მარიონეტულმა პრეზიდენტმა არჩევნე...

საქართველოს მარიონეტულმა პრეზიდენტმა არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი თქვა  და გადატრიალების მოწოდებით კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა,- ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მედვედევის განცხადებით, ასეთ შემთხვევებში სტანდარტული პრაქტიკა თანამდებობიდან გადაყენება და დაპატიმრებაა. "საქართველოს მარიონეტულმა პრეზიდენტმა არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი თქვა და გადატრიალების მოწოდებით კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა. ასეთ შემთხვევებში სტანდარტული პრაქტიკა თანამდებობიდან გადაყენება და დაპატიმრებაა",- წერს მედვედევი.

უილსონი - ბაიდენ-ჰარისის ადმინის...

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი და „მეგობარი აქტის“ ავტორი ჯო უილსონი საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას ეხმაურება. უილსონი აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ X-ზე მცირე განცხადებას აქვეყნებს და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას აკრიტიკებს. „ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის მხრიდან სამარცხვინოა, რომ ისინი „ქართული ოცნების“ მიერ თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის ავტორიტარულ მიტაცებას ლეგიტიმაციას აძლევენ“,- წერს უილსონი. რაც შეეხება ბლინკენის განცხადებას, რომელიც მან საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით X-ზ...

თუ იქნება რამე დამატებითი წინადა...

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. როგორც ლავროვმა აღნიშნა, “რუსეთი კონტაქტებს არასდროს გაქცევია“. “თუ იქნება რამე დამატებითი წინადადებები კონტაქტებზე ჩვენი მეზობელი ქართველებისგან, რა თქმა უნდა, ჩვენ გადავხედავთ. ჩვენ არასდროს გავქცეულვართ კონტაქტებს“,- განაცხადა ლავროვმა.

შვედეთი საქართველოს მთავრობასთან...

შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას წყვეტს. ამის შესახებ განცხადება შვედეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, ბენჟამინ დოუსამ გააკეთა. დოუსას თქმით, საქართველოში გარკვეული პერიოდის განმავლობაში განვითარება საგანგაშო იყო და ამას საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული დარღვევებიც ადასტურებს. "საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ შაბათს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები ამას ადასტურებს. მცდელობები, ხელი შეეშალოს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას თავისი დემოკრატიული როლის შესრულებაში, კერძოდ, შემზღუდავი კანონმდებლობით, ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება. აქედან გამომდინარე, მთავრობა აჩერებს შვედე...

კანადა საქართველოს ხელისუფლებასთ...

კანადა საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის გადასინჯვას გეგმავს. ამის შესახებ კანადის მთავრობის გლობალურ საქმეთა დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს და ხაზს უსვამს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას G7-სა და ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით და საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და შედეგების გათვალისწინებით იღებს. როგორც დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, კანადა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს ადამიანთა უფლებებს. „როგორც საქართველოს მეგობარი, პარტნიორი და დიდი ხნის მხარდამჭერი, კანადა ეხმაურება 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, რომელიც ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არის გამოცხადებული.  კანადა შე...

გიორგი გახარია - ჩვენი პარტია „ო...

ჩვენი პარტია „ოცნების“ არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მიანიჭებს,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, „სიხარბემ მიგვიყვანა იმ ძალიან კრიზისულ მდგომარეობასთან, რაშიც ახლა ვიმყოფებით“. „ოცნებას“ და პერსონალურად ივანიშვილს ბოლო შანსი ჰქონდა, გადაერჩინა ქვეყნის ევროპული მომავალი და სამართლიანობის განცდა ამ ქვეყანაში. ჩემდა სამწუხაროდ, ეს ბოლო შანსიც არ გამოიყენეს და ეს ბოლო შანსი უნდა ყოფილიყო სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ფაქტობრივად, გამოდის, რომ ქვეყნის ისტორიაში ამ პოზიტიური როლის შესრულებას, ძალაუფლების შენარჩუ...

საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩ...

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში რუსეთი არ ჩარეულა, ასეთი ბრალდებები უსაფუძვლოა, მოსკოვი მათ უარყოფს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, როგორ აფასებს კრემლი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს რუსეთის მიერ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის შესახებ. პესკოვის თქმით, ასეთი ბრალდებების გაჟღერებამ ბევრი ქვეყნისთვის სტანდარტული ხასიათი მიიღო. "ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ მსგავს ბრალდებებს. იცით, ასეთი ბრალდებები უკვე ბევრი ქვეყნისთვის სტანდარტული გახდა. როგორც კი რამე ხდება - მაშინვე რუსეთს ჩარევაში ადანაშაულებენ. არანაირი ჩარევა არ ყოფილა და ბრალდება აბსოლუტურად უსაფუძვლოა...

