აშშ მხარს უჭერს სუვერენული ქვეყნ...

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის უენდი შერმანის განცხადებით, ვაშინგტონი მხარს უჭერს პრინციპს, რომლის მიხედვითაც, ქვეყნებმა დამოუკიდებლად უნდა აირჩიონ, თუ რომელ ალიანსებს შეუერთდებიან. აღნიშნული განცხადება უენდი შერმანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვთან შეხვედრისას გააკეთა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ერთგულია სუვერენტიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენუი ერების თავისუფლების მიმართ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, უენდი შერმანმა დაადასტურა, რომ აშშ მიესალმება დიპლომატიური გზით მიღწეულ ნამდვილ პროგრესს. „აშშ განიხილავს გარკვეულ ორმხრივ საკითხებს რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგში, მაგრამ არ განიხილავს ევროპის უსაფრ...

ლინას ლინკევიჩუსი - რუსეთის აგრე...

ლიეტუვას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ტვიტერზე წერს, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებები მხოლოდ გარე საფრთხე არაა. მისივე თქმით,  პოროშენკოსა და სააკაშვილის დევნა ძველმოდურია და კონსოლიდაციას  ვერ გააუმჯობესებს. "რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და ქმედებები - არაა მხოლოდ გარე საფრთხე. ეს არის ტესტი შიდა ერთიანობის, ერთიანობისა და გამძლეობის უკრაინასა და საქართველოში. ყოფილი პრეზიდენტების პოროშენკოსა და სააკაშვილის დევნა ძველმოდურ დროს გვაგონებს და კონსოლიდაციას  ვერ გააუმჯობესებს ", - წერს ლინკევიჩუსი ტვიტერზე.

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილ...

„მივედი და საშობაო ნობათი გადავეცი“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის N12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში მონახულების შემდეგ. მისივე თქმით, ექს-პრეზიდენტი ფიზიკურად განსაკუთრებულად ცუდად არ გამოიყურება. „ჩემი შეფასება არ არის სანდო, მე არ ვარ ექიმი და გამოცდილება არ გამაჩნია, მე რაც შემიძლია გითხრათ, აბსოლუტურად ადეკვატურია. რამდენდაც შემიძლია ვთქვა, განსაკუთრებით არაფერი მეჩვენა, გარდა იმისა, რომ ფრმკრთალია და მგონი, კიდევ გამხდარი. წინა შეხვედრებზე ყოველთვის მთხოვდა წერილი გამომეტანა, მაგრამ ახლა არაფერი მსგავსი. ჩვენი საუბრის თემა არსობრივადაც და დროის მიხედვითაც შობის დღესასწაული იყო. რა თქმა უნდა, ...

მიხეილ სააკაშვილი - დღეს, საქართ...

„ზუსტად ვიცი, დღეს რომ ჩვენი ან ნებისმიერი სხვა ეფექტური მთავრობა იყოს საქართველოში, სიკვდილიანობა სამჯერ ან ოთხჯერ ნაკლები იქნებოდა. რაღას ავაშენეთ ჩემს დროს 150 თანამედროვე საავადმყოფო, თუ ძველი საბჭოთა საავადმყოფოების პირობებშიც კი, უკრაინას ბევრად უკეთესი მაჩვენებელი ექნებოდა?!“, - ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ყველა უბედურებასთან ერთად ახლანდელმა ხელისუფლებამ მიგვაჩვია, რომ საქართველოში არის ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გარდაცვალების მაჩვენებელი, ბოლო 3 დღეში კი, ქვეყანაში, კოვიდით 140 ადამიანი გარდაიცვალა​. „ბოლო 3 დღეში საქართველოში კოვიდით 140 ადამიანი გარდაიცვალა​. ყველა უბე...

ოთო კახიძე - ყაზახეთის შესაშური ...

“არაფერი ყაზახეთის შესაშური არ გვჭირს ზოგადად და არც აუცილებლად კარგი ამბები არ ხდება მანდ დღეს”, - ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ოთო კახიძე იუწყება. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას განაგრძობს, ხელქვეითებს კი, “ექვთიმესა და ილიას აძახებინებს”, იგი თბილისს “ბიძინას” მაინც ვერ დაარქმევს. შესაბამისად, ყაზახეთში, მაინცდამაინც აუცილებლდ კარგი ამბები  ახლა არ ხდება. ამას არ აიტანს ჩვენი საზოგადოება.  “პრემიერმა ბიძინაობა კი მოგვილოცა, მაგრამ ამას იმდენად ცუდი გამოხმაურება მოჰყვა, რომ ‘ეგ არ მიგულისხმიაო’, იცრუა მერე.  ივანიშვი...

