ოპოზიციური პარტიები - ვაცხადებთ ...

ვიაზრებთ ამ ბრძოლაში ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას და ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის,- ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ოპოზიციური პარტიები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ავრცელებენ. როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, კანონპროექტი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, ქართველი ხალხის ნებასთან, საქართველო გახდეს ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრი. "უკანასკნელ დღეებში ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ სრულიად გაერთიანებული, საკუთარ არჩევანში დარწმუნებული, თავისუფლებისთვის ბრძოლის სულისკვეთებით აღსასვსე ქართველი ერი და ჩვენს გვერდით მდგარი...

ნაცვლად იმისა, რომ მისცეთ მსვლელ...

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნაცვლად იმისა, რომ მისცეთ მსვლელობა ამ მავნებლურ, მოღალატეობრივ რუსულ კანონს შემდეგი მოსმენებით, ის დრო გამოიყენოთ იმისთვის, რომ გამობრძანდეთ ქუჩაში და დადგეთ იქ, სადაც დგას ბევრი თქვენგანის შვილი,- ასე მიმართა საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ "ქართული ოცნების" დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. როგორც ბოკუჩავამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, აღნიშნული კანონპროექტის გარდა, ხელისუფლება ასევე იღებს კანონს, რომელიც "არა ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს, არამედ ივანიშვილის ოფშორული ფულის საქართველოში დაუბეგრავად გადმორიცხვის ინტერესს ემსახურება". "რაც შეეხება კანონს, რუსული კა...

ელისაშვილი - გულიანად ნაცემი ვარ...

"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ წუხელ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესაებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელებმა სცემეს. როგორც ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ამის შემდეგ დიდუბის პოლიციასა და კლინიკაში იმყოფებოდა. "გუშინ, კანცელარიასთან რამდენიმე პოლიციელმა დეპუტატების ორი დღის წინანდელი ცემა-ტყეპის ესტაფეტა გადაიბარა. შემდეგ რამდენიმე საათი ვიყავი დიდუბის პოლიციაში. მერე კლინიკაში და ახლა სახლში ვარ. კაი გულიანად ნაცემი ვარ, ერთი ნეკნი მოტეხილი მაქვს, ტუჩი ანჟელინა ჯოლის ჩინური ვერსიასავით მაქვს, სისხლჩაქცევებზე და ეგეთებზე ლაპარაკი არც ღირს, მაგრამ მხნედ ვარ, შემართებით! არა, რუსულ ...

პრეზიდენტმა ქალთა კვოტირების გაუ...

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს, რომელიც ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, იგი ვეტოს დაადებს ყველა კანონს, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს ევროპულ გზასთან. "გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, რადგან გენდერული კვოტების საკითხი ევროკომისიის მიერ დაწესებული 12-პუნქტიანი გეგმის მე-9 პუნქტის შემადგენელი ნაწილი იყო, რომელიც ევროკომისიამ შესრულებულად ჩათვალა",- აღნიშნულია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლე...

საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით! - ამის შესახებ "პროგრესი და თავისუფლების" ლიდერი კახა ოქრიაშვილი აცხადებს. ოქრიაშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონრპექტის პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებას ეხმაურება და ამბობს: "დღეს ჩვენ, ყველა ქართველი, ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით, ანუ საქართველოში ევროპულად, ე.ი. დაცულად, მშვიდად და უზრუნველყოფილად ცხოვრების გავლენის აგენტები გამოვდივართ. ასე ვფიქრობთ პრაქტიკულად მთელი ერთი - 95%-მდე ქართველი.   და საერთოდ რა შუაშია "ოცნება"?! ხელისუფლება არაფერ შუაშია, რადგან ამ ქმედებებით ის პოლიტიკურ "ოფსაიდშია", რაც 2024 წლის არჩევნებში გარდაუვლად...

პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის სა...

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს,  ბეტინა ბუგანის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ რთულ ვითარებას შეეხო. "აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის უმნიშვნელოვანესი როლი როგორც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების, ისე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ესკალაციის პრევენციის მიმართულებებით. მთავრობის მეთაურის თქმით, მანდატის შესაბამისად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვდომის უზრუნველსაყოფად მნიშვნ...

კინზინგერი - „ოცნების“ შესახებ ბ...

