მარგუს ცაჰკნა - ქართველები კვლავ...

სტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა საქართველოში მიმდინარე პროტეტს კიდევ ერთხელ ეხმაურება. ცაჰკა სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციის ვიდეოკადრებს ავრცელებს და წერს: „ქართველები კვლავ ხმამაღლა და ნათლად გამოხატავენ თავიანთ აზრს საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროპისა და დემოკრატიისთვის ზურგის შექცევის შესახებ“.

იუკნევიჩიენე - ქართველი ერი ფეხზ...

ერი ფეხზე დგას, როგორც არასდროს, რეჟიმი რეალურად თავს ძლიერად არ გრძნობს. ამიტომ, დახმარება, განსაკუთრებით ევროკავშირისგან, აუცილებელია ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის, რომლის შედეგებსაც ყველა ენდობა,- ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს. ევროპარლამენტარის ინფორმაციით, 21 დეკემბერს მისი და ლიეტუველი დეპუტატის, ჟიგიმანტას პავილიონისის ინიციატივით გაიმართა ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის კანონმდებლებისა და ექსპერტების ონლაინდისკუსია, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც მონაწილეობდა. „საქართველოს მეგობრების“ ქსელი შეიკრიბა. ჟიგიმანტას პავილიონისისა და ჩემი ინიციატი...

კობახიძე - ევროკომისიის პოზიცია ...

ევროკომისიის პოზიცია არის სრულიად ანტიქართული, რაც არის ძალიან სამწუხარო, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტიკის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ევროკომისიის საბჭოსადმი მიმართვას ეხებოდა დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით შეზღუდვაზე.  როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს არის თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე.  "ცალსახად, ეს არის ანტიქართული ნაბიჯი. ეს არის თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, რაც ძალიან დასანანია. რა თქმა უნდა, ამას ვერავითარი განსაკუთრებული ეფექტი ვერ ექნება, არის არსებითად სიმბოლური ნაბიჯი, თუმცა ეს არის ცალსახად ანტიქართული ნაბიჯი და თავდასხმა ქართულ სახე...

შვედეთის საგარეო ეუთო-ოდირის დას...

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო-ოდირის საბოლოო დასკვნას გამოეხმაურა. როგორც შვედეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშული, ეს არ არის ის სტანდარტი, რასაც ჩვენ ველით ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან. "OSCE/ODIHR-ის საბოლოო ანგარიში საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შესახებ უკვე გამოქვეყნებულია, რომელიც ადასტურებს მის წინასწარ დასკვნებს. ეს არ არის ის სტანდარტი, რასაც ჩვენ ველით EU-ის კანდიდატი ქვეყნისგან",- წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) გამოაქვეყნა საბოლოო ანგარიში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საქართველოშ...

ცესკო - ეუთო/ოდირის დასკვნა ადას...

26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო - ამ ფაქტს ადასტურებს ეუთო/ოდირის მიერ დღეს გამოქვეყნებული დასკვნა, რომლითაც არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში (90% და მეტი) საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა შეფასდა დადებითად. ამის შესახებ განცხადებას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. ცესკოს ცნობით, დასკვნაში ხაზგასმულია, რომ საარჩევნო ელექტრონული აპარატების 99%-მა იმუშავა გამართულად, ხმის მთვლელი აპარატის შედეგები კი ემთხვეოდა ხელით დათვლილ შედეგებს. ასევე აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა რომ ამის ვალდებულება არ ყოფილა, საარჩევნო ადმინისტრაციამ საკუთარი ინიციატივით განახორციელა საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის  აუდიტი.  "ანგარიშში პ...

კობახიძე - მინდა, მადლობა გადავუ...

მინდა, მადლობა გადავუხადო ეუთო/ოდირს, რომელმაც მიუხედავად თავდასხმებისა, სათანადოდ შეაფასა საპარლამენტო არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ახლახანს გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის დასკვნა, ეს დასკვნა არსებითად იმეორებს წინასწარ დასკვნას, რომელიც თავის დროზე ეუთო/ოდირმა გამოაქვეყნა უშუალოდ არჩევნების შემდეგ. "მინდა, მადლობა გადავუხადო ეუთო/ოდირს, რომელმაც მიუხედავად თავდასხმებისა, სათანადოდ შეაფასა საპარლამენტო არჩევნები. მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ეუთო/ოდირი გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს საქართველოს არჩეულ ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოსა და პროცედურების შემდგომი ...

OSCE/ODIHR-ი 26 ოქტომბრის არჩევნ...

