ევროპარლამენტში ორ რეზოლუციას უყ...

ევროპარლამენტში ორ რეზოლუციას უყარეს კენჭი, სადაც საქართველოს მიმართ მხარდამჭერი განცხადებებია გაკეთებული. აღნიშნული ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ანგარიშები ევროპარლამენტარების მიერ 2023 წლის საერთო საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკისა და თავდაცვის განხორციელების შესახებაა მომზადებული. სესიაზე დევიდ მაკალისტერის რეზოლუციას 338 ხმით, 86-ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი, ხოლო სვენ მიქსერის რეზოლუციას მხარი 350 დეპუტატმა დაუჭირა, 91 კი წინააღმდეგ წავიდა. დოკუმენტებში გამოთქმულია მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ და მკაცრად არის დაგმობილი რუსეთის მიმდინარე ოკუპაცია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. ანგარიშში აღნიშნულია...

აშშ-ის ელჩი - რუსეთი შეეცდება, დ...

მე არ მჯერა, რომ რუსეთი შეიძლება იყოს პოზიტიური ცვლილებისა და გავლენის წყარო ამ ქვეყანაში ან სხვა რომელიმე დემოკრატიულ სახელმწიფოში. რუსეთი შეეცდება, დაემუქროს დემოკრატიული სისტემისადმი რწმენას და საარჩევნო სისტემას ქართულ საზოგადოებაში, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა. დანიგანის თქმით, აშშ ერთგულია იმ იდეისა, რომ იმუშაოს საქართველოს მთავრობასთან, საარჩევნო სისტემასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციურ პარტიებთან, რათა არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს. "მე არ მჯერა, რომ რუსეთი შეიძლება იყოს პოზიტიური ცვლილებისა და გავლენის წყარო ამ ქვეყანაში ან სხვა რომელიმე დემოკრატიულ სახელმწიფოში. რუსეთი შეეცდება, დაემუქრ...

შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის დიდ...

რაც უფრო მეტი და მეტი ინფორმაცია მჟღავნდება, ფაქტია და ვხედავთ, ოპოზიციურ პარტიებს შექმნილი აქვთ სქემა ყალბი NG0-ების მეშვეობით იმისთვის, რომ უკანონო შემოწირულებები მიიღონ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საუბარია უცხოეთიდან თანხების შემოდინებაზე და "როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციის დიდი ნაწილი სწორედ საზღვარგარეთიდან ფინანსდება".  პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ "უცხოეთიდან ჩარევა საფრთხეს წარმოადგენს და მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის ტერიტორიიდან ხდება ჩარევა, ეს აუცილებლად უნდა შეწყდეს".  "საუბარი გვაქვს უცხოეთიდან დაფინანსებაზე. ფაქტობრივად, რასაც ჩვენ ვაკვი...

ზურაბიშვილი - პრორუსული ჯგუფების...

პრორუსული ჯგუფებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის გარკვეული ფორმების მხარდასაჭერად დაფინანსება შემოედინება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა. შეკითხვას - ღელავთ თუ არა, რომ რუსეთს ისევ ამხელა გავლენა აქვს თქვენს ქვეყანაზე? - პრეზიდენტმა ასე უპასუხა: "რა თქმა უნდა. ვფიქრობ, ეს ყველას უნდა აწუხებდეს, არა მხოლოდ ჩვენ. ჩვენ ეს გვაწუხებს, რადგან ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია; ჩვენ ეს გვაწუხებს, რადგან ოქტომბერში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება და ვიცით, ბევრი სხვა, ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერი ქვეყნის გამოცდილება - როგორ შეუძლია რუსეთს არჩევნებში ჩარევა და როგორ შეუძლია რუსეთს ჰიბრიდული ომის გაჩაღება. ამას ჩვენ ...

შალვა პაპუაშვილი - საქართველოსთვ...

