ზელენსკი მაკრონს : საფრანგეთმა უ...

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და მისმა ქვეყანამ უნდა გააკეთოს არჩევანი ბიზნესსა და ფულსა ან „თავისუფლებისთვის ბრძოლას“ შორის.ამის შესახებ ზელენსკიმ ფრანგულ საინფორმაციო არხ BFM TV-სთან ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინასა და საფრანგეთს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდა,მაკრონთან პირადი კონტაქტების გამო. „დღეს მე ვთვლი, რომ მსოფლიოში ბევრი ლიდერი უნდა იყოს აქ, ადგილზე, რათა სრულად დააფასოს და გაიგოს რა არის  გენოციდი. მე ემანუელ მაკრონს, ისევე როგორც ყველა ლიდერს, ვიწვევ. ვფიქრობ, მისთვის ეს ძალიან რთულია, რადგან საფრანგეთში ბევრი ბიზნესი იყო ორიენტირებული  რუსეთიდან შემო...

რუსეთის სასამართლომ Google ომის ...

რუსეთმა ამერიკული კომპანია Google, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაკარგებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის შესახებ „არასანდო მონაცემების გავრცელებისთვის“, 4 მილიონი რუბლით დააჯარიმა. ამის შესახებ გამოცემა TASS-ი იტყობინება. როგორც რუსული მხარის საქმის მასალებიდან ირკვევა,  YouTube პორტალზე გამოქვეყნებული ვიდეოები შეიცავდა არაზუსტ მონაცემებს რუს სამხედროებსა და  მათ ნათესავებს შორის არსევული სატელეფონო საუბრების შესახებ. შეგახსენებთ, რომ რუსეთის სასამართლომ კომპანია Google უკრაინული აზოვის პოლკის შესახებ, რუსეთის ფედერაციაში „აკრძალული მასალების გავრცელების გამო“, ასევე  7 მილიონი რუბლით  დააჯა...

ბორის ჯონსონი: პუტინთან მოლაპარა...

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ეჭვი ეპარება უკრაინის საკითხზე რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმატებაში. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters იუწყება. დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის განცხადებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთმა განაგრძოს უკრაინის შეიარაღება, რადგან რუსეთი აძლიერებს თავდასხმებს აღმოსავლეთ უკრაინაში. „როგორ შეიძლება ნიანგთან მოლაპარაკება, როცა მას ფეხი ყბაში აქვს? ეს არის უკრაინელების წინაშე არსებული სირთულე. ჩვენ უბრალოდ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი სტრატეგია, გავაგრძელოთ იარაღის მიწოდება," - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა. ჯონსონის თქმით, პუტინმა მიანიშნა, რომ მას სურს  უკრაინის მეტი ტერიტორიის ...

საქართველოს სისხლის სამართლის სა...

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები შედის, რომელიც ფარულ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას შეეხება.  როგორც გავრცელებულ კანონპროექტში ვკითხულობთ, ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება მოსამართლის განჩინებაში მითითებული ვადით. აღნიშნული ვადა უნდა იყოს იმ ხანგრძლივობის, რაც საჭიროა გამოძიების მიზნისმისაღწევად შეგახსენებთ რომ, ქართველოს პარლამენტის წევრებმა: ირაკლი ბერაიამ, ალექსანდრე ტაბატაძემ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და რატი იონათამიშვილმა შეადგინეს კანონპროექტი, რომლითაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ თავში, კონკრეტულად 1433 მუხლის​ მე-12 პუნქტში ვადებთან დაკავშირებით ცვლილებები...

უკრაინის საჰაერო ძალები - მოკავშ...

მოკავშირეებისგან მივიღეთ თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილები და კომპონენტები - მაგრამ არა ახალი თვითმფრინავები, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები ავრცელებენ . მათივე თქმით, კომპონენტები საჰაერო ფლოტების აღდგენისა და შეკეთებისთვის არის გამიზნული . "უკრაინას არ მიუღია ახალი თვითმფრინავი პარტნიორებისგან! აშშ-ის მთავრობის დახმარებით, უკრაინის საჰაერო ძალებმა მიიღო სათადარიგო ნაწილები და კომპონენტები საჰაერო ფლოტების აღდგენისა და შეკეთებისთვის, რომლებიც ემსახურება საჰაერო ძალებს, რომლებიც დააყენებენ ექსპლუატაციაში მეტი აღჭურვილობაა“, - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებაში . შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს პენტაგონში გავრ...