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) გამოაქვეყნა საბოლოო ანგარიში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საქართველოში, რომელიც ადასტურებს მის ადრინდელ დასკვნებსა და შეფასებებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არჩევნები ჩატარდა ახლად მიღებული კანონმდებლობის ფუნდამენტურ თავისუფლებებზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზემოქმედების, საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესუსტების და ამომრჩევლებზე ზეწოლის სერიოზული შეშფოთებების ფონზე, რაც საარჩევნო დღის პრაქტიკასთან ერთად ზღუდავდა ზოგიერთი ამომრჩევლის შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობას.  "ჩვენს საბოლოო ანგარიშში გამოვლენილმა მრავალმა საკითხმა ნეგატიურად იმოქმედა ამ არ...

მარტა კოსი - ევროკომისიის წინადა...

ევროკომისიის დღევანდელი წინადადება პასუხია მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ რეპრესიებზე,- ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი სოციალურ ქსელში X-ზე წერს. როგორც მარტა კოსი წერს, ევროკავშირი დგას ქართველ ხალხთან, რომლის არჩევანია ევროპული მომავალი. "ევროკომისიის დღევანდელი წინადადება, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა საქართველოდან ოფიციალური პირებისთვის, არის პასუხი მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლასა და საქართველოს მმართველების მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ ძალადობრივ რეპრესიებზე. ევროკომისიამ უკვე გადაამისამართა დაფინანსება მთავრობი...

MFC - მოვუწოდებთ საქართველოს ხელ...

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს საპროტესტო აქციების გაშუქებისას, ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენება და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვის, ასევე, მშვიდობიანი შეკრების უფლების კუთხით, - ამის შესახებ "მედიის თავისუფლების კოალიციის" თანათავმჯდომარეების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "მედიის თავისუფლების კოალიცია" ჟურნალისტებისა და მედიაში დასაქმებულების მიმართ წარმოებულ, ნებისმიერ მუქარასა და ძალადობას გმობს. "მედიის თავისუფლების კოალიციის თანათავმჯდომარეები უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავენ, პრო-ევროპული საპროტესტო აქციებზე, საქა...

ახალციხეში, საახალწლო კონცერტზე,...

ახალციხეში, საახალწლო კონცერტზე, "კოალიცია ცვლილებისთვის" ახალციხის ოფისის წარმომადგენელი დავით ახალკაცი დააკავეს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს თუ როგორ უპირისპირდებიან სიტყვიერად ერთმანეთს ახალციხის მერის მოადგილე და ახალკაცი, რის შემდეგაც პოლიციამ იგი დააკავა. დამატებითი ინფორმაცია დავით ახალკაცის დაკავების შესახებ ამ დროისთვის უცნობია.

სააკაშვილი - საერთოდ ევროსაბჭოს ...

საერთოდ ევროსაბჭოს გენერალურ მდივნებს ახასიათებთ დიქტატორებზე მიყიდვა,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ბოლოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში 2004 წელს ჩამოვიდა ასლან აბაშიძის გადასარჩენად. "ბოლოს ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში 2004 წელს ჩამოვიდა ასლან აბაშიძის გადასარჩენად. მაშინდელი ევროსაბჭოს გენერალური მდივნისთვის, ვალტერ შუმერისთვის, ძალზე უადგილო და წარუმატებელი ვიზიტი აღმოჩნდა. საერთოდ ევროსაბჭოს გენერალურ მდივნებს ახასიათებთ დიქტატორებზე მიყიდვა, ერთ-ერთმა მათგანმა პოდმოსკოვიეში უფასოდ მიიღო მიწის ნაკვეთი",- ...

კალასი - საქართველოს ხელისუფლება...

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი ქართველი დიპლომატების, თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ევროკომისიის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც კალასმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიან საპროტესტო აქციებს შედეგების გარეშე ვერ ჩაახშობს. "საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიან საპროტესტო აქციებს შედეგების გარეშე ვერ ჩაახშობს. დღეს ჩვენ მათ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შეთავაზებით. ჩვენ ასევე განვიხილავთ დამატებით ზომებს",- წერს კაია კალასი X-ზე. შეგახსენებთ, ევროკომისიამ ქა...

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - დ...

დღევანდელი წინადადება არის ევროკავშირის მტკიცე რეაქცია საქართველოს მთავრობის სერიოზულ დემოკრატიულ უკუსვლაზე,- ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჰენა ვირკკუნენმა განაცხადა და ქართველი დიპლომატების, თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ევროკომისიის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ვირკკუნენმა აღნიშნა, ვიზალიბერალიზაცია არის გასაღები ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მობილობის გასაადვილებლად მთელ მსოფლიოში და ვინც არ იცავს ფუნდამენტურ უფლებებს, არ უნდა ისარგებლოს ამ თავისუფლებით. "დღევანდელი წინადადება არის ევროკავშირის მტკიცე რეაქცია საქართველოს მთავრობის სერიოზულ დემოკრატიულ უკუსვლაზე, მათ შორის მშვიდობიანი მომიტინგეები...

ეუთოს 38 სახელმწიფო საქართველოს ...