საქართველოსთვის ალბანეთის, მოლდოვისა და უკრაინის მაგალითად მოყვანა იგივეა, რომ დიდოსტატი პირველთანრიგოსნებს შეადარო,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პაპუაშვილის თქმით, ყველა, "ვინც აღნიშნულ ქვეყნებს მისაბაძ მაგალითად გვისახავს, არაკეთილსინდისიერია". "რამდენიმე დღეა, ოპოზიცია და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია დაჟინებით მოითხოვს სასამართლო სისტემის დაკომპლექტებაში გადამწყვეტი როლის სხვა სახელმწიფოებისთვის გადაცემას.  ეს რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, შეუმდგარობის აღიარება და ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობის ტოლფასია, ყველა ქართველისთვის გასაგებია. სწორედ ამიტომ,  ჩვენი ხალხი არჩევნებზე სათანადო პასუხს გას...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევრ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.  "კობახიძემ და ჰერჩინსკიმ ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის მიერ გამართული ვიზიტი და მაღალი დონის შეხვედრები შეაფასეს. აღინიშნა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა და საქართველო მტკიცედ დგას ევროპულ გზაზე, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ბრიუსელში გამართულ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაზე. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირში ...

სალომე ზურაბიშვილი დიდ ბრიტანეთშ...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, 28 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი ლონდონში Chatham House-ის - საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ორგანიზაციის წევრი პოლიტიკოსები, დიპლომატები, აკადემიკოსები, ბიზნესის წარმომადგენლები და ახალგაზრდები. "ღონისძიებაზე იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა, რის შემდეგაც ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. განიხილება დემოკრატიის წინაშე არსებული გამოწვევები, სამხრეთ კავკასიის ცვალებადი პოლიტიკური ბალანსი, საქართველოს ევროპული მომავლის...

ნიკა მელია - ცვლილებებს ხალხთან ...

ცვლილებას ვერ მოიტანს ბარიერთან ჭიდაობითა და მისი ვერგადალახვის შიშით ნაკარნახევი ერთობა, ცვლილებებს მოიტანს ხალხთან ერთობა და მომავლის რწმენა,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. მელიას განცხადებით, ერთობის ზომას, არა მასში შემავალი სუბიექტების რაოდენობა, არამედ  ხალხის რაოდენობა განსაზღვრავს. "ბოლო დროს, ხშირად ისმის საექსპერტო მოსაზრებები, როგორ უნდა დაჯგუფდეს ოპოზიცია მომავალი არჩევნებისთვის, როგორ გამსხვილდეს და ა.შ. ხშირად ისმის დაყოფა, ყოფილი "ნაცი", მოქმედი თუ ყოფილი "ქოცი". მაშინ, როდესაც "ოცნება" ცდილობს, დაყოს პოლიტიკური სპექტრი და არსებული ელექტორატი "ნ...

ბოკუჩავა ზურაბიშვილთან შეხვედრაზ...

პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებაზე ვისაუბრეთ, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, 9 დათქმის მნიშვნელოვანი ასპექტი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხიელ სააკაშვილის თავისუფლებაა. "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს კონკრეტული ხედვები და კონკრეტული პროექტები, რომელსაც ასევე გავუზიარებთ პრეზიდენტს და ამ 9 დათქმის მნიშვნელოვანი ადგილია ასევე პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლება. რა თქმა უნდა, სწორედ ქვეყნის ევროპული მომავლის და ევროპული დღის წესრიგის ფარგლებში, ჩვენ ვისაუბრეთ პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებაზე. დამატებით დეტალ...

პარლამენტში „კორუფციის წინააღმდე...

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანოში „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების საკომიტეტო განხილვა დაიწყება. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კანონპროექტით, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, დგინდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ხელშეუხებლობის გარანტია. „განისაზღვრება, რომ თუ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ხარვეზს შეიცავს, ანტიკორუფციული ბიურო შესაბამის პირს ამ დეკლარაციის წარდგენიდან ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მიუთითებს ამ ხარვეზზე და განუსაზღვრავს 1-თვიან ვადას მისი აღმოფხვრისათვის. აღნიშნული 1-თვიანი პერიოდის ან 1-თვიანი ვადის მიმდინარე...