მოლდოვა მხარს უჭერს ყველა ქართვე...

მოლდოვა მხარს უჭერს ყველა ქართველს, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის,- ამის შესახებ მოლდოვის პრრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელში წერს. სანდო ქართველ კოლეგასთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართულ სატელეფონო საუბარსაც ეხმაურება. „საქართველოში არჩევნების შესახებ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ახლახან ველაპარაკე. მოლდოვა მხარს უჭერს ყველა ქართველს, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის“,- წერს სანდუ X-ზე.

სალომე ზურაბიშვილსა და მაია სანდ...

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტებმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების საკითხი განიხილეს.

კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალ...

კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკურ სპექტრში ახლა უმნიშვნელოვანესია. 17 ოქტომბრის ევროპული საბჭოს დასკვნების შესაბამისად, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისა და ევროკომისიის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაში ნათქვამი, ევროკავშირი ელოდება ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშსა და რეკომენდაციებს, რომლებიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა განხორციელდეს. "26 ოქტომბერს, შაბათს საქართველოს მოქალაქეებმა ხმა მისცეს საპარლამენტო არჩევნებში.  ევროკავშირი ახლოდან აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნ...

კახა ოქრიაშვილი - დაკომპლექტდეს ...

დაკომპლექტდეს დროებითი პარლამენტი, დროებითი ტექნიკური მთავრობით, რომელიც 6 თვის ვადაში მოამზადებს და უზრუნველყოფს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას,- ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი აცხადებს. ოქრიაშვილის თქმით, აღარავინ დავობს, რომ არჩევნები გაყალბდა. „მინდა, მადლობა გადავუხადო იმ მამაც ხალხს, ვინც მოვიდა არჩევნებზე და არნახული დაშინების ფონზე ხმა მაინც თავისი შინაგანი რწმენის მიხედვით მისცა.    ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის პოლიტიკიურ განწყობას. Edison Research-ის ეგზიტპოლმა, რომელსაც სრულად ვენდობი, რადგან წარსულ არჩევნებზეც, ოფიციალურ შედეგთან მიმართებაში ყველაზე ახლო და ზუსტ მონაცემებს დებდა, ჯამში, ო...

პრემიერი - მმართველმა გუნდმა 890...

მოხარულები ვართ, რომ ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა მმართველ გუნდს, ძალიან ძლიერი მხარდაჭერა მივიღეთ ამ არჩევნებზე ხალხისგან,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მმართველმა გუნდმა 890 000-ზე მეტი ხმით მოუგო მეორე ადგილზე გასულ პარტიას. „გვაქვს მთავრობის პირველი სხდომა არჩევნების შემდეგ და სამუშაო რეჟიმზე გადასვლამდე, მინდა, შევაჯამო განვლილი პროცესი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მოხარულები ვართ, რომ ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა მმართველ გუნდს, ეს არის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ მივიღეთ ამ არჩევნებზე ქართველი ხალხისგან. ეს არის ნდობა მმართველი გუნდის მიმართ და ნდობა, რომელიც გ...

არჩევნები პოლიტიკურ ძალასა და ოპ...

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა გამოიძიოს გამოვლენილი დარღვევები და უზრუნველყოს ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესში და მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების დაცვა,- ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, “არჩევნები პოლიტიკურ ძალასა და ოპოზიციას შორის დაძაბულობის ფონზე, გამოხატული პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში ჩატარდა“. “ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებელი საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების...

თუ სახელმწიფო დეპარტამენტი დაადა...

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება. ჰელსინკის კომისია მიიჩნევს, რომ თუ სახელმწიფო დეპარტამენტი დაადასტურებს არჩევნების გაყალბებას, უნდა გაკეთდეს მკაფიო განცხადება. "პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სერიოზული წუხილები გამოთქვა ამ შაბათ-კვირის საქართველოს არჩევნების კანონიერებასთან დაკავშირებით. როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების დღეს, სანდო ცნობები იყო ამომრჩევლებისა და სამოქალაქო საზოგადოების დაშინებისა და შევიწროების, ასევე ამომრჩეველთა კონფიდენციალურობის დარღვევის შესახებ. თუ სახელმწიფო დეპარტამენტი დაადასტურებს, რომ ეს არჩევნები მართლაც იყო გაყალბებულ...

პრემიერი - ოპონენტები დარჩნენ უკ...

