უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან საქართველო მტკიცედ განაგრძობდა უკრაინის მხარდაჭერას პოლიტიკური, დიპლომატიური და ჰუმანიტარული მიმართულებით,- ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის გასული წლის ანგარიშში. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, საქართველომ უკრაინისადმი სოლიდარობა საერთაშორისო პლატფორმების ფარგლებში მტკიცე პოზიციებითაც გამოხატა რეზოლუციების თანაავტორობის, თანასპონსორობის თუ განცხადებებზე მიერთების გზით. „ომის დაწყების დღიდან საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინისადმი საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციებისა და გადაწყვეტილებების რაოდენობა 500-ს აჭარბებს. საქართველო მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უწევს უკრა...
ჩვენი სანაქებო პოლიცია გადააქციეს „მილიციად“ - როგორც პუტინის მოსკოვში ხდება, რომ თუ აპროტესტებ პუტინის რეჟიმს, ეცემიან და მიათრევენ ადამიანებს, ზუსტად ასე მოიქცნენ დღეს თბილისის ცენტრში - დააკავეს შოთა თუთბერიძე, რომელიც უბრალოდ იჯდა და ხელში ეჭირა ბანერი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ლევან ხაბეიშვილმა საზოგადოებას მოუწოდა გაერთინებისკენ, ვინაიდან, როგორც ის აღნიშნავს არსებული პრობლემა ეხება ყველას და არ დასრულდება იქამდე სანამ საზოგადოება არ გაერთიანდება, "კრიმინალური რეჟიმის - ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ". „წარმოუდგენელი რამე ხდება ქვეყანაში, ადამიანები, რომლებიც აპროტ...
უკრაინის მიერ დაწესებული სანქცია არ ნიშნავს საერთაშორისო სანქციას,- ასე ეხმაურება ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე უკრაინის მიერ ავიაკომპანია Georgian Airways-ის დასასანქცირებელთა სიაში შეყვანას. კაკაურიძის თქმით, Georgian airways-ის დასანქცირება ბიუჯეტსა და ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვან ზიანს არ მოუტანს. "უკრაინის მიერ დაწესებული სანქცია არ ნიშნავს საერთაშორისო სანქციას. ეს ერთი, მერე მეორე Georgian airways და ნებისმიერი კომპანიის დასანქცირება, რომელიც დაარღვევს საერთაშორისო სანქციები და ამის გამო დაასანქცირებენ ეს არ არის კარგი, თუმცა ბიუჯეტსა და ქვეყნის ეკონომიკაზე ისეთი კომპანიის დასანქცირება როგორიც არის Georgian airways, რა თქმა უნდა, არ იქნება მნიშვნელოვანი...
უკრაინა და მისი მოკავშირეები ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფისგან ჯერ კიდევ ძალიან შორს არიან, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მოლდოვაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრაზე განაცხადა. როგორც შოლცმა აღნიშნა, არსებული ვითარებიდან გამომდინარე უკრაინის ნატო-ს წევრობაზე მსჯელობა ვერ შედგება, მთავარი მიზანი კი უნდა იყოს ფოკუსირება იმ საკითხზე, თუ როგორ და რა კუთხით შეიძლება უკრაინის დახმარება. "ამჟამინდელი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ უკრაინის წევრობაზე... ჩვენ ყველა უნდა ვფოკუსირდეთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია, როგორც ინდივიდებმა, მხარი დავუჭიროთ უკრაინას", - აღნიშნა შოლცმა.
ბრიტანეთის პარლამენტის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ტობიას ელვუდი ბრატისლავაში მიმდინარე უსაფრთხოების ფორუმზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას გამოეხმაურა. როგორც ელვუდიმ აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილს სჭირდება, რომ დადგეს სიმართლის მხარეს იმის ნაცვლად, რომ ორივე მხარეს ეცადოს პოზიციონირებას. "ვფიქრობ, თქვენი პრემიერ-მინისტრი ცდილობს, ერთდროულად ორივე მხარეს სვლას. მას სჭირდება, დადგეს სიმართლის მხარეს იმის ნაცვლად, რომ ორივე მხარეს ეცადოს პოზიციონირებას. იკვეთება პრეზიდენტ პუტინის იმპერიალისტური ზრახვები და ის ცდილობს, რომ დასავლეთის ერთიანობა გატეხოს, როცა საქმე ეხება უკრაინისადმი მხარდაჭერას. მე მაქვს მარტივი შეკითხვა პრემიერმინის...
"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე გააკეთა. ბოკერია აღნიშნავს, რომ ზელენსკის არ ეთანხმება და "საქართველო და ბელარუსი ერთი და იგივე ნამდვილად არ არის". ბოკერიას თქმით, ივანიშვილის პოლიტიკის მიუხედავად, საქართველო ჯერჯერობით ბელარუსი არ არის, თუმცა ტრაექტორია ამ რეჟიმს ამ მიმართულებით აქვს. "საქართველოს მოქალაქეებისთვის აღმაშფოთებელი ის კი არ უნდა იყოს, ზუსტი შეფასება და პარალელი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა თუ არა. არამედ ის, რომ რაზეც ზელენსკიმ ილაპარაკა - ნატოში გაწევრიანება უნდა მოხდეს უკრაინის...
