დიდი ბრიტანეთის შეშფოთებას გამოთქვამს „ქართული ოცნების“ მიერ შარლ მიშელის შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლის თაობაზე- ამის შესახებ ინფორმაციას საელჩო წერილობით ავრცელებს საელჩოს წერილში ნათქვამია,რომ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ქვეყნის საკეთილდღეოდ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთობლივად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. საელჩო მოუწოდებს მხარეებს დაიცვან 19 აპრილის შეთანხმების პირობები და განაგრძონ შეთანხმებით გათვალისწინებული სასამართლო, საარჩევნო და კონსტიტუციური რეფორმების სერიის განხორციელება. გაერთიანული სამეფო მზად ყოფნას გამოთვამს მხარი დაუჭიროს საქართველოს გამოიყენოს შესაძლებლობა და განავითაროს ძლიერი დემოკრატიული ინ...
„ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ საქართველოში მოვლენების ასე განვითარებით - მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ერთად იმუშაონ დემოკრატიის გასაძლიერებლად და არა მისი დანგრევისთვის," - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენები ადამ კინზინგერი და ჯერი კონოლი ერთობლივ წერილს ვრცელებენ , წერილში კონგრესმენები „ქართული ოცნების“ მიერ შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლას ეხმაურებიან. კონგრესმენების წერილში ნათქვამია,რომ ამ მოვლენებით გამბედაობა ემატება მას,ვისაც ქართული დემოკრატიის მარცხის ნახვა სურს. „სიახლე, რომ „ქართული ოცნება“, გავა 19 აპრილის საპარლამენტო შეთანხმებიდან, სამწუხაროდ ხაზს უსვამს საქართველოს დემოკრატიისთვის არსებუ...
საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმაურება. იან კელის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ ზურგი აქცია დასავლეთს. „ამ ხელშეკრულებისა და მასში შემავალი ყველა დემოკრატიული პრინციპის გაუქმებით, საქართველოს ხელისუფლებამ ზურგი აქცია დასავლეთს, არასდროსაა გვიანი ამ პრინციპებზე დაბრუნება“, - წერს იან კელი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას ემაურება და სოციალურ ქსელში ვიდეო-მიმართვას ავრცელებს. სააკაშვილი ოქტომბერში, თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლას კვლავ აანონსებს. „გუშინ ივანიშვილმა მთელი მსოფლიოს გასაგონად წინასწარვე აღიარა მარცხი ოქტომბრის რეფერენდუმზე. ის, რაც მან გუშინ გააკეთა საქართველოს უახლეს ისტორიაში უპრეცედენტოა და ერთადერთი პარალელია ის, რაც გააკეთა იანუკოვიჩმა, როდესაც 2013 წელს გამოვიდა ევროკავშირთან შეთანხმებიდან, რა მოხდა უკრაინაში იანუკოვიჩისა და მისი ბანდისთვის, ყველას კარგად უნდა ახსოვდეს. ის ვალდებულება, რომელიც მან აიღო, იყო არა ვალდებულება მხ...
ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტოომას ჰენდრიკ ილვესი „ქართული ოცენების " მიერ შარლ მიშელთან დადებული ხელშეკრულების შეთანხმების ანულირებაის საკითხს გამოეხმაურა, მისი შეფასებით , ეს ქმედება ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოებისთვის საუკეთესო გზა არ არის. „ეს არ არის შესანიშნავი გზა ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოებისთვის, აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის იშვიათი დაგმობის გამო", — წერს ილვესი ტვიტერზე და და აზიარებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, ჯიმ რიშის, განცხადებას, სადაც სენატორი მთავრობის გადაწყვეტილებას აფასებს, როგორც პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას.
არ ვაპირებთ „ქართული ოცნების“ დღის წესრიგით ყოფნას, ბოიკოტი არ იქნება. ბოიკოტი დანებება, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „დროას "დამფუძნებელიმა და თბილისის საკრებულს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ ნიკა მელიასთან ერთად გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. ხოშტარიას თქმით, „ქართულმა ოცნების“ გუშინდელი განცხადებით აჩვენა რომ იგი პრორუსული და ანტიდასავლური ორიენტაციის ძალაა. ხოშტარიას თქმით არჩევნების დღეს , ხალხი აირჩევს თავის მომავალს. „მეც შევუერთდები იმ ბრძოლის შემართებას რაც მე და ნიკას გვაქვს და კიდევ უფრო ძლიერია გუშინდელი განცხადების შემდეგ. ჩვენ კარგად უნ...
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია საპარლამენტო მანდატს ტოვებს. შესაბამისი განცხადება მან რამდენიმე წუთის წინ, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ის ელენე ხოშტარიასთან ერთად ერთვება საარჩევნო პროცესში, რათა ოქტომბრის რეფერენდუმზე გაფორმდეს "ქართული ოცნების" დამარცხება. მელიას თქმითვე, პარლამენტში შესული პარტიის სხვა წევრები პარლამენტში რჩებიან.
თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას საარჩევნო შტაბი დააზიანეს. როგორც ცნობიალია ოფისში მინაა ჩამსხვრეული შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე იმ ოფისში მოხდა, სადაც „ ნაციონალური მოძრობის " ლიდერებს შეკრება უნდა გაემართათ.
შვედი დიპლომატი და ევროპის საბჭოს თანათავმჯდომარე საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კარლ ბილდტი „ქართული ოცნების „ მიერ აპრილში დადებულ მიშელის დოკუმენტის ანულირებას გამმოეხმაურა . მისი თქმით, სერიოზული და ღრმად სამწუხაროა ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. "სერიოზული და ღრმად სამწუხაროა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები — მმართველმა პარტიამ დატოვა ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება ქვეყნის დემოკრატიულ გზაზე. იანუკოვიჩივით იქცევიან?", — წერს შვედი დიპლომატი „ ტვიტერზე“
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „ქართული ოცნების“ მხრიდან 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ის საქართველოს პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციებს იწყებს. მისივე თქმით, კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ საარჩევნო, სასამართლო რეფორმების გაგრძელება და ადგილობრივი არჩევნების ჩატარებაა. „ყურადღება გავამახვილე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით. ქართველი ხალხი სინტერესებიდან გამომდინარე, ეს შეთანხმება საქართველოს ევროპულ გზას, ძლიერ დემოკრატიასა და კანონის უზენაესობის მშენებლობას სთავაზობს. ასევე, ყურადღება გავამახვილე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დოკუ...
ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი აცხადებს, რომ საქართველოს სხვა ალტერნატივა არ აქვს და ის ან დასავლეთის გზით წავა, ან რუსეთის გზას დაადგება. მისი თქმით, დემოკრატიის გზა ნიშნავს მედიის თავისუფლებას, სიძულვილის შეწყვეტას, საქართველოში კი, უფრო ხშირად ულტრარადიკალური ელემენტები იკვეთება. „ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება გადახედავს თავის გადაწყვეტილებას. ძალიან მნიშვნელოვანია მიყვეთ იმ რჩევებს და გზავნილებს, რომლებიც არის ევროკავშირისგან და ვაშინგტონისგან. ევროკავშირის პრეზიდენტის წარმოუდგენელი ჩართულობა იყო თქვენი კრიზისის მოგვარებაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი. ლიეტუვას გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ, რომ საქართველ...
ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას, იგი ამას ეკონომიკის გაუმჯობესების კუთხით აფასებს და ამბობს, რომ ამით "ტურიზმი წინ წაიწევს". "მე მგონია, პირდაპირი რეისები თუ აღდგება, რომელსაც არ დაადგა საშველი, ძალიან გაუხარდება ჩემს მოსახლეობას, ჩემს ეკონომიკას და წინ წაგვწევს. ვიღაც იტყვის, რუსეთიდან... რუსეთში ექსპორტი გადის, რა? სააკაშვილის დროსაც გადიოდა. არ ვიცი, ვინ აცხადებს, სერიოზული შედეგი მოყვება თუ არა, ისინი გადამგდებები არიან. თუ აღდგა პირდაპირი მიმოსვლა, მივესალმები, ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ეკონომიკა, ჩემი ტურიზმი წინ წაიწევს", - თქვა ზარქუამ ფორმულასთან საუბარში. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყო...
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობამ“, რომელსაც 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერის პროცესიც კი არ ჰქონდა დაწყებული, მმართველ პარტიას საკუთარი ხელმოწერის ანულირება გაუადვილა. აღნიშნულის შესახებ ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში წერს და აშშ-ის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, ჯიმ რიშის განცხადებას აზიარებს. ,,მართალია. სამწუხაროდ, იგივე ითქმის უმსხვილეს ოპოზიციურ პარტიაზე ,,ნაციონალურ მოძრაობაზე'', რომელმაც 19 აპრილის ერთობლივი შეთანხმებაზე ხელის მოწერის მცდელობა არ ჰქონია. მათ,,ქართულ ოცნებას'' თავიანთი ხელმოწერის ანულირება გაუადვილეს . მართალია, რომ ამ გადაწყვეტილებებით საქართველოს მოსახლეობა კიდევ უფრო დაზარალდება'...
სენატორები ჯინ შაჰინი და რონ ჯონსონი სენატის ორპარტიულ ჯგუფთან ერთად საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ საქართველოში დემოკრატიის წინსვლაში მარცხით, მხოლოდ კრემლი სარგებლობს. მათივე თქმით, საქართველოში დემოკრატიის წინსვლაში მარცხმა შესაძლოა, გამოიწვიოს დახმარების პირობითობა და საფრთხე შეუქმნას საქართველოს სწრაფვას ევროკავშირსა და ნატო-ში. „შეერთებული შტატები ევროკავშირთან პარტნიორობით, მჭიდროდ თანამშრომლობდა ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან, რათა მიეღოთ ძლიერი, მრავალპარტიული შეთანხმება, რომელმაც გზა გაუხსნა კრიტიკულად მნიშვნელოვან სასამართლო და საარჩევნო რეფორმებს. გულდასაწყვეტი იყო, რომ არჩეული პარტიებიდან ყველამ ხელი არ მოაწერა ხელშე...
