რუსეთის ფედერაციის ბირთვული ქობინების ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსება შეესაბამება საერთაშორისო სამართლის დებულებებს, ნატო-ც ამგვარად მოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ეს არ არის ინოვაცია არაბირთვულ და ბირთვულ სახელმწიფოებს შორის სამხედრო თანამშრომლობის სფეროში. „ამ გარემოებებისა და მათგან გამომდინარე, ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული კანონიერი შეშფოთებისა და რისკების გათვალისწინებით, ბელარუსი ახორციელებს იძულებით საპასუხო მოქმედებებს საკუთარი უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ნატო-ს ევროპული წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ინახება...
რაც შეეხება ელჩის დაბარებას, სწორია, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ ქვეყანაში ეს დემარში განსახორციელებელია, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი, გია ვოლსკი საგარეო საქმეთა სამინისტროში ნორვეგიის ელჩის ჰელენ სანდ ანდერსის დაბარების საკითხს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებაში ნორვეგიის სრულუფლებიან ელჩთან ჰელენ სანდ ანდერსენთან შეხვედრა გაიმართა, რომელიც ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის ჯილდოს გადაცემასა და ამასთან დაკავშირებით ნორვეგიის ელჩის გაკეთებულ კომენტარს ეხებოდა. "რაც შეეხება ელჩის დაბარებას, სწორია, ნებისმიერ შემთხვევაში,...
სასამართლომდე ასე ადამიანის აპრიორი გამტყუნება მიუღებელია, 65-იც [ქალი] რომ იყოს, სასამართლო როცა მიიღებს გადაწყვეტილებას შემდეგ ვისაუბროთ, - ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია POSTV-ის მფლობელი და ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე მისივე ტელევიზიის ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის წინააღმდეგ გაჟღერებულ შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტებს. მისივე თქმით, სასამართლო გადაწყვეტილება არა მხოლოდ მისთვის და შალვასთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანიასითვის არის გადამწყვეტი, აქედან გამომდინარე როგორც თავად აღნიშნავს, სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე ამ თემაზე საუბარს არ აპირებს. "ლინჩის წესით ხომ არ გავასამართლებთ ადამიანს კაცო, რა გინდათ? სასამართ...
რუსეთი სომხეთის ხელისუფლებას ჰააგის სასამართლოსთან კავშირის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში თუ სომხეთის ხელისუფლება არ შეწყვეტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან კავშირს, რუსეთის ხელისუფლება "ქმედით ნაბიჯებს" გადადგამს. რუსული ახალი ამბების სააგენტო "რია ნოვოსტის" ინფორმაციის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მათ განუცხადა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემის შემდეგ, მოსკოვისთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ერევანი ჰააგის სასამართლოს რომის წესდებას შეუერთდეს. შეგახსენე...
ის, რაც დღეს იკადრეს, არის სერიოზული სირცხვილი ჩვენი ქვეყნისთვის, - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ნორვეგიის ელჩის დაბარებას. როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ხაბეიშვილმა განაცხადა, "რუსულ ოცნებას" ქვეყანაში არსებული პრობლემების ნაცვლად, ნორვეგიელების მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაჯილდოების საკითხი "ანერვიულებს". "ნაცვლად იმისა, რომ პრობლემების მოგვარებაზე ფიქრობდეს "რუსული ოცნება", მათ ანერვიულებთ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯილდო, რომელიც გადასცეს ნორვეგიელებმა. დღეს ვნახეთ ჩვენ არაადეკვატური დადმოკიდებულება რუსული პარტიის, "რუს...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰელენ სანდ ანდერსენთან შეხვედრა გაიმართა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის ჯილდოს გადაცემასა და აღნიშნულთან დაკავშირებით, ნორვეგიის ელჩის მიერ გაკეთებულ კომენტარს ეხებოდა. "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩს განემარტა ქართული მხარის უარყოფითი დამოკიდებულება აღნიშნული ფაქტის გამო, რაც დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის და ძალაუფლების გადამეტების ფაქტებთან, რომელზეც მიხელ ...
