ჰერჩინსკი - ყველაფერი ქართული პო...

საქართველოს გადასაწყვეტია, სურს თუ არა იყოს ევროკავშირის ნაწილი,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. როგორც ჰერჩინსკიმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ყველაფერი ქართველი პოლიტიკური ელიტების ხელშია. "რა გადაწყვეტილების მიღებაც არ უნდა მოხდეს, საქართველოს, ქართული პოლიტიკური ელიტისა და ქართველი ხალხის მხრიდან, ჩვენ პატივს ვცემთ მას. ვიცი, რომ ევროინტეგრაციასა და ევროკავშირში გაწევრიანებას ახლა მხარს უჭერს ქართველების 89%. ეს ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მე ასევე მესმის და ვიცი, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს კონსტიტუციაშია აღბეჭდილი. საქართველოს მთავრობას ყველა საჭირო მხარდაჭერა აქვს იმისთვის, რომ განახორციელოს ეს მიზ...

უნგრეთში კონფერენცია ამერიკელ კო...

უნგრეთში კონფერენცია არის ამერიკელ კონსერვატორთა კავშირის მიერ ორგანიზებული კონფერენცია. მე გირჩევდით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ჰკითხოთ, არის თუ არა ეს ფაშისტური ორგანიზაცია, როგორც თქვენ ამას უწოდებთ. თქვენ რეიგანს, ბუშს, დონალდ ტრამპს უწოდებთ ფაშისტ პრეზიდენტებს? - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის CPAC-ში მიწვევას. როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველო იყენებს ყველა ფორმას იმისთვის, რომ ევროპელ კოლეგებთან კომუნიკაცია ჰქონდეს. "ოპოზიციისგან მოვისმინეთ ეს შეფასებები, რომ თითქოს ფაშისტურია, თითქოს ანტიდასავლურია, ანუ გამოდის, რომ ბუში, ტრამპი და რეიგანი ანტიდასავლელები...

ჰერჩინსკი - არ ვფლობთ ინფორმაცია...

ვენ საქართველოსგან ველოდებით, დარწმუნდეს, რომ მის ტერიტორიასა და ქართულ კომპანიებს არ გამოიყენებენ, რათა რუსეთმა თავი აარიდოს ევროკავშირის სანქციებს,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. როგორც ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ ეტაპზე არ არსებობს ინფორმაცია, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.  „ევროკავშირის სახელით რუსეთს დავუწესეთ ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სანქციები. ჩვენი მიზანია, რომ შევცვალოთ რუსეთის ქცევა და დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი შეწყვეტს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ რაც შეიძლება სწრაფად. რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი მრავალმხრივი პოლიტიკის ერთ-ერთი ელემენტი არის სანქციები. სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმება...

კალაძე - ყველა ადამიანს შეუძლია ...

ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებულებს, რასაკვირველია, შეუძლია დაესწროს პოლიტიკურ თუ სამოქალაქო აქციებს არასამუშაო დროს,- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მომღერალი გია გაჩეჩილაძის (უცნობი) ორგანიზებით გამართულ აქციას. კალაძის თქმით, აქციის მონაწილეები ითხოვდნენ მშვიდობას, რაც უალტერნატივოა. „ყველა ადამიანს შეუძლია მივიდეს ამა თუ იმ აქციაზე. თქვენ არ გინახავთ, სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები სხვა აქციებზე? არ გინახავთ ისინი დროშით ხელში? გუშინდელ აქციაზე ადამიანები ითხოვდნენ მშვიდობას. ის, რომ ჩვენ დღეს სტაბილურად ვცხოვრობთ, ეს იმის დამსახურებაა, რომ ქვეყანაში სიმშვიდე და ეკონომიკური განვითარებაა. მშვიდობას არ აქვ...

კალაძე - ოპოზიციის წარმომადგენლე...

„ოპოზიციის წარმომადგენლებმა შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს, რადგან იცოდნენ, თუ რა შედეგი დადგებოდა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.  კახა კალაძე საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში პარლამენტის, საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 29 აპრილს გამართულმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს მმართველ პარტიას და მის კანდიდატებს.  „ცხადია, თუ რატომ არ მიიღო ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა, რადგან იცოდნენ, თუ რა შედეგი დადგებოდა. ძალიან კარგად იციან, როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას მათ მიმართ. მათი ავტორიტეტი, პოლიტიკური მხარდაჭერა დღე...

ლევან ხაბეიშვილი - ჩვენი ვალია, ...

ლაზარე გრიგორიადისი მიზანმიმართულად ჰყავთ დაკავებული - ის მძევლად ჰყავთ აყვანილი და თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი ვალია, დავიცვათ მისი უფლებები,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, გრიგორიადისის პატიმრობაში ყოფნის არცერთი არგუმენტი არ არსებობს, "გარდა იმისა, რომ ხელისუფლება კრემლს აბარებს ანგარიშს". "რუსულმა ოცნებამ - რუსმა ოლიგარქმა, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა კრიმინალურმა რეჟიმმა, რომლებიც იმართებიან პირდაპირ კრემლიდან, საქართველოში დასჯადი გახადეს ევროპის მხარდაჭერა. ისინი ფიქრობენ, რომ ვინც ანტიპუტინისტურ მოძრაობაში ჩაერთვ...

ვაცნობიერებთ ძლიერი თავდაცვის ძა...

თავდაცვის ძალების დღე შესანიშნავი შესაძლებლობაა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ მადლიერება, განსაკუთრებული პატივისცემა და მხარდაჭერა ჩვენი თავდაცვის ძალებისადმი; ადამიანებისადმი, რომლებიც სიმამაცით და ღირსეულად დგანან ჩვენი სამშობლოს და ხალხის დაცვის სადარაჯოზე,-  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის  თქმით, ქართველი სამხედროები იცავენ ქვეყნისთვის ყველაზე ძვირფასს - დამოუკიდებლობას, უსაფრთხოებასა და მშვიდობას; აქვთ ნატო-სა და ევროკავშირის მისიებში მონაწილეობის მნიშვნელოვანი გამოცდილება და პარტნიორების მხარდამხარ...

ზურაბიშვილი - რუსეთი უნდა დარწმუ...

რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი აგრესიული ქმედებები და მუქარით აღსავსე ტონი არანაირ გავლენას არ ახდენს ჩვენს მუდმივ და კონსტიტუციაში ასახულ გადაწყვეტილებასა და ორიენტაციაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის ყველა შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული. "ჩვენთვის ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობა იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის ყველა შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული. ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ ატლანტიკურ ალიანსში ჩვენი ინტეგრაციის გზის განმტკიცებისთვი...

ღარიბაშვილი - რუსეთის აგრესია უკ...

პატივცემულო სამხედროებო, მინდა ყველა თქვენგანს გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი თავდადებისთვის და ჩვენი სამშობლოს ერთგული სამსახურისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ქართული ჯარი იმსახურებს ყველაფერს საუკეთესოს. „ჩვენი ვალია, მაქსიმალურად დავაფასოთ თქვენი ღვაწლი და თქვენი ღირსეული სამსახური. საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ქართული ჯარი, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს დაფასებული თითოეული თქვენგანის სამსახური. მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ძალიან რთული დროა მთელს მსოფლი...

ურთიერთობების გადახედვაზე შეიძლე...

ურთიერთობების გადახედვაზე შეიძლება ჩვენ მეტი ვილაპარაკოთ,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება“, შესაძლოა, "ევროპელ სოციალისტთა“ პარტიული ოჯახიდან გარიცხონ. მდინარაძის განცხადებით, იმ კონფერენციაში მონაწილეობისთვის, რომელიც ოჯახის სიწმინდესა და ეროვნულ იდენტობას ეხება, რომელიმე ჯგუფიდან გარიცხვის საკითხი დღის წესრიგში არ უნდა დგებოდეს. "თუკი, რომელიმე პოლიტიკური ჯგუფიდან ვინმე უნდა ალაპარაკდეს ჩვენი გარიცხვის საკითხზე, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველომ შეიძლება მონაწილეობა მიიღოს იმ კონფერენციაში, სადაც საკითხი დგას - ოჯახის სიწმინდეზე, ეროვნულ იდენტობაზ...

საქართველოს რეგიონებში მიმდინარე...

საქართველოს რეგიონებში მიმდინარე შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე, ყველა ოლქის მასშტაბით, 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 20,25 % შეადგინა. ამ დროისთვის საკუთარი არჩევანი რეგისტრირებული 185 056 ამომრჩევლიდან 37 695-მა უკვე დააფიქსირა. რაც შეეხება კონკრეტულ ოლქებს, 15:00 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა ცაგერში იყო, სადაც ხმა 3 904-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც საერთო რაოდენობის 37,2 %-ია, 25%-იანი აქტივობა (930 ამომრჩეველი) დაფიქსირდა გურჯაანში, თიანეთში 26,1 % (231 ამომრჩეველი), ახალციხეში 33,5 (328 ამომრჩეველი), თერჯოლაში 24,6 % (7 946 ამომრჩეველი), ტყიბულში 19,3 % (1 093 ამომრჩეველი), ქუთაისში 13,3 (3 432 ამომრჩეველი), სენაკში 17,9 % (6 858 ამომრჩეველი), ხობშ...

საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შ...

დღეს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები გაიხსნა 10 მუნიციპალიტეტში, შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, კენჭისყრა უკვე დაწყებულია. ამომრჩევლები დღეს ირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი - სენაკი - ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს. ცესკოს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის თქმით, ეს პირველი არჩევნებია, რომელზეც საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს ფართო მასშტაბით გამოიყენებს. კენჭისყრა სულ 165 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის,&nb...

საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთ...

პრეზიდენტმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და საფრანგეთის მხარდაჭერის საკითხი განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ განაცხადა, დღეს საქართველო ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში იმყოფება და ამ მომენტისათვის ძალიან მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური კონტექსტი. მან ასევე ხაზგასმით, აღნიშნა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ მიიღებს, ეს რთულად გასაგები და კონტრპროდუქტიული გზავნილი იქნება.  პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოსათვის ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე ჩვენი პარტნიორი ქვეყნების საგარ...