მდინარაძე - კოლექტიურ „ნაცებს“ ლ...

რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ "ნაცებს", ნინო ლომჯარიას პირით მოუწიათ ძალიან დიდი და შეიძლება ითქვას, ისტორიული აღიარების გაკეთება იმის შესახებ, რომ "ნაცმოძრაობის" გარდა, რადიკალური ოპოზიციის ვერცერთი წარმომადგენელი პარტია საარჩევნო ბარიერს ვერ ლახავს,- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, "სწორედ ამ შემთხვევაში, შეიძლება ძალიან ბევრი ხმა პროპორციულად გადანაწილდეს, მათ შორის, "ქართულ ოცნებაზე“, რომელიც აუცილებლად პირველ ადგილზე გავა“. მდინარაძის თქმით, "ამით ისინი აღიარებენ, რომ დანარჩენი ყველა პარტია იმდენად ურეიტინგოა, რომ ვერცე...

სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი,...

2024 წლის არჩევნებზე მნიშვნელოვანია, მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი, რათა არჩევნები ჩატარდეს სამართლიან გარემოში, ამის უზრუნველყოფა კი შეუძლია სალომე ზურაბიშვილს,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას ათასობით საქართველოს მოქალაქე უერთდება. “ათასობით ჩვენი თანამოქალაქე რიგში დგას, რათა ხელი მოაწეროს პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას და ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ მინიმალურად სამართლიანი რომ იყოს არჩევნები და შეჯიბრებითობის პრინციპი იყოს დაცული, მნიშვნელოვანია, მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ი...

ამ ორი წლის მანძილზე ჩვენც გადავ...

24 თებერვალს 2 წელი გავიდა უკრაინაში ომის დაწყებიდან. კიდევ ერთხელ ვუცხადებ სოლიდარობას ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიისა და უდიდესი უსამართლობის მსხვერპლად იქცა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კობახიძემ უკრაინას  მშვიდობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა უსურვა. "დაიღუპა ძალიან ბევრი უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი, მათ შორის ასობით ბავშვი. დევნილად ან ლტოლვილად იქცა 10 მილიონზე მეტი უკრაინელი, რომელთა უდიდესი უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან. განადგურდა უკრაინის ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, დღეს ოკუპაციის ქვეშაა ორნახევარჯერ მეტი ტერიტორია, ვიდრე რუსეთს ომის დაწყებამ...

ჩინეთი საქართველოს მოქალაქეებისთ...

ჩინეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აწესებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს მოქალქეები შეძლებენ, ჩინეთში უვიზოდ 30 დღე დაჰყონ. "ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს გაუმარტივებს ჩინეთში მოგზაურობას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს საქართველოსა და ჩინეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების მეტი განვითარების თვალსაზრისით. ეს გადაწყვეტილება არის საქართველოსა და ჩინეთს შორის შარშან ხელმოწერილი სტრატეგიული პარტიონიორ...

პრეზიდენტი - ეს არჩევნები ერთგვა...

ამ არჩევნების ირგვლივ ყველა იმ შავბნელი ძალების სასწაული ბრძოლა იქნება, რომლებსაც არ სურთ არც საქართველოს დამოუკიდებლობა, არც საქართველოს სუვერენობა, არც საქართველოს ევროპულობა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ეს არჩევნები ერთგვარად იქნება - "ევროპა, თუ არა ევროპა“. "ჩვენ ახლა, ძალიან რთულ პერიოდში შევდივართ, როცა ვამზადებთ არჩევნებს, რომლებიც (ყველა გვეუბნება და) ჩვენც კარგად ვიცით, გადამწყვეტი იქნება იმისთვის, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ანუ მოლაპარაკებების გახსნის შემდეგი ნაბიჯი გადავდგათ. ამიტ...