ამერიკის შეერთებული შტატები ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია პარტია „ქართული ოცნების" ცალმხრივი გადაწყვეტილებით, გასულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან, - აღნიშნულ განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. როგორც საელჩოს განცხადებაში ვკითხულობთ, ვაშინგტონის შეშფოთება სულ უფრო მეტად ღრმავდება საქართველოს დემოკრატიული მომავლის გზაზე განმეორებითი უკანგადადგმული ნაბიჯების გამო. მათივე თქმით, მმართველი პარტიის გადაწყვეტილება აჩენს კითხვებს „ქართული ოცნების" ერთგულებაზე საქართველოს დემოკრატიული მიზნების მიღწევისადმი. „ცხრა არჩეული პარტიიდან, სულ მცირე, ექვსი პარტიის 115-მა პარლამენტარმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას და პირობა დადო, რომ კეთილსინდის...
აშშ სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება, კომტეტის განცხადებით მთავრობა არ ფიქორბს ხალხის მომავალზე. „ქართული ოცნების გადაწყვეტილება რომ გასულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდამ არის უარის თქმა მთავრობის პასუხისმგელობაზე და ამასთან ნიშნავს რომ აღნიშნული პარტია მხოლოდ საკუთარ მომავალზე ფიქრობს და არა ქვეყანაზე. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს." - ნათქვამია განცხადებაში.
"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ პარლამენტს ტოვებს. ის "ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადებას ეხმაურება და წერს, რომ ასე მყარდება დიქტატურა. "ოცნება გავიდა 19 აპრილის შეთანხმებიდან. გავიდა მხოლოდ ერთი მიზეზის გამო - დაინახა რომ 43%-ის აღების ნული შანსი აქვთ. გავიდა მას შემდეგ რაც დაარღვია ამ შეთანხმების პრაქტიკულად ყველა პუნქტი, დაარღვია მიუხედავად იმისა რომ მარკერით უხაზავდნენ რა უნდა გაეკეთებინათ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, გავიდა ამ დოკუმენტის ავტორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტიდან 1 კვირის თავზე, აპელირება იმაზე რომ ნაციონალური მოძრაობა არ შეუერთდა შეთანხმებას, არის თითიდან გამოწოვილი ბოდვა. ...
ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია შეიცვალა. სამადაშვილი „ქართულ ოცნებაში“ გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა. „იანუკოვიჩის მიერ ასოცირების ხელშეკრულებაზე უარის თქმის ტოლფასი მოვლენაა, რეალურად. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მიშელის შეთანხმება იყო სწორედ გზა ვადამდელი არჩევნების უზრნველსაყოფადაც და ქვეყანაში დემოკრატილი სისტემის აღსადგენადაც. ამიტომაც გადაახია ივანიშილმა თავზე ევროპასაც და ამერიკასაც. სირაქლემის პოზიციიდან გამოსვლის დროა – დასავლეთის მთავარი მოწინააღმდეგე საქართველოში დღეს ივანიშვილი და მისი პოლიტიკური რეჟიმია“, – წერს სალომე სამადაშვილი. პარტი...
„ქართლმა ოცნებამ“ ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, 19 აპრილის შეთანხმებამ საკუთარი თავი ამოწურა. „დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს შეთანხმებაზე ხელი დღემდე არ მოუწერია ვხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საჭიროდ არ თვლიან, რომ რადიკალურ ოპოზიციას დოკუმენტის ხელმოწერა და მის აღსრულებაში მონაწილეობა მკაცრად მოსთხოვოს. ქვეყანა უკვბე ახალი ადგილობრ...
თბილისის ქუჩები და მისი შენობანაგებობები ქმნის ამ ქალაქის სახეს, იმიჯს, ამდენად ქალაქის იერსახის დამახინჯება არის კანონდარღვევა და დასჯადი ქმედება - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ყველა შემთხვევაზე, რაც ქალაქის იერსახის დამახინჯებას ეხება თბილისის მერიას რეაგირება ექნება. ,,თბილისის ქუჩები და მისი შენობა-ნაგებობები ქმნის ამ ქალაქის სახეს, იმიჯს. ამდენად, იერსახის დამახინჯება არის კანონდარღვევა და დასჯადი ქმედებაა. ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება, რისთვისაც არსებობს უმარავი საშუალება და ფორმა. ეს არის თემა, რომელსაც 2012 წელს ჩვენ ყველამ მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია...