ბორელი - დაველოდოთ არჩევნებს, რო...

მინისტერიალზე განვიხილეთ მოლდოვასა და საქართველოში არსებული ვითარება, ორივე ქვეყანა მომავალ კვირებში მნიშვნელოვანი არჩევნების წინაშე დგას, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ბორელმა აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნები, გადამწყვეტი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისა და ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის. "ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი არ იშურებს ძალისხმევას საარჩევნო პროცესის ჩასაშლელად ჰიბრიდული თავდასხმებისა და ამომრჩეველთა ფართოდ გავრცელებული უკანონო მოსყიდვის გზით. ჩვენ ვაფასებთ მოლდოვის მთავრობის გამძლეობას ამ უპრეცედენტო გა...

ვაშაძე - „ოცნება“ მარცხდება - ჩვ...

საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობას და ჩვენ აუცილებლად წავალთ წინ,- ამის შესახებ " ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო აუცილებლად წავა, ევროპისკენ და მოიშორებს იზოლაციას. " მთელი საქართველო ერთიანია, "ქართული ოცნება" მარცხდება. ვაფხიზლებთ, ვაერთიანებთ, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ყველა ერთად დავდგეთ. საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობას და ჩვენ აუცილებლად წავალთ წინ, ევროპისკენ და იზოლაციას უარს ვეტყვით. მოიშორე ბიძინა, წადი ევროპისკენ",- განაცხადა ვაშაძემ

კალაძე - 1 000-ლარიანი პენსიის შ...

1 000-ლარიანი პენსიის შესახებ ოპოზიციის საარჩევნო დაპირება ტყუილი და ბლეფია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ კოალიცია "ძლიერი საქართველოსთვის" მიერ 1 000-ლარიანი პენსიის დანიშვნასთან დაკავშირებულ საარჩევნო დაპირებაზე საუბრისას განაცხადა. კალაძის თქმით, მსგავს შემთხვევაში, აღნიშნული თანხა რომელიმე მიმართულებას უნდა მოაკლდეს, რაც წარმოუდგენელია.  "მახსოვს, როდესაც აღნიშნული დაპირება პირველად გააჟღერეს, ერთ-ერთ ტელევიზიაში დებატები ჰქონდათ. მეორე მხარეს, თუ არ ვცდები, „გირჩის“ წარმომადგენელი იყო. იქ დაიხატა სრული სურათი, თუ როგორ ატყუებენ ხალხს. ელემენტარული მათემატიკა არ იცოდნენ, რა დაპირებაზე, რა 1 000-ლარიან პენსიაზეა საუბარი?! ე...

კახა კალაძე - მნიშვნელოვანია, სა...

მნიშვნელოვანია, რომ ის წავიდეს არა როგორც ყოფილი, არამედ გაშვებული პრეზიდენტი,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. კალაძის თქმით, „გულდასაწყვეტია, როდესაც ამ სტატუსის მქონე ადამიანი არღვევს კონსტიტუციას". „ის კონსტიტუციის დაცვის სადარაჯოზე პირველი უნდა იდგეს. მომავალში ვერავინ რომ ვერ გაბედოს კონსტიტუციის დარღვევა, სახელმწიფოს შეურაცხყოფა, ამის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის წავიდეს არა როგორც ყოფილი, არამედ გაშვებული პრეზიდენტი“,- განაცხადა კალაძემ.

პრემიერი - უკრაინის ომი არის მთა...

დროებით მოვლენებზე, როგორიც არის მაგალითად ევროპარლამენტის რეზოლუცია, მე განსაკუთრებულ ყურადღებას არ გავამახვილებდი. ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, გადავტვირთოთ ურთიერთობები და ეს მოხდება აუცილებლად მომავალი წლიდან,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „უკრაინის ომი არის მთავარი მიზეზი, რატომაც კონკრეტულ ძალებს დღეს აქვთ განსხვავებული ინტერესი საქართველოს მიმართ". „სანქციების დაწესება არ არის აქტუალური საკითხი. მე მგონია, რომ მომავალი წლიდან თვისებრივად გადაიტვირთება ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ისე აშშ-სთან. როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ჩვენ მივიღებთ შედეგად სრულიად სხვა მოცემულობას. ...

