თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ადგილზე სააკაშვილის ოჯახის წევრები, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები და მოქალაქეები არიან შეკრებილი. ისინი სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანასა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ. მთავრობის ადმინისტრაციასთან მობილიზებულია პოლიცია. ცნობისთვის, პრეზიდენტის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა გუშინ, 19 ნოემბერს განაცხადა, რომ "მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია, სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არც ერთი დაავადება". ადვოკატის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას დღეს სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა. უწყებამ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, ...
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი აცხადებს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება "ქართულ ოცნებაზეა" დამოკიდებული. იან კელი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს, რომ მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად საკუთარი უმრავლესობა უნდა გამოიყენოს. "საქართველოს ევროკავშირის კანდიდატურა ქართული ოცნების ხელშია და არა ოპოზიციის. გამოიყენეთ თქვენი უმრავლესობა 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად ახლავე", - წერს კელი Twitter-ზე.
ზაპოროჟიეს დაბომბვის შედეგად, 123 მაღალსართულიანი შენობა გათბობის გარეშე დარჩა. -ამის შესახებ სამხარეო ადმინისტრაციის უფროსმა, ალექსანდრე სტარუხმა განაცხადა. მისივე თქმით, მთლიანობაში 17 000 აბონენტი ცხოვრობს გათბობის გარეშე დარჩენილ სახლებშიმთლიანობაში 17 000 აბონენტი ცხოვრობს გათბობის გარეშე დარჩენილ სახლებში. "ზაპოროჟიეზე თავდასხმის შედეგად 123 მაღალსართულიანი შენობა გათბობის გარეშე დარჩა - 60 სახლში გათბობის სისტემები უკვე დაჩაირთო, მთლიანობაში 17 000 აბონენტი ცხოვრობს გათბობის გარეშე დარჩენილ სახლებში, დანარჩენ სახლებში გათბობა დღეს 23:00 საათამდე უნდა აღდგეს". - ნათქვამია განცხადებაში. 10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თა...
მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია, სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არცერთი დაავადება. - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა. მისივე თქმით, თუ ხანგრძლივობა დაემთხვევა "ვივა მედში" ყოფნის პერიოდს, ამაზე პასუხისმგებელი იქნება. "ექსპერტები პირდაპირ მიუთითებენ, რომ ის ნიშნები, რომლებიც მოწამვლას ახასიათებს, ის ელემენტები აღმოჩენილია ბიოფსიური კვლევის შედეგად მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში. ეს არის საფუძველი ითქვას, რომ არის მოწამლული, სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არცერთი დაავადება. თუ ხანგრძლივობა დაემთხვევა "ვივა მედში" ყოფნის პერიოდს, ბუნებრივია, ამაზე პასუხისმგებელი იქნება "ვივა მედი", თუ არადა მაშინ იქ, სადაც მ...
თსუ სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს. - ამის შესახებ ინფორმაციას მაისის სტუდენტური მოძრაობა ავრცელებს. მათივე თქმით, უნივერსიტეტში შეიქმნა ორი სამუშაო კომისია, რომელიც, სტუდენტებთან ერთად, შეისწავლის მიწისა და კალკულაციის საკითხებს. დასკვნის საფუძველზე უნდა დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები. "17 ნოემბერს მოხდა ორი პოტენციური ობიექტის დათვალიერება - მე-11 კორპუსის (განივის) გვერდით მდებარე ე.წ. ხიმინჯები და მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ძველი შენობა (დეტალურად იხილეთ ფოტოსურათებში). 1. პირველი ობიექტზე, რომლის ფართობია დაახლოებით 5000კვ.მ. შეუიარაღებელი თვალითაც ხილვადია, რომ ამ კონსტრუქციის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი. შესაბამისად, საჭირო იქნება ...
ეუთო-ს სხდომაზე რუსეთის წარმომადგენლებს არ დაუშვებენ. - ამის შესახებ ინფორმაციას BBC პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ლუკაშ იასინის განაცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. პოლონეთი ეუთო-ს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყანაა. ეუთო-ს სხდომა 1-2 დეკემბერს პოლონეთის ქალაქ ლოძიში გაიმართება, სადაც რუსულ დელეგაციას ჩასვლის უფლებას არ მისცემენ. 10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე. როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვე...
ნუთუ მთელი მსოფლიო შეთქმულებას ეწევა "ქართული ოცნების" წინააღმდეგ? რატომ გელანდებათ ყველგან მტრები? რატომ არის ამერიკა და ევროპა თქვენი მოწინააღმდეგე? ნუთუ ერთი ლობისტი მაინც არ გყავთ, რომ ამერიკის კონგრესში ერთი მხარდამჭერი მაინც იპოვოთ ან მოისყიდოთ? - ამ შეკითხვებით "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატებსა და მთავრობის მეთაურს მიმართა. როგორც გოცირიძემ პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით გამართულ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მმართველი პოლიტიკური გუნდი იზოლაციაშია და სწორედ ამიტომ, ყველგან მტერი "ელანდება". "გუშინ და გუშინწინ გადაუარეთ აშშ-ს კონგრეს...
ქართველი ხალხი არ შეეგუება არც მონობას, არც ბერას სათამაშოებს და უნდა გითხრათ, რომ წინ ძალიან დიდი პოლიტიკური წარღვნა გელოდებათ, - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი ღარიბაშვილს. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა არჩევანი გააკეთა "ტერორისტი, მკვლელი პუტინის სასარგებლოდ" და ხელისუფლებამ, საქართველოს და ივანიშვილს შორის არჩევანი გააკეთა ოლიგარქის ფულზე. "ბატონო ირაკლი, მესმის რომ ბრიუსელში ხელს აღარავინ გართმევთ და მოგიყვებით რატომ. რუს ოლიგარქს დავალება აქვს კრემლიდან, რომ არანაირ ევროკავშირი, ევროპა და 12 პუნქტის შესრულება. ივანიშვილმა არჩევანი გააკეთა ტერორისტი, მკვლელი პუ...
თქვენ ხართ პრემიერ-მინისტრი, გაქვთ უფლებამოსილება - მოკიდეთ ამ გათახსირებულებს ხელი და გააბრუნეთ რუსეთში, - ასე მიმართა "მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამართულ მოსმენაზე მყოფ პრემიერ-მინისტრს. საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნასთან მდგომმა ელისაშვილმა განაცხადა, რომ ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის საქართველო-რუსეთის საზღვრის გახსნისა და ქვეყანაში მათი შემოშვების წინააღმდეგი იყო. "ძალიან მაწუხებს ერთი რამე. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, რომ საზღვარი გახსნილიყო და რუსები შემოსულიყვნენ იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც შემოვიდნენ და განსაკუთრებით შემოსულიყო ყველაზე უღირსი ხალხი - დეზერტირე...
ბ-ნო პრემიერო, ამის ხაზ არგასმა არ შეიძლება, რომ თქვენ გიწევთ და მოგიწიათ პრემიერობა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან კატაკლიზმურ, ძალიან რთულ, გეოპოლიტიკური გაგებითაც, ურთულეს ეპოქაში, - ასე მიმართა "ევროპელი სოციალისტების" წარმომადგენელმა, დავით ზილფიმიანმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამართულ მოსმენაზე მყოფ პრემიერ-მინისტრს. როგორც ზილფიმიანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სწორედ მთავრობის მეთაურის დამსახურებაა ის, რომ მოხდა ეპოქალური გარდატეხა და მხოლოდ საქართველოს კი არ სჭირდება ევროპა, არამედ ევროპული ოჯახისთვისაც საჭირო გახდა საქართველო. "თითქოს გაცვეთილია, თითქოს არაფერს ნიშნავს სიტყვები, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა; შესაძლებლობის ფარგლებში, გვაქვს ეკონომ...