ზურაბიშვილი - ჩვენ დავამარცხეთ 2...

ჩვენ დავამარცხეთ 25 თებერვალი და დავამარცხეთ იმით, რომ დღეს საქართველო არა მხოლოდ დამოუკიდებელი, არამედ უკვე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისათვის დაღუპული გმირები გაიხსენა და დამსწრე ახალგაზრდებსა და სტუდენტებს ამ დღის გააზრებისკენ მოუწოდა. "დღეს ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი დღეა. ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივია, რომ აქ ის ახალგაზრდები ხართ შეკრებილი, რომლებსაც ეს დღე არ განუცდიათ და მხოლოდ მშობლების, ბებია-ბაბუებისგან გაუგიათ,...

სოფო ჯაფარიძის განცხადებით, მიხე...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ბათუმში ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს. ჯაფარიძის თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ექსპრეზიდენტის გათავისუფლებას ასობით ადამიანი სთხოვს. "დღეს ვიმყოფებით ბათუმში. ჩემთვის განსაკუთრებულად დიდი პატივია, რომ შევხვდი ბათუმის ქალთა ორგანიზაციას სხვა ადამიანებთან ერთად, რომლებიც სთხოვენ სალომე ზურაბიშვილს, რომ გაათავისუფლოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. შევხვდით ასევე უამრავ ადამიანს მთელი დღის განმავლობაში, დაუსრულებლად მოდიან ბათუმში ადამიანები, ხელს აწერენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლოს სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი. ასევე, დიდი...

NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაცია ...

NDI-ის 2024 წლის პირველი წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია დასრულდა - დელეგაცია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავებულ რეკომენდაციებს აქვეყნებს.  NDI-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ არჩევნებამდე რვა, ხოლო წინასაარჩევნო კამპანიების დაწყებამდე ექვსი თვით ადრე, არაერთი დადებითი ტენდენცია შეინიშნება, მათ შორის: მოსახლეობის მიერ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ურყევი მხარდაჭერა, საზოგადოების დადებითი განწყობა პოლიციის მიმართ, მოსახლეობის აღქმით წვრილმანი კორუფციის შემცირებული დონე, გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით სამთავრობო დადგენილებების გასაჯაროების პრაქტიკის განახლება და არჩევნების დღის პროცესების გაუმჯობესებ...

ვოლოდიმირ ზელენსკი - აგრესორზე ე...

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს რუსეთ-უკრაინის ომის 2-წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომიმართვისთვის მადლობას უხდის. ზელენსკის განცხადებით, "აგრესორზე ერთობლივი ზეწოლა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რუსეთის ყველაზე მეზობელი ერი თავისუფალი დარჩეს". "მადლობა, ქალბატონო პრეზიდენტო! აგრესორზე ერთობლივი და ძლიერი ზეწოლა მნიშვნელოვანია, რათა ყველა მისი მეზობელი ერი თავისუფალი დარჩეს. ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და მის თავისუფლებისმოყვარე ერს",- წერს ზელენსკი სალომე ზურაბიშვილის პასუხად სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის მიერ ფათომას...

სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის იმპ...

რუსეთის იმპერიალისტური მცდელობები, გამოცადოს ჩვენი სიმტკიცე, წარსულს ვერ აღადგენს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საბოჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ევროპისკენ მიმავალი გზიდან "ვერავინ გადაიყვანს". "25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. მომავლის შესანარჩუნებლად წარსულის გაკვეთილების გახსენება აუცილებელია. დღეს დამოუკიდებლობამ და თავისუფლებამ გაიმარჯვა! რუსეთის იმპერიალისტური მცდელობები, გამოცადოს ჩვენი სიმტკიცე, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ ჰიბრიდულ ზომების გამოყენებით, წარსულს ვერ აღადგენს. საქართველო თავისუფალი და მტკიცეა, მტკიცედ მიემართება ევროპისკენ და ვერავინ გადაიყვან...