კიევში შარლ მიშელი ჩავიდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ მიშელმა პოსტი Twitter-ზე გამოაქვეყნა. „თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის გულში,"-ვკითხულობთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის  მიერ გამოქვეყნებულ ტვიტში

რამზან კადიროვი - ყველა ადამიანი...

კრემლმა უარი თქვას უკრაინასთან მოლაპარაკებაზე - აღნიშულ განცხადებას ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ხელმძღვანელი რამზან კადიროვი ავრცელებს . მისივე თქმით,უნდა განადგურდეს ყველა ბანდერლოგი და შემდეგ ჩატარდეს ისეთი რეფერენდუმი, როგორც მის რესპუბლიკაში. "ჩვენო პოლიტიკოსებო, პოლიტოლოგებო, ბატონო მომლაპარაკებლებო, ნუ საუბრობთ მოლაპარაკებაზე. მოლაპარაკება შეიძლება ვინმესთან აწარმოო, იქ (უკრაინაში) კი არავისთან შეიძლება მოლაპარაკების გამართვა. ჩვენ, მეომრები, წინააღმდეგი ვართ მოლაპარაკების", - აცხადებს ჩეჩნეთის ხელმძღვანელი "ტელეგრამის" არხით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. ცნობისთვის, რამზან კადიროვმა გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი, ...

NICKELODEON რუსეთის ტერიტორიაზე ...

რუსეთის ტერიტორიაზე მაუწყებლობას ვწყვეტთ - ნათქვამია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბავშვო არხის განცხადებაში . სატელევიზო არხმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო რაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას . ცნობისთვის, მსგავსი გადაწყვეტილება, რამდენიმე კვირის წინ მიიღო ასევე კომპანია Discovery-მ, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე 15 არხს ტრანსლირებდა. შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა 24 თებერვალს, უკრაინასა და რუსეთს შორის იყო მოლაპარაკებების მცდელობა თუმცა რამდენიმე რაუნდიანი მოლაპარაკებები უშედეგო აღმოჩნდა და აღარ გაგრძელებულა .

გია ვოლსკი - „ნაცმოძრაობა“ გარკვ...

„ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში ვიზიტის დროს გარკვეულ პროვოკაციას გეგმავს და სწორედ ამიტომ არ იღებს მონაწილეობას ამ დელეგაციაში. - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ამის თაობაზე ქართულმა სპეცსამსახურებმა  ინფორმაცია უკრაინის სპეცსამსახურებს უკვე მიაწოდეს. „ნაცმოძრაობის“ გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით სხვადასხვანაირად არის შეფასებული, ზოგი ამბობდა რომ გაუწბილდათ მოლოდინი და ის დესტრუქცია, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში თესავდნენ, ვერანაირად ვერ მოიმკეს, მოსავალი ვერ აიღეს პოლიტიკური, რასაც აპირებდნენ, მაგრამ არის კიდევ მეორე გარემოება, რაზეც საუბარი იყო, არ დაგიმალავთ, მაგრამ დადასტურდა, ყოველ შემთ...

მამუკა მდინარაძე - ოპოზიცია, ცდი...

„ჩვენი ოპოზიცია, თუ ოპოზიცია შეიძლება დაერქვას ომის და ღალატის პარტიას, ცდილობდა,  ყველაფერი გაეყიდა ისე, თითქოს საქართველოს ხელისუფლება საომარი მოქმედებების დროს უკრაინის ხელისუფლებას უპირისპირდება. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „დღის თემა“  განაცხადა. "ყველაზე მთავარია ერთი რამ - გამოიკვეთა, ვინ იყო ამის შემოქმედი. ესენი არიან საქართველოში ოპოზიციაში მყოფი პირები, რომლებსაც აქვთ გარკვეული გავლენები თავისი სტატუსებიდან, თანამდებობებიდან და ურთიერთობებიდან გამომდინარე უკრაინის ხელისუფლებაში და ეს ადამიანები უზრუნველყოფდნენ იმას, რომ ყოფილიყო დაძაბული ფონი,...

პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამა...

