ჩვენ კვლავაც ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - "სამხრეთ ოსეთი" და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანმა, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა. როგორც კლევერლიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ქართველების სუვერენული უფლებაა, საკუთარი ქვეყნის მომავალი თვითონ გადაწყვიტონ. "რუსეთის უკრაინაში შეჭრა და საერთაშორისო სამართლის სრული უპატივცემულობა თქვენთვის გასაკვირი არ უნდა იყოს. 2008 წლის რუსეთის აგრესია საქართველოში, რასაც შედეგად "სამხრეთ ოსეთისა" და აფხაზეთის ანექ...
გაეროს დამოუკიდებელმა საერთაშორისო კომისიამ დაადგინა, რომ უკრაინაში ომის დროს რუსეთმა უამრავი სამხედრო დანაშაული ჩაიდინა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ განზრახ მკვლელობები, უკანონო პატიმრობები, წამება, გაუპატიურება და ბავშვების უკანონო დეპორტაცია, არის მცირე ჩამონათვალი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის. „რუსეთმა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უამრავი დარღვევა ჩაიდინა. რუსების მიერ განხორციელებული ომის დანაშაულები მოიცავდა თავდასხმებს სამოქალაქო მოსახლეობაზე და ენერგეტიკასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაზე, განზრახ ...
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი ჯეიმს კლევერლი საქართველოშია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, მარკ კლეიტონმა ავრცელებს. საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ჯეიმს კლევერლი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩაშვილს შეხვდება, ამის შემდგომ კი მოინახულებს საოკუპაციო ხაზს და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა. "კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში !",- წერს კლეიტონი.
მივესალმები ყველა ინიციატივას, რომელიც საქართველოს დეოლიგარქიზაციის ეფექტურ კანონმდებლობას მიაღებინებს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ვენეციის დასკვნაში არის რეკომენდაციები და რჩევები, რომელთაგან, არაერთი გათვალისწინებას დაექვემდებარება და აღკვეთავს ისეთ ვითარებებს, რომელიც ჯარის მძარცველი ოლიგარქი კეზერაშვილის ტიპის ბიზნესმენებს პოლიტიკაში ჩართვას არ დაუშვებს. "ამჯერადაც დიდ ვნებათაღელვას იწვევს საერთაშორისო ორგანოებისა და ვენეციის კომისიის დასკვნები, სადაც იუსტიციის მინისტრობისას თავადაც არაერთხელ წარმიდგენია დიდი თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი რეფორმის პროექტი კომენტარებისა და რეკომენდაციებისთვის. არადა...
რიში სუნაკს მივაწოდე ინფორმაცია ფრონტზე არსებულ ვითარებასა და ბახმუტის დაცვაზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, მიღწეულია კონკრეტული შედეგები უკრაინის თავდაცვისა და ეკონომიკური მხარდაჭერის გაძლიერებაში. სატელეფონო საუბარში, ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები საერთაშორისო მოვლენებზე. “კარგი საუბარი მქონდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან. მივაწოდე ინფორმაცია ფრონტზე არსებულ ვითარებასა და ბახმუტის დაცვაზე. გავცვალეთ მოსაზრებები ბოლო საერთაშორისო მოვლენებზე. როგორც ყოველთვის, ჩვენ გვაქვს კონკრეტული შედეგები უკრაინის თავდაცვისა და ეკონომიკური მხარდაჭერის გაძლიერებაში. ჩვენ ვაფას...
ჩვენ უნდა გავზარდოთ საქართველოს და მოლდოვას გამძლეობა რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ და დავიცვათ კარის ზღურბლზე არსებული საფრთხისგან. ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ გაერთიანებული სამეფო მოლდოველი და ქართველი ხალხის გვერდით დგას და იცავს მათ დემოკრატიულ არჩევანს, მიაღწიონ თავისუფლებას, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. "გაერთიანებული სამეფო გვერდით არ გადგება მაშინ, როდესაც მოსკოვი ამ ორ ქვეყანაში დემოკრატიას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ძირს უთხრის. ჩვენ უნდა გავზარდოთ მათი გამძლეობა რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ და დავიცვათ კარის ზღურბლზე არსებული საფრთხისგან. მინისტრი კიდევ ერთხელ გაუსვა...
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სწრაფად მივაწოდოთ უკრაინას საჭირო საბრძოლო მასალა, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. მისივე თქმით, პარტნიორები თავის მხრივ ყველაფერს გააკეთებენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინამ მიიღოს საჭირო საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა. "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სწრაფად მივაწოდოთ უკრაინას საჭირო საბრძოლო მასალა. ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად ჩვენ გავაგრძელებთ იმის უზრუნველყოფას, რომ უკრაინამ მიიღოს იარაღი და აღჭურვილობა თავის დასაცავად“, - განაცხადა შოლცმა. ცნობისთვის, გუშინ, 15 მარტს, ცხრა ქვეყანამ ერთობლივი ძალებით, უკრაინას 150-ზე მეტი Leopard-ის ტიპის ტანკები გადასცა.
მოლდოვის ფიზიკური თავდასხმისგან დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება უკრაინელების დახმარებაა რუსული აგრესიისგან თავის დაცვაში, - ამის შესახებ მოლდოვაში ვიზიტით მყოფმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა. მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი აძლიერებს ფინანსურ მხარდაჭერას მოლდოვასა და საქართველოსთვის, რადგან ქვეყნები კვლავ განიცდიან უკრაინაში პუტინის უკანონო შეჭრის დესტაბილიზაციის გამომწვევ ზემოქმედებას. „ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ მოლდოვის ფიზიკური თავდასხმისგან დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება უკრაინელების დახმარებაა რუსული აგრესიისგან თავის დაცვაში“, - განაცხადა კლევერლიმ.
პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, მსჯავრდებულის ან მისი ოჯახის მიერ მოწვეულმა უცხოელმა ექიმმა, მიიღოს მონაწილეობა სააკაშვილის მკურნალობაში, - ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების მიხედვით, უწყებამ მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვის შესაძლებლობა მსჯავრდებულ სააკაშვილს ჯერ კიდევ 2022 წლის 29 ნოემბერს შესთავაზა. "საზოგადოების ინფორმირების მიზნით იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვის შესაძლებლობა მსჯავრდებულ სააკაშვილს სამინისტრომ 2022 წლის 29 ნოემბერს შესთავაზა. შეთავაზება გულისხმობს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, უშუალოდ მსჯავრდებულის ან მ...
თუ ვინმეს ჭკუა მოეკითხება „ნაციონალურ მოძრაობაში“, უნდა გააკეთოს ერთი მარტივი რამ – დაახლოებით 10 სანტიმეტრი „სკოჩი“ მოჭრან და მიაკრან პირზე ვანო მერაბიშვილს, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, "ქართული ოცნება" არასწორად გადადგმული ნაბიჯების გამო დარეტიანებულია და ამ სიტუაციიდან გამოსვლაში მას ვანო მერაბიშვილი ეხმარება, ვინაიდან ის საზოგადოებას აფიქრებს საკითხზე, რომ თუ "ქართული ოცნება", დატოვებს ხელისუფლებას შესაძლოა უარესმა ძალამ ჩაიგდოს ძალაუფლება ხელში. „ძალიან დაიზიანა თავი „ქართულმა ოცნებამ“, ყველა რომ ვეუბნებოდით, ფოცხს ნუ დააბიჯებ ფეხ...
„ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს შექმნა გულაგების სისტემა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, მათი პოლიტიკური ფილოსოფია არის ადამიანების ჩაგვრა და როგორც კი პარტიაში „მიიღებენ ერთ გრამ ხელისუფლებასაც კი, გამოაჩენენ თავის ბრჭყალებს“. „ნაციონალური მოძრაობა არის პარტია, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, შექმნა გულაგების სისტემა. სისტემა, სადაც ადამიანები ციხეში მოხვედრის შიშით, ან მოხვედრის გზით, იჩაგრებოდნენ, ითრგუნებოდნენ, ადამიანების ღირსების აყრა ხდებოდა და ძალადობა იყო მაშინდელი ხელისუფლების ყოველდღიური საქმე. ეს არის ნაციონალური მოძრაობის პოლ...
საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიების რუსული ჯარისგან გათავისუფლება უკრაინის საქმე არ არის,- ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა. როგორც დანილოვმა "რადიო თავისუფლების" უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში აღნიშნა, საქართველომ და მოლდოვამ რუსული ჯარების გავლენა და ყოფნა მათ ტერიტორიაზე უკრაინის მონაწილეობის გარეშე უნდა მოიშორონ. „ეს ქართველები უნდა გააკეთონ, ეს უნდა გააკეთონ მოლდოველებმა. თუ მათ მიაჩნიათ, რომ ეს ტერიტორია უშუალოდ მათ ეკუთვნის“,- ამბობს დანილოვი. მისი თქმით, ქვეყნები, რომლებზეც რუსეთის ფედერაციას აქვს გავლენა და სადაც რუსეთის ფედერაცია იმყოფება, ვერ განვითარდებიან. „მაგალითად...
საქართველოში რეალურად ერთი სერიოზული ოპოზიციური პარტიაა - სააკაშვილის პარტია. მისი რეიტინგი ორჯერ აჭარბებს ყველა სხვა პარტიის რეიტინგს ერთად აღებულს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა უკრაინულ მედიასთან საუბრისას განაცხადა. მერაბიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ენმ-ის მოქმედი თავმჯდომარე "ახალგაზრდა ლიდერმა" შეცვალა, ქვეყანაში ვითარება შეიცვალა. როგორც მერაბიშვილი ამბობს, უახლოეს მომავალში საქართველოში ქუჩის აქციებიც დაიწყება. "საქართველოში რეალურად ერთი სერიოზული ოპოზიციური პარტიაა - სააკაშვილის პარტია. მისი რეიტინგი ორჯერ აჭარბებს ყველა სხვა პარტიის რეიტინგს ერთად აღებულს. ამ პარტიაში ხელმძღვანელობის ვადამდელი არჩევნები გა...