პრემიერი - საუბარი ოპოზიციურ ტექ...

ჩვენი რეიტინგი არის, დაახლოებით, 60%, ასეთ პირობებში საუბარი ოპოზიციურ ტექნიკურ მთავრობაზე არის ფარსი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, „გეგმას, რომელიც არის წარმოდგენილი, განხორციელება არ უწერია". „ჩვენი რეიტინგი არის, დაახლოებით, 60%, ასეთ პირობებში საუბარი ოპოზიციურ ტექნიკურ მთავრობაზე არის ფარსი. ჩვეულებრივად ჩატარდება არჩევნები. ნოემბერში, დეკემბრის დასაწყისში შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, დაკომპლექტდება ნორმალური მთავრობა და არა ე.წ. ტექნიკური მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის განვითარებას. ის გეგმა, რაც არის წარმოდგენილი, რომელსაც არ უწერია განხორციელება, ნიშნავს ერთი წლით ქვეყნი...

საქართველომ რომ არ დაკარგოს ყველ...

არაერთი განცხადება მოვისმინეთ ევროკავშირის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილმა გაყინა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი,- ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, "საქართველომ რომ არ დაკარგოს ყველაფერი და გააგრძელოს სვლა ევროკავშირისკენ, ამის ერთადერთი გარანტი ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილებაა".   "არაერთი განცხადება მოვისმინეთ ევროკავშირის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილმა გაყინა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ახლა ერთადერთი შანსი, რომ საქართველომ არ დაკარგოს მათ შორის უვიზო მიმოსვლა ევროკავ...

პრეზიდენტი - სკოლებში ასეთ მონაც...

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინფორმაციით, სკოლებში ბავშვებს მშობლების პირად ნომერს სთხოვენ. როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, საინტერესოა ამ სკოლების იდენტიფიცირება. "სკოლებში ასეთ მონაცემებს რომ სთხოვენ ბავშვებს, ეს პირადი მონაცემების დარღვევაა! არ უნდა გასცეს ბავშვმა მშობლების პირადი ნომერი! სააინტერესოა ამ სკოლების იდენტიფიკაცია!" - წერს ზურაბიშვილი "ფეისბუქის" გვერდზე და ფოტომასალას აქვეყნებს.

დარბევების არ გვეშინია - ეს კიდე...

ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ როგორი შეშინებულია რუსი ოლიგარქი. ამ დარბევების, ამ ძალადობის, ამ მუქარების არავის არ გვეშინია, უფრო მეტი მოტივაციაა ჩვენთვის, რომ დამაჯერებლად, დიდი სხვაობით ეს რუსები, მოღალატეები გავისტუმროთ ხელისუფლებიდან,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ თბილისში, პარტიის ვარკეთილის ოფისის დარბევასთან დაკავშირებით განაცხადა. ნადირაძის თქმით, მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არ მიუმართავთ. „კიდევ ერთხელ ჩანს „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი როგორი შეშინებულია. დღეს დილით, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში, სადაც არის „ერთიანი ნაცი...

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ე...

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თბილისში, პარტიის ვარკეთილის ოფისი დაარბიეს. როგორც ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ოფისი "სუს-ის და მილიციის "ნასედკებმა" დაარბიეს. "სუს-ის და მილიციის "ნასედკებმა" ვარკეთილის ენმ-ის ოფისი დაარბიეს. მოგნიშნოთ სამგორელო "ბიძინისტებო"? არ გრცხვენიათ? რას დაგამსგავსათ ამ გარეწარმა კაცმა, ფულის სიყვარულმა. არც უბანთან, არც კაცობასთან, არც პოლიტიკასთან "ჩანავლელიც" არ ხართ. საკადრის პასუხს ხალხი გაგცემთ 26 ოქტომბერს.  არ ვიცი, მე არა, არ გამიგია... თქვენს პატრონს, თან რომ გრცხვენიათ თქვენივე ნამოქმედარის. პატარა კაცუნებო. გამომეხმაურეთ ადგილობრივი...

თინა ბოკუჩავა - დემოკრატიულ, პრო...