ხშირად კეთდება ხოლმე, სამწუხაროდ, ქალბატონი სალომეს მხრიდან გაუგებარი განცხადებები,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, პრეზიდენტთან "კინკლაობაში" არ შევლენ, რადგან პარტია პრეზიდენტის ინსტიტუტს უფრთხილდება. "ხშირად კეთდება ხოლმე, სამწუხაროდ, ქალბატონი სალომეს მხრიდან გაუგებარი განცხადებები, შეიძლება აქაც მოვისმინოთ ასეთი განცხადებები. ვნახოთ, ჩვენ დაველოდებით ამ ყველაფერს. ჩვენ არ გვინდა, რომ შევიდეთ რაღაცა კინკლაობაში პრეზიდენტთან, იმის გამო, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ინსტიტუტს. შეიძლება თავად არ უფრთხილდებოდეს კონკრეტულ შემთხვევაში პრეზიდენტი პრეზიდენტის ინსტიტუტს, მაგრამ ჩვენი ...
ცალკე უნდა აღინიშნოს საქართველოს ქალი პრეზიდენტის გუშინდელი ბრიფინგი, რომელმაც ქალთა მიმართ ძალადობის დაუშვებლობაზე ისაუბრა და POSTV-ის ქალ ჟურნალისტზე ძალადობის ფაქტი არც კი უხსენებია – ისევე, როგორც არ უხსენებია ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის – მარიკა ბაკურაძის სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტი, - ასე ეხმაურება ტელეკომპანია POSTV საკუთარ განცხადებაში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს გახმაურებულ ქალთა სექსუალურ შევიწროებებთან დაკავშირებით. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, "სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი, ნაცვლად იმისა, რომ იყოს საქართველოს თითოეული მოქალაქის დამცველი (როგორც ეს სალომე ზურაბიშვილმა მისი ინ...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან საომარი მოქმედებების მიმდინარეობასა და ფრონტის გარკვეულ რაიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ანჯეი დუდასთან სატელეფონო საუბრის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. ზელენსკის თქმით, ისინი "ემზადებიან მნიშვნელოვანი მოვლენებისთვის". "ამ დატვირთული დღეების შემდეგ, ვესაუბრე პოლონეთის პრეზიდენტს ანჯეი დუდას. ვისაუბრეთ საომარი მოქმედებების მიმდინარეობასა და ფრონტის გარკვეულ რაიონებში არსებულ ვითარებაზე. განვიხილეთ უკრაინის თავდაცვის ამჟამინდელი საჭიროებები და სამომავლო ერთობლივი დიპლომატიური ძალისხმევა. ვემზადებით მნიშვნელოვანი მოვლენებისთვის", -&nb...
გერმანიამ უკრაინას Leopard 2-ის 18 ტანკი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გამოცემა იუწყება, ტანკები გერმანიიდან გასული კვირის ბოლოს გაიყვანეს და უკრაინულ მხარეს ცოტა ხნის წინ გადაეცა. Leopard 2-ის გარდა, გერმანიამ უკრაინას 40-მდე ადრე დაპირებული Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანა გადასცა. გერმანიის მთავრობა უსაფრთხოების მიზეზების გამო იარაღის მიწოდების ზუსტ მარშრუტს საიდუმლოდ ინახავს. Der Spiegel-ის წყაროების თანახმად, უკრაინამ Leopard 2-ის ტანკები „იარაღის დიდი პაკეტითა და სათადარიგო ნაწილებით“ მიიღო.
კანონის შეჩერება სწორია. ეს არის დრო, რომ დაიწყოს გულწრფელი, სერიოზული და პასუხისმგებლიანი დისკუსია, - ასე გამოეხმაურა ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი სადავო სასამართლო რეფორმის განხილვის შეჩერების გადაწყვეტილებას. მისივე თქმით, კანონის შეჩერების გადაწყვეტილება დაამშვიდებს აღელვებულ საზოგადოებას, რის შემდგომაც უნდა მოხდეს შეთანხმება, რომლის მიზანიც ისრაელის ღრმა კრიზისისგან ისრაელის გადარჩენა იქნება. „კანონის შეჩერება სწორია. ეს არის დრო, რომ დაიწყოს გულწრფელი, სერიოზული და პასუხისმგებლიანი დისკუსია, რომელიც სწრაფად დაამშვიდებს განწყობებს და ჩააქრობს ცეცხლს. ჩვენ უნდა გადავრჩეთ, როგორც ერთი სახელმწიფო – ებრაული და დემოკრატიული“, - წერს პ...