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ...

“უნდა ვისწავლოთ ყველანაირი წყენის და პირადი ამბიციების გვერდზე გადაწევა და ერთობლივი, მასობრივი და უწყვეტი ქმედებებით, ყველა ლეგიტიმური ბერკეტის გამოყენებით მიზნის მიღწევა”, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ქართველი ხალხს, რომლის 80% უკვე სიღატაკეში ცხოვრობს, ან შიმშილით დაიღუპვა ან საქართველოს დატოვება მოუწევს. “აი რა ხდება, როცა თავს აცხადებ რუსული გავლენის სფეროს ნაწილად და დასავლეთიდან დისტანცირდები. დღეს დაიწყო ფართომასშტაბიანი შეჭრა ОДКБ-ს საფარქვეშ მოქმედი რუსული ჯარების ყაზახეთში, სადაც მთელი ხალხი აჯანყებულია სოციალური უსამართლობის, კორუფციის და არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. ეს ნიშნავს, რომ ყაზა...

ნაყოფია - სააკაშვილი ისედაც უჩიო...

მიხეილ სააკაშვილს გამოხატულად აღენიშნება ნევროლოგიური პრობლემები. - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ნაყოფიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა. ამასთან ნაყოფია "ოცნების" წარმომადგენელებს მიმართავს და აცხადებს, რომ ამ მდგომარეობაში მიხეილ სააკაშვილის ყოფნა მიზანშეწონილი არ არის. "გამოხატულად აღენიშნება ნევროლოგიური პრობლემები. ისედაც ვიცით,  რომ მთელი პერიოდის განმავლობაში როდესაც ის შიმშილობდა სერიოზული ზიანი მიადგა მის ჯანმრთელოაბს. გარდა ამისა,  თქვენ ალბათ კარგად გახსოვთ მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის და წამების ფაქტები. მინდა ვუთხრა "ოცნების" ხელისუფლებას, რომ მათივე ინტე...

ყაზახეთში საქართველოს საელჩოს გა...

ყაზახეთში საქართველოს საელჩოს განცხადებით, საქართველოს საკონსულო ხაზზეა ყაზახეთში მყოფ საქართველოს ყველა მოქალაქესთან.  მათივე ცნობით, საკონსულოს მიმართეს ქართლი ანსაბლის, "ილორის" წევრებმა და ისინი დედაქალაქისგან მოშორებით, უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.  „ყაზახეთში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობას განაგრძობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58. ამასთან, ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ შეუძლიათ შეტყობინებები გ...

ადვოკატი - თუ მისი მოთხოვნები ია...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის 6 იანვრამდე დათქმული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. ადვოკატის ინფორმაციით,  ექსპრეზიდენტმა ულტიმატუმის ვადა იანვრის თვის ბოლომდე გადაწია. უფლებადამცველის თქმით,  თუ იანვრის თვეში სააკაშვილის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება ის პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავს. „მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და არ გაეწევა ადეკვატური სამედიცინო დახმარება იანვრის თვის ბოლომდე, მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმებს. უკიდურეს ფორმას შეიძლება მოიცავდეს მათ შორის შიმშილობა, მაგრამ სხვა ფორმებით გამოხატვაც შეიძლება. მისი აზრით, ამ სიტუაციაში ეს პირობა არის უფრო მისაღები და ეფექტური მიზნით მისაღწევა...

ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილის ჯა...

რუსთავის მე-12 ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად უფლებადამცველი, შოთა თუთრებიძე მივიდა.  როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთან განაცხადა სააკაშვილის ჯანმრთელობის დაზიანება ხელიუფლების მიზანია და პენიტენციურ სამსახურს არანაირი არგუმენტი არ აქვს. მისივე თქმით, ყველა ადამიანს, რომელსაც თავისუფლება აქვს აღკვეთილი აქვს უფლება ალტერნატიულ სამედიცინო სერვისზე "ვფიქრობ, რომ მისი ჯანმრთელობის დაზიანება ხელისუფლების მიზანია, ამიტომ ამ წისქვილზე წყალი არ უნდა დავასხათ. არავითარი არგუმენტი პენიტენციურს არ აქვს. ყველა ადამიანს, რომელსაც თავისუფლება აქვს აღკვეთილი აქვს უფლება ალტერნატიულ სამედიცინო სერვისზე, რაც უნდა პროფესიონალი ექიმები ჰყავდეთ პ...