ბერა ივანიშვილის თანაშემწე არ შეიძლება ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყოს, - ამის შესახებ "ლელოს" წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით გამართულ მოსმენაზე განაცხადა. როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის ტრიბუნასთან მდგომმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიღწევებზე საუბრის ნაცვლად, ტყუილები ისაუბრა. "ძალიან რთული მოსასმენი იყო პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, რომელმაც ისევ აირჩია, რომ ბევრი ტყუილი ეთქვა იმის ნაცვლად, რომ რამე მიღეწევებზე ესაუბრა. სიბრალულის გრძნობა გამიჩნდა საკუთარი სამშობლოს მიმართ და მივხვდი, რომ ძალიან სწორი მოთხოვნაა ევროკავშირის მხრიდან დეოლიგარქიზაციას როდესაც გვთხოვენ იმიტომ, რომ ბერა ივანიშვილის თანაშემწე არ ...
ეს ადამიანები რომ ყოფილიყვნენ დღეს ხელისუფლებაში, ანუ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მოკავშირეები და პარტნიორები, რომლებსაც სურდათ მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში, კითხვა მინდა დავუსვა ნებისმიერ მოქალაქეს, ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ მართლაც იქნებოდა მეორე ფრონტი და პოლიგონად გადააქცევდნენ ჩვენს ქვეყანას, ვინმეს ეპარება ეჭვი? - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამართულ მოსმენაზე განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, ოპოზიცია საქართველოში "მეორე ფრონტის" გახსნის გარდა, საზოგადოების მღელვარების გამოწვევას და მის ფონზე რევოლუციის მოწყობას გეგმავდა...
თქვენი დღევანდელი გამოსვლა იყო ფარისევლობისა და სიყალბის პერფორმანსი და მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს პოლიტიკოსი, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს პარლამენტში, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ. ღარიბაშვილის შეფასებით, ვაშაძემ საზოგადოებას შეურაცხყოფა მიაყენა. "ჩვენ ახლა მოვისმინეთ ბატონი გიორგი ვაშაძის ემოციური გამოსვლა. რა თქმა უნდა, არ ვაპირებ ემოციების დახარჯვას, ენერგიის დაზოგვა მაქვს გადაწყვეტილი. ეს არის ფარისევლობა, ეს არის სიყალბე, ეს არის ტყუილი რასაც თქვენ აკეთებთ და რაც თქვენ ახლა ჩაიდინეთ. ამის გარდა, თქვენ რა თქმა უნდა, შეურაცხყოფა ...
თქვენი არჩევანი, ვინც აქ ხართ უმრავლესობის წარმომადგენლები, არის რუსეთის მონობის არჩევანი,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებაა დამნაშავე იმაში, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი ვერ მიიღო. "დღეს საქართველო დგას ისტორიული არჩევანის წინაშე - ან ძლიერი ერთიანი საქართველო ან დამონებული, რუსეთის სატელიტი სახელმწიფო. თქვენი არჩევანი, ვინც აქ ხართ უმრავლესობის წარმომადგენლები, არის რუსეთის მონობის არჩევანი, ლაჩრობის არჩევანი და ჩვენი არჩევანი არის ღირსეული, ძლიერი, ერთიანი საქართველოს არჩევანი. როცა საუბრობთ დეპოლარიზაციაზე, ჩვენ, ოპოზიცია...
ამერიკული დაფინანსების უდიდესი ნაწილი „ენჯეოებზე“ არის მიმართული, რაც ნიშნავს, რომ ეს ფული არა ჩვენს ქვეყანას, არამედ მათივე აგენტურას ხმარდება, - ასე ეხმაურება მოძრაობა "ხალხის ძალა", საქართველოს დაფინანსებასა და ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, სენატორების მიერ გაკეთებულ განცხადებებს. როგორც მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უცხოეთიდან „ენჯეოების“ დაფინანსების არსებული პრაქტიკა საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბუნებრივ საფრთხეს ქმნის. „გუშინ ამერიკის სენატში გაიმართა დებატები საქართველოს თემაზე, სადაც „ნაცმოძრაობასთან“ მეგობრობით გამორჩეული სენატორები ამერიკული დაფინანსების შეწყვეტით და...