ქართველებს აქვთ სურვილი, შეუერთდნენ ევროკავშირს. სამწუხაროდ, მთავრობა ინტეგრაციის გზაზე მთავარი დაბრკოლება გახდა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა სტრასბურგში ქართველ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. კუბილიუსის თქმით, პროევროპული ოპოზიცია არის ალტერნატივა, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ქართველი ხალხის ინტერესების დაცვა შეუძლია. "ძალიან კარგი შეხვედრა იყო და ძალიან სასიამოვნოა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ასე ერთად ჩამოვიდნენ აქ. ჩვენ დავინტერესდით, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებენ მომავალში და მკაფიოდ ვთქვით, რომ ქართველებს აქვთ სურვილი, შეუერთდნენ ევროკავშირს. სამწუხაროდ, მთავრობა ინტეგრაციის გზაზე გახდა მთავარი...
16-17 მარტს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი ეწვევა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს კლევერლი მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. ასევე, გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს კლევერლი დაესწრება ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით ორგანიზებულ ღონისძიებას და შეხვედრას გამართავს სამოქალაქო საზოგადოების წარმომდგენლებთან. ცნობისთვის, ბოლოს, გაერთიანებული ...
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს პერსპექტივების გაძლიერებაზე ესაუბრა. ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი აქვს. "ძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან - როგორ გავაძლიეროთ საქართველოს პერსპექტივები კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ხაზგასმით აღვნიშნე საქართველოს მოსახლეობის ურყევი სწრაფვა ამ ევროპულ გზაზე. ჩვენ ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი გვაქვს", - წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.
სახალხო დამცველი აგრძელებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობას და მისი სურვილის შემთხვევაში, მე ყოველთვის მზად ვარ მივიდე და შევხვდე მიხეილ სააკაშვილს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ის აპირებს შეხვდეს სახალხო დამცველის კონსილიუმს, რომელიც პერიოდულად აფასებს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ამასთან ერთად ის აპირებს შეხვედრას ყველა დაინტერესებულ პირთან, სააკაშვილის ოჯახის წევრებთან, რათა საკითხის ირგვლივ მათი მოსაზრებებიც მოისმინოს. "თქვენ იცით, რომ არსებობს სახალხო დამცველის კონსილიუმი, რომელიც პერიოდულად აფასებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მე, რა თქმ...
საქართველოს მიმართ არაფერი შეიძლება იყოს იმაზე უფრო ცრუ ნარატივი და დიდი თავხედობა, როგორც მიხეილ სააკაშვილის, ამ სპეკულაციური და თაღლითური თემის საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილი არის ბნელი წარსული და საქართველოს ევროპული მომავალი ვერ იქნება მისი ქმედებები, მისი აწმყო, წარსული და მომავალი. "საქართველოს მიმართ არაფერი შეიძლება იყოს იმაზე უფრო ცრუ ნარატივი და დიდი თავხედობა, როგორც მიხეილ სააკაშვილის, ამ სპეკულაციური და თაღლითური თემის საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირება. საქართველოს ევროპული მომავალი ვერ იქნება სააკაშვილი და მისი ქმედებ...
საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, უკრაინა უნდა გახდეს NATO-ს წევრი უსაფრთხოების ყველა გარანტიით, - ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრიშიანის კარინშისმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინა პარტნიორების ურყევი მხარდაჭერით თავის მიზნებს მიაღწევს, ხოლო რუსეთმა ვეღარ უნდა შეძლოს ომის დაწყება ევროპელი მეზობლების წინააღმდეგ. "საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, უკრაინა უნდა გახდეს NATO-ს წევრი უსაფრთხოების ყველა გარანტიით, რაც ამას მოჰყვება. ჩვენი საერთო და ურყევი მხარდაჭერით, უკრაინა თავის მიზნებს მიაღწევს. როგორიც არ უნდა იყოს რუსეთის განზრახვა, ისინი რუსული ძალები ვერ შეძლებენ მორიგი ომის დაწყებას ევროპელი მეზობლების წინააღმდეგ",...
კითხვას მობილიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ ვუპასუხეთ, ამ საკითხს არ განვიხილავთ, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის ხელისუფლების პოზიცია მობილიზაციასთან დაკავშირებით ურყევი რჩება და აღარ განიხილება. "კითხვას მობილიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ ვუპასუხეთ. ამ საკითხს არ განვიხილავთ. რაც შეეხება მონაცემთა ბაზის განახლებას, ვიმეორე, ეს მუდმივი სამუშაოა. ყველა დეტალის დაზუსტებისთვის შეგიძლიათ პირდაპირ მიმართოთ სამხედროებს და თავდაცვის სამინისტროს", - განაცხადა პესკოვმა. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 202 წლის 21 სექტემბერს ქვეყ...