პარლამენტმა 83 ხმით, 6-ის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანულ კანონში შესატან ცვლილებას, რომელიც კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილებებს შორის დავის საკითხს ეხება. ცვლილების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გენერალურ პროკურორს, ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალურ აუდიტორს, სახალხო დამცველს, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ან აღმასრულებელ ორგანოს, თუ ის მიიჩნევს, რომ რომელიმე მათგანის სამართლებრივი აქტით, მოქმედებით ან უმოქმედობით სრულად ან ნაწილობრივ ხელყოფილ იქნა მის...

რუსლან სტეფანჩუკი- საქართველო ყო...

საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინას, - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. რუსლან სტეფანჩუკმა მადლობა გადაუხადა საქართველოს უკრაინის მოქალაქეების შეფარებისთვის და გრუშევსკის სახელობის 41-ე სკოლაში უკრაინული სექტორის გახსნაც აღნიშნა. „საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინას. ის მნიშვნელოვანი რეზოლუციების თანაავტორია. ვნახე მიტინგების ტრანსლაცია თბილისიდან და სხვადასხვა ქალაქიდან, რომლებიც უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ჩატარდა. ვფიქრობ, ეს არის მთავარი, რომ ვგრძნობთ ჩვენი ხალხის ურთიერთმხარდაჭერას. ვფიქრობ, ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებულ საკითხებს აუცილებლად გადავწყ...

მიხეილ სააკაშვილი - „ოცნება“ ითხ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ "ოცნების" მიერ უკრაინისთვის წაყენებული პირობები პირდაპირ რუსეთის შეკვეთაა. "მშრალი ფაქტი - "ოცნება" ითხოვს უკრაინაში თანამდებობაზე მყოფი ყველა ქართველის დათხოვნას. ამ ქართველებს შორის არიან დავით არახამია - ქვეყნის მთავარი მომლაპარაკებელი, გენერალი ლორთქიფანიძე - კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილე, რომლის მთავარი ფუნქციაც რუსი ჯაშუშების დაჭერაა (მაგალითად, გუშინ მან დააკავა პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამდებობის პირი, რომელიც რუსებს აწვდიდა ინფორმაციას), ზურაბ ადეიშვილი, რომელიც მთავარი კოორდინატორია რუსი ოკუ...

თომას ილვესი - საქართველოს [მთავ...

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, თომას ჰენდრიკ ილვესი აცხადებს, საქართველო რუსეთის თანამონაწილედ იქცა იმით, რომ არანაირ სოლიდარობას არ გამოხატავს უკრაინის მიმართ. - ამის შესახებ მან  "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ისაუბრა. ვრცელ ინტერვიუში, ოლვეისი საქართველოს მთავრობის პოზიციას გულისამრევს უწოდებს და აცხადებს, რომ, ქვეყანამ უკრაინის მიმართ არასოლიდარული ქმედებებით აჩვენა თუ როგორი ქვეყანა იქნებოდა ევროკავშირის ან ნატოს წევრი რომ ყოფილიყო.  "არანაირი სანქციების მოხსნა, სანამ თითოეული ომის დამნაშავე, ყველა, ვინც პასუხისმგებელია იმ საზარელ მკვლელობებზე, უბრალო ჯარისკაციდან დაწყებული, პუტინით დამთავრებული, სამხედრო ტრიბუნალს არ წარუდგება.სამწუხაროდ, საქართველოს...

მიხეილ სააკაშვილი - ომის თარიღებ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას ლიეტუვას სეიმს, მისი დაუყოვნებლივ გადაყვანისთვის გაკეთებული განცხადებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ის რომ უკრაინიდან საქართველოში სიტუაციის განრიდებისთვის ჩამოვიდა უსაფუძვლოა, რადგან შესაძლებლობის შემთხვაში ომში ფრონტის წინა ხაზზე იდგებოდა. "საქმე იმაშია, რომ როდესაც საზღვრის გადაკვეთას ვეხებით, ვიღაც ჭკუათმყოფელს უთქვამს, რომ სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში იმიტომ, რომ განერიდა ომს უკრაინაში. მე ბევრი რამე გამოვიცანი ზუსტად, მაგრამ ამ ომის თარიღების ზუსტი გამოცნობა და წინასწარმეტყველება რომ შემძლებოდა, ახლა ვიქნებოდი ფრონტის წინა ხაზზე და არანაირად იქ, სადაც ვარ, ამ შუში...

პრემიერ-მინისტრმა რელიგიურ ორგან...

