დონალდ ტრამპმა თავის სიტყვაში საქართველოზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ როგორ შემოიჭრა პუტინი ჩვენს ტერიტორიაზე 2008 წელს და ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, მას ძალიან მკაცრი პოლიტიკა ექნება რუსეთის წინააღმდეგ,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, ტრამპის აღნიშნული პოზიცია საქართველოსთვის "ძალიან მნიშვნელოვანია". “დღეს აქ, "რესპუბლიკური პარტიის" კონგრესზე დონალდ ტრამპი ოფიციალურად წარადგინეს, როგორც "რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე. მან თავის სიტყვაში საქართველოზეც ისაუბრა და აღნიშნა, როგორ შემოიჭრა პუტინი...
საქართველოს პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კენჭისყრა საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე ცოტა ხნის წინ გაიმართა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, კანონპროექტს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ მანამდე, პროექტს მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმაც დაუჭირა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, კანონპროექტი 16 მუხლისგან შედგება. მისივე თქმით, პროექტით გათვალისწინებულია ამნისტიის შემდეგი ფორმები: დაუყოვნებლივ გათავისუფლება; სასჯელის 1/2-ით, 1/4 -ით და 1/6-ით შემცირება და ასევე, პრობაციონერებისთვის პირობი...
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ბოლო დღეებში მოკავშირეებთან განაცხადა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გამარჯვების შანსები "მნიშვნელოვნად არის შემცირებული". ამის შესახებ The Washington Post-ი წერს. WP-ის ცნობით, ექსპრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ბაიდენმა "საკუთარი კანდიდატურის სიცოცხლისუნარიანობა სერიოზულად უნდა განიხილოს". გამოცემის ცნობით, ბაიდენი-ტრამპის უკანასკნელი სატელევიზიო დებატების შემდეგ, ობამა მოქმედ პრეზიდენტს მხოლოდ ერთხელ ესაუბრა, სხვებთან საუბრისას კი განმარტა, რომ ბაიდენის კანდიდატურის მომავალი, პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ობამამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "მისი საზრუნავი ბაიდენისა და მისი მემკვიდრეობის დაცვა...
ვაპირებ, ვიყო მთელი და არა ნახევარი აშშ-ის პრეზიდენტი,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ტრამპმა, რომელიც "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად გახდა, ეროვნული ყრილობის დასკვნით დღეს საზოგადოებას სიტყვით მიმართა. "ჩვენს საზოგადოებაში არსებული უთანხმოება და განხეთქილება უნდა განიკურნოს. ვაპირებ, ვიყო მთელი და არა ნახევარი აშშ-ის პრეზიდენტი იმიტომ, რომ ნახევარი შეერთებული შტატების გამარჯვება, გამარჯვება არ არის",- თქვა ტრამპმა.
ყველა ლიდერს, მათ შორის უშუალოდ ევროკავშირის სტრუქტურების ლიდერებს, ბატონ ბორელს, ბატონ მიშელს გავუზიარეთ ჩვენი გზავნილები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაერთიანებულ სამეფოში ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, რეგიონში ვითარების დამშვიდებასთან ერთად, მყისიერად შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. „გვქონდა საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, გაფართოების საკითხებზე, მიმდინარე დღის წესრიგზე. ჩვენ ვუზიარებდით ჩვენს გზავნილებს ყველა ლიდერს, იყვნენ მათ შორის უშუალოდ ევროკავშირის სტრუქტურების ლიდერები, ბატონი ბორელი იყო, ბატონი მიშელი და სხვები და მათთან გვქონდა საუბარი ამ თემებთან და...
გაერთიანებულ სამეფოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანთან, დევიდ ლამთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, ილია დარჩიაშვილმა ბრიტანელ კოლეგას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. "მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას, მათ შორის, „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ ფარგლებში. ილია...
გულითადად ვულოცავ, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, საქართველო და ქართველი ხალხი ევროპისკენ სვლას მტკიცედ განაგრძობს. "გულითადად ვულოცავ, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას! თქვენი მტკიცე ლიდერობა აძლიერებს ევროპას. მოუთმენლად ველი ჩვენთან თანამშრომლობის გაგრძელებას, რადგან საქართველო და ქართველი ხალხი მტკიცედ განაგრძობს ევროპისკენ სვლას", - წერს ზურაბიშვილი.
გიორგი გაბიტაშვილი ჩვენთვის, არავისთვის უცხო არ არის, იმიტომ, რომ დიდი ხანია, პროკურატურაში მუშაობს, ბევრი წელია მუშაობს და მისი პროფესიონალიზმის შესახებ დღეს არ გაუგია იმ წრეს, განსაკუთრებით იურისტებისას, ვინც რამე სახის შეხებაში მაინც იყო,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს ახალ გენერალურ პროკურორთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მდინარაძე აღნიშნავს, პატიოსნება და პროფესიონალიზმია ის მთავარი კრიტერიუმები, რითაც გაბიტაშვილი აღნიშნულ პოსტზე შეირჩა. "მისი შერჩევის კრიტერიუმი, ბუნებრივია, არის პროფესიონალიზმი, პატიოსნება. სხვათაშორის, ამას მე ხაზს უსვამ და შემთხვევით არა - პატიოსნება და პროფესიონალიზმი არის მთავარი კრიტერიუმები, რითაც ...