ანთებითი პროცესია ნაწლავზე და მკურნალობა, რა თქმა უნდა, დანიშნულია. - ამის შესახებ კლინიკა "ვივა მედის" დირექტორმა, ზურაბ ჩხეიძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მკურნალობაში აქტიურად არიან ჩართულები ორთოპედ-ტრავმატოლოგები და შესაბამისი პროცედურა, რომელიც ესაჭიროება პაციენტს ყველაფერი უტარდება. "მკურნალობაში აქტიურად არიან ჩართულები ორთოპედ-ტრავმატოლოგები და შესაბამისი პროცედურა, რომელიც ესაჭიროება პაციენტს ყველაფერი უტარდება, დიახ მას აქვს ანთებითი პროცესი ნაწლავზე და მკურნალობა, რა თქმა უნდა, დანიშნული აქვს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის...
სასჯელი რუსეთის ყველა სისასტიკისთვის ადრე და ახლა, გარდაუვალია. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით,მნიშვნელოვანი სასამართლო გადაწყვეტილება ჰააგაში. "მნიშვნელოვანი სასამართლო გადაწყვეტილება ჰააგაში. პირველი სასჯელი MH17-ის ჩამოგდებაში დამნაშავეებისთვის. ასევე,გადამწყვეტია დამკვეთების პასუხისმგებლობის დაყენება, რადგან დაუსჯელობის განცდა იწვევს ახალ დანაშაულებს. ჩვენ უნდა გავფანტოთ ეს ილუზია. სასჯელი რუსეთის ყველა სისასტიკისთვის ადრე და ახლა გარდაუვალია". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით მალაიზიური ბოინგი დონბასში 2014 წელს, რუსული რაკეტით ჩამოაგდეს.
შუქისა და სითბოს ნაკლებობა უკრაინის ხელისუფლების ქმედებების შედეგია. - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლებას პრობლემის გადაჭრა არ სურს. "შუქისა და სითბოს ნაკლებობა უკრაინის ხელისუფლების ქმედებების შედეგია, რომელსაც პრობლემის გადაჭრა არ სურს, რუსეთი თავს დაესხა მხოლოდ იმ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება უკრაინის სამხედრო პოტენციალს და უკრაინის რეჟიმს“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ,რომ რუსმა ოკუპანტებმა დილით უკრაინაზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს.
ცივილიზებულ სამყაროს გვაშორებს რუსი ოლიგარქი და მისი კრიმინალური რეჟიმი,დაშორდნენ ამერიკას და ევროპას და ჩაეხუტნენ ევტუშენკოვს,პუტინს და რუსეთს - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, არანაირი 12 პუნქტი არ შესრულდება,ვინაიდან ბიძინა ივანიშვილს კრემლიდან აქვს მიღებული დავალება, რომ ევროპისკენ ნამიჯები არ გადადგას. „ახლა რამეზე თვალის დახუჭვა და არაქტიურობა არის დანაშაული ქვეყნის წინაშე, ყველამ კარგად ვიცით, როგორ გადაიქცა "ქართული ოცნება" რუსულ ოცნებად,ცივილიზებულ სამყაროს გვაშორებს რუსი ოლიგარქი და მისი კრიმინალური რეჟიმი,დაშორდნენ ამერიკას და ევროპას და ჩაეხუტნენ ევტუშენკოვს,პუტინს და რუსეთს.არან...
შეუძლებელია, მშვიდად შეხვდე იმ განცხადებებს, რაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ სენატიდან. ჩვენ ვიღებთ უმძიმეს და სამართლიან კრიტიკას ყველა იმ სფეროსთან დაკავშირებით, რასაც ვუყურებთ, - ასე ეხმაურება "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია საქართველოსთან დაკავშირებით სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას. ხოშტარიას თქმით, "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს ძალიან ბევრი შესაძლებლობა უკვე დააკარგვინა. "ქართულმა ოცნებამ" უღალატა საქართველოს ინტერესებს და უკვე დაგვაკარგვინა ძალიან ბევრი შესაძლებლობა, მაგრამ ამ ყველაფერში არის ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ მთავრობასა და საქართველოს ხალხს ისინი სხვადასხვანაირად უყურებენ და ელოდებიან მოქმედებას", - განაცხადა ელენე ხოშტარი...