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, რელიგიურ ორგანიზაციებს დაფინანსება გაეზარდათ. რელიგიური გაერთიანებებისთვის  საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით, 2022 წლამდე არსებულ 4,5 მლნ ლარს  1 მლნ ლარი დაემატა. პრემიერ-მინისტრის აღნიშნული გადაწყვეტილება რელიგიური ორგანიზაციების ლიდერებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე გააცნო. რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრს დაფინანსების გაზრდისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ეს მათთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა.  საქა...

ესტონეთის ექსპრეზიდენტი - ვაღიარ...

უნდა ვაღიაროთ, რომ ევროპული რეაქცია საქართველოში მომხდარზე იმდენად სუსტი იყო, რომ ყირიმი გამოიწვია. - ამის შესახებ ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა „რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტმა ყოფილ პრეზიდენტს ჰკითხა თუ ვინ ვინ არის რეალურად წაგებული მხარე ამ „თამაშში“?  "იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი უკრაინას ნეიტრალურ სტატუსს სძალავს და მიიღებს გარანტიებს, რომ უკრაინა ნატოში არ გაწევრდება, ექნება მეტი მიწა, ვიდრე 24 თებერვლამდე ჰქონდა -, ვინ არის რეალურად წაგებული მხარე ამ „თამაშში“? - ჰკითხა ჟურნალისტმა. კალიულაიდი პასუხობს: "ჩვენ? და იცით, თქვენ კიდევ დაგავიწყდათ რაღაცები - მაგალითად, ბელარუ...

უკრაინის ვიცე-პრემიერი: საუბარია...

ტელეკომპანია „ფორმულამ“ საქართველოს გავლით რუსეთში კონტრაბანდის შეტანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი ჩაწერა. ტელეკომპანია ვიცე-პრემიერის სინქრონულ თარგმანს ავრცელებს. „ჩვენმა სადაზვერვო სამსახურმა სახალხოდ განაცხადა, დაადანაშაულა რუსეთი და საქართველო, რომ ისინი ჩვენ ზურგს უკან მიმართავენ მოლაპარაკებებს, როგორ გახსნან კონტრაბანდის გზა. საუბარი არ არის  მაკარონსა და წიწიბურაზე, აქ საუბარია საომარ ტექნიკაზე, ნაწილებზე. მე, როგორც ვიცე-პრემიერმა, მინდა, ვიკითხო, ადამიანი, რომელიც იყო დეპუტატი და შედიოდა საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფში, რომელიც ყოველთვის დიდ პატივს სცემდა ქართველ ხალხს, ხელისუფლებას, გვესმის 2008 წლის შემ...

რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებ...

რუსეთმა უკრაინის მიერ სტამბოლში შემოთავაზებული სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტი ზეპირად მიიღო - გარდა ყირიმის საკითხისა. - ამის შესახებ, უკრაინის მოლაპარაკებების დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ ეროვნული მარათონის ეთერში განაცხადა. ამავდროულად, რუსულმა მხარემ დაადასტურა, რომ დოკუმენტების პროექტი საკმარისად იყო შემუშავებული პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის პირდაპირი კონსულტაციებისთვის. არახამიამ აღნიშნა, რომ შეხვედრა დიდი ალბათობით სტამბულში გაიმართება. ახლა ჯგუფების ამოცანაა არა თავად დოკუმენტის, არამედ იმ საკითხების საბოლოო ეტაპის შემუშავება, რომლებსაც უკვე შეეხო და მოამზადონ პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრა. რაც შეეხება უკრაინის უსაფრთხოები...

აშშ-მ რუსეთის და ირანის სანქციებ...

აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს - სანქციების სიაში შედის 13 ფიზიკური პირი და 21 ორგანიზაცია - აშშ-ის ხაზინის მონაცემებით, შეზღუდვები კიბერსივრცეში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით დაწესდა. დეპარტამენტის განცხადებით, შეზღუდვები ეხება, კერძოდ, ტექნოლოგიურ კომპანიებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სამხედრო სფეროში. ”რუსეთი არა მხოლოდ აგრძელებს უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევას თავისი არაპროვოცირებული აგრესიით, არამედ გააძლიერა თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე და დასახლებულ ტერიტორიებზე,” - თქვა აშშ-ს ხაზინის მდივანმა ჯანეტ იელენმა. - ”ჩვენ გავაგრძელებთ პუტინის ომის მანქანას ყველა მხრიდან სანქციებით. უაზრო ომი დასრულდება." ამასთან, სახაზინო ...