ევროკავშირის კონსილიუმს ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს. არ ვიცით, ვინ არიან შემადგენლობაში. მათ აქვთ ხელისუფლებასთან მიმოწერა, მაგრამ ხელისუფლება ამას მალავს, სხვადასხვა უწყებაში „აბურთავებს“ , - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ნებისმიერ დილით შეიძლება გავრცელდეს ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი გარდაიცვალა, ასეთ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი კი როგორც თავად ადვოკატი აღნიშნავს მეორე არ არსებობს. „წარმოუდგენელია ადამიანი ასეთ სიტუაციაში და ასეთ მდგომარეობაში გყავდეს, რომელზეც უკვე ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დილით შეიძლება გავიღვიძო და გვითხრან, რომ გარდაიცვალა. ასეთ მ...
უნგრეთის პარლამენტმა ფინეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება მოახდინა. კენჭისყრაში მონაწილეობა 199-მა დეპუტატმა მიიღო - გაწევრიანებას მხარი 96%-მა ანუ 182-მა წევრმა დაუჭირა. იმისთვის, რომ ფინეთი NATO-ს სრულუფლებიანი წევრი გახდეს, საჭიროა ალიანსის ყველა წევრი ქვეყნის პარლამენტისგან კანონზე მხარდაჭერა. ფინეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი უკვე დაუჭირა თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, გახდება თუ არა ფინეთი NATO-ს წევრი ეს უკვე თურქეთის პარლამენტზეა დამოკიდებული, ვინაიდან რატიფიცირება სწორედ მათ უნდა მოახდინონ. შეგახსენებთ, NATO-ში გაწევრიანების კანონს ფინეთის პრეზიდენტმა ხელი 23 მარტს მოაწერა.
ლიეტუვის პარლამენტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია 114 ხმით მიიღო. ლიეტუვის დეპუტატებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, თავი შეიკავონ წინააღმდეგობრივი საკანონმდებლო ინიციატივებისგან, რაც გამოიწვევს დაპირისპირებას, ადამიანების უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას, რაც ზიანს მიაყენებს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების საკითხს. ამასთან ერთად სეიმი მმართველ პარტიას მოუწოდებს, რომ მოხდეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გადაყვანა, მიხეილ სააკაშვილის თემის გარდა საუბარი ასევე შეეხო, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საკითხსაც, რაც კანდიდატის სტატუსის მისაღებად ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად არის ...
ნორვეგიის ელჩი ჰელენ სანდ ანდრესენი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. ელჩის თქმით, პრემიერ-მინისტრის განცხადება და მიხეილ სააკაშვილის ტერორისტ ბერინგ ბრეივიკითან შედარება უაღრესად უადგილოა. "ნორვეგიის საელჩო თბილისში ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის დაჯილდოების თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა იქამდე, სანამ ამის შესახებ ინფორმაციას მედიაში არ გავეცანით. დავამატებ, რომ გაოგნებული ვარ ტერორისტ ბერინგ ბრეივიკთან შედარებით, რაც მე უაღრესად უადგილოდ მიმაჩნია", - განაცხადა ნორვეგიის ელჩმა, მთავარი არხის ეთერში. შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის ნორვეგიელი პოლიტიკოსის ...