საფრანგეთი და ეუთოს 37 სახელმწიფო მოუწოდებენ საქართველოს, ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებების შესანარჩუნებლად,- ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის საელჩო ავრცელებს. როგორც საელჩო აღნიშნავს, ეუთოს 38-მა ქვეყანამ დღეს ვენის მექანიზმი გაააქტიურა. "მოვუწოდებთ საქართველოს, ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებების შესანარჩუნებლად",- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ოპოზიციური პარტიები - ბერსეს პრე...

მოვუწოდებთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და მინისტრთა კომიტეტს განსახილველად დააყენოს საქართველოში ალან ბერსეს ვიზიტისას მისი მოქმედებების კეთილსინდისიერებისა და ევროპის საბჭოს სადამფუძნებლო პრინციპებთან შესაბამისობის საკითხი იანვარში გასამართ საჯარო დებატებზე,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს პოლიტიკური პარტიები და კოალიციები ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით ავრცელებენ. როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ალან ბერსეს დასკვნითი პრესკონფერეცია შეიცავდა გზავნილებს, რომლებიც არ ემსახურება კრიზისის განმუხტვას, არამედ პირიქით, მეტად ამძიმებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და „ქართული ოცნების“ მხრიდან ძა...

ევროკომისიამ ქართველი დიპლომატებ...

ევროკომისიამ ქართველი დიპლომატების, თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, უვიზო რეჟიმის შეჩერების წინადადება წარადგინა. აღნიშნულის შესახებ განცხადება ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. განცხადების თანახმად, თუ საბჭო მიიღებს ამ წინადადებას, ქართველ დიპლომატებს, ოფიციალურ პირებსა და მათ ოჯახებს, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტები, დასჭირდებათ ვიზა ევროკავშირში 90 დღემდე ხანმოკლე ყოფნით 180 დღის განმავლობაში. "დღეს კომისია გააკეთებს შეთავაზებას, რომ შეჩერდეს ვიზების გაცემის გამარტივების შესახებ ევროკავშირი-საქართველოს შეთანხმების ნაწილი. თუ საბჭო მიიღებს ამ წინადადებას, ქართველ დიპლომატებს, ოფიციალურ პირებსა და მათ ოჯახებს...

კახა კალაძე - მადლობა გომელაურს ...

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ვიცე-პრემიერად დანიშვნას ულოცავს.  როგორც კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პრემიერ-მინისტრის შესაბამისი გადაწყვეტილება სწორი იყო.  „მინდა, მივულოცო ვახტანგ გომელაურს. პრემიერის გადაწყვეტილება მის დაწინაურებასთან დაკავშირებით იყო სწორი და მე ამას მივესალმები. ვახტანგ გომელაური არის პატრიოტი კაცი, ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი სამშობლო. ის თავის თანამშრომლებთან ერთად ემსახურება საქართველოს, ქვეყანაში იცავს მშვიდობას, სიმშვიდეს. მადლობა მას იმისთვის, რაც გაკეთებული აქვს ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებისთვის“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ანა დოლიძე - ნიდერლანდების სამეფ...

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა ივანიშვილის დასანქცირებას,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს. დოლიძის განცხადებით, რეზოლუციაში ასევე მითითებულია, რომ ნიდერლანდები ბელგიასთან და ლუქსემბურგთან ამავე მიმართულებით იმუშავებს.  „მეგობრებო, მინდა შეგატყობინოთ სასიხარულო ამბავი. ამ კვირას ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას.  რეზოლუციაში ასევე მითითებულია, რომ ნიდერლანდები იმუშავებს ბელგიასთან და ლუქსემბურგთან ამავე მიმართულებით. ეს არის მმართველი კოალიციის პარლამენტის...

თვითმარქვია ხელისუფლებას, რომელი...

თვითმარქვია ხელისუფლებას, რომელიც ირანსა და ჩინეთზეა შეყვარებული, ტრამპი მხარს ვერ და არ დაუჭერს,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს. ცისკარიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ „20 იანვარზე დამყარებული იმედები აბსურდია“. „არანაირი ტრამპის მოსვლა მათ არ უშველის იმიტომ, რომ ტრამპი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე და ვერანაირ თვითმარქვია ხელისუფლებას, რომელიც ირანსა და ჩინეთზეა შეყვარებული, ტრამპი მხარს ვერ და არ დაუჭერს. აქედან გამომდინარე, 20 იანვარზე დამყარებული იმედები არის აბსურდი, ფუჭი მოლოდინი მათი მხრიდან და აქვე ისიც გავითვალისწინოთ, რომ „...

ირაკლი კობახიძემ ვახტანგ გომელაუ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს ვიცე-პრემიერად დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, შესაბამის ბრძანებას ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა. „საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში დღეიდან სამი ვიცე-პრემიერი იქნება. პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ასრულებს. ვიცე-პრემიერია თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი“,- აღნიშნულია ადმინისტრაციის ინფორმაციაში. შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და მასთან ერთად 4 პირი, გუშინ, 19 დეკემბერს გაერთიანებულმა სამეფომ დაასანქცი...