დემოკრატიულ, პროდასავლურ პარტიებთან ერთად, არჩევნების შემდეგ შევკრავთ კოალიციურ ხელისუფლებას,- ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ტექნიკური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, კოალიცია "ქართული ქარტიის" ერთგულია. "ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა.  კიდევ ერთხელ ვიმეორებ, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" სახელით, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი პარტია, როგორც ერთ-ერთი ხელმომწერი "ქართული ქარტიისა", რომელიც არის გზამკვლევი ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების, იმ ევროპული დღის წესრიგის და რეფორმების, რომელიც კოალიციურმა ხელისუფლებამ აუცილებლად უმოკლეს დ...

კობახიძე - გვაქვს ამბიციური მი...

ინოვაციური ეკოსისტემის ხელშეწყობა ჩვენთვის პრიორიტეტია და სწორედ ამას ემსახურება რეფორმები, რომელსაც ამ მიმართულებით ვახორციელებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კობახიძის თქმით, მმართველ პარტიას აქვს ამბიციური მიზანი, რომ საქართველო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების რეგიონულ ლიდერად ჩამოყალიბდეს. "ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, საქართველო ჩამოყალიბდეს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების რეგიონულ ლიდერად, რაც ნიშნავს კიდევ უფრო მეტ განვითარებას ყველა მიმართულებით და მეტ ინვესტიციებს მთელი მსოფლიოდან. ინოვაციური ეკოსისტემის ხელშეწყობა ჩვენთვის პრიორიტეტია და სწორედ ა...

„წინასაარჩევნო კამპანიის გზავნილ...

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. 14 გვერდიან ანგარიშში 11 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე პერიოდია მიმოხილული. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საარჩევნო კოდექსში 20-ზე მეტი ცვლილება შევიდა, რომლითაც "ოდირის" რამდენიმე წინა რეკომენდაციაა გათვალისწინებული, თუმცა რამდენიმე რეკომენდაცია კვლავ შეუსრულებელი რჩება. ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ დღემდე დაიცვა ყველა კანონიერი ვადა, ჩაატარა ტრენინგები სხვადასხვა დაინტერესებული მხარისთვის და წამოიწყო ამომრჩეველთა ფართომასშტაბიანი ინფორმირების კამპანი...

ხაზარაძე - უკვე აშკარაა, რომ ამ ...

უკვე აშკარაა, რომ ამ არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, ყველა სანდო გამოკითხვა ამას ადასტურებს, - ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, არჩევნების საბოლოო შედეგი მხოლოდ ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. "ორი კვირა დარჩა არჩევნებამდე. არჩევნების საბოლოო შედეგი მხოლოდ ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. უკვე აშკარაა, რომ ამ არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს. ყველა სანდო გამოკითხვა ამას ადასტურებს. ეს ფაქტი „ქართული ოცნებისთვისაც" ცნობილია და სწორედ ეს განაპირობებს მათ პანიკურ ქცევასა და შიშს. ამომრჩეველთა უმრავლესობამ უკვე დადასტურებულად იცის, რომ არ სურს „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში. არჩევნები და ხმ...

„ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის, ა...

“ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის, რომ არჩევნები წაგებული აქვს ზუგდიდში, სამეგრელოში და დახმარება კანონიერ ქურდებს სთხოვეს,- ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ანა წითლიძემ განაცხადა. როგორც წითლიძე აცხადებს, “ირაკლი მარღიას და ლევან ყალიჩავას, ორი დავალება აქვთ - დააშინონ ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობა და მონაწილეობა მიიღონ პირადობების ჩამორთმევაში, მაგრამ მიუხედავად “ოცნების“ მცდელობისა, ზუგდიდი და სამეგრელო “ოცნებას“ ხელისუფლებიდან გაისტუმრებს“. წითლიძის თქმით, “ოპოზიცია“ და “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ იქნება პირველ ადგილზე "ზუგდიდშიც და მთელ...

კახა კალაძე ბუნდესტაგის რეზოლუცი...