ყოფილი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი "ქართული ოცნების" მიერ "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას ეხმაურება. როგორც სტანო აღნიშნავს, "საქართველო რუსეთის მარიონეტული მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს". "საქართველო რუსეთის მარიონეტული მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს. "ქართული ოცნების" შესახებ "ქართული კოკუსის" ჩემი თავმჯდომარეობის დროიდან ბევრი ამბავი მაქვს. მათ რუსეთი უყვართ," - წერს კინზინგერი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს.

კობახიძე - კანონი სერიოზულ დახმა...

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი სერიოზულ დახმარებას გაგვიწევს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გასული 12 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ საელმწიფო სუვერენიტეტის რისკები  მინიმუმამდე შემცირებულიყო. „რაც შეეხება პრორუსული ძალების გავლენებს საქართველოში. მინდა, შეგახსენოთ, 2012 წლიდან, 2012, 2013, 2014 წლებში, მაშინაც ტარდებოდა ეროვნული არჩევნები, მაშინ პრორუსული პარტიები და კანდიდატები არჩევნებში იღებდნენ ხოლმე დაახლოებით ხმები...

ჰერჩინსკი - დემოკრატიულ ქვეყანაშ...

ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებას, დემოკრატიულ ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, ნებისმიერი მხრიდან ნებისმიერი ფორმის ძალადობა მიუღებელია. „გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ ნებისმიერი მხრიდან რაიმე საბაბით ძალადობა მიუღებელია. გულწრფელად ვიმედოვნებ, ეს არ მოხდება საქართველოში“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ჰერჩინსკი - შარლ მიშელმა და სხვა...

საქართველო არის თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა. ქართველების გადასაწყვეტია, რა კანონები ექნებათ მათ ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. ჰერჩინსკის თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა და სხვა ლიდერებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული კანონი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას არ დაეხმარება. „როგორც ევროკავშირი, ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებული იქნება საქართველოში. თუმცა, როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა და სხვა ევროპელმა ლიდერებმა განაცხადეს, მიღების შემთხვევაში ეს კანონი არ დაეხმარება საქართ...

ფეხბურთელების გზავნილები არის ის...

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების გზავნილები „არის იგივე, რასაც ფიქრობს ყველა და რასაც კითხვის ნიშანი არ დაესმის". ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყნის მომავალი არის ევროპა და ევროპული ღირებულებებით ცხოვრება.   „რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპა. ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს სვამს? თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში რომ თავისუფლად გადავადგილდებით ვიზის გარეშე, ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა. ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. პირობას გაძლევთ, რომ  სწორედ „...

ზურაბიშვილი ელჩებს - თქვენი მხარ...

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ქვეყანაში განვითარებული მოვლენები განიხილა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ გზაზე საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ რუსეთის მიზანია, ქვეყანაში დესტაბილიზაცია და საზოგადოების დაყოფა, რასაც საქართველოში არ უნდა მიაღწიოს. "თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის  და განაგრძეთ ეს მხარდაჭერა“,- მიმართ...

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გა...

საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე ცოტა ხნის წინ გაიმართა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, კანონპროექტს მხარი 83-მა კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა. შეგახსენებთ, 3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. 8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს, 15 აპრილს კი, მას მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა. გუშინ, 16 აპრილს საკანონმდებლო ორგანოს პლე...

თინა ბოკუჩავა - ივანიშვილის პარტ...

12-წლიანი მმართველობის ბოლოს, ივანიშვილი ახალგაზრდებს უპირისპირდება ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვისთვის. ივანიშვილის პარტიის უკანონო მითითებებით, უმოწყალოდ სცემდნენ წაქცეულ ადამიანებს, ჩიხებში და ქუჩებში სათითაოდ დასდევდნენ ახალგაზრდებს, ემუქრებოდნენ და აგინებდნენ გოგოებს - ეს არის მისი რეალური სახე,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავა მოუწოდებს სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს, რომ შესაბამისი განცხადება გააკეთოს. "მამუკა მდინარაძისგან გუშინ მოვისმინეთ კიდევ ერთი ტყუილი განხილვის დასრულების შემდეგ, რომ არ იქნებოდა დარბევა და არცერთ ახალგაზრდას არაფერი არ დაუშავდებოდა იმისთვის, რომ ისინი გ...

