჩვენი გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე მიიტანოს. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ისინი კიდევ რაღაცას ააფეთქებენ თავიანთ ტერიტორიაზე, რადგან ეს მათი სტილია. "მათ მწყობრიდან გამოიყვანეს გაზსადენი Nord Stream-1. ამის მსგავსად ისინი კიდევ რაღაცას ააფეთქებენ თავიანთ ტერიტორიაზე, რადგან ეს მათი სტილია. ისინი ამაში ჩვენ დაგვადანაშაულებენ და იერიშს მიიტანენ ჩვენს გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე. იტყვიან, რომ ჩვენ რეაგირება მოვახდინეთო".-ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ФСБ-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე "ტერორისტული თავდასხმის" ორგანიზატორი უკრაინის თავდაცვის სამინ...
თუ ვინმეზე უნდა გავბრაზდეთ - საკუთარ თავზე, რომ ესენი გვაზიან 10 წელია. - ამის შესახებ გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა. მისივე თქმით, განათლების კომიტეტის დე ფაქტო თავმჯდომარე ყოფილა. უსისხლო და უსინდისო ნაბიჭვარი. "განათლების კომიტეტის დე ფაქტო თავმჯდომარე ყოფილა. უსისხლო და უსინდისო ნაბიჭვრები. ოღონდ მათკენ ხელის გაშვერას აზრი არ აქვს, თუ ვინმეს პასუხისმგებლობაა - ჩვენია. თუ ვინმეზე უნდა გავბრაზდეთ - საკუთარ თავზე, რომ ესენი გვაზიან 10 წელია". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დღეს, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სკოლის 3 მოსწავლე ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შად...
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება გაერო-ს რეზოლუციას, რომელიც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ანექსიას გმობს. ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუცია გლობალური სოლიდარობის მაგალითია. "ასე გამოიყურება გლობალური სოლიდარობა. საქართველო ამ სოლიდარობის ნაწილია. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ!" - წერს პრეზიდენტი. ცნობისთვის, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, მიუხედავად რუსეთის მცდელობისა დაბლოკოს ეს პროცესი. კენჭისყრის შედეგებია ასეთია: 193-დან 143 ქვეყანა იყო "მომხრე", 5 კი - "წინააღმდეგი" (ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, ნიკარაგუა, სი...