კითხვები ხაზარაძეს ჩემთან შეიძლება ადრეც ჰქონდა და ითმენდა როგორღაც და კიდევ რამდენიმე წელი მოითმენს, არანაირი პრობლემა არ არის,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ "ლელოს" ლიდერზე, მამუკა ხაზარაძეზე საუბრისას განაცხადა. გახარიას თქმით, თავად არც ხაზარაძესთან და არც "ლელოსთან" კითხვები არ აქვს. "მე არანაირი კითხვები მამუკა ხაზარაძესთან არ მაქვს და არც "ლელოსთან". ჩვენ ჩვენი გეგმით "ლელოსთან" მიმართებაში კარგად მივდივართ და უაღრესად კმაყოფილი ვარ იმით, ახლა რა კონდიციაშიც არის და რაც ხდება, ეს ძალიან მომწონს. იმედი მაქვს, რომ კიდევ ერთხელ, როგორც რამდენიმეჯერ არ გააფუჭებენ. კითხვები არც მქონია და არ...
საქართველოს პარლამენტმა 80 ხმით ერთხმად გენერალურ პროკურორად გიორგი გაბიტაშვილი აირჩია. პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე კენჭისყრამდე დეპუტატებმა გიორგი გაბიტაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს, სადაც მან იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც პროკურატურის საქმიანობაში პრიორიტეტული იქნება. „პროკურატურის კონსტიტუციური სტატუსი, სისტემური მოწყობა და ანგარიშვალდებულების არსებული სისტემა, ვფიქრობ, უზრუნველყოფს პროკურატურის ინსტიტუციურ სიძლიერეს. ამასთან, მნიშვნელოვანია პროკურორის ინდივიდუალური დამოუკიდებლობის ზრდის ხელშეწყობა, მისი დაცულობის გაძლიერება და საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლება",- განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა. გენერალურ პროკურორს პარ...
ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა, რა დროსაც მან მომდევნო ვადასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე ისაუბრა და ამ კონტექსტში ყურადღება საქართველოსთან მიმართებაშიც გაამახვილა. “ევროკავშირში გაწევრიანება ყოველთვის იქნება დამსახურებებზე დაფუძნებული პროცესი. საქართველომ, დასავლეთ ბალკანეთმა, უკრაინამ და მოლდოვამ თავიანთი თავისუფალი არჩევანი გააკეთეს, აირჩიეს თავისუფლება ჩაგვრის ნაცვლად, დემოკრატია - დამოკიდებულების ნაცვლად. ჩვენ მხარს დავუჭერთ კანდიდატებს, ინვესტიციებითა და რეფორმებზე მუშაობით, სადაც შესაძლებელია, მოხდეს მათი ინტეგრირება ჩვენს სამართლებრივ ჩარ...
საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება დაკავშირებადობის კუთხით და სწორედ ამაზე გვექნება მსჯელობა ევროპელ კოლეგებთან,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაერთიანებულ სამეფოში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-4 შეხვედრაში მონაწილეობს. პრემიერის თქმით, ქართული მხარე ევროპელ კოლეგებს გაუზიარებს გზავნილებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხედავენ საქართველოს როლს ამ თვალსაზრისით. „დღეს მონაწილეობას ვიღებ ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის მეოთხე სამიტში. ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიება. ერთ-ერთი მთავარი თემა არის დაკავშირებადობა. უფრო კონკრეტულად, ენერგეტიკული დაკავშირებადობა. რა თქმ...
100 დღე დარჩა არჩევნებამდე, 26 ოქტომბრამდე, რომელიც არის საქართველოსთვის გადამწყვეტი დღე,- ამის შესახებ “ერთიანობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, "100 დღეში ერთიანობამ დაპირისპირებაზე, ხოლო ევროკავშირისკენ სვლამ ჭაობზე უნდა გაიმარჯვოს". “სწორედ ამიტომ ჩამოვაყალიბეთ ერთიანობის ეს მნიშვნელოვანი მოძრაობა და დღეიდან მთელ საქართველოს მოვივლით, ყველა სოფელს, ყველა ქალაქს, ყველა დასახლებულ პუნქტს, შევეცდებით, რომ ყველა ოჯახში შევიდეთ, ავუხსნათ რატომ გვჭირდება ერთიანობა, იმისთვის, რომ ერთიანობა არის საქართველოს განვითარებისთვის, საქართველოს ევროკავშირში ინტერგრაციისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვის. ერთიანობაა საჭირო, რომ ერთხელ და სამუდამო...
ზოგადად, საქართველოში ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები კარგია, თუმცა არსებობს მუდმივი უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად, დროულად და კომპეტენტურად,- ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში 2024 წლის საინვესტიციო გარემოს აფასებს. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ზოგიერთი ბიზნესდავის საქმე სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში ჭიანურდება. "დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო არის პატარა, მაგრამ ღია ბაზარი, რომელიც სარგებლობს საერთაშორისო ვაჭრობით, ტურიზმით და ტრანსპორტით. ქვეყანამ 1991 წლიდან გაატარა ...
ბაზისბანკი და საქველმოქმედო ორგანიზაცია, “სოლომისია“ გარემოს დასაცავად ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გაერთიანდნენ. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით და სოლომისიის ორგანიზებით, მორიგი ერთობლივი საქველმოქმედო აქტივობა გაიმართა. წეროვანის დევნილთა დასახლებაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად, ადგილობრივების ჩართულობით, დასუფთავდა ტერიტორია, დაირგო ხეები, განხორციელდა წყალდიდობისგან დარჩენილი ნაგვის გატანა, მოწესრიგდა სკვერები და გზები. ღონისძიების დასასრულს ორგანიზატორებისგან დარიგდა სამახსოვრო საჩუქრები. “CSR მენეჯმენტში გამორჩეულად პასუხისმგებლიანი და მეგობარი კომპანია ბაზისბანკი, ჩვენი უცვლელი პარტნიორი და მხარდამჭერია. ბაზისბანკის დახმარებით...
ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობები არა მხოლოდ წინანდელ ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს, არამედ კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებში "ივანიშვილის ხელისუფლება პროამერიკული, პროდასავლური კოალიციური დემოკრატიული ხელისუფლებით ჩანაცვლდება". “ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაცია მილუოკში, "რესპუბლიკური პარტიის" ეროვნულ ყრილობაზე ვიმყოფებით, სადაც დონალდ ტრამპი ოფიციალურად, "რესპუბლიკური პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც საქართველოდან პარტიული წარმომადგენ...
ივანიშვილის გუშინდელი გამოსვლა არ იყო ქართველის გამოჩენა. ეს კაცი არის სისხლით ხორცამდე რუსი და აჟღერებს რუსულ მესიჯებს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, მმართველი პარტიის "ხელში საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებრიობას მომავალი არ უწერია". "ივანიშვილის გუშინდელი გამოსვლა არ იყო ქართველის გამოჩენა. ეს კაცი არის სისხლით ხორცამდე რუსი და აჟღერებს რუსულ მესიჯებს. ვისაც რამის დანახვა შეუძლია, ხედავს, რომ ის და მისი ბანდა წარმოადგენენ პირდაპირ და უზარმაზარ საფრთხეს თითოეული ქართველის უსაფრთხოებისთვის, კეთილდღეობისთვის და მომავლისთვის. მათ ხელშ...
ივანიშვილის "ოცნება", რომელსაც პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა აღარ შეუძლია, წარმოსახვით მტერს დასდევს გლობალური ომის პარტიის სახით და საკუთარ მოქალაქეებს ომით აშინებს, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც გახარია აღნიშნავს, მმართველი პარტია "პარალელურად აგრძელებს მოქალაქეების მოტყუებას, რომ თითქოს ევროკავშირი ივანიშვილის პირობებით მიგვიღებს". "ივანიშვილის ოცნება, რომელსაც პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა აღარ შეუძლია, წარმოსახვით მტერს დასდევს გლობალური ომის პარტიის სახით და საკუთარ მოქალაქეებს ომით აშინებს. პარალელურად აგრძელებს მოქალაქეების მოტყუებას, რომ თითქოს ევროკავშირი ივანიშვილის პირობე...
ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა "ქართველი ხალხის აქტი" ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტში შესწორების სახით წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია კონგრესის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს ცნობით, შესწორება, ქართველი ხალხის მხარდასაჭერად, სანქციებს და დამატებით ზომებს მოითხოვს.
ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, მაგრამ როგორც დავინახეთ, საქართველოს მთავრობამ სხვაგან გადაუხვია, სხვა გზა აირჩია,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. როგორ მილერმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველოს მთავრობის ქმედებებმა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა "ძირეულად შეცვალა". "ვნახეთ, რომ საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა კანონები, რომლებსაც საქართველო დემოკრატიული ტრაექტორიიდან გადაჰყავს. ისაუბრეთ მათ მიერ მიღებულ კანონებზე, თუ რა გავლენას მოახდენს ის სამოქალაქო საზოგადოებაზე და როგორ შეიძლება, ამან მთავრობას ზეწოლის საშუალება მისცეს კანონიერ დემოკრატიულ უფლ...