ვიღაცას სანქციას რომ მადებს, ეს არის უკვე კომედია, უფრო სწორად, ტრაგიკომედია, - ასე გამოეხმაურა "საქართველო-რუსეთის" მეგობრობის ცენტრის ხელმძღვანელი, ვალერი კვარაცხელია უკრაინის მიერ მისი შვილის კომპანიისა დასანქცირებას. როგორც ვალერი კვარაცხელიამ აღნიშნა, უკრაინა უკვე განადგურებულია "საკუთარი ხელისუფლების აბსოლუტურად სულელური და მავნებლური საქციელების გამო". "ვიღაცა სანქციას რომ მადებს, ეს არის უკვე კომედია. უფრო სწორად, ტრაგიკომედია, იმიტომ, რომ უკრაინა დასანქცირებული კი არ არის, უკვე განადგურებულია - საკუთარი ხელისუფლების აბსოლუტურად სულელური და მავნებლური საქციელის გამო. უკრაინა დაღუპეს, მიწასთან გაასწორეს და ახლა სხვას უწესებს სანქციას, ...
თუ რომელიმე ხელისუფლებამ რაიმე კონკრეტული ხელშესახები გააკეთა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ან იგივე ნატოს გზაზე, ეს ვართ ჩვენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მოლდოვაში განუცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს სურვილი და მოტივაცია მოიტანს კონკრეტულ შედეგებს, აქედან გამომდინარე ყველამ ერთად უნდა გააკეთოს მაქსიმუმი იმისთვის, რომ საქართველო ევროპასთან და ნატო-სთან კიდევ უფრო მეტად დაახლოვდეს. „თუ რომელიმე ხელისუფლებამ რაიმე კონკრეტული ხელშესახები გააკეთა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ან იგივე ნატოს გზაზე, ეს ვართ ჩვენ. პირადად მე მქონდა პატივი, ხელი მომეწერა ასოცირების შეთანხმებისთვის, თავისუფალი ვაჭრო...
რაც შეეხება ზელენსკის განცხადებას, მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს ქვეყანა ომშია, თვითონაც ომშია და არ მინდა, რომ გარკვეული სპეკულირების საფუძველი და საშუალება მივცე ჩვენი ქვეყნის სხვა არაკეთილმოსურნე ადამიანებს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ევროპული პოლიტიკური გაერთიანების, მეორე სამიტის ფარგლებში გაკეთებულ განაცხადებებს. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ზელენსკის და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაშია საქართველოს ოპოზიციურ სპექტრთან. „ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა პრეზიდენტი ზელენსკი დაესწრო ამ შეხვედრას. ძალიან განვიცდი იმის გამო, რაც ხდება უკრაინა...
არასწორად ლაპარაკობს და არასწორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ, დამამცირებელი და უნამუსოდ უსამართლო, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი გია ვოლსკი, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ევროპული პოლიტიკური გაერთიანების, მეორე სამიტის ფარგლებში გაკეთებულ განაცხადებებს. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, მმართველ პარტიას აქვს ფიქრის საფუძველი, რომ ზელენსკის დამოკიდებულება არის მიკერძოებული, რომელიც მიმართულია ოპოზიციის მხარდასაჭერად, ამის მიზანი კი, საქართველოს ომში ჩართვაა. "მონობა რაში დაინახა, რას გულისხმობს? არასწორად ლაპარაკობს და არასწორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ, დამამცირებელი და აბსოლუტურად უსამართლო, უნამუსოდ უსამართლო. გვაქვს სა...
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში იმყოფება, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტში მონაწილეობს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) პლენარული სესიის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. სამიტის პლენარული სესია გახსნა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ. მან ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მონაწილე სახელმწიფოების ლიდერებს სიტყვით მიმართა. გახსნის ღონისძიების შემდეგ, შეხვედრის მონაწილე დელეგაციების ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს. რიგით მეორე სამიტს ევროპის ქვეყნების 47 ლიდერი და ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტის ხელმძღვანელები ესწრებიან",- ნათქვამია ადმინისტრაციის ინფორმაციაშ...
EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის უალტერნატივო, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღონ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის მიზანი ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაციაა. "ეს არის რიგით მეორე სამიტი, რომელიც იმართება მოლდოვაში. მე ვფიქრობ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიები, რომელშიც ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას. მოგეხსენებათ, მთავარი თემა, რა თქმა უნდა, იქნება უკრაინის ომი და უსაფრ...
ჩვენ არ ვართ, სამწუხაროდ, არც ევროკავშირის და არც ნატო-ს წევრი ქვეყანა და ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს უსაფრთხოების ქოლგა და გარანტიები, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მოლდოვაში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეორე ფორუმს ესწრება. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების პოლიტიკა არის მშვიდობიანი. „არაერთხელ მითქვამს, რომ სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ქვეყანა არის ნაწილობრივ, დროებით ოკუპირებული. ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ჩვენ არ ვართ, სამწუხაროდ, არც ევროკავშირის და არც...