მიხეილ სააკაშვილი - გთავაზობთ, პ...

„არ მინდა, რომ ერთადერთი საგამოძიებო კომისია მიკავშირდებოდეს. გთავაზობთ, შევქმნათ პარლამენტის მეორე, საგამოძიებო კომისია ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით. რაც მთლიანად უკავშირდება ივანიშვილის ბიტკოინებს“, -ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუკ“ გვერდზი მისსავე წერილშია აღნიშნული. ექს-პრეზიდენტის განცხადებით, იგი ნაციონალურ მოძრაობას ამ თემაზე კონსულტაციების დაწყებას სთხოვს და მიმართავს გიორგი გახარიას ფრაქციას შეუერთდებიან თუ არა ისინი, ასეთ თემაზე საგამოძიებო კომისიის იდეას. „მე არ მინდა, რომ ერთადერთი საგამოძიებო კომისია მიკავშირდებოდეს. გთავაზობთ, ასევე შევქმნათ პარლამენტის მეორე, საგამოძიებო კომისია ელექ...

სააკაშვილი ე.წ შავ სიაზე - პირებ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო საზოგადოებას მიმართავს და ე.წ შავი სიის იდეას აცნობს. ექსპრეზიდენტი საზოგადოებას იურისტთა ჯგუფის შექმნას სთავაზობს, რომლებიც  დანაშაულის შემადგენლობას მოიკვლევენ. მისივე თქმით, პირებს,  რომლებიც უსამართლობას ჩადიან, მოქალაქეები ქუჩაში უნდა სცნობდნენ.  "ის მასშტაბი უკანონობის, რომელიც ახლა ხდება, განპირობებულია ძირითადად დაუსჯელობის სინდრომით. მე გთავაზობთ, დავუბრუნდეთ კორუფციონერთა და ადამიანის უფლებათა დამრღვევთა "შავი სიის" იდეას. ის ადამიანები, ვინც იარაღი ჩაუდო არჩევნების პერიოდში ყოფილ პოლიციელებს, ვინ მოიპარა დიდი რაოდენობით ხალხის საბიუჯეტო ფული, ვინც გაყალბებით შეკერა კარტოგრაფების სა...

მიხეილ სააკაშვილი - ძალოვანი და ...

სააკაშვილმა გაიხსენა ის იდეა, რომელიც ეხებოდა ე.წ. შავი სიის შექმნას იმ ძალოვანი და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების მიმართ ,რომლებიც ეწეოდნენ ადამიანების პოლიტიკურ დევნას. - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ საქართელოს მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, იურისტთა ჯფუფი უნდა ჩამოყალიბდეს,  რომელიც ყველა უკანონო საკითხს შეისწავლის. "ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, და ამავე დროს, მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა ის იდეა, რომელიც ეხებოდა ე.წ. შავი სიის შექმნას იმ ძალოვანი და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების მიმართ, მოსამართლეების, პროკურორების, პოლი...

ხატია დეკანოიძე - „გირჩთან“ მოლა...

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე იაგო ხვიჩიას და ლევან იოსელიანს მიხეილ სააკაშვილის მიმართ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხთან დაკავშირებით შეხვდა. როგორც დეკანოიძე ჟურნალისტებთან განაცხადა, ის „გირჩთან“ მოლაპარაკებებით კმაყოფილია და ლევან იოსელიანთან ვერ შევთანხმდა. მისივე თქმით,  კომისია მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ არაადამიანური მოპყრობის და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტებს გამოიძიებს და სხვა რაიმე ქვეტექსტი მის შექმნაში არ დევს. "გირჩი" წინააღმდეგი არ არის მხარი დაუჭიროს ამ კომისიას. მე არ მაინტერესებს "ქართული ოცნების" პოზიცია, ერთადერთი ჩემი ინტერესის საგანს წარმოადგენ...

„დროა“ - აშშ-ის საელჩომ მთავრობა...

პარტია „დროა“ დასავლელ პარტნიორებთან „ოცნების“ ხელისუფლების დაპირისპირების შესახებ განცხადებას ავრცლებს. როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, მმართველი პარტიის განცხადებები რუსული სტილის “სუვერენული დემოკრატიის” მოდელს ჰგავს. „დროას“ განცხადებით,  აშშ-ს საელჩომ საქართველოს მთავრობა ანგარიშვალდებულებისთვის ძირის გამოთხრასა და სასამართლო სისტემის შესუსტებაში ამხილა. „პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ დაესხა თავს საქართველოს მთავარ პარტნიორებს და განაცხადა, რომ მათი განცხადებები “არყევს ქართული საზოგადოებს ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ”, რასაც მმართველი პარტი...