ამ რეზოლუციებს არაფერი ფასი არა აქვს. რეალობა არის ერთი - საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ აშანტაჟებდნენ კაბინეტებში, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ხელების გადაგრეხვის შემთხვევა იყო, რომ ქვეყანაში გახსნილიყო მეორე ფრონტი და მიერთებოდა სანქციებს,- ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე გერმანიის ბუნდესტაგის მიერ საქართველოს საკითხზე რეზოლუციის მიღებას. თბილისის მერის თქმით, „დასავლეთისგან ზეწოლის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება ატარებს პროქართულ და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართულ პოლიტიკას".  „ერთი რამ სასიხარულოა, რომ სანქციებთან დაკავშირებით რეზოლუციაშიც უკვე ოფიციალურად დაწერეს, მოვუწოდებთ, რომ შევუერთდეთ სანქციებსო. ამდენი ხანი თვით...

2023 წელს EU-მა საქართველოში 44 ...

2023 წელს ევროკავშირმა EU4Business-ის ინიციატივის მეშვეობით, მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) ზრდისა და განვითარების მხარდასაჭერად საქართველოში 44 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა. ამ ინვესტიციის შედეგად შეიქმნა სამუშაო ადგილები, გაიზარდა ექსპორტი, დაინერგა ინოვაციები, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის გაძლიერებასა და განვითარებას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მხოლოდ გასულ წელს, 50 სხვადასხვა პროექტის მეშვეობით მხარდაჭერა საქართველოში მოქმედმა 39 000-ზე მეტმა მცირე და საშუალო ბიზნესმა მიიღო. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულმა პროექტებმა ხელშესახები შედეგები მოიტანა, როგორც თავ...

ირაკლი კობახიძე - მაქსიმალურად გ...

ჩვენ მაქსიმალურად გვინდა, გავუფრთხილდეთ ამერიკის რეპუტაციას ამ ქვეყანაში გამომდინარე იქიდან, რომ გათვლა გვაქვს ურთიერთობების გადატვირთვაზე მომავალი წლიდან,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, „როგორც კი უკრაინაში დასრულდება ომი, ანუ დასრულდება პირველი ფრონტი, მაშინვე მოიხსნება მეორე ფრონტის ინტერესი და მაშინვე გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის". „ეს „ქარდები„ საერთოდ ვის მოაფიქრდა, არ ვიცი. არასერიოზული იყო, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი და კარგია, რომ ამ „ქარდების" გამოქვეყნება აღარ გრძელდება. ასეთი „ქარდები" არჩევნების შედეგებზე გ...

პრემიერი - მშვიდობიანი გზით ტერი...

აბსოლუტურად რეალურია მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, არის ყველანაირი რესურსი იმისთვის, რომ დადებითი ტენდენციები გამოიკვეთოს. „რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ეს არის ისეთი თემა, რაზეც საჯაროდ საუბარი არის რთული. არის უამრავი ნიუანსი, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული რეგიონული, გლობალური ვითარების ცვლილებაზე, თუმცა არის ყველანაირი რესურსი იმისთვის, რომ აქ გამოიკვეთოს დადებითი ტენდენციები. 1988 წელს დაიწყო მასშტაბური დისიდენტური მოძრაობა და მაშინაც კი, არავის სჯეროდა, რომ საბჭოთა კავშირი შეიძლებოდა, დაშლილიყო, თუმცა 1991 წლის ბოლოს საბჭოთა ...

მოქმედებდა როგორც უცხოელი აგენტი...

გახარიას არ ჰქონდა წინა ხელისუფლებასთან არც პირდაპირი, არც ირიბი კავშირი, არც საქართველოში არ ცხოვრობდა თავის დროზე, მაგრამ მას აქვს უკვე მჭიდრო კავშირი ახლა ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან, რადიკალურ ოპოზიციასთან,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ყოფილ თანაგუნდელზე, ექსპრემიერსა და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერზე, გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა. კობახიძის თქმით, გახარიას და მის პარტიას შექმნილი აქვს ოფიციალური კოალიცია 4 მუნიციპალიტეტში პარტია "ნაცმოძრაობასთან". „ასევე დღეს გაიხსენა ჩვენი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და უმრავლესობის ლიდერმა მისი ქმედებები, რაც განახორციელა ბოლო წლების განმავლობაში. რეალურად ის რას აკეთებ...