გამორჩეული სიტყვით გამოსვლა ჰქონდა, ძალიან მკაფიო იყო უკრაინასთან, უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობასთან, ევროპულ გზასა და საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, - ასე შეაფასა ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლა. როგორც გალერმა აღნიშნა, ევროპარლამენტი ისურვებდა, რომ პრეზიდენტმა გამოიყენოს თავისი ბერკეტი და გაათავისუფლოს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, ვინაიდან მას ბრალი არაფერში მიუძღვის და ამასთან ერთად, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაშია. „პრეზიდენტმა ფეხზე წამოდგომით ტაში დაიმსახურა და ვფიქრობ, იყო თ...
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზვიად გიგანი დაიღუპა. ზვიად გიგანი უკრაინაში საბრძოლო დანაყოფებს ლოგისტიკური უზრუნველყოფის მიმართულებით, 2022 წლიდან მუშაობდა. "არ მინდა დავიჯერო ის უბედურება რაც დაგვატყდა გიგანებს, უკრაინაში ომში მყოფი ზვიად გიგანი გარდაიცვალა... როგორც გავიგეთ უცაბედად “თრომბით” გარდაიცვალა...!!!", - წერს ჯონი გიგანი. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, 45 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
ზურაბიშვილს ევროპარლამენტში გამოსვლისას რომ ეთქვა, დაბრუნებისას გვარამიას და სააკაშვილს შევიწყალებო, ეს ძალიან მკაფიო და დასაფასებელი იქნებოდა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა. როგორც აუსტრევიჩუსმა აღნიშნა, რეფორმებისა და რეკომენდაციების იმპლემენტაციის თვალსაზრისით საქართველოს მთავრობამ ცოტათი უფრო მეტი უნდა გააკეთოს. „როდესაც მე ვუსმენ ექსპერტებს და „ენჯეოებს“ საქართველოდან, რომლებიც რეკომენდაციების შესრულებას დაბალ რეიტინგს აძლევენ, ამას ყოველთვის ვამოწმებ ექსპერტებისა და მთავრობის ანგარიშებში. მე არ ვარ მაინც და მაინც ოპტიმისტი იმასთან დაკავშირებ...
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლას გამოეხმაურა. კრამონმა ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს ევროპული მომავლისკენ სწრაფვაში მტკიცე მხარდაჭერა და გვერდში დგომა გამოუცხადა. "სუფთა ჰაერივითაა ბოლოს და ბოლოს მოუსმინო ქართველ მაღალჩინოსანს, რომელიც წარმოადგენს ქართველების 90%-ის ევროპულ ნებას. ძვირფასო პრეზიდენტო, ჩვენ ევროპარლამენტში მტკიცედ ვდგავართ თქვენი და თქვენი ხალხის გვერდით საქართველოს ევროპული მომავლისთვის. კანდიდატის სტატუსი საქართველოს", - წერს კრამონი. შეგახსენებთ, დღეს ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტს სიტყვით მიმართა. მანამდე კი ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრ...
ვისაც ჰგონია, ან ეგონა, რომ მე აქ ჩამოსვლისას შეიძლებოდა რამე მეთქვა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ე.ი. არ მიცნობენ ჯერ და ჯობია გამიცნონ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ ის თავისი გამოსვლით კმაყოფილია. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, უახლოეს თვეებში საქართველოში ვიზიტს გეგმავენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა. "მე როგორც იცით, ყოველთვის ვარ ოპტიმისტი. და საერთოდ ოპტიმიზმი ამართლებს და მინდა ვთქვა, რომ ჩემი შეხვედრები [ბრიუსელში] გუშინ და დღეს მაძლევს იმის იმედს, რომ შეიძლება ვი...
ხალხის სწორი რეაქციის შედგად, ევროპარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის ტონი შერბილებული იყო, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიცია უკმაყოფილოა, რადგან სალომე ზურაბიშვილი მათ ნარატივში ბოლომდე არ ჩაჯდა. „ოპოზიცია უკმაყოფილოა ერთადერთი რამის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილი მათ ნარატივში ბოლომდე არ ჩაჯდა. დღეს თქვენთან საუბარში ვივარაუდე, რომ პრეზიდენტს პოზიტიური გამოსვლა ექნებოდა. ეს პროგნოზი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ამას ხალხის რეაქცია უზრუნველყოფდა. ეს ასე მოხდა – შერბილებული ტონი უზრუნველყო ხალხის აბსოლუტურმა სწორმ...
უკრაინამ უსაფრთხოების ძლიერი და ხელშესახები გარანტიები უნდა მიიღოს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. როგორც მაკრონმა აღნიშნა, უკრაინამ უნდა მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის იცავს ევროპას, არამედ იმიტომაც, რომ ის ძალიან კარგად არის აღჭურვილი. „თუ ჩვენ გვსურს მდგრადი მშვიდობა და გვსურს ვიყოთ სანდო უკრაინის მიმართ, ჩვენ ის უნდა ჩავრთოთ უსაფრთხოების არქიტექტურაში“, - აღნიშნა მაკრონმა.