ჯაფარიძე კობახიძის განცხადებაზე ...

"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც კობახიძე აცხადებს, რომ აშშ-ს საელჩოს განცხადების შინაარსში არაერთი უზუსტობაა და არასამართლიანია. ჯაფარიძის თქმით,  ეს არ არის პირველი ემთხვევა,  როცა "ქართული ოცნების" ლიდერები დასავლეთის კრიტიკას მსგასი შინაარსის ტექსტით პასუხობენ. მისივე განცხადებით, მმართველი გუნდი დასავლეთის კრიტიკით  ქვეყანას ევროატლანტიკურ სტრუქტურებს აშორებს და განვითარების შანსებს უკლავს. "ეს არ არის პირველი შემთხვევა და არც კობახიძეა პირველი ვინც დასავლეთიდან წამოსულ კრიტიკას პასუხობს ასეთი შინაარსისა...

ნატო-ს ქვეყნები რუსეთ-უკრაინის ს...

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის, ნატო-ს წევრ ქვეყანათა საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინისა და მის ირგვლივ რეგიონებში რუსეთის სამხედრო და ტექნიკური ძალების გაძლიერებასთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავენ. ნატო-ს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრა 7 იანვარს, ონლაინრეჟიმში წარიმართება, რომელსაც ორგანიზაციის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს.

სალომე ზურაბიშვილმა ილია მეორეს ...

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა. „დღეს, როცა პანდემია მძვინვარებს და ჩვენი საზოგადოება შეპყრობილია პოლარიზაციის სენით, საქართველო, როგორც არასდროს, საჭიროებს თქვენს მამობრივ მზრუნველობას და ლოცვას“, - ამის შესახებ, სალომე ზურაბიშვილმა ილია მეორესადმი მიძრვნილ დაბადების დღის მისალოც წერილში აღნიშნა.  „თქვენო უწმინდესობავ, გილოცავთ დაბადების დღეს ქართული საზოგადოების სახელით. მთელ მსოფლიოში მიმოფანტული ქართველობა თქვენი ლოცვით ინარჩუნებს რწმენას, სამშობლოს სიყვარულსა და მორალურ პრინციპებს. დღეს, როცა პანდემია მძვინვარებს და ჩვენი საზოგადოება შეპყრობილია პოლარიზაციის სენით, სა...

მამუკა ხაზარაძე - „ამხანაგი კობა...

„„ამხანაგი კობახიძის“ ანტიდასავლური, არამეგობრული განცხადებები ჩვენი პარტნიორების მისამართით, სხვა არაფერია თუ არა რუსეთის და პრო-რუსული ძალების წახალისება. ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების მიმართ უნდობლობის დანერგვა, საზოგადოებაში ნიჰილიზმის გაჩენა, იმის შეპარვით მტკიცება, რომ დასავლეთი და ევროპა ჩვენს პრობლემებს ვერ მოაგვარებენ და ისევ ჩრდილოელი მეზობელი დაგვეხმარება... ალბათ სხვას არც უნდა ელოდე ქვეყანაში გავრილოვის ჩამომყვანისგან“, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ თავჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ „ქართული ოცნების“ თავჯდომარის ირაკლი კობახიძის განაცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. მისივე თქმით, ამ ტიპის განცხადებები მ...

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი – შე...

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი დიმიტრი საძაგლიშვილი მე-12 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს მიმართავს და მიხეილ სააკაშვილთან დახურულ კომუნიკაციას ითხოვს. მისივე თქმით, პანდემიის მიზეზით შეხვედრების ოთახში სპეციალური ბარიერია. "კიდევ არაერთხელ მინდა საჯაროდ მოვუწოდე რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ზურაბ მოდებაძეს, რომ მოგვცეს შესაძლებლობა მიხეილ სააკაშვილთან პირადი კომუნიკაციის. ისეთი კომუნიკაციის, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არ მოისმინოს რაზე ვსაუბრობთ. ადვოკატს აქვს უფლება ჰქონდეს დახურული კომუნიკაცია მისი დაცვის ქვეშ მყოფთან. ჩვენ შემთხვევაში სპეციალურად ბარიერი ამოგვიშენეს შეხვედრების ოთახში და მიზეზა...