მიხეილ სააკაშვილი - 2008 წლის ომ...

2008 წლის ომში ბოლომდე გავმართლდით და ვიპოვეთ სამართლიანობა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. როგორც სააკაშვილი აცხადებს, აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება ქართველი გმირების დამსახურებაა. „2008 წლის ომში ბოლომდე გავმართლდით და ვიპოვეთ სამართლიანობა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. ჩვენ მაშინ გადავარჩინეთ ქართული სახელმწიფოებრიობა და მე ვამბობდი, რომ სრულად აღვადგენდი სამართლიანობასაც. ახლა ვამბობ, რომ საქართველო ისევე, როგორც უკრაინა, 1991 წლის საზღვრებში განახლდება. ეს სასამართლო გადაწყვეტილება ჩვენი გმირების დამსახურებაა. მათ რომ მაშ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საფ...

საქართველოს პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრ კატრინ კოლონას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.  შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს საფრანგეთის ძლიერ და ქმედით  მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების მიმართულებით გაწეულ უდიდეს ძალისხმევას. "შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ურთიერთობებს ...

კოლონა - დემოკრატიულ საზოგადოება...

საქართველოს გაუმართლა, რომ ჰყავს დინამიური, სერიოზული, მომთხოვნი ორგანიზაციები, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დემოკრატიულ საზოგადოებაში ხელისუფლებამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა იმუშაონ ერთად, მათ შორის მოუსმინონ კრიტიკასაც, რათა საქმე უკეთესობისკენ წავიდეს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.   “საქართველოს გაუმართლა, რომ ჰყავს დინამიური, სერიოზული, მომთხოვნი ორგანიზაციები და ეს არის ის, რასაც ჩვენ ვიზიარებთ საფრანგეთი და საქ...

დარჩიაშვილი - ძალისხმევა მიმართუ...

დარწმუნებული ვარ, კატრინ კოლონას საქართველოში ვიზიტი აუცილებლად მოიტანს ახალ იმპულსს ჩვენს ურთიერთობებში ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრ კატრინ კოლონასთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დარჩიაშვილის თქმით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას საუბარი შეეხო 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხს, როგორც დარჩიაშვილი განმარტავს, ხელისუფლების ყოველდღიური ყურადღება და ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანამ პირნათლად და დროულად შეასრულოს ევროკომისიის 12 რეკომენდაცია. „მე ვუთხარი მას, რომ ეს არის ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა, რომ ჩვენი ყოველდღიური ძალისხმევ...

კოლონა - EU-ში ინტეგრაციისას, დე...

ევროკავშირში ინტეგრაციის გრძელ გზაზე, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება იქნება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში ყველა ამ საკითხს საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილავს, მაგრამ კომენტარს საჯაროდ არ გააკეთებს. "ჩემს ქვეყანაში, ევროპაში, ევროკავშირში და მის მიღმა, ყველა შეშფოთებული იყო იმით თუ რა ხდებოდა პარლამენტში კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ აქციები, დემონსტრაციები და ჩვენ ძალიან ღიად ვუჭერდით მხარს ფაქტს, რომ თქვენ ითხოვდით თავისუფლებას  და უკეთეს...

ხაბეიშვილი - სტრასბურგის გადაწყვ...

სტრასბურგის გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დასტური, რომ პუტინის რუსეთმა 2008 წელს განახორციელა საქართველოს ანექსია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ "მთელი პროპაგანდა ჩაუვარდა, რაც აგორებული ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილის და სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო". „ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, მისი კრიმინალური მთავრობა უკვე წლებია, ომის დაწყებას აბრალებს საქართველოს, რომ ისინი კრემლიდან იღებენ დავალებას და ყველა ის პროპაგანდა, რაც ჰქონდათ ნაწარმოები პრეზ...

ოქრიაშვილი - „რუსული ოცნების“ ოპ...

მუდმივად გვესმის, რომ ოპოზიცია დაქსაქსული და სუსტია, „რუსული ოცნება“ კი მონოლითური და ძლიერი და ამის გამო, არ დამარცხდება. ვინც ასე ფიქრობს, ან „რუსული ოცნების“ წევრია ან პოლიტიკური იდიოტი. პასუხი ამ ნარატივზე დევს მთავარ კითხვაში - ვინ არის ოპოზიცია?! „რუსული ოცნების“ ოპოზიცია არის ჩვენი მოსახლეობის 89 %, ვისაც სურს საქართველოში და ამავდროულად, ევროკავშირში ცხოვრება, - ამის შესახებ  "პროგრესი და თავისუფლების" ლიდერი კახა ოქრიაშვილი აცხადებს. ოქრიაშვილის თქმით, "მოღალატე რუსული ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რომ ხალხის ნების  საწინააღმდეგოდ,  ქვეყანა "ნაცისტურ რუსეთს მიაწებოს". "ამ ...