წინა წლის იანვარში, ხუთმა ბირთვულმა ქვეყანამ საერთო განცხადება გააკეთა ბირთვული ომის მოგების შეუძლებლობის შესახებ. აქედან გამომდინარე ბირთვული ომი სახელმწიფოებს შორის ყველაფრის ფასად უნდა იყოს არიდებული და ამის სტრატეგიული რისკი უნდა შემცირდეს, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა, მაო ნინგმა განაცხადა. მისივე თქმით, ბირთვული ომი არასდროს არ უნდა დაიწყოს, ვინაიდან ამ ომს არ ეყოლება გამარჯვებული და რუსეთ-უკრაინის ომი დიპლომატიურად უნდა მოგვარდეს. "წინა წლის იანვარში, ხუთმა ბირთვულმა ქვეყანამ საერთო განცხადება გააკეთა ბირთვული ომის მოგების შეუძლებლობის შესახებ. ეს განცხადება ხაზს უსვამს, რომ ომი ბირთვულ სახელმწიფოებს შორის ყ...
ტყუილია, რომ მე ექიმებზე და კონსილიუმზე ვამბობ უარს. ჩვენ უკვე სამი კვირაა ველოდებით ევროკავშირის კონსილიუმს, რომელთაც საქართველოს მთავრობა ჩემთან არ უშვებს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, წლების განმავლობაში ხელისუფლება ცდილობს მას მკვლელის იარლიყი მიაკრას, მაგრმ ვერაფრით ვერ ამბობენ ვის მკვლელობაში ადანაშაულებენ, როგორც თავად აღნიშნავს, ერთადერთი ვინც მისი მმართველობის პერიოდში ქართულმა სახელმწიფო ძალებმა დახოცეს ასობით რუსი ინტერვენტები, რომლებმაც 2008 წელს საქართველოს საზღვარი გადმოკვეთეს. "ტყუილია, რომ მე ექიმებზე და კონსილიუმზე ვამბობ უარს. ჩვენ უკვე სამი კვირაა ველოდებით ევროკავშირის კონსილიუმს, რომელთაც საქართვ...
რეჟიმი, რომელიც რამიშვილის მსგავს სამარცხვინო ადამიანს საკუთარი ინტერესისთვის დაკვეთას შეუსრულებს, ჩვენი მომავლის საფრთხეა, - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ტელეკომპანია POSTV-ის ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის მიერ ჩადენილი შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტებსა და განვითარებულ მოვლენებს. მისივე თქმით, დამატებით კატასტროფაა ის რაც საზოგადოებამ იხილა, რაც სამარცხვინო ადამიანის მიერ დაორგანიზებული პოლიციის ქმედებას გულისხმობს, რომლის დროსაც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაინტერესებული მხარის მიერ დადგმული მიზეზებით სახლში შეუვარდნენ. "ანუ რა სტანდარტია, ასეთმა სამარცხვინო მედია-საშუალებამ წყაროზე დაყრდნობით თქვა, რო...
ყოველივე შევიწროებას, თავდასხმას, სიტყვიერს თუ ფიზიკურს ვგმობ კატეგორიულად. ვგმობ, პირველ რიგში, როგორც ქალი და ვგმობ, როგორც პრეზიდენტი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, ხელისუფლება ძალადობას არ ემიჯნება, რითაც მოძალადეს აგულიანებს. "შემაშფოთებელია ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ქალზე ძალადობისა და კიდევ უფრო ამის სხვადასხვა ფორმით გამართლებისა. გაუმართლებელს ამართლებენ თავიანთ სამარცხვინო ქილიკით, რაც ხუმრობა ჰგონიათ, ქალებიც, რომლებსაც საზოგადოებრივ სახეზე პრეტენზია გააჩნიათ. ასეთი არაცივილური, არასაზოგადოებრივი, არასოლიდარული მ...
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისის პრესსამსახური ავრცელებს. პრეზიდენტს ვიზიტისას ფრონტის შესაბამის უბნებზე ოპერატიული ვითარების, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის უზრუნველყოფის ინფორმაცია მიეწოდა. ზელენსკიმ ჯარისკაცებს ჯანმრთელობა უსურვა და გაწეული გმირობისთვის ბოგდან ხმელნიცკის ჯილდოები გადასცა. "მე მაქვს პატივი, დღეს აქ ვიყო და ყველას მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი ქალაქების, ჩვენი შვილების დაცვისთვის... ყველას გამარჯვებას ვუსურვებ. იცხოვრეთ და იბრძოლეთ. თქვენნაირ ადამიანებთან ერთად, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ", - გა...