ჩვენი ოპონენტები დარჩნენ უკმაყოფილო იმ შეფასებით, რომელიც გააკეთა არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ოდირმა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ოპონენტები დაუპირისპირდნენ მთავარ სადამკვირვებლო მისიას იმიტომ, რომ შემაჯამებელი ანგარიში არ მოეწონათ. „ძალიან მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო დამკვირვებლების როლი საარჩევნო პროცესში. ჩვენ განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველა საერთაშორისო დამკვირვებელს, რომელიც აკვირდებოდა საარჩევნო პროცესს. განსაკუთრებით, ეუთო-ოდირს, რომელსაც ჰქონდა განსაკუთრებული როლი დაკვირვების პროცესში. მთავარი მისია გახლდათ სწორედ ეუთო-ოდირის მისია. ჩვენ დავინახეთ, რომ ჩვენი ოპონენტები დ...

ის, რაც 26 ოქტომბრის არჩევნების ...

ის, რაც 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ვნახეთ, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოსთან კი არ აახლოებს, არამედ აშორებს,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არაერთი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს საარჩევნო პროცედურების დარღვევას და მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების უპრეცედენტო მასშტაბს, ძირს უთხრის პროცესის თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპს და თავად არჩევნების შედეგებს. “ის, რაც 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ვნახეთ, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოსთან კი არ აახლოებს, არამედ აშორებს. არაერთი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს საარჩევნო პროცედურების დარღვევას და მმართვე...

ბლინკენი საქართველოს არჩევნებზე ...

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები შეთანხმდნენ, რომ საქართველოში არჩევნების დღე ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, აღვნიშნავთ ცნობებს დარღვევებისა და სპორადული ძალადობის შესახებ, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების  სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბლინკენი ხაზს უსვამს, რომ არჩევნებში ამომრჩევლების აქტივობა ცხადყოფს დემოკრატიასთან ქართველი ხალხის სიახლოვეს. "საქართველოში მძლავრი დემოკრატია 2004 წლიდან იყო და არის ქვეყნის სიძლიერის წყარო, ხოლო გუშინდელი აქტივობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის ერთგულებას დემოკრატიისადმი. თუმცა, 2024 წელს საერთაშორისო და ადგილობრივმა დ...

რთულია, ეს არჩევნები თავისუფლად ...

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია, აღნიშნული ლიეტუვისთვის რთულია, ეს არჩევნები თავისუფლად და სამართლიანადად მიიჩნიოს. "საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე შეინიშნებოდა უპრეცედენტო რაოდენობის ინციდენტები და სისტემური დარღვევები, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ისე არჩევნების დღესაც. ეს მოიცავს ბრალდებებს ხმების ყიდვასთან დაკავშირებით, საარჩევნო უბნებთან ფიზიკური ძალადობის შემთხვევებს, მათ შორის, თავდასხმებსა და დაშინებას დამოუკიდებელი დამკვირვებლების წინააღმდეგ, მოქმედებებს მედიის მუშაობის შეზღუდვის მიზნით და ა.შ. თუმცა, ჩარევის ყველაზე შემაშფ...

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხ...

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ხმების დათვლის პროცესი დაასრულა. ცესკომ 3110 უბნის მონაცემები გადათვალა და შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: "ქართული ოცნება" - 53.92% აქვს (1 118 836 ხმა); "კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა" - 11.03% (229 006 ხმა); "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა" - 10.16% (210 895 ხმა); "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" - 8.81% (182 891 ხმა); "გახარია საქართველოსთვის" -7.77% (161 250 ხმა). ცესკოს მონაცემებით, არჩევნებზე სულ 3111 უბანი იყო გახსნილი, თუმცა ერთი მარნეულის #69 უბანი, ბიულეტენების მასობრივი ჩაყრის...

იყო ხმების მოსყიდვის არაიზოლირებ...

იყო არაიზოლირებული ინციდენტები ხმების მოსყიდვის,- ამის შესახებ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) წარმომადგენელმა, ჯონ შიმკუსმა საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას განაცხადა. როგორც შიმკუსმა ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, ასევე აღინიშნა განმეორებით ხმების მიცემის, მარკირების შეუმოწმებლობის შემთხვევები. „საარჩევნო კამპანია ძირითადად მიმართული იყო უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებზე, იმისთვის, რომ მათზე მომხდარიყო ზეწოლა. ასევე, დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ძალიან ბევრი შემთხვევა იმისა, რომ ამომრჩევლების პირადობის დამადასტურებელი მოწმობები იყო მოგროვებული „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან, რითაც მოხდა ფსიქოლოგიური ზეწოლა ...