ჯაფარიძე - ყველა დაკავებული ნაცე...

ყველა დაკავებული ნაცემია,- ამის შესახებ "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. ჯაფარიძის ინფორმაციით, სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს ჯგუფურად უსწორდებოდნენ. "რა ინფორმაციაც ღამის განმავლობაში შევაგროვეთ - ყველა დაკავებული ნაცემია. "დაკავების დროს მოხვდა" არა, ნაცემი. სცემდნენ ჯგუფურად და ეუბნებოდნენ "ტრ*კში გაგთხრით მაგ კანონს"-ო. 11:30-ზე პარლამენტის უკან",- წერს ჯაფარიძე. შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ&quo...

პარლამენტის თავმჯდომარე ევროპის ...

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მთავარი მიზანი არის გამჭვირვალობის გაუმჯობესება, რაც ევროპის საბჭოს და ქართული დემოკრატიის ერთ-ერთ საყრდენს წარმოადგენს,- ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარს, მიქაელ ოფლაერტის წერს. პაპუაშვილის საპასუხო წერილის თანახმად, კანონპროექტი ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. „მადლობას გიხდით თქვენი წერილისთვის, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეხება. წერილში რამდენიმე არგუმენტი წარმოადგინეთ თქვენი წუხილის გამოსახატავად. ამ კანონპროექტის სულისკვეთება და...

უმრავლესობამ ჰომოფობიური კანონის...

პარლამენტმა კონსტიტუციური კანონპროექტების გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა. ჰომოფობიური კანონპროექტის განხილვის "ქართული ოცნების" დეპუტატები მის მხარდამჭერებს შესთავაზებენ. პარლამენტმა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტების გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა.  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით,...

ეკა სეფაშვილი - „უცხოური გავლენი...

„მეორე დღეა პარლამენტში ინტენსიური დებატები იმართება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. ამ ორი დღის განმავლობაში ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უნდა მივიღოთ ეს კანონი. ერთადერთი რაც გვესმის - ეს არის დეზინფორმაცია, ტყუილზე დაფუძნებული მანიპულაცია ან ზღვარსგადასული დემაგოგია. მთელი 2 დღეა ინტენსიურად ისმის „არა რუსულ კანონს“.  დიახ, არა „რუსულ კანონს“! ქართული პარლამენტი რუსულ კანონს არ მიიღებს, ეს კარგად შეიგნეთ და დაიმახსოვრეთ“, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მან ოპოზიციონერ კოლეგებს  ურჩია რუსული კან...

არჩილ თალაკვაძე: ვინც ევროპული მ...

„გუშინ, პარლამენტის კომიტეტი 11 საათის განმავლობაში განიხილავდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივას და საზოგადოება დარწმუნდა, რომ არსებობს სრული მზადყოფნა და გახსნილობა იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერ შეკითხვაზე იყოს გაცემული პასუხი და ნებისმიერი არგუმენტი ყველას სათანადოდ მოესმინა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ის, რომ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არის პრიორიტეტული  -ამას ადასტურებს თავად ევროკავშირის ანგარიში. „ევროკავშირის 10 გამოკითხული მოქალაქიდან 8 მიიჩნევს, რომ გარე ჩარევა მათ შორის, დაფინანსება რომელიც შემოდი...

ირაკლი კირცხალია - ჩვენ ვიხილეთ ...

„გუშინ ვიხილეთ დესტრუქციული ოპოზიცია, რომელიც უტიფრად, უკვე მერამდენედ  ატყუებს ქართულ საზოგადოებას. ვიხილეთ ოპოზიცია, დაცლილი ყოველგვარი არგუმენტისგან და ამით სასოწარკვეთილებმა იკადრეს უკადრებელი. იკადრეს იმიტომ, რომ  ისინი არიან კოლექტიური ელისაშვილები.  ადამიანი, რომელმაც თავისი მდაბიო საქციელით ფეხქვეშ გათელა ყოველგვარი ფასეულობა, რომელიც ქართველებს გაგვაჩნია, კაცობა, ღირსება და მორალი“, -  განაცხადა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ. მან ყურადღება გაამახვილა წინა კვირას მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე და ოპოზიციის მიერ ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით წარმოებულ